Saturn Posted August 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2010 ტყუილს არ იკადრებენ შენის აზრით? ტყუილს ის წყარო არ იკადრებს შენი აზრით ვინც ეს ინფორმაცია გაავრცელა? მაშინ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და თუ დაიხურება ბავშვთა სახლები და ბავშვებს ქუჩაში გამოყრიან, ეგ იქნება ფაქტის დადასტურება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2010 Saturn ტყუილს არ იკადრებენ შენის აზრით? "იკადრებენ" რას ნიშნავს აუხსენი. არ იცის ეგეთ რამ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2010 ტყუილს ის წყარო არ იკადრებს შენი აზრით ვინც ეს ინფორმაცია გაავრცელა? მაშინ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და თუ დაიხურება ბავშვთა სახლები და ბავშვებს ქუჩაში გამოყრიან, ეგ იქნება ფაქტის დადასტურება რამდენი ესეთი ინფოც ჩნდება გაზეთებში ან ინტერნეტში,ყვითელი პრესა არისო და ყველაფერს ტყუილში ატარებ შენ პირადათ,მაგრამ იმათზე ვინზეც ამ ტყუილს წერენ ეს გამოცემები რატომ არ უჩივიან? მე გეტყვი ერთს.საქართველოში საზოგადოება არის ყ.. მკიდია(კარგი მაგალითია ეს ფარჩაკი ოპოზიციის ლიდერები)მანამდე სანამ პირადათ არ ეხებათ რაღაც პრობლემა.როცა ეხებათ მერე თვითონ არიან ყ...ზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2010 lasha1997რამდენი ესეთი ინფოც ჩნდება გაზეთებში ან ინტერნეტში,ყვითელი პრესა არისო და ყველაფერს ტყუილში ატარებ შენ პირადათ,მაგრამ იმათზე ვინზეც ამ ტყუილს წერენ ეს გამოცემები რატომ არ უჩივიან?არც ამაზე არ ვამბობ რომ ტყუილია. უბრალოდ საეჭვოა. მამაცხონებულმა ის თუ იცის რომ ბრძანება გამოიცა, ამ ბრძანების ნომერი და რამდენ ბავშვთა სახლზე იყო ლაპარაკი, ეგ ვერ გაიგო? ეს ინფორმაცია ხომ აბსოლუტურად საჯაროა და ყველას შეუძლია მაგის მოთხოვნა და ნახვა. მე მინიმუმ ასეთ დასკვნას ვაკეთებ, რომ ავტორს ეს ბრძანება თვალით არ უნახავს. არსებობს თუ არა, ეს უკვე სხვა საქმეა და გასარკვევია. რაც შეეხება იმას თუ რატომ არ უჩივიან, არაა საქართველოში მაგის არც კულტურა და არც ტრადიცია ჩამოყალიბებული ჯერჯერობით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2010 (edited) Saturn ეხლა გვუგზავნე იმეილი და ამ ბრძანების ლინკი, ან ტექსტის გამოგზავნა ვსთხოვე. Edited August 12, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2010 ეხლა გვუგზავნე იმეილი და ამ ბრძანების ლინკი, ან ტექსთის გამოგზავნა ვსთხოვე.ძალიან კარგი, ვნახოთ აბა რას მოგწერენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2010 lasha1997ეხლა გვუგზავნე იმეილი და ამ ბრძანების ლინკი, ან ტექსტის გამოგზავნა ვსთხოვე.თუ არ გიპასუხეს, ხვალ დავრეკოთ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2010 თუ არ გიპასუხეს, ხვალ დავრეკოთ... არ დევს საიტზე(ვერ ვიპოვნე)ტელეფონის ნომერი,თორემ აქედან დავრეკავდი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2010 lasha1997არ დევს საიტზე(ვერ ვიპოვნე)ტელეფონის ნომერი,თორემ აქედან დავრეკავდი.ტელეფონი: 995 32 39 53 50 ფაქსი: 995 32 39 53 48 კონტაქტში მარჯვნივ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted August 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2010 Saturnმაშინ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და თუ დაიხურება ბავშვთა სახლები და ბავშვებს ქუჩაში გამოყრიან, ეგ იქნება ფაქტის დადასტურება. ისა და, რა მაინტერესებს - რომ გამოყრიან შენ პირადად რას მოიმოქმედებ?ევროკავშირივით ცივილურად აღშფოთთები და ეს უშVელის? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2010 არ დევს საიტზე(ვერ ვიპოვნე)ტელეფონის ნომერი,თორემ აქედან დავრეკავდი.როგორ არ დევს კაცო, კონტაქტშიამისამართი: თამარაშვილის ქ. №15ა ტელეფონი: 995 32 39 53 50 ფაქსი: 995 32 39 53 48 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted August 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2010 http://ick.ge/ka/photogalleries/2363-2010-08-11-06-10-58.htmlეს ვიდეო ნახეთ - ეს ბავშვიც იტყუება? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2010 როგორ არ დევს კაცო, კონტაქტშიამისამართი: თამარაშვილის ქ. №15ა ტელეფონი: 995 32 39 53 50 ფაქსი: 995 32 39 53 48 კონტაქში მარტო სამი იმეილის ადრესი ამომიგდო და დავრეკავ აბა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2010 ტელეფონი: 995 32 39 53 50 ვიღაცა გოგომ აიღო ტელეფონი და სხვაგან მოხვდითო.აბა თქვენ სცადეთ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2010 (edited) ხელისუფლება უნარშეზღუდულ მოზარდებსაც წილში უზის 2010 წლის 21 04, ოთხშაბათი - 19:29 ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა უმძიმეს პირობებში ცხოვრობს, ქველმოქმედება მისასალმებელია, მათი წყალობით უამრავი კეთილი საქმე გაკეთდა, მაგრამ, როგორც სხვა ყველაფერი ქართული, ქველმოქმედებაც „ნაციონალური თავისებურებით“ გამოირჩევა. ამის თვალსაჩინო მაგალითია „რუსთავი 2“-ის საქველმოქმედო შოუ „ვის უნდა 20 ათასი“. ქართული ხასიათის ერთერთ გამოვლინებად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ ნაცნობ-მეგობრობის გარეშე შოუში მოხვედრა საკმაოდ რთულია. თბილისის მკვიდრი ქალბატონი ნანა ლეჟავა ხუთი თვის განმავლობაში ცდილობდა, მისი შვილი ნიკუშა კისიევი,(ამ ბავშს ვეხმარებოდით გოგა.გგგ–ს ფორუმიდან.) რომელიც ცერებლარული დამბლით არის დაავადებული, პროექტში მოხვედრილიყო, მაგრამ უშედეგოდ. ნანა ლეჟავა: „ცერებლარული დამბლის უმძიმესი ფორმით დაავადებულ ჩემ ვაჟს არ შეუძლია მოძრაობა, დაქვეითებული აქვს სმენა და მხედველობა. იგი მუდმივად საჭიროებს ძვირადღირებული მედიკამენტების მიღებას. ჩვენ კი ამის საშუალება არა გვაქვს, რადგან, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ფენას ვეკუთვნით და ეკონომიურად უკიდურესად გვიჭირს. როდესაც „რუსთავი 2“-ზე საქველმოქმედო შოუ დაიწყო, იმედი გამიჩნდა, ტელეკომპანიას თხოვნა-მუდარის წერილი მივწერე. თვე-ნახევრის შემდეგ დაგვიკავშირდა ჟურნალისტი, დაწვრილებით გამოიკითხა ნიკუშას მდგომარეობა და დაგვპირდა, რომ მოვიდოდა გადამღები ჯგშფი. ორი თვე ამაოდ ველოდით, შემდეგ ისევ მივწერე. პროექტის პროდიუსერმა თეა ყიფშიძემ წერილობიà მაცნობა: ”ჩვენ ისეთ ბავშვებს ვეხმარებით, რომელთაც აქვთ გამოჯანმრთელების შანსი. ეს იყო დელიკატურად გამოხატული მეტად უხეში პასუხი, ანუ თავი დაგვანებე, შენს შვილს მაინც არაფერი ეშველებაო. ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას; ვიცი, რას ნიშნავს დედისთვის შვილის ავადმყოფობა, მაგრამ ჩემიც უნდა გაიგოთ, შოუში ბევრი ისეთი ბავშვისთვის უთამაშიათ, რომელთა მშობლებიც, ჩემზე გაცილებით შეძლებულები არიან. თუ ნიკუშას მდგომარეობა უსაშველოა, მე ვიცი ბავშვი, რომელიც ძვლის ტუბერკულოზით არის დაავადებული და ოპერაციის შემდეგ გამოჯანმრთელება გარანტირებული აქვს. შოუს დაწყების დღიდან ცდილობენ მისი მშობლები პროექტში მოხვედრას, მაგრამ მასაც უარი უთხრეს. დარწმუნებული ვარ, რომ მყავდეს ვინმე გავლენიანი თანამდებობის პირი, რომელიც ნიკუშას პროტექციას გაუწევდა, ის აუცილებლად მოხვდებოდა შოუში. ესეც არ იყოს, ერთ-ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის ოფისში ისეთ საუბარსაც შევესწარით, როდესაც ერთ-ერთი ავადმყოფი ბავშვის ახლობელი ცდილობდა, ნაცნობი ეპოვა შოუს წამყვან მამუკა გამყრელიძესთან დასაკავშირებლად, რათა ეს ბავშვი პროექტში მოხვედრილიყო. ქართული ქველმოქმედების მახასიათებელია ისიც, რომ სახელმწიფო, უხეშად რომ ვთქვათ, აქაც ყველას წილთი უზის, მათ შორის მძიმე ავადმყოფობებს. სქემა ასეთია: სატელეფონო კომპანიები ”მაგთი” და ”ჯეოსელი” გადაცემაში განხორციელებული ზარებიდან შემოსული თანხის 18%-ს დღგ-ს სახით იტოვებენ და ბიუჯეტში რიცხავენ. დარჩენილი თანხა დანთა გადაეცემა ტელეკომპანია ”რუსთავი 2” -ს რომელიც თავის მხრივ, 15%-ს იღებს. როგორც კომპანიის თანამშრომლებთან საუბრისას გავარკვიეთ, ”ვის უნდა 20 ათასი” ინგლისური პროექტია, რომლის ლიცენზიაც, ტელეკომპანიას შესყიდული კი არა, იჯარით აქვს აღებული და ამ 15%-ს, სწორედ ბრიტანელებს უხდის. ამას ემატება სახელმწიფოს მიერ საშემოსავლო დაბეგვრა 20%-ის ოდენობით. საშემოსავლო გადასახადით იბეგრება მოთამაშის მიერ მოგებული თანხაც. ჩვენ ვერ მოვახერხეთ გადაცემის პროდიუსერებთან დაკავშირება, ამიტომ ზემოთხსენებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მათგან დამოუკიდებლად დავიანგარიშეთ თუ რა თანხა მიდის უშუალოდ ავადმყოგამდე, თქვენი ზარის მეშვეობით გადარიცხული თითოეული ლარიდან. ყოველ გადარიცხულ ერთ ლარს ჯერ აკლდება დღგ-ს 18%. დარჩენილ 82 თეთრს აკლდება ბრიტანული კომპანიისთვის განკუთვნილი 15%. ამის შემდეგ რჩება 69,7 თეთრი, რომელსაც საშემოსავლოს სახით 20% აკლდება და ადრესატამდე 55,76 თეთრი მიდის. მოკლედ თანხის 44,24% სახელმწიფო ბიუჯეტსა და ბრიტანულ კომპანიას მიაქვს, ხოლო 55,76% — იმას, ვის დასახმარებლადაც მაყურებელმა თანხა გაიღო. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე ამ საკითხთან დაკავშირებით მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და აღნიშნა: „საზღვარგარეთის ქვეყნებში საქველმოქმედო პროექტები კანონმდებლობით არის გათავისუფლებული ყველანაირი გადასახადებისგან. ჩვენთან კი, როგორც ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით, საკანონმდებლო სისტემა ამ სფეროშიც დასახვეწია. „ვის უნდა 20 ათასის“ შემთხვევაში გარკვეული თანხის დაქვითვა საგადასახადო კანონის მიხედვით ხდება. შესაბამისად, ეს პროცესი კანონმა უნდა დაარეგულიროს და გაათავისუფლოს გადასახადებისგან“. ვრცელი კომენტარის გაკეთება გაუჭირდა ექსპერტ სოსო არჩვაძეს: „ეს არის კერძო კომპანია და მას უფლება აქვს, გარკვეული ხარჯები, რაც საეთერო ხარჯებს უკავშირდება, აანაზღაუროს ამ გადაცემაში განთავსებული რეკლამებიდან და განხორციელებული სატელეფონო ზარებიდან შესული თანხიდან. ხოლო რამდენად არის პროპორცია დაცული, ამის გაკონტროლება ფინანსთა სამინისტროს პრეროგატივაა“. მეტი თვალსაჩინოებისთვის „ვის უნდა 20 ათასის“ ბოლო, 13 აპრილის გადაცემა ავიღეთ, რომელშიც მსახიობმა ვანიკო თარხნიშვილმა ათი წლის მარი ნადირაშისთვის ითამაშა. სოსო არჩვაძესთან ერთად გავარკვიეთ, როგორ გადანაწილდა შემოსული თანხა: გადაცემისთვის თანდართული ტიტრის თანახმად, გადაცემის მსვლელობისას განხორციელდა 62 198 სატელეფონო ზარი, რაც პირდაპირპროპორციულია მაყურებლის მიერ გადარიცხული თანხისა, ანუ სატელეფონო კომპანიებში (მოცემულ ნომერზე მხოლოდ „მაგთისა“ და „ჯეოსელის“ აბნენტებს შეუძლიათ დარეკვა) შევიდა 62198 ლარი. ამ თანხას გამოაკლდა დღგ-ს 18% ანუ 11 195 ლარი, რომელსაც სატელეფონო კომპანია იხდის. დარჩენილი 51 003 ლარიდან 15%- ს, ანუ 7 650 ლარს „რუსთავი 2“ ბრიტანელებს უგზავნის, ანუ რჩება 43353 ლარი. ამ თანხის 20%, რომელიც 8 670 ლარს შეადგენს, საშემოსავლოს სახით იქვითება. საერთო ჯამში 62198 ლარიდან 27 515 ლარი ბიუჯეტსა და პროექტის მესვეურებს გადაეცათ, მარი ნადირაძეს კი 34 683 ლარი დარჩა. საშემოსავლო 20% გამოაკლდება მოთამაშის — ვანიკო თარხნიშვილის მიერ მოგებულ 4000 ლარსაც. ასე რომ, მაყურებლის მიერ გადარიცხული თითოეული ლარი საგადასახადო ლაბირინთებში კაპიკებად იშლება და მისი თითქმის ნახევარი ხელისუფლების ყულაბაში ხვდება. მილიონს რომ კაპიკი დააკლდება, მილიონი აღარ იქნება, 62 198 ლარს რომ 27 515 ლარით დაბეგრავ, ამას ქველმოქმედება ძნელად თუ ეწოდება. http://www.fact.ge/news.aspx?i=ac3de78f-a0e2-4e98-862b-cafd55ed7981 აბა წაიკითხეთ ესაც? Edited August 12, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.