planetanews Posted August 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2010 <p style="text-align: justify; ">http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/bbc_logo.jpg რუსეთი აცხადებს, რომ მან საქართველოში, სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში S-300 ანტი-საჰაერო სარაკეტო დანადგარები განათავასა. საქართველოს მთავრობა, რომელიც უარს ამბობს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე, ამ ნაბიჯის გამო „შეშფოთებულია“. განცხადება ამის თაობაზე რეგიონში რუსეთის პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის დაუგეგმავი ვიზიტის მერე რამდენიმე დღეში გაკეთდა.. რუსეთმა აფხაზეთი დამოუკიდებლობა საქართველოსთან იმ ხანმოკლე ომში გამარჯვების შემდეგ აღიარა, რომელიც მეზობელი რეგიონის, სამხრეთ ოსეთის გამო მოხდა. განცხადებაში, რომელიც რუსეთის მთავრობამ გაავრცელა, საჰაერო ძალების მთავარსარდალმა გენერალმა ზელინმა აღნიშნა, რომ სარაკეტო დანადგარები „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების საჰაერო სივრცეს დაიცავს“. „ჩვენ აფხაზეთის ტერიტორიაზე განვათავსეთ S-300 სისტემა, რომელიც სხვა თავდაცვით სახმელეთო სისტემებთან ერთად, გადაწყვეტს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების თავდაცვის პრობლემას“ – ნათქვამია ამ განცხადებაში. თავად აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ ღვინჯიამ, მოგვიანებით უარყო გენერალ ზელინის გამცხადება და BBC-ის უთხრა, რომ გენერალის განცხადება S-300-ზე არასწორად იქნა გაგებული. თუმცა სერგეი შამბამ, სეპარატისტული რეგიონის პრემიერ-მინისტრმა მოგვიანებით BBC-ის უთხრა, რომ სარაკეტო დანადგარები აფხაზეთშია და უკვე დაახლოებით ერთი წელია იქ არის განთავსებული. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ, როგორც ჩანს, სარაკეტო სისტემები ადგილზე უკვე გარკვეული დროის მანძილზეა დისლოცირებული. „ჩვენ ასე გვესმის,რომ რუსეთს S-300 სარაკეტო სისტემები აფხაზეთში ბოლო ორი წელია აქვს განთავსებული“ – განაცხადა სპიკერმა პი-ჯეი ქროულიმ. „ჩვენ ვერ დავადასტურებთ დაემატა რაიმე, თუ არა“. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოადგილემ თემურ იაკობაშვილმა რუსრთის განცხადების გამო შეშფოთება გამოხატა. „ეს შემაშფოთებელი უნდა იყოს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონში მოქმედი სხვა აქტორებისთვისაც, მათ შორის ნატოსთვის“ – უთხრა მან საინფორმაციო სააგენტოს, AFP-ს. „სრულიად აშკარაა, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებს იმ უფრო დიდი გეგმებისთვის იყენებს სამხედრო პლატფორმად, რომლებიც სცდება საქართველოს“. მტკიცე კავშირები . BBC-ის კორესპონდენტი მოსკოვში რიჩარდ გალპინის თქმით, რუსი ექსპერტების ერთი თეორიის თანახმად, რუსეთი ცდილობს გააფრთხილოს ნატო და აშშ – არ დაეხმაროს საქართველოს მისი საჰაერო ძალების აღდგენაში. ეს საჰაერო ძალები სულ რაღაც ნახევარ ათეულ თვითმფრინავს და რამდენიმე ვეტრმფრენს მოიცავს და მოსკოვი შესაძლოა იმის დემონსტრირებას ცდილობს, რომ მისი დახვეწილი შეიარაღება ადვილად გაუმკლავდება ნებისმიერ ექსპანსიას. 2008 წლის ხანმოკლე ომის მეორე წლისთავი რუსეთის მთავრობამ იმისთვის გამოიყენა, რომ ხაზი გაესვა სეპარატისტულ რეგიონებთან მისი მჭიდრო კავშირისათვის. აფხაზეთში თავის ბოლო ვიზიტისას, მედვედევმა დაადასტურა რუსეთის მხარდაჭერა მისი დამოუკიდებლობისადმი და კიდევ უფრო დიდი ფინანსური დახმარების პირობა დადო. გასულ წელს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი გადაიხდის რეგიონის თავდაცვითი ინფრასტრუქტურის ნაწილის ღირებულებას. 2008 წლის აგვისტოში ბრძოლები საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში რუსეთსა და საქართველოს შორის ომში გადაიზარდა. რუსულმა ძალებმა, საზავო ხელშეკრულების ხელმოწერადმდე სწარაფად გამოაძევეს ქართული ჯარები ჯერ სამხრეთ ოსეთიდან და მერე აფხაზეთიდან. მაგრამ დღემდე ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობა რუსეთის გარდა, მხოლოდ ვენესუელამ, ნიკარაგუამ და წყნარი ოკეანის პატარა კუნძულმა ნაურუმ აღიარეს. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts