asds Posted August 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2010 გარეთ გამოვიდნენ, მეუღელე ეუბნება "აი სვილო მამიკო................." ასეც ხდება ხოლმე ცხოვრებაში. მდა.. მძიმე ისტორია გაქვს გადატანილი ორი აზრი არ არის.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 14, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2010 შენ დაუკარ ემიგრანტული ნაწილი IV "მიშა გამოჩნდა ჰორიზონტზე." სანამ მიშა ჰორიზონტზე გამოჩნდებოდა, მანამდე კინაღამ მიქელამ დამიბარა ზემოთ საქეიფოდ.გადატრიალების დროს ნერვოპარალიზირებული გაზით პაწა მომწამლეს კგბ ქუთაისში, ამას მერე რაღაც მოჰყვა და......... ხო და ბევრი რომ არ მოვყვე ამ პრობლემებმა აქ იჩინა თავი. ერთი წელი რაღაც აუხსნელი ტკვილები გადავიტანე, მაგრამ ფეხს არ ეშველა. მთელი წელი ნარკომანივით მორფე შემსვეს ექიმებმა, მაგრამ ტკიველებს არ შველოდა რა. ბოლოს უკვე ვეღარ მოვითმინე და მე თვითონ მოვითხოვე ფეხის მოკვეთა, მაგრამ სიცხეები არ გაქვსო. საახალწლოდ ოპერციების სეზონია და ადგილები არ იყო სავადმყოფოში. ერთი ჩემი მეგობარი ექიმი რაომ არა იმ ღამეს ჩემით ვიჭრიდი ფეხს. მეთქი ძვლამდე მოვიჭრი და მერე გამოვიძახებ სასწრაფოსთქო.ეს ექიმი ევროპარამენტის დეპურტატია და რომ ჩამოდის ბრიუსელიდან მაკითხავს ხოლმე. ზუსტად იმ ღამეს მოვიდა, როდესაც დანა გამოვწვი და დეზინფექცია გავუკეთე ეგრევე გადარეკა სავადმყოფოში და მეორე დილას მიმიღეს. ასე რომ გადავრჩი მაშინ, თუმცა მარცხენა ფეხი დავკარგე. შემდგომ მარჯვენაზე შეიქმნა პრობლემა და ზედა კიდურის ძვლის გამცოვლა დასჭირადა. შორს რომ არ წავიდეთ ბოლო-ბოლო პირველი მეგრელი ტერმინატორი ვარ ეხლა ევროპაში. თუმცა არც მანქანა არ გადავაკეთე, ვატარებ უპრობლემოდ. და ერთხელ აქ ციგანმა იარაღი დამადო შუბლზე. ეხლა ეს ციგანი ციხეში ზის თუმცა მაშინ იარაღი რომ დამადო, სასწრაფომ წაიყვანა ისე ჰქონდა თავისივე იარაღის კონდახით დაჩეჩქვილი თავი აქ სატრაბახოდ არ ვწერ ამას, უბრალოდ არ ვგრძნობ თავს ინვალიდათ, ჯიგრულად ვარ რა..... მიშა რომ გამოჩნდა ჰორიზონტზე, პირველი ვიზიტი გერმანიაში ჰქონდა მგონი. დალაპარაკება მინდოდა. მეგობრებმა მომინახეს სასტუმრო სადაც იყო, მაგრამ ნახევარი საათით გამასწრო იქედან. მაშინ ვფიქრობდი, რომ გვეშველათქო და უკვე დაბრუნება შემიძლია მეთქი სახლში.ამ ისტორიის აქ ზოგიერთმა იცის ცოტა. აბსანძე იყო შერიგების ამბეში დაყენებული. ხო და ამ შერიგებას, ნელ-ნელა მიშაზე თხოვნის წერილი შემომაპარეს. მოკლედ ერთ ადგილზე გავაზავნე ეს "შერიგების სამინისტრო" და მიშაც.შემდგომ სასამართლო პროცეს ვითხოდი, სიტყვაც მივეცი ჩამოვალ მეთქი, მაგრამ არ მპასუხობენ დღემდე და ა.შ. დანრჩენი უკვე ისეთი საინტერესო არაა. ისე სიმართლე რომ ვთქვა, ამათი არ მეშინია, რა უნდა მიქნან იმაზე მეტი რაც მე გავუკეთე ჩემს თავს , მაგრამ, არ მინდა რომ რამე პროვოკაცია მომიწყონ. ვიღაცას შემომიგზავნიან და ან მომაკლევინებენ ან რავი დაბა. აბა ამათ არ აქვთ ის ციხე მე რომ გამიძლებს "ჩქიმი პაკაზუხა". "ასეთი ემიგრნიტი ბედი, სზღვარ საზღვარ გაატაროს უნდა" ეხლა დავმთავრებ იმით რით დავიწე, სადღაც მშურს იმ ხალხის ვისაც ემიგრაციაში შეგუების ნებისყოფა გააჩნია. ვერ შევეგუე ამ ამბეს პირველი დღიდანვე.ეხლა ორ წელიწადში უმცროსი დაამთავრებს სასწავლებელს და აქ უკვე არაფრერი დამრჩენია. ჩამოვალ მოკლედ.ვისაც უნდა გავუცვლი ჩემს ადგილს პრობლემა არაა. ის ჩემი წინა თემებში გულგატეხილობას ყურადღება არ მიაქციოთ. ვერ ვაპარტიებ ვინმეს რაღაც პირადული მოტივების დაკმაყოფილების გამო რომ საქართველო ლანძღოს.ჯერ და ესენი ისეთი პოლიტიკურები არიან როგორც მე იური გაგარინი და მეორც ღმერთმა შეარგოთ ეს ემიგრაცია, ოღონდ თუ იტყუებიან იქ საემიგრაციოში და ნუ ავრცელებნ ჭორებს ნეტში.მოკლედ თავი უმტრევიათ რა, ამათზე საქართველოსს სადარდებელი არ აქვთ. ის უბრალო ხალხია სადარდებელი, თორემ ეხლა იმათი ვინც მიშას პროექტი იყო და არ გაუმართლა, არაა ჩემი სადარდებელი. პ.ს. ორს უსრათ დავდებ ისე. ეს მხოლოდ იმისთვის რო შედარება შეიძლებოდეს. ერთი სურათი ოპერაციამდე, კინაღამ გაღმა რომ გავედი მარილზე და მეორე შემდგომ 2008 წელს რუსეთის საელჩოსთან. ეს მხოლოდ იმისათვის, რომ ტყუილში არ ჩამითვალოს ვინმემ ეს ჩემი მონაყოლი. ესეც სურათები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted August 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2010 babuagiorgiთუ შენთვის პრობლემა არაა, მეტი სურათები დადე, საინტერესოა უბრალოდ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 14, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2010 (edited) მეტის დადება ამთ თემაში არ ღირს კიდევ ორს დავდებ, შეიძლება თემასთან იყოს ახლოს. ეს ეროვნული გვარდიის მაიორი.კარგი დრო იყო მაშინ............. ეს კიდევ ჩეხეთის ყოფილი შინაგნ საქმეთა და შემდგომ საგარეო საქმეთა მინისტრი ცირილ სვობოდა.მოკლედ ვსაუბრობთ Edited August 14, 2010 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მართვის თეორია Posted August 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2010 babuagiorgiეს ეროვნული გვარდიის მაიორი.კარგი დრო იყო მაშინ.............ბაბუ, გვარდიაში რომელი წლიდან იყავი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 14, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2010 babuagiorgi ბაბუ, გვარდიაში რომელი წლიდან იყავი? დაარსებამდე.მონაწილეობა მაქვს მიღებული გვარდიის დაარსებაში.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted August 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2010 babuagiorgiმონაწილეობა მაქვს მიღებული გვარდიის დაარსებაში.. მეც მოკრძალებული წილი მაქვს საწყის ეტაპზე. ნაგნები რომ მოგვცეს, იარაღიც არ იყო საკმარისი. ბერეტები ქართული ღერბით. გუშინდელივით მახსოვს ყველაფერი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მართვის თეორია Posted August 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2010 babuagiorgiდაარსებამდე.მონაწილეობა მაქვს მიღებული გვარდიის დაარსებაში.. საჩხერეში იყავით? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 14, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2010 babuagiorgi მეც მოკრძალებული წილი მაქვს საწყის ეტაპზე. ნაგნები რომ მოგვცეს, იარაღიც არ იყო საკმარისი. ბერეტები ქართული ღერბით. გუშინდელივით მახსოვს ყველაფერი. ხო რა, სხვა დრო იყო მაშინ. ხალხში დიდი ენთუზიაზმი იყო. უმეტეს შემთხვევაში ყველაფერი საკუთარი სახსრებით კეთდებოდა. არ აფასებენ ეხლა ამას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 14, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2010 babuagiorgi საჩხერეში იყავით? ადრე ისე ვღბულობდი მონაწილეობას. გვარდია არ იყო ჯერ. მერე მთხოვეს პირველი სამხედრო გაწვევის გაკეთებაში დახმარება. მაშინ ხომ კომისარიატები ჯერ რუსეთ ემორჩილებოდნენ და მუშაობაზე უარი სთქვეს. ასე რომ პირველი ქართული სამხედრო გაწვევას ვაკეთებდი. ოფიცრების ნაკლებობა იყო იმ პერიოდში და მერე მთხოვეს აბაშის ასეულის ჩამოყალიბებაში დახმარება და ბოლოს თბილისში ავღმოჩნდი გვარდიის სამმართველოში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მართვის თეორია Posted August 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2010 babuagiorgiგასაგებია, იმიტომ არ მახსოვხართ ეტყობა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მართვის თეორია Posted August 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2010 babuagiorgiშენი აზრით, წლების გადასახედიდან - სამტრედიაში სამი დღით გაჩერება იყო თუ არა ღალატი და ვისი ხელი ერია მაგ საქმეში? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 14, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2010 babuagiorgiშენი აზრით, წლების გადასახედიდან - სამტრედიაში სამი დღით გაჩერება იყო თუ არა ღალატი და ვისი ხელი ერია მაგ საქმეში? "ღალატი" სამტრდიის შევლამდე წინაღამეს მოხდა, როდესაც ვიღაცეებმა ზვიადის აზრი შეცვლევინეს. ეს უფრო სხვა თემის საუაბრია. წეით სამტრდიაში საერთოდ არ უნდა გავჩერებულიყავით.მახსოვს ქუთაისის რწმნებული შაშიაშვილი გვეხვეწებოდა, ქუთაისში არ გაისროლოთო, არ აპირებდნენ წინააღმდეგობის გაწევას. უღელტეხილთან 2 ათასი კაცი სამაჩაბლოდან და ახლო სოფლებიდან გველოდებოდა.ოპერაციიის გეგმა სამტრედიის შესვლის წინ ღამეს შეიცვლა. გეგმ არ შეცლილა, მაგრამ მისი განხორციელებისთვის ძალები იქნა ზვიადის მიერ ბლოკირებული ზუგდიდში. ასე რომ სამტრედიის იქეთ, რომც გვდომებოდა ვერ წავიდოდით. არა და სამი დღის ამბე იყო ედვარდის გაშვეა იქ საიდანაც მოვდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მართვის თეორია Posted August 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2010 (edited) babuagiorgiოპერაციიის გეგმა სამტრედიის შესვლის წინ ღამეს შეიცვლა. გეგმ არ შეცლილა, მაგრამ მისი განხორციელებისთვის ძალები იქნა ზვიადის მიერ ბლოკირებული ზუგდიდში.რა ძალები?! მთელი ძალები ცხენისწყალზე იყო და თითქმის უომრად ჩაბარდა სამტრედია.შინაგანი ჯარების დაჭერას და მერე უკან თბილისში გაგზავნას ვერ აუდიოდა ხალხი. გეგმა ვინ შეაცვლევინა ზვიადს - ეგ თუ იცი? ამის წინ ლაკია(გემახსოვრება ალბათ) ბჟოტიალობდა რაღაცას, მაგრამ ვერც თავი გავუგე და ვერც ბოლო. პ.ს. სანამ ბალტინი არ ჩამოვიდა - მანამ სუფრასთან არ დავჯექით, არა?!:: სიმწრისსიცილისსმაილიკი:: ბლიად................. Edited August 14, 2010 by მართვის თეორია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 14, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2010 (edited) babuagiorgi რა ძალები?! მთელი ძალები ცხენისწყალზე იყო და თითქმის უომრად ჩაბარდა სამტრედია.შინაგანი ჯარების დაჭერას და მერე უკან თბილისში გაგზავნას ვერ აუდიოდა ხალხი. გეგმა ვინ შეაცვლევინა ზვიადს - ეგ თუ იცი? ამის წინ ლაკია(გემახსოვრება ალბათ) ბჭოტიალობდა რაღაცას, მაგრამ ვერც თავი გავუგე და ვერც ბოლო. პ.ს. სანამ ბალტინი არ ჩამოვიდა - მანამ სუფრასთან არ დავჯექით, არა?!:: სიმწრისსიცილისსმაილიკი:: ბლიად................. ზუსტად რომ არ იყო ცხწნისწყალთან. ზუგდიდი, ფოთი და მარტვილი.იმ ღამეს ესენი უნდა მოხსნილიყვნენ და დილის 6 საათზე იწყებოდა შეტევა. პირველი შეჩერება უღელტეხილის იქეთ უნდა ყოფილიყო. სამტრედიაში საერთოდ არ იყო გაჩერება გეგმაში.ზვიადი დააშინეს, რომ ასე ხელისუფლება დარჩებაო უპატრონოდ ზუგდიდში და ასეთი სისულელეები. მოკლდე საღამოს ერთ ოჯახში ვახშმობდით. ლოთი, ბესო, სამტრედიის ბატალიონს მეთაური, მე, და რამოდენიმე მეგობარი. სადღაც ღამის 12 საათი იყო, როდესაც ზვიადის ბრძანებ მოიტანეს ზუგდიდან. ეხლაც მახსოვ, ლოთი გაშეშებული დარჩა. "გაყიდიან ესენი ამ საქართველოს" ეს სთვა და სუფრიდან წავიდა. იმ ღამეს ჩვენთან რჩებოდა, დილის 6 საათზე იწყებოდა შეტევა და ზუგდიდში დაბრუნდა. ლაკიას ბევრი აქებდა. ნუ სსრკ-ს პერიოდში პოლკოვნიკი იყო. ჩემი აზრი ოდნავ გაბსხვავებულია მის პროფესიონალიზმთან დაკავშირეით. ლაკია არ იყო სბრძოლო ოფიცერი, უფრო კანცელარიის მუშაკი. თუ არ ვცდები კომისარიატის მეთაური იყო ბათუმში. სამხედრო განათლების ხალხის ნაკლებობა ზედა ეშელონში არ იო, მაგრამ უცოდინართ რაოდენობა სჭარბობდა. სამწუხარო ამ უცოდინარების "ხმა" უფრო ესმოდა ზვიადს + აბსანძეს იდიოტური ჩარევა სამხედრო საქმეებში და ა.შ. Edited August 14, 2010 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.