Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

lasha1997

ცოდოები არიან და თავის ქვეყანაში მეორეჯერ ლტოლვილები გახდნენ.ეს ხელისუფლება ბევრ ცუდ საქმეებს ჩაიდენს მომავალ არჩევნებამდე.

ადამიანურად რათქმაუნდა ცოდოები არიან, მასე ადამიანურად აფრიკაში შიმშილით რომ კვდება ხალხი ისინიც მაგარი მეცოდებიან, ცივსისხლიანი კი არ ვარ, მაგრამ თავად გაუჩალიჩა მაგ ხალხმა თავის თავს.. რაც დათესეს ის მოიმკეს და კიდევ მოიმკიან.. მთლიანად ქართული საზოგადოება მოიმკის იმას რაც დათესა, ჩემით დაწყებული და ნებისმიერი სხვა მოქალაქით დამთავრებული, ჯერ სად ვართ..

 

მამენტ იმედია სიკეთე მეტი დავთესე ვიდრე ბოროტება, ისედაც ყურებამდე ვარ პრობლემებში :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ ხალხმა მხოლოდდამხოლოდ ქართული გვარის გამო დაკარგა სახლკარი. თან დევნილობაც სხვადასხვანაირი არსებობს. შეიძლება დევნილად აღმოჩნდე რომელიმე ნორმალურ ქვეყანაში, ცხოვრება აიწყო და ყველაფერი 0-დან დაიწყო. მარა დევნილი გახდე საქართველოში, რომელიმე საერთო საცხოვრებელში 1 ოთახში სამი ოჯახით, მიზერული შემწეობით და დასაქმების მინიმალური შანსით (მაქსიმუმ მოვაჭრედ და ისიც როცა მოუნდებათ აგყრიან). ამის შემყურე როგორ შეიძლება მათზე თქვა ღირსიაო, არ ვიცი...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

+1 მართალი ხარ..

ყველა პოლიტიკოსი, ამ საცოდავ ხალხს იყენებს..როგორც ვხედავ ქართული პოლიტიკოსებისათვის სადღაც მომგებიანია ქვეყანაში მათი არსებობა..მოკლედ სინდისი არა აქვთ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

ამ ხალხმა მხოლოდდამხოლოდ ქართული გვარის გამო დაკარგა სახლკარი. თან დევნილობაც სხვადასხვანაირი არსებობს. შეიძლება დევნილად აღმოჩნდე რომელიმე ნორმალურ ქვეყანაში, ცხოვრება აიწყო და ყველაფერი 0-დან დაიწყო. მარა დევნილი გახდე საქართველოში, რომელიმე საერთო საცხოვრებელში 1 ოთახში სამი ოჯახით, მიზერული შემწეობით და დასაქმების მინიმალური შანსით (მაქსიმუმ მოვაჭრედ და ისიც როცა მოუნდებათ აგყრიან). ამის შემყურე როგორ შეიძლება მათზე თქვა ღირსიაო, არ ვიცი...

მე მგონი ვერ გაიგე რას ვიძახი

 

ღირსი ის კი არაა რომ დევნილად იქცნენ, არამედ ნაცებს ხმა რომ მისცეს და ეხლა რომ ყრიან თქო..ანუ უნდოდათ ნაცები? მიირეს...

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რომელიმე საერთო საცხოვრებელში 1 ოთახში სამი ოჯახით,

მოდი ერთხელ ჩემთან სამედიცინოს საერთო საცხოვრებელში განახებ დევნილებს, თითო ოჯახს ერთი სართული რომ უკავია, კაი მოშნი ზიმა-ლეტოთი, 2000 ლარი რომ ღირს, არც დენის ფულს იხდის, პახოდუ სამი ცალი "ლინკოლნი" ლიმუზინი ყავს გასაქირავებლად 200 ლარად საათი, ორი ბინა უკვე აიშენა და ეხლა ელოდება რომ ეგეც დაუკანონ. ორ მანქანაზე ნაკლები არცერთს არ ყავს. ჩემ კორპუსში იმდენმა იყიდა ბინა, თანაც სამოთახიან-ერთოთახიანი გააერთიანეს, ოჯახში თითონ, შვილებს და რძლებს მანქანები ყავთ. გამაგებინე ერთი, რომელ ლტოლვილებზე ლაპარაკობ? ლტოლვილი გამიგია მე პალატკაში. ბელგიაში არის ნათესავი ჩემი, და ყოველ 6 თვეში თავიდან უნდა მიიღოს ლტოლვილის სტატუსი. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ კაცი თუ აქ ბინებს იყიდის, მანქანებს, მუშაობს კაი ადგილას, რაღა ლტოლვილია? ძირითადად აფხაზეთის ლტოლვილებზე ვამბობ. ხოდა, მოუხსნან ეგეთებს ლტოლვილის სტატუსები, და ის დახმარებები მოუმატონ სხვა ლტოლვილებს. მაგრამ ეგენი ერთმანეთს ვერ იტანენ, დედაქალაქის ცენტრში უნდათ თან ცხოვრება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

ამ ხალხმა მხოლოდდამხოლოდ ქართული გვარის გამო დაკარგა სახლკარი. თან დევნილობაც სხვადასხვანაირი არსებობს. შეიძლება დევნილად აღმოჩნდე რომელიმე ნორმალურ ქვეყანაში, ცხოვრება აიწყო და ყველაფერი 0-დან დაიწყო. მარა დევნილი გახდე საქართველოში, რომელიმე საერთო საცხოვრებელში 1 ოთახში სამი ოჯახით, მიზერული შემწეობით და დასაქმების მინიმალური შანსით (მაქსიმუმ მოვაჭრედ და ისიც როცა მოუნდებათ აგყრიან). ამის შემყურე როგორ შეიძლება მათზე თქვა ღირსიაო, არ ვიცი...

მაგ ხალხს სახლ კარი ქართული გვარის გამო არ დაუკარგავთ.. იმის გამო დაკარგეს რომ ქართული ფაშიზმის და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის გვერდით იდგნენ როცა მხარს უჭერდნენ გამსახურდიას, მხარს უჭერდნენ შევარდნაძეს და მხარს უჭერდნენ სააკაშვილს და იქნებ ინებოთ და მართლა მიზეზებს დაუწყოთ ჩაღრმავება..

 

ასე ზედაპირულები როდემდე შეიძლება იყოთ? ვერ ხვდებით რომ ამ ზედაპირულობით ვერ ქაჩავთ?

 

ქართული გვარი აქვს ახალგორშიც ხალხს და რატომ არცერთ იქ მცხოვრებ ქართველს არაფერი დაუშავეს ოსებმა? ესეც იქნება ახსნათ ვინმემ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

12:24 13-08-2010

ე.წ. ისნის ჰოსპიტალიდან გამოსახლებული დევნილები თბილისის მერს გიგი უგულავას ცრუ დაპირებებში ადანაშაულებენ .

როგორც "ინტერპრესნიუსს" დევნილებმა განუცხადეს, წინასაარჩევნო პერიოდში უგულავა თავად იმყოფებოდა მათთან და ყველას ფართით უზრუნველყოფას დაპირდა. არჩევნების შემდეგ კი ისინი გაუფრთხილებლად ქუჩაში გამოყარა.

 

http://new.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/142413-devnilebi-thbilisis-mers-gigi-ugulavas-cru-dapirebebshi-adanashauleben.html

 

მშვენიერია. მე მათ ადგილას ერთ ბოთლ შამპანურსაც გავხსნიდი, რადგანაც მათ მიერ მიცემული ხმები ცვლილებებისათვის არ დაიკარგა და ცვლილებები დაიწყო. ახლა ერთი კარგი რეპორტაჟიც მათტან შეხვედრისა, სადაც ისენი სიცილ კისკისითმადლობას უხდიან ბელადს ასეთი საამური ცხოვრებისათვის და მათზე ბედნიერი არავინ იქნება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კი მაგრამ, ასე დარწმუნებულები რადა ხართ, რომ ყველა მათგანმა ნაცებს მისცა ხმა?

 

თუმცა ეს არაფერ შუაში არ არის აქ - უბრალო ადამიანობაზეა ლაპარაკი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

proletari

მშვენიერია. მე მათ ადგილას ერთ ბოთლ შამპანურსაც გავხსნიდი, რადგანაც მათ მიერ მიცემული ხმები ცვლილებებისათვის არ დაიკარგა და ცვლილებები დაიწყო. ახლა ერთი კარგი რეპორტაჟიც მათტან შეხვედრისა, სადაც ისენი სიცილ კისკისითმადლობას უხდიან ბელადს ასეთი საამური ცხოვრებისათვის და მათზე ბედნიერი არავინ იქნება.

და კიდევ დიდი მადლობა გადაუხადონ იმ პოლიციელებს ვინც გარეთ გამოყარა. ხომ შეიძლებოდა შენობა დანგრეულყო და შიგ მოყოლილიყვნენ. (კოხორას მსგავსად)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

 

მაგ ხალხს სახლ კარი ქართული გვარის გამო არ დაუკარგავთ.. იმის გამო დაკარგეს რომ ქართული ფაშიზმის და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის გვერდით იდგნენ როცა მხარს უჭერდნენ გამსახურდიას, მხარს უჭერდნენ შევარდნაძეს და მხარს უჭერდნენ სააკაშვილს და იქნებ ინებოთ და მართლა მიზეზებს დაუწყოთ ჩაღრმავება..

 

ასე ზედაპირულები როდემდე შეიძლება იყოთ? ვერ ხვდებით რომ ამ ზედაპირულობით ვერ ქაჩავთ?

 

ქართული გვარი აქვს ახალგორშიც ხალხს და რატომ არცერთ იქ მცხოვრებ ქართველს არაფერი დაუშავეს ოსებმა? ესეც იქნება ახსნათ ვინმემ?

როდესაც დევნილები გამოყარეს ჩემმა მეზობელმა შეიფარა გალელები 9 კაცი

და ამ ცხრიდან ნახევარზე მეტმა ქართული ლაპარაკი არ იცოდა,

აფხაზეთში მცხოვრები ქართველების მნიშვნელოვანი ნაწილი არ იყო საერთოდ პოლიტიზირებული და ის უბედურება რაც მათ დაატყდათ თავს ეს ჩვენი თბილისელების ბრალია, აფხაზეთის ქართველობა და განსაკუთრებით მეგრელები

აფხაზებთა ჩახუტებულები იყვნენ და დღესაც რომ კითხო დევნილებს, ნუ მე ვისთანაც მისაუბრია, საკმაოდ კეთილგანწყობილები არიან აფხაზების მიმართ, ხოლო ომს, აბრალებენ რუსებს და მერე, ჩვენც :yes: ნუ, თუკი ნამეტნავი გულახდილობის ხასიათზე არიან,

 

7 წლის წინ, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ განხორციელდა პროექტი და აფხაზი ბოვშები ჩამოიყვანეს თბილისში,

ორგანიზატორები ცდილობდნენ რომ დევნილებს ამის შესახებ არ შეეტყოთ,

ერთხელაც ბაზრობაზე წაიყვანეს აფხზი ბავშვები, ვინცხა ნაძირალამ პროვოკაციის მოწყობის სურვილის თუ იდიოტიზმის გამო ეს ინფო გაავრცელა ბაზრობაზე, აი ვაგზალთან რომაა, იქ კი ბლომად ლტოლვილები ვაჭრობდნენ,

 

ხოდა, პროვოკაცია არ მოხდა, პირიქით, ლტოლვილი მოვაჭრეები შემოეხვივენ აფხაზ ბოვშებს და საჩუქრები აჩუქეს, ტირილით, ფერებით და რამე :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

თუმცა ეს არაფერ შუაში არ არის აქ - უბრალო ადამიანობაზეა ლაპარაკი.

მაგ ოცლარიანების გამო ქვეყანას რომ დედა აღარ ყავს ბოლო 20 წელი და ათიათასობით და ასიათასობით სხვა ადამიანი კარგავს ყველაფერს, მათ შორის სიცოცხლესაც ეგ აღარაფერი? ჩვენ ადამიანები არ ვართ ხალხო თუ რაფრა ეხლა? არ შეიძლება ყველაფრის პატიება.. არ შეიძლება ფულზე საკუთარი შვილების მომავლის გაყიდვის პატიება..

 

მერეა და თავად პირველ პოსტში წერია ნიუსში რომ უგულავას დაპირებას დაუჯერეს და შესაბამისად მხარიც დაუჭირეს ალაბათ ხო? ხოდა იმ შიზიკმა თურმე დაივიწყა დაპირება და გადააგდო ეს საცოდავები და პორიბლემაც ეს ყოფილა..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

არ შეიძლება ყველაფრის პატიება.. არ შეიძლება ფულზე საკუთარი შვილების მომავლის გაყიდვის პატიება..

110%

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენ ფიქრობთ რომ ამ ლტოლვილებში არცერთი ღირსეული ადამიანი არაა???

ხო, კაი და არასრულწლოვნები ან ჩვილი ბავშვები რაში არიან დამნაშავეები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენ ფიქრობთ რომ ამ ლტოლვილებში არცერთი ღირსეული ადამიანი არაა???

ნუ, ეხლა, ღირსეული ადამიანი დაჟე ნაციონალებშიც კი შეიძლება მოიძებნოს თითო-ოროლა :)

ხო, კაი და არასრულწლოვნები ან ჩვილი ბავშვები რაში არიან დამნაშავეები

ხოდა თითონ კიდიათ თავიანთი ბავშვები, ნაცებს რომ აძლევენ ხმას, და მე ვუგორო კოჭი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...