Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

არ მოგცემთ ლტოლვილების შეურაცხყოფის უფლებას, თუნდაც რომ ნაციონალებისთვის ჰქონდეთ ხმა მიცემული.

 

ერთი წამით, სულ ერთი წამით დახუჭეთ თვალები და იგრძენით ის, რასაც ისინი გრძნობენ... შეიგრძენით, თუ რა გადაიტანეს...

 

 

 

იკეტება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

როდესაც დევნილები გამოყარეს ჩემმა მეზობელმა შეიფარა გალელები 9 კაცი

და ამ ცხრიდან ნახევარზე მეტმა ქართული ლაპარაკი არ იცოდა,

აფხაზეთში მცხოვრები ქართველების მნიშვნელოვანი ნაწილი არ იყო საერთოდ პოლიტიზირებული და ის უბედურება რაც მათ დაატყდათ თავს ეს ჩვენი თბილისელების ბრალია, აფხაზეთის ქართველობა და განსაკუთრებით მეგრელები

აფხაზებთა ჩახუტებულები იყვნენ და დღესაც რომ კითხო დევნილებს, ნუ მე ვისთანაც მისაუბრია, საკმაოდ კეთილგანწყობილები არიან აფხაზების მიმართ, ხოლო ომს, აბრალებენ რუსებს და მერე, ჩვენც :yes: ნუ, თუკი ნამეტნავი გულახდილობის ხასიათზე არიან,

 

7 წლის წინ, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ განხორციელდა პროექტი და აფხაზი ბოვშები ჩამოიყვანეს თბილისში,

ორგანიზატორები ცდილობდნენ რომ დევნილებს ამის შესახებ არ შეეტყოთ,

ერთხელაც ბაზრობაზე წაიყვანეს აფხზი ბავშვები, ვინცხა ნაძირალამ პროვოკაციის მოწყობის სურვილის თუ იდიოტიზმის გამო ეს ინფო გაავრცელა ბაზრობაზე, აი ვაგზალთან რომაა, იქ კი ბლომად ლტოლვილები ვაჭრობდნენ,

 

ხოდა, პროვოკაცია არ მოხდა, პირიქით, ლტოლვილი მოვაჭრეები შემოეხვივენ აფხაზ ბოვშებს და საჩუქრები აჩუქეს, ტირილით, ფერებით და რამე :yes:

იმის და მიუხედავად რომ ერთი შეხედვით ადვილი გასაზიარებელია შენი პოსტის პათოსი მაინც არ დაგეთანხმები და არ დაგეთანხმები იმიტომ რმ სამოქალაქო/ცივილიზებული საზოგადოება მაღალ სოციალური პასუხისმგებლობასაც გულისხმობს.

 

ხოდა მითხარი ეხლა როდის გამოიჩინა ქართულმა საზოგადოებამ, მათ შორის აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებმა საზოგდოებამ ეს მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და მონაწილეობას თუ არ იღებდა ფაშისტურ/ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმების იმპლემენტაცია/მხარდაჭერაში როდის უპირისპირდებოდა მათ, ან მათ მიერ წარმოებულ დანაშაულებრივ პოლიტიკას?

 

არ უპირისპირდებოდა ხო?

 

ხოდა რომ არ უპირისპირდებოდა კრიმინალურ რეჟიმებს და ამ რეჟიმების დანაშაულებრივ პროპაგანდასა და პოლიტიკას იმიტომ მიიღო ის შედეგი რაც მიიღო, რადგან თანამედროვე საზოგადოებაში არ არსებობს სხვა და ჩვენი, არ არსებობს არც სხვისი პრობლემა, ყველა პრობლემა საერთოა.. ამას კიდევ კარგა ხანი ვერ გააცნობიერებს გურჯისტანი..

 

ბოლო ბოლო აფხაზეთის ომს დღემდე არ განიხილავს ქართული საზოგადოება სამოქალაქო დაპირისპრებად და აფხაზებს მტრებად მოიხსენიებს, აღარაფერს ვამბობ ქართულ-ოსურ კონფლიქტზე..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...