ძუკუ Posted August 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2010 kisaმართალი ბრძანდებით - ამინის, ყაბულშიქაბულში ქალბატონო კისა.ყაბული სხვა სიტყვაა ქართულში და თანხმობას ნიშნავს. ამას მეგობრულად გიხსნით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted August 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2010 :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted August 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2010 asdsაი, რა გაღელვებს, ვერ გავიგე, არ მოგწონდა და წახვედი, მეც მაგას ვაპირებ სხვათაშორის თუ აქ არაფერი გამოსწორდა,მაგრამ სეპარატიზმი მთელ მსოფლიოში რომ დაგმობილია, მაგას რა მტკიცება უნდა?ან ყოველი ქართველის გულში რომ საქართველოს გამთლიანების ოცნებაა მაგას მალავს ვინმე? არავითარი კონფედერაცია....ასე რომ ეგ შენი ნაქები ყოყოითი საერთაშორისო დონის დამნაშავეა და იქ მიხედე თუ მაგარი სამართლიანი ხარ,ამას კიდევ ჩვენ მივხედავთ როცა დრო იქნება თქვენს გარეშეც. ვოტ.ყველას თავისი მოეკითხებაო, ნათქვამია.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2010 Marta1აი, რა გაღელვებს, ვერ გავიგე, არ მოგწონდა და წახვედი, მეც მაგას ვაპირებ სხვათაშორის თუ აქ არაფერი გამოსწორდა,მაგრამ სეპარატიზმი მთელ მსოფლიოში რომ დაგმობილია, მაგას რა მტკიცება უნდა?ან ყოველი ქართველის გულში რომ საქართველოს გამთლიანების ოცნებაა მაგას მალავს ვინმე? არავითარი კონფედერაცია....ასე რომ ეგ შენი ნაქები ყოყოითი საერთაშორისო დონის დამნაშავეა და იქ მიხედე თუ მაგარი სამართლიანი ხარ,ამას კიდევ ჩვენ მივხედავთ როცა დრო იქნება თქვენს გარეშეც. ვოტ.ამას ქვია "შეუსრულაო" რომ ამბობენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted August 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2010 Marta1აი, რა გაღელვებს, ვერ გავიგე, არ მოგწონდა და წახვედიდარწმუნებული ხარ იმიტომ წავედი რომ არ მომწონდა? მესმის რომ მიშისტებს და ლატენტურ მიშისტებს არ გინდათ იმის აღიარება რომ მე პირადად თქვენი საყვარელი ბელადის მიერ შექმნილი ფაშისტური რეჟიმის მხრიდან მექმნებოდა პრობლემები და სიმართლე გითხრა ეგ არ მადარდებს, მართლა არ მადარდებს, რადგან ჩემზეც ახეა ბავშვივით გულუბრყვილოდ რომ მოვიქეცი და გაუნათლებელი, ჩამორჩენილი, სახედაკარგული და შესაბამისად უზნეო და უმადური ქართული საზოგადოების სამსახურში დავხარჯე წლები და ქართულ საზოგადოებაზეც ახეა ის რაც ემართება და რაც დაემართება, მაგრამ დარწმუნებული ხარ რომ იცი რასაც ამბობ? მაგრამ სეპარატიზმი მთელ მსოფლიოში რომ დაგმობილია, მაგას რა მტკიცება უნდა?კოსოვო მე ვაღიარე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ? აღმოსავლეთ ტიმორი მე ვაღიარე დამოუკიდებელ სახწლმწიფოდ? ჩეხოსლოვაკია მე დავშალე ან იუგოსლავია? ბოლოს და ბოლოს გაეროს წესდებაში ერთა თვითგამორკვევის პრინციპი ჩემი ჩადებულია თუ რა ხდება? რომელი მსოფლიოს მიერ არის დაგმობილი ერთა თვითგამორკვევა (ანუ რასაც სეპარატიზმს ეძახით)? რომელ პლანეტაზე? ან ყოველი ქართველის გულში რომ საქართველოს გამთლიანების ოცნებაა მაგას მალავს ვინმე?ხუმრობ არა? გინდა პირველი ქართულ ოსური კონფლიქტის დროს, გინდა ქართულ აფხაზური კონფლიქტის დროს, გინდა ბოლო ქართულ ოსური კონფლიქტის დროს და გინდა რუსეთ საქართველოს შორის შეიარაღებული დაპირისპირების დროს რესტორნებს რუსი მედესანტეები ავსებდნენ? სადღეგრძელოებს ბევრი 25-ე საუკუნისთვისაც ვერ გაცდება.. არავითარი კონფედერაცია....იყოს ნება თქვენი, ვინ გეხვეწებათ? იცხოვრეთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გარეშე, გიშლით ვინმე ხელს? ძალით გაბედავთ რამეს? ხომ იცით რასაც მოიგებთ? არა ხომ იცით? :018: ასე რომ ეგ შენი ნაქები ყოყოითი საერთაშორისო დონის დამნაშავეა და იქ მიხედე თუ მაგარი სამართლიანი ხარ,ფაქტები დაიდოს.. კოკოითი აღიარებული სამხრეთ ოსეთის პირველი პრეზიდენტია და ისტორიული ფიგურა. ვაჟკაცი კაცია, რომელიც ასეა თუ ისეა იარაღით ხელში, ვიმეორებ იარაღით ხელში იბრძოდა საკუთარი ხალხის ქართველების აგრესიისგან დასაცავად. ეს მაშინ როცა თქვენი ბელადი გორის ქუჩებში ფორთხიალობდა.. ასე რომ ...... ამას კიდევ ჩვენ მივხედავთ როცა დრო იქნება თქვენს გარეშეც. ვოტ.თქვენი მიხედილი არ გაიშვა რა არსად ყველას თავისი მოეკითხებაო, ნათქვამია.... გეთანხმები. საქართველოს მდგომარეობით თუ ვიმსჯელებთ ბევრს უკვე ეკითხება.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2010 ნეულავიმი ჯოს და უტრაკო მეტრაკეს ჰიბრიდი თუ გინახავთ თქვენ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2010 ეს თემა ნეულავიმი ჯოზე არ არის კაცო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted August 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2010 asdsდარწმუნებული ხარ იმიტომ წავედი რომ არ მომწონდა? მესმის რომ მიშისტებს და ლატენტურ მიშისტებს არ გინდათ იმის აღიარება რომ მე პირადად თქვენი საყვარელი ბელადის მიერ შექმნილი ფაშისტური რეჟიმის მხრიდან მექმნებოდა პრობლემები და სიმართლე გითხრა ეგ არ მადარდებს, მართლა არ მადარდებს, რადგან ჩემზეც ახეა ბავშვივით გულუბრყვილოდ რომ მოვიქეცი და გაუნათლებელი, ჩამორჩენილი, სახედაკარგული და შესაბამისად უზნეო და უმადური ქართული საზოგადოების სამსახურში დავხარჯე წლები და ქართულ საზოგადოებაზეც ახეა ის რაც ემართება და რაც დაემართება, მაგრამ დარწმუნებული ხარ რომ იცი რასაც ამბობ? იცი შენ კარგად როგორი მისაღებიცაა ჩემთვის ახლანდელი მთავრობა, მაგრამ შენი ზიზღი ქართველი საზოგადოების მიმართ ჩემთვის გასაკვირი ნამდვილად არ არის- შიში ნამდვილად არ შეიქმს სიყვარულს, ზიზღს კი ასაზრდოებს. მოზიზღე ადამიანის კი არც რჩევაა გასათვალისწინებელი დაარც სიკეთეს უნდა ელოდო მისგან. ოსოვო მე ვაღიარე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ? აღმოსავლეთ ტიმორი მე ვაღიარე დამოუკიდებელ სახწლმწიფოდ? ჩეხოსლოვაკია მე დავშალე ან იუგოსლავია? ბოლოს და ბოლოს გაეროს წესდებაში ერთა თვითგამორკვევის პრინციპი ჩემი ჩადებულია თუ რა ხდება? რომელი მსოფლიოს მიერ არის დაგმობილი ერთა თვითგამორკვევა (ანუ რასაც სეპარატიზმს ეძახით)? რომელ პლანეტაზე? ნუ ედრებით კოსოვოს, იქ მოხდა ეთნოწმენდა სერბების მიერ. ეთნოწმენდა არის დანაშაული არა მარტო ერის, არამედ კაცობრიობის წინაშე, რაც შენმა ფაშისტმა ყოყოითმა ქართულ სოფლებში ჩაატარა ამიტომ პასუხს აგებს როგორც საერთაშორისო დონის დამნაშავე. სასწორზე აიწონება ყველას დანაშაული, მოვა დრო...რაც შეეხება თვითგამორკვევას, ცოტა უფრო ჩრდილოეტიდან ხომ არ უნდა დაეწყოთ ცხინვალელებს ეს პროცესი? მაშინ დავიჯერებდით დამოუკიდებლობისადმი ამგვარდაუოკებელ ლტოლვას. წარმოიდგინე ახლა რომ ყველამ ერთად დაიწყოს აქ თვითგამორკვევა, ბერძნებმა, სომხებმა, ქურთებმა..ამ ქვეყანას საქართველო ჰქვია და ყველავინც პასპორტში ქართველს ჩაიწერს მომავალში იცხოვრებენ ყველა ერთნაირად, ისე როგორც საფრანგეთში, თურქეთში და სხვაგან.... ძალით გაბედავთ რამეს? ხომ იცით რასაც მოიგებთ? არა ხომ იცით? ახლა გეგმებს ვერ გაგიმხელ ისე, რუსის იმედად ხარ მაგარი? კოკოითი აღიარებული სამხრეთ ოსეთის პირველი პრეზიდენტია და ისტორიული ფიგურა. ვაჟკაცი კაცია, რომელიც ასეა თუ ისეა იარაღით ხელში, ვიმეორებ იარაღით ხელში იბრძოდა საკუთარი ხალხის ქართველების აგრესიისგან დასაცავად. ეს მაშინ როცა თქვენი ბელადი გორის ქუჩებში ფორთხიალობდა.. ასე რომ ...... ყოყოითის ვაჟკაცობა არ გაიშვას...ობიკნოვენნი შნირ ნუ, მიშიკო რაცაა შენ მე ვერ მასწავლი... თქვენი მიხედილი არ გაიშვა რა არსად მაგას შენ უკვე არავინ გეკითხება, მიიღე პოლიტიკური თავშესაფარი? ახლა მანდ იბრძოლე სამართლიანობისთვის, ჩვენ მივხედავთ ჩვენს თავს,ადიოს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted August 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2010 Marta1იცი შენ კარგად როგორი მისაღებიცაა ჩემთვის ახლანდელი მთავრობა, მაგრამ შენი ზიზღი ქართველი საზოგადოების მიმართჩემთვის გასაკვირი ნამდვილად არ არის- შიში ნამდვილად არ შეიქმს სიყვარულს, ზიზღს კი ასაზრდოებს. მოზიზღე ადამიანის კი არც რჩევაა გასათვალისწინებელი დაარც სიკეთეს უნდა ელოდო მისგან.კი არ მეზიზღება მეცოდება ეგ მართლა საცოდავი ე.წ. საზოგდოება.. დიდი განსხვავებაა.. ნუ ედრებით კოსოვოს, იქ მოხდა ეთნოწმენდა სერბების მიერ. ეთნოწმენდა არის დანაშაული არა მარტო ერის, არამედ კაცობრიობის წინაშე, რაცშენმა ფაშისტმა ყოყოითმა ქართულ სოფლებში ჩაატარა ამიტომ პასუხს აგებს როგორც საერთაშორისო დონის დამნაშავე. სასწორზე აიწონება ყველას დანაშაული, მოვა დრო...რაც შეეხება თვითგამორკვევას, ცოტა უფრო ჩრდილოეტიდან ხომ არ უნდა დაეწყოთ ცხინვალელებს ეს პროცესი? მაშინ დავიჯერებდით დამოუკიდებლობისადმი ამგვარდაუოკებელ ლტოლვას. წარმოიდგინე ახლა რომ ყველამ ერთად დაიწყოს აქ თვითგამორკვევა, ბერძნებმა, სომხებმა, ქურთებმა..ამ ქვეყანას საქართველო ჰქვია და ყველავინც პასპორტში ქართველს ჩაიწერს მომავალში იცხოვრებენ ყველა ერთნაირად, ისე როგორც საფრანგეთში, თურქეთში და სხვაგან....ქართული სახელმწიფო ბოლო 20 წლის მანძილზე მეთოდურდ ანადგურებდა და დევნიდა ოსი ეროვნების მოალაქეებს, როგორც სამხრეთ ოსეთის ასევე დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე.. ეს არის ფაქტი და მნიშვენოლა არ აქვს ეთნიკურად ქართველები რას აღიარებენ და რას არა.. და მიუხედვად იმისა რომ მე პირადად არანაირად არ ვამრთლებ აგვისტოს მოვლენების შემდეგ ქართული სოფლების გადაწვას, ვფიქრობ ეს ფაქტი იყო ქართველთა მიერ ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ჩადენილი დანაშაულებების, ეთნოწმენდისა და გენოციდის შედეგად გაღიზიანებული ხალხის საპასუხო მოქმედება, რაც შემთხვევაზე პასუხისმგებლობას ისევ და ისევ ოფიციალურ თბილისს აკისრებს, როგორც კონფლიქტის მაპროვოცირებელ მხარეს.. ისე არ დაფიქრებულხარ მარტა ახალგორის რაიონში რატომ არცერთ ქართველს არ ჩამოვარდნია თმის ღერი ან და რატომ არცერთი ქართველის სახლი არ დაიწვა, არა თუ ქართული სოფელი? ახლა გეგმებს ვერ გაგიმხელ ისე, რუსის იმედად ხარ მაგარი? კი. http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif თბილისშიც რუსის იმედად ვიყავი დუხზე.. ვიცოდი რომ მშობლიური ფეესბე არ მიმატოვებდა გაჭირვების ჟამს მაგას შენ უკვე არავინ გეკითხება, მიიღე პოლიტიკური თავშესაფარი?არა.. ახლა მანდ იბრძოლე სამართლიანობისთვის, ჩვენ მივხედავთ ჩვენს თავს,ადიოს თქვენ თავს მიხედეთ.. მე თქვენთვის საქართველო არ მიჩუქნია.. არც თქვენ გეკითხებით ჩემსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს.. რატომ გგონია რომ ჩემზე მეტად გეკუთვნის ეგ ქვეყანა? ან რომ საერთოდ გეკუთვნის ვინმეზე მეტად? :018: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted August 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2010 asdsკი არ მეზიზღება მეცოდება ეგ მართლა საცოდავი ე.წ. საზოგდოება.. დიდი განსხვავებაა.. შეცოდებას და თანაგრძნობას რაღაც ვერ ვატყობ მე ამ პოსტს-გაუნათლებელი, ჩამორჩენილი, სახედაკარგული და შესაბამისად უზნეო და უმადური ქართული საზოგადოების სამსახურში დავხარჯე წლები და ქართულ საზოგადოებაზეც ახეა ის რაც ემართება და რაც დაემართება, ისე მეც თავს ამ საზოგადოების წევრად ვთვლი და მიუხედავად ხელისუფლების მიერ ნაბოძები ,,დემოკრატიისა'' თავს არც გაუნათლებლად,არც ჩამორჩენილად და არც უზნეოდ ვთვლი, მითუმეტესს სამშობლო არავისთვის გამიყვია და იქ უცხო ქვეყნის ბაზები არ მომიწვევია.ასე რომ ვერც კი ხვდები ისე გვაყენებ შეურაცხყოფას. საზოგადოების რაღაც ნაწილი მაინც დაწერე. ნუ, ეხლა ყოყოითის გარემოცვას და მის საზოგადოებასროგორ შევედრებით ადამიანის სახის დაკარგვაში, მარა სხვისი არაფერი მიგვისაკუთრებია, პირიქით კი ბევრჯერ მომხდარა ახია, ახი, ჩვენზე ყველაფერი საუკუნეების მანძილზე ეს იდიოტური ტოლერანტობა, მაგრამ არაუშავს ამასაც გადავიტანთ.... ქართული სახელმწიფო ბოლო 20 წლის მანძილზე მეთოდურდ ანადგურებდა და დევნიდა ოსი ეროვნების მოალაქეებს, როგორც სამხრეთ ოსეთის ასევე დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე.. ეს არის ფაქტი და მნიშვენოლა არ აქვს ეთნიკურად ქართველები რას აღიარებენ და რას არა.. 20 წლის მანძილზე იყო არანორმალური სიტუაცია, ქართველი ქართველს კლავდა და ავიწროვებდა და შენ გინდა თქვა რომ ეს შევიწროებამხოლოდ ოსების მიმართ იყო? არ იქნები მართალი. ამ საერთო შევიწროვებულ სიტუაციაში სხვა ერების წარმომადგენლებმა ჩვენთან ერთად თუ მოითმინეს,ზოგმა რომ ვიღაცეების წაქეზებით(გარედან) იშუსტრეს ეს მოსაწონი საქციელია? ანდა რატომ უნდა ყოფილიყო საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგი ავტონომია, როცა 9 აპრილიდან მოყოლებული მუდმივ აგრესიას განვიცდიდით ჩრდილოეთიდან. თან ვისგანაც განვიცდიდით აგრესიას იმას უნდა შეკვროდა? რა ჰქვიან ამ საქციელს წმინდა ადამიანურად, გენც? არა, იქნებ 89 წლამდე რამე ვაწყენინეთ ოსებს? მე არ მაგონდება. მე პირადად არანაირად არ ვამრთლებ აგვისტოს მოვლენების შემდეგ ქართული სოფლების გადაწვასკიდევ კარგი, თუ დაგმობ უკეთესი იქნება. ვფიქრობ ეს ფაქტი იყო ქართველთა მიერ ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ჩადენილი დანაშაულებების, ეთნოწმენდისა და გენოციდის შედეგად გაღიზიანებული ხალხის საპასუხო მოქმედება, რაც შემთხვევაზე პასუხისმგებლობას ისევ და ისევ ოფიციალურ თბილისს აკისრებს, როგორც კონფლიქტის მაპროვოცირებელ მხარეს.. ეს იყო წლები ქართველთა პოლიტიკური სუიციდისა, სამწუხაროდ ეს ერუმცირესობებსაც შეეხო. ქართველები რომ კარგად ყოფილიყვნენ დასხვები ცუდად, მაშინ გექნებოდა უფლება ეგ ტერმინები გამოგეყენებინა. თუ თქვენთვის მთავარი მხოლოდ საკუთარი თავი და საკუთარი ინტერესებია? მაშინ ნურც ჩვენ დაგვძრახავთ მომავალში ასე რომ ვიფიქროთ. მე თქვენთვის საქართველო არ მიჩუქნია.. არც თქვენ გეკითხებით ჩემსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს..რატომ გგონია რომ ჩემზე მეტად გეკუთვნის ეგ ქვეყანა? ან რომ საერთოდ გეკუთვნის ვინმეზე მეტად? მე ყველა მასზე უფრო მეტად მეკუთვნის ეს ქვეყანა, ვინც ამ ქვეყნის მოქალაქეობას თავს ანებებს.თუნდაც საარჩევნო ხმის უფლებით შემიძლია ამ ქვეყნის ბედი მომავალში განვსაზღვრო თქვენ თავს მიხედეთ..მივხედავთ, მივხედავთ და მერე ორმაგი მოქალაქეობა არ მოგვთხოვო :018: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted August 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2010 Marta1ისე მეც თავს ამ საზოგადოების წევრად ვთვლი და მიუხედავად ხელისუფლების მიერ ნაბოძები ,,დემოკრატიისა'' თავს არც გაუნათლებლად,არც ჩამორჩენილად და არც უზნეოდ ვთვლი, მითუმეტესს სამშობლო არავისთვის გამიყვია და იქ უცხო ქვეყნის ბაზები არ მომიწვევია.ასე რომვერც კი ხვდები ისე გვაყენებ შეურაცხყოფას. არანაირ შეურაცხყოფას არ გაყენებთ.. ქართული საზოგადოების 90% ისეთია როგორც მე დავწერე ან უარესი.. ეხლა ვინ 90 პროცენტშია და ვინ 10 პროცენტში ეგ არ ვიცი.. მერეა და საქართველოში ყველა განათლებულად, კულტურულად, მორალურ ზნეობრივად, კეთილშობილად და ცივილიზებულად მიიჩნევს თავს და ყველა თუ არა თითქმის ყველა აღფრთოვანებით შეხვდა ქართული არმიის მიერ 2008 წლის 7-8 აგვისტოს მშვიდობიანი ოსი ეროვნების მოქალაქეებით დასახლებული ცხინვალის დაბომბვას.. ასე რომ ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს სიტუაციასთან გვაქვს საქმე.. 20 წლის მანძილზე იყო არანორმალური სიტუაცია, ქართველი ქართველს კლავდა და ავიწროვებდა და შენ გინდა თქვა რომ ეს შევიწროებამხოლოდ ოსების მიმართ იყო? არ იქნები მართალი. ამ საერთო შევიწროვებულ სიტუაციაში სხვა ერების წარმომადგენლებმა ჩვენთან ერთად თუ მოითმინეს,ზოგმა რომ ვიღაცეების წაქეზებით(გარედან) იშუსტრეს ეს მოსაწონი საქციელია? ანდა რატომ უნდა ყოფილიყო საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგი ავტონომია, როცა 9 აპრილიდან მოყოლებული მუდმივ აგრესიას განვიცდიდით ჩრდილოეთიდან. თან ვისგანაც განვიცდიდით აგრესიას იმას უნდა შეკვროდა? რა ჰქვიან ამ საქციელს წმინდა ადამიანურად, გენც?არა, იქნებ 89 წლამდე რამე ვაწყენინეთ ოსებს? მე არ მაგონდება. 20-იანწლებშიც მოუწყეთ ოსებს გენოციდი.. ეს აწყენინეთ.. თუმცა "ქართველები ვართ რაცა ვართ" საზოგადოება რათქმაუნდა ამას არ აღიარებს.. საერთოდ კი რასაც წერ არ გეწყინოს და წყალია და მდარე ხარისხის დემაგოგია.. კიდევ კარგი, თუ დაგმობ უკეთესი იქნება. და როდის გავამართლე? დემაგოგობ მარტა.. კონსტრუქვციულ დიალოგს აფერხებს ეგეთი პონტი.. ეს იყო წლები ქართველთა პოლიტიკური სუიციდისა, სამწუხაროდ ეს ერუმცირესობებსაც შეეხო. ქართველები რომ კარგად ყოფილიყვნენ დასხვები ცუდად, მაშინ გექნებოდა უფლება ეგ ტერმინები გამოგეყენებინა. თუ თქვენთვის მთავარი მხოლოდ საკუთარი თავი და საკუთარი ინტერესებია? მაშინ ნურც ჩვენ დაგვძრახავთ მომავალში ასე რომ ვიფიქროთ. ვინ ჩვენთვის თქვენთვის? ხედავ მარტა განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანს მომენტალურად მოწინააღმდეგის/მტრის ბანაკში რომ ამწესებ? რამდენერმე დწერე ჩვენ და თქვენო და ამ ტქვენში ვისთან ერთად მგულისხმობ? თბილისელი სეპარატისტებში არა? :018: ქართული საზოგადოების ერთობ დამახასიათებელ მიდგომას ავლენ საკიტხებისადმი.. მე ყველა მასზე უფრო მეტად მეკუთვნის ეს ქვეყანა, ვინც ამ ქვეყნის მოქალაქეობას თავს ანებებს.თუნდაც საარჩევნო ხმის უფლებით შემიძლია ამ ქვეყნის ბედი მომავალში განვსაზღვრო ხომ გითხარი არ იცი რაზე საუბრობ მეთქი.. სხვა ქვენის ტერიტორიაზე გადასვლით და თუნდაც თავშესაფრის თხოვნით საკუთარი ქვენის მოქალაქეობაზე ურს არ ამბობ ადამიანი.. ასე რომ რავიცი აბა რა გიტხრა, რით განუგეშო : ))) ნუ ეხლა დღევანდელ საქართველოში საარჩევნო ხმით როგორ და რას განსაზღვრავ ეგ ორივემ კარგად ვიცით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted August 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2010 asdsარანაირ შეურაცხყოფას არ გაყენებთ.. ქართული საზოგადოების 90% ისეთია როგორც მე დავწერე ან უარესი.. ეხლა ვინ 90 პროცენტშია და ვინ 10 პროცენტში ეგ არ ვიცი.. როდის გაზომე ეგ პროცენტი, ან იქნებ გამოკითხვა ჩაატარე, რატომ გიყვარს ასე ზერელედ ლაპარაკი? ვისთანაც შენ გქონდა ურთიერტობა იქნებ იმის 90%-ია ვისაც გულისხმობ, სამწუხაროა რომ ასეთ ხალხთან გაატარე დრო. იმედს ვიტოვებ, რომ მედია სივრცით გავრცელებულ ინფორმაციას არ მიიჩნევ ეროვნულ განწყობად, თუმცა ამაშიც ეჭვი მეპარება უკვე. მერეა და საქართველოში ყველა განათლებულად, კულტურულად, მორალურ ზნეობრივად, კეთილშობილად და ცივილიზებულად მიიჩნევს თავს და ყველა თუ არა თითქმის ყველა აღფრთოვანებით შეხვდა ქართული არმიის მიერ 2008 წლის 7-8 აგვისტოს მშვიდობიანი ოსი ეროვნების მოქალაქეებით დასახლებული ცხინვალის დაბომბვას.. ასე რომ ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს სიტუაციასთან გვაქვს საქმე.. ჯერ ეს ერთი რომ ცხინვალის მშვიდობიანი მოსახლეობა რამდენიმე დღით ადრე გაყვანილი იყო ტერიტორიიდან, განსხვავებით ქართულიმოსახლეობიდან, ვიდრე ყოყოითი ომისწინ რუსულ ბომბებს ესროდა ქართულ სოფლებს და საერთოდ გაიხსენე რით დაიწყო ის ავადსახსენებელი აგვისტო, ყოყოითის პროვოკაციული დაბომბვებით.მეორეც, მიშიკოს სარდლობა რა ვთქვი, ტორემ ცხინვალი კი არ უნდა დაებომბა, როკის გვირაბი უნდა ჩამოენგრია და არავითარი ომი საჭირო აღარ გახდებოდა, მაგრამ მაგის დაგეგმვას და სპეცოპერაციის ჩატარებას ცოტა ცხვა კომპეტენცია ჭირდება. 20-იანწლებშიც მოუწყეთ ოსებს გენოციდი.. ეს აწყენინეთესეიგი 20-ნი წლების წყენა სულ გულში გედოთ და მომენტს ელოდებოდით? რა ვიცი 60 წელი ძმობას ეფიცებოდით ერთმანეთს და 90-იან წლებში გაგახსენდათ, როცა კოლონიური უღლიდან თავის დახსნა მოვინდომეთ? ესეიგი თქვენთვის მისაღები იყო კოლონიური უღელი? ფაქტი ჯიუტია.საერთოდ კი რასაც წერ არ გეწყინოს და წყალია და მდარე ხარისხის დემაგოგია.. შენტვის ყველა დემაგოგია ვინც შეგეწინააღმდეგება, ამ დროს თვითონ დემაგოგობ.იცი რა, პატარა ბავშვები შეგიძლია დააბოლო, ამ მიკიბულ მოკიბული ლაპარაკით,მე ყველაფრის მოწმე პირადად ვარ და საკუთარი გამოცდილებით ვლაპარაკობ, არა გადმოცემით. კონსტრუქვციულ დიალოგს აფერხებს ეგეთი პონტი.. ახლა ეგ მადარდე შენტვის მოსაწონი ჰამბები თუ არ დავწერე, მე რაც სიმართლეა იმას ვამბობ ყოველთვის. , აქ იყოფა ჩვენი ჰაზრები... ვინ ჩვენთვის თქვენთვის? ხედავ მარტა განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანს მომენტალურად მოწინააღმდეგის/მტრის ბანაკში რომ ამწესებ? განსხვავებული პოზიციები რა გასაკვირია რომ გვქონდეს, ყოყოითი თუ შენტვის გმირია, ჩემტვის კრიმინალია, ამის მერე რაღაა სალაპარაკო.ჩვენ ვართ ჩვენ და ისინი არიან ისინი, მავრთულხლართებს გადაღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შენ ამართლებ ოკუპაციას? ქვეყანა რომ იყო მეოთხე იქნებოდი, არაუმეტესს სხვა ქვენის ტერიტორიაზე გადასვლით და თუნდაც თავშესაფრის თხოვნით საკუთარი ქვენის მოქალაქეობაზე ურს არ ამბობ ადამიანი.. ასე რომ რავიცი აბა რა გიტხრა, რით განუგეშო : ))) გააჩნია ვის თხოვ თავშესაფარს. პოლიტიკურად შენ უკვე ობიექტური ვეღარ იქნები, ოკუპანტების ქვეყანაში ცხოვრობ, ასე რომ მოეშვი პროპაგანდას, სასაცილოა უკვე შენი მცდელობანი, მტრის ბანაკში ხარ ნუ ეხლა დღევანდელ საქართველოში საარჩევნო ხმით როგორ და რას განსაზღვრავ ეგ ორივემ კარგად ვიცით ხვალინდელში ხომ განვსაზღვრავ, შენ მაგის შესაძლებლობა უკვე აღარ გექნება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted August 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2010 Marta1 ბოდიში მაგრამ წყალია მარტა რა შენი ნაწერი, ამდენად საინტერესო დიალოგი/კამათი არც გამოგვდის და არც გამოგვივა.. შენი მოწონებულ/მოწოდებული წყალი ვნაყო თუ რა ვქნა ეხლა? :018: კარგად თუ გადახედავ შენ პოსტებს დაინახავ რომ მართალს ვუბნობ. დემაგოგობაც ერთგვარი ხელოვნებაა, ყველას არ გამოსდის ასე რომ სხვა დროს თუ საუბრის სურვილი გექნება უფრო სერიოზულად ვისაუბრებთ. თუ არა და დარჩი შენ აზრზე და იფიქრე რაც გინდა და როგორც გინდა, არც ეგ არის პრობლმა.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted August 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2010 asdsბოდიში მაგრამ წყალია მარტა რა შენი ნაწერი, ამდენად საინტერესო დიალოგი/კამათი არც გამოგვდის და არც გამოგვივა.. შენი მოწონებულ/მოწოდებული წყალი ვნაყო თუ რა ვქნა ეხლა?რაც არ გაწყობს წყალი უძახე რამდენიმე წელია ამ საკითხებზე ვერ ვთანხმდებით, სხვადსხვა დროს ფაქტობრივი მასალებიც დავდე, შენ მაინც შენსას გაიძახი, სიმართლე არ გაინტერესებს და გინდა მხოლოდ ერთი მხარის გამართლება, როცა ორივე მხარემ დაუშვა შეცდომები,ეგრე არ გამოვა, დანაშაულის გრძნობას ხელოვნურად ვერ ჩანერგავ მასში, ვისაც მონაწილეობა დანაშაულში არ მიუძღვის. მაგისთვისადამიანს სინდისი გააჩნია და რაც არ უნდა ილაპარაკოს ის მოკითხავს პასუხს თავის დროზე. დაანებე თავი მთელი ერის დადანაშაულებას, ვიდრესაკითხს კარგად არ შეისწავლი, თუ არადა ვიფიქრებ, რომ შეგნებულად ავრცელებ დეზას. (დობრი სოვეტ ) დემაგოგობაც ერთგვარი ხელოვნებაა, ყველას არ გამოსდისნამდვილად არ გამოგდის, ჩემთან ყოველ შემთხვევაში :018: დიდი გაიზრდები და ბევრ რამეს გადააფას გადმოაფასებ, ნიჭიერი ხარ უდავოდ, მაგრამ ჯერ ადრეა შენი, საკუთარი აზრი გქონდეს,მაგ ასაკში ბევრს ასე ეჩვენება სინამდვილეში კი სტერეოტიპებით(მარტივი სქემებით) არის მისი ტვინი სავსე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2010 (edited) Marta1ვიფიქრებ, რომ შეგნებულად ავრცელებ დეზასაქამდე არ გიფიქრია ეგ? ესეიგი 20-ნი წლების წყენა სულ გულში გედოთ და მომენტს ელოდებოდით? რა ვიცი 60 წელი ძმობას ეფიცებოდით ერთმანეთს და90-იან წლებში გაგახსენდათ, როცა კოლონიური უღლიდან თავის დახსნა მოვინდომეთ?ეგრე ვიცის ჯაყომა, მაააშ Edited August 14, 2010 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.