Jump to content
Planeta.Ge

ბავშვთა სახლები იხურება


Recommended Posts

"სად წავლენ? ქუჩაში!" - 25 აგვისტოდან ბავშვთა სახლები იხურება

2010 წლის 11 08, ოთხშაბათი - 11:55

 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტოს ბრძანებით, 25 აგვისტოდან საქართველოში მოქმედი ბევრი ბავშვთა სახლი მუშაობას წყვეტს. ლიკვიდაციის პროცესშია სიღნაღის რაიონის ზემო ბოდბის სკოლა - პანსიონიც, სადაც 50 მზრუნველობამოკლებული ბავშვი ირიცხება.

 

 

„რამდენიმე ბავშვი ოჯახებში უკვე დავაბრუნეთ. ზოგიერთების მშობლების მოძიება გვიჭირს და აქტიურად ვმუშაობთ, რომ აქ დარჩენილი ბავშვებიც დავაბრუნოთ“, - გვითხრა სკოლა - პანსიონის უფროსმა აღმზრდელმა ალინა ქადაგიძემ.

 

 

- ვისაც მშობლები არ ჰყავს ან ყურადღებას არ აქცევენ, ის ბავშვები სად წავლენ?

 

 

- მათი სხვა ბავშვთა სახლში გადაყვანა არ იგეგმება. ალბათ, მშობელს მოვძებნით და ჩავაბარებთ, რომ დოკუმენტი გაფორმდეს. მაგრამ, შეგიძლიათ რამდენიმე დღის შემდეგ გადაამოწმოთ და იმ ბავშვებს უმძიმეს პირობებში აღმოაჩენთ, ქუჩაში! მთელი ჩვენი შრომა, რომ ისინი ქუჩას მოგვეწყვიტა, წყალში ჩაიყრება“.

 

 

ლიკვიდაციის პროცესის დაწყებამდე სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციები სკოლა - პანსიონში მყოფი ბავშვებისთვის პირობების გაუმჯობესებას ცდილობდნენ. სასწავლო და საძილე კორპუსების ნაწილი უკვე რეაბილიტირებულია, თუმცა მას შემდეგ რაც სააგენტოს გადაწყვეტილება საჯარო გახდა, სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა.

 

www.Fact.ge

Edited by chipi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 57
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ბავშვთა სახლები იხურება

 

 

ამათი დაუნი დედებს ################## და იმ მშობლებს შვილები რომ სდომნოდათ ეგრე ხომ არ მიყრიდნენ?

 

 

 

აქ შინაურ ცხოველებს არ ექცევიან ეგრე და დასავლეთისკენ ვისწრაფით ამათი აზრით.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტოს ბრძანებით, 25 აგვისტოდან საქართველოში მოქმედი ბევრი ბავშვთა სახლი მუშაობას წყვეტს.

გასულელდნენ? :what:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

 

 

აუ როგორ იმოქმედა იცი ამ ინფორმაციამ.ეხლაც რომ ვწერ თმები ყალყზე მიდგას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

chipi

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტოს ბრძანებით, 25 აგვისტოდან საქართველოში მოქმედი ბევრი ბავშვთა სახლი მუშაობას წყვეტს. ლიკვიდაციის პროცესშია სიღნაღის რაიონის ზემო ბოდბის სკოლა - პანსიონიც, სადაც 50 მზრუნველობამოკლებული ბავშვი ირიცხება.

kisa

გასულელდნენ?

მაიცა მართალია? იქნება უბრალოდ ოპტიმიზაცია და გამსხვილება მიდის?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

25 აგვისტოდან საქართველოში მოქმედი ბევრი ბავშვთა სახლი მუშაობას წყვეტს

სიტყვა ბევრი არ იწვევს თქვენს ეჭვს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სიტყვა ბევრი არ იწვევს თქვენს ეჭვს?

 

 

ერთის დახურვაც ტრაგედია იქნება ჩემთვის.ცოდოები არიან და იმ ბავშვებს არაფერი არ დაუშავებიათ ცხოვრებაში.

 

 

http://www.fact.ge/news.aspx?i=a2c32491-9ede-4385-bb6b-b089d4babeab

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

სიტყვა ბევრი არ იწვევს თქვენს ეჭვს?

შეგვიძლია რამენაირად გადავამოწმოთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთის დახურვაც ტრაგედია იქნება ჩემთვის.ცოდოები არიან და იმ ბავშვებს არაფერი არ დაუშავებიათ ცხოვრებაში.

ისე დახურვა თუ არსად არ გადაანაწილეს რა თქმა უნდა დაუშვებელია. მაგრამ მე სხვა რამეს ვამბობ. როცა წყარო წერს "ბევრს" ეს იმას ნიშნავს რომ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს ხომ? წინააღმდეგ შემთხვევაში რაოდენობას დაწერდა.

 

newstudio

შეგვიძლია რამენაირად გადავამოწმოთ?

აი ეს ბრძანება მოიძიეთ:

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტოს ბრძანებით, 25 აგვისტოდან საქართველოში მოქმედი ბევრი ბავშვთა სახლი მუშაობას წყვეტს

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ისე დახურვა თუ არსად არ გადაანაწილეს რა თქმა უნდა დაუშვებელია. მაგრამ მე სხვა რამეს ვამბობ. როცა წყარო წერს "ბევრს" ეს იმას ნიშნავს რომ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს ხომ? წინააღმდეგ შემთხვევაში რაოდენობას დაწერდა.

იციან ერთის დახურვის შესაცხებ ჟურნალისტებმა... იქვე უთხრეს ალბათ ბევრს ხურავენო და პირდაპირ ასე დაწერეს.. მაგრამ გეტანხმები... გასარკვევია და თუ სიმართლეა ამბავია ასატეხი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

 

მაგ ლინკზე არის სურათებიც და ალბათ მაგ შენობის დათრევა უნდა ვიღაცა ჩინოვნიკს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საიტი კი ვიპოვე მარა ბრძანებები ვერა

 

http://www.deoagency.ge/index.php?option=com_content&view=article&id=186&Itemid=214&lang=geo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

შეგვიძლია რამენაირად გადავამოწმოთ?

აი ეს ბრძანება მოიძიეთ:

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტოს ბრძანებით, 25 აგვისტოდან საქართველოში მოქმედი ბევრი ბავშვთა სახლი მუშაობას წყვეტს

 

ეს არის მაგ სააგენტოს საიტი http://www.deoagency.ge/ არის მანდ საკონტაქტო ტელეფონი, დარეკეთ და კითხეთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

 

აი ეს ბრძანება მოიძიეთ:

 

 

ეს არის მაგ სააგენტოს საიტი http://www.deoagency.ge/ არის მანდ საკონტაქტო ტელეფონი, დარეკეთ და კითხეთ.

 

ეტყობა გიგი ასრულებს საარჩევნო დაპირებებს :givi:

ზატო ავსტრიაში ამრავლებს ბავშვებს.

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

არის მანდ საკონტაქტო ტელეფონი, დარეკეთ და კითხეთ.

 

 

ტყუილს არ იკადრებენ შენის აზრით? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...