planetanews Posted August 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2010 /get_img?NrArticle=2222&NrImage=1 მგზავრები სამარშუტო ტაქსში თბილისში სამარშრუტო ტაქსების მძღოლების დაჯარიმება, მგზავრთა ფეხზე დაყენებისათვის, წინა წელთან შედარებით შემცირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაზე დაყრდნობით, 2010 წლის ივნისის ჩათვლით, თბილისში 1323 ჯარიმაა დაფიქსირებული სამარშრუტო ტაქსიში მგზავრთა ფეხზე დგომისათვის. გასულ წელს კი ეს ციფრი 8978-ს შეადგენდა. საქართველოს კანონმდებლობით, სატვირთო ავტომობილის ძარით გადასაყვანი მგზავრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დასაჯდომად მოწყობილი ადგილების რაოდენობას, ანუ ე.წ. ,,მარშრუტკები” მხოლოდ იმდენ მგზავრს უნდა იტევდეს, რამდენიც დასაჯდომი ადგილი აქვს. თბილისში სამარშრუტო ტაქსებში არათუ დასაჯდომი, არამედ ხშირად ფეხზე დასადგომი ადგილებიც არაა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსიში მგზავრთა ფეხზე დოგმა, როგორც სამართალდარღვევა, ისჯება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად და ჯარიმის თანხა 30 ლარს შეადგენს. 2 დღის განმავლობაში 20 მძღოლი გამოვკითხე, რომელთაგან არც ერთი არ დაუჯარიმებით 2010 წელს. სამარშრუტო ტაქსის მძღოლი მერაბ ადამაშვილი ამბობს, რომ 2-3 წლის წინ რამდენჯერმე დააჯარიმა პატრულმა ”ზედმეტი” მგზავრების გამო. თუმცა, წელს ასეთი შემთხვევა არც მას ქონია და არც მის ნაცნობ მძღოლებს. როგორც ადამაშვილი ხსნის ამ ფაქტს, თბილისის მერის არჩევნებამდე ,,მარშრუტკებს” არ აჯარიმებდნენ. ,,არჩევნების მერე კი დაიწყეს, მაგრამ ჯერჯერობით მე არავის გავუჩერებივარ”, - ამბობს ის. მიიჩნევს, რომ გადავსებული ,,მარშრუტკები” სახიფათოა, თუმცა, 1-2 ადამიანის ფეხზე დაყენება დასაშვებია და ამაზე ჯარიმა არ უნდა იყოს. ზაზა გაბაძე მძღოლია. ამბობს, რომ ყველაზე ხშირად მაშინ აჯარიმებდნენ, როცა ყვითელი ავტობუსები თბილისში ახალი შემოყვანილი იყო. ახლა აღარ დაუჯარიმებიათ, მიუხედავად იმისა, რომ პიკის საათებში ყოველთვის უწევს მგზავრების ფეხზე დაყენება: ,,ადრე ვცდილობდით, პატრულს არ დავენახეთ და არც ამოგვყავდა ბევრი ხალხი, ახლა არ გვაჯარიმებენ და რა ვქნათ, გზაში ხო არ დავტოვებთ მგზავრს”,- ამბობს გაბაძე. მგზავრები თავს არაკომფორტულად გრძნობენ ფეხზე მდგომების გამო. მიიჩნევენ, რომ ჯარიმის შიშით შესაძლოა მძღოლებმა ფეხზე აღარ დაყენონ მგზავრები. ლალი არევაძე, მგზავრი: ძალიან არაკომფორტულია ამ სიცხეში თავზე რომ გადგას 10 კაცი. თან საშიშიცაა, ზოგჯერ ისე სწრაფად აჩერებს ,,მარშრუტკა”, რომ ფეხზე ვინც დგას შეიძლება დაეცეს. უნდა დაჯარიმდნენ, აბა რა! მზია დევრისაშვილი, მგზავრი: დილით სამსახურში რომ მივდივარ, ,,მარშრუტკაში” ასვლა ნამდვილი ტანჯვაა. ადრე კი აჯარიმებდნენ ხოლმე და მძღოლებიც ისე ერიდებოდნენ ხალხის ფეხზე დაყენებას. ისე, თუ ეცოდინებათ, რომ დააჯარიმებენ, აღარც მგზავრებს დააყენებენ ფეხზე და უფრო ხშირადაც ივლიან. გიორგი ნარმანია, მგზავრი: რა, განა ,,მარშრუტკაში” ფეხზე დგომა სახიფათო არაა? როგორც ნასვამობაზე ან შუქნიშანზე გავლისთვის აჯარიმებენ, ისე სისტემატურად რომ დაჯარიმდნენ გადატვირთული ,,მარშრუტკები”, მერე უკვე მძღოლები თვითონვე არ ჩასვამენ დასაშვებზე მეტ მგზავრს. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts