Jump to content
Planeta.Ge

მიშას მოკვლა უნდოდათო..

Recommended Posts

kisa

  On 8/12/2010 at 2:28 PM, kisa said:

მართალი ბრძანდებით - ამინის, ყაბულში

ქაბულში ქალბატონო კისა.ყაბული სხვა სიტყვაა ქართულში და თანხმობას ნიშნავს. :givi: ამას მეგობრულად გიხსნით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018: :018:

asds

აი, რა გაღელვებს, ვერ გავიგე, არ მოგწონდა და წახვედი, მეც მაგას ვაპირებ სხვათაშორის თუ აქ არაფერი გამოსწორდა,

მაგრამ სეპარატიზმი მთელ მსოფლიოში რომ დაგმობილია, მაგას რა მტკიცება უნდა?

ან ყოველი ქართველის გულში რომ საქართველოს გამთლიანების ოცნებაა მაგას მალავს ვინმე? არავითარი კონფედერაცია....

ასე რომ ეგ შენი ნაქები ყოყოითი საერთაშორისო დონის დამნაშავეა და იქ მიხედე თუ მაგარი სამართლიანი ხარ,

ამას კიდევ ჩვენ მივხედავთ როცა დრო იქნება თქვენს გარეშეც. ვოტ.

ყველას თავისი მოეკითხებაო, ნათქვამია....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Marta1

  On 8/13/2010 at 1:39 PM, Marta1 said:

ამას ქვია "შეუსრულაო" რომ ამბობენ :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Marta1

  On 8/13/2010 at 1:39 PM, Marta1 said:

აი, რა გაღელვებს, ვერ გავიგე, არ მოგწონდა და წახვედი

დარწმუნებული ხარ იმიტომ წავედი რომ არ მომწონდა? მესმის რომ მიშისტებს და ლატენტურ მიშისტებს არ გინდათ იმის აღიარება რომ მე პირადად თქვენი საყვარელი ბელადის მიერ შექმნილი ფაშისტური რეჟიმის მხრიდან მექმნებოდა პრობლემები და სიმართლე გითხრა ეგ არ მადარდებს, მართლა არ მადარდებს, რადგან ჩემზეც ახეა ბავშვივით გულუბრყვილოდ რომ მოვიქეცი და გაუნათლებელი, ჩამორჩენილი, სახედაკარგული და შესაბამისად უზნეო და უმადური ქართული საზოგადოების სამსახურში დავხარჯე წლები და ქართულ საზოგადოებაზეც ახეა ის რაც ემართება და რაც დაემართება, მაგრამ დარწმუნებული ხარ რომ იცი რასაც ამბობ?

  On 8/13/2010 at 1:39 PM, Marta1 said:

მაგრამ სეპარატიზმი მთელ მსოფლიოში რომ დაგმობილია, მაგას რა მტკიცება უნდა?

კოსოვო მე ვაღიარე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ? აღმოსავლეთ ტიმორი მე ვაღიარე დამოუკიდებელ სახწლმწიფოდ? ჩეხოსლოვაკია მე დავშალე ან იუგოსლავია? ბოლოს და ბოლოს გაეროს წესდებაში ერთა თვითგამორკვევის პრინციპი ჩემი ჩადებულია თუ რა ხდება? რომელი მსოფლიოს მიერ არის დაგმობილი ერთა თვითგამორკვევა (ანუ რასაც სეპარატიზმს ეძახით)? რომელ პლანეტაზე?

  On 8/13/2010 at 1:39 PM, Marta1 said:

ან ყოველი ქართველის გულში რომ საქართველოს გამთლიანების ოცნებაა მაგას მალავს ვინმე?

ხუმრობ არა?

გინდა პირველი ქართულ ოსური კონფლიქტის დროს, გინდა ქართულ აფხაზური კონფლიქტის დროს, გინდა ბოლო ქართულ ოსური კონფლიქტის დროს და გინდა რუსეთ საქართველოს შორის შეიარაღებული დაპირისპირების დროს რესტორნებს რუსი მედესანტეები ავსებდნენ?

სადღეგრძელოებს ბევრი 25-ე საუკუნისთვისაც ვერ გაცდება..

  On 8/13/2010 at 1:39 PM, Marta1 said:

არავითარი კონფედერაცია....

იყოს ნება თქვენი, ვინ გეხვეწებათ? იცხოვრეთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გარეშე, გიშლით ვინმე ხელს?

ძალით გაბედავთ რამეს? ხომ იცით რასაც მოიგებთ? არა ხომ იცით? :018:

  On 8/13/2010 at 1:39 PM, Marta1 said:

ასე რომ ეგ შენი ნაქები ყოყოითი საერთაშორისო დონის დამნაშავეა და იქ მიხედე თუ მაგარი სამართლიანი ხარ,

ფაქტები დაიდოს..

კოკოითი აღიარებული სამხრეთ ოსეთის პირველი პრეზიდენტია და ისტორიული ფიგურა. ვაჟკაცი კაცია, რომელიც ასეა თუ ისეა იარაღით ხელში, ვიმეორებ იარაღით ხელში იბრძოდა საკუთარი ხალხის ქართველების აგრესიისგან დასაცავად. ეს მაშინ როცა თქვენი ბელადი გორის ქუჩებში ფორთხიალობდა.. ასე რომ ......

  On 8/13/2010 at 1:39 PM, Marta1 said:

ამას კიდევ ჩვენ მივხედავთ როცა დრო იქნება თქვენს გარეშეც. ვოტ.

თქვენი მიხედილი არ გაიშვა რა არსად :))

  On 8/13/2010 at 1:39 PM, Marta1 said:

ყველას თავისი მოეკითხებაო, ნათქვამია....

გეთანხმები. საქართველოს მდგომარეობით თუ ვიმსჯელებთ ბევრს უკვე ეკითხება..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

  On 8/13/2010 at 2:17 PM, asds said:

დარწმუნებული ხარ იმიტომ წავედი რომ არ მომწონდა? მესმის რომ მიშისტებს და ლატენტურ მიშისტებს არ გინდათ იმის აღიარება რომ მე პირადად თქვენი საყვარელი ბელადის მიერ შექმნილი ფაშისტური რეჟიმის მხრიდან მექმნებოდა პრობლემები და სიმართლე გითხრა ეგ არ მადარდებს, მართლა არ მადარდებს, რადგან ჩემზეც ახეა ბავშვივით გულუბრყვილოდ რომ მოვიქეცი და გაუნათლებელი, ჩამორჩენილი, სახედაკარგული და შესაბამისად უზნეო და უმადური ქართული საზოგადოების სამსახურში დავხარჯე წლები და ქართულ საზოგადოებაზეც ახეა ის რაც ემართება და რაც დაემართება, მაგრამ დარწმუნებული ხარ რომ იცი რასაც ამბობ?

იცი შენ კარგად როგორი მისაღებიცაა ჩემთვის ახლანდელი მთავრობა, მაგრამ შენი ზიზღი ქართველი საზოგადოების მიმართ

ჩემთვის გასაკვირი ნამდვილად არ არის- შიში ნამდვილად არ შეიქმს სიყვარულს, ზიზღს კი ასაზრდოებს. მოზიზღე ადამიანის კი არც რჩევაა გასათვალისწინებელი და

არც სიკეთეს უნდა ელოდო მისგან.

  On 8/13/2010 at 2:17 PM, asds said:

ოსოვო მე ვაღიარე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ? აღმოსავლეთ ტიმორი მე ვაღიარე დამოუკიდებელ სახწლმწიფოდ? ჩეხოსლოვაკია მე დავშალე ან იუგოსლავია? ბოლოს და ბოლოს გაეროს წესდებაში ერთა თვითგამორკვევის პრინციპი ჩემი ჩადებულია თუ რა ხდება? რომელი მსოფლიოს მიერ არის დაგმობილი ერთა თვითგამორკვევა (ანუ რასაც სეპარატიზმს ეძახით)? რომელ პლანეტაზე?

ნუ ედრებით კოსოვოს, იქ მოხდა ეთნოწმენდა სერბების მიერ. ეთნოწმენდა არის დანაშაული არა მარტო ერის, არამედ კაცობრიობის წინაშე, რაც

შენმა ფაშისტმა ყოყოითმა ქართულ სოფლებში ჩაატარა ამიტომ პასუხს აგებს როგორც საერთაშორისო დონის დამნაშავე. სასწორზე აიწონება ყველას დანაშაული, მოვა დრო...

რაც შეეხება თვითგამორკვევას, ცოტა უფრო ჩრდილოეტიდან ხომ არ უნდა დაეწყოთ ცხინვალელებს ეს პროცესი? მაშინ დავიჯერებდით დამოუკიდებლობისადმი ამგვარ

დაუოკებელ ლტოლვას. წარმოიდგინე ახლა რომ ყველამ ერთად დაიწყოს აქ თვითგამორკვევა, ბერძნებმა, სომხებმა, ქურთებმა..ამ ქვეყანას საქართველო ჰქვია და ყველა

ვინც პასპორტში ქართველს ჩაიწერს მომავალში იცხოვრებენ ყველა ერთნაირად, ისე როგორც საფრანგეთში, თურქეთში და სხვაგან....

  On 8/13/2010 at 2:17 PM, asds said:

ძალით გაბედავთ რამეს? ხომ იცით რასაც მოიგებთ? არა ხომ იცით?

ახლა გეგმებს ვერ გაგიმხელ :givi: ისე, რუსის იმედად ხარ მაგარი? :givi:

  On 8/13/2010 at 2:17 PM, asds said:

კოკოითი აღიარებული სამხრეთ ოსეთის პირველი პრეზიდენტია და ისტორიული ფიგურა. ვაჟკაცი კაცია, რომელიც ასეა თუ ისეა იარაღით ხელში, ვიმეორებ იარაღით ხელში იბრძოდა საკუთარი ხალხის ქართველების აგრესიისგან დასაცავად. ეს მაშინ როცა თქვენი ბელადი გორის ქუჩებში ფორთხიალობდა.. ასე რომ ......

ყოყოითის ვაჟკაცობა არ გაიშვას...ობიკნოვენნი შნირ :givi:

ნუ, მიშიკო რაცაა შენ მე ვერ მასწავლი...

  On 8/13/2010 at 2:17 PM, asds said:

თქვენი მიხედილი არ გაიშვა რა არსად

მაგას შენ უკვე არავინ გეკითხება, მიიღე პოლიტიკური თავშესაფარი? ახლა მანდ იბრძოლე სამართლიანობისთვის, ჩვენ მივხედავთ ჩვენს თავს,

ადიოს :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Marta1

  On 8/13/2010 at 3:11 PM, Marta1 said:

იცი შენ კარგად როგორი მისაღებიცაა ჩემთვის ახლანდელი მთავრობა, მაგრამ შენი ზიზღი ქართველი საზოგადოების მიმართ

ჩემთვის გასაკვირი ნამდვილად არ არის- შიში ნამდვილად არ შეიქმს სიყვარულს, ზიზღს კი ასაზრდოებს. მოზიზღე ადამიანის კი არც რჩევაა გასათვალისწინებელი და

არც სიკეთეს უნდა ელოდო მისგან.

კი არ მეზიზღება მეცოდება ეგ მართლა საცოდავი ე.წ. საზოგდოება.. დიდი განსხვავებაა..

  On 8/13/2010 at 3:11 PM, Marta1 said:

ნუ ედრებით კოსოვოს, იქ მოხდა ეთნოწმენდა სერბების მიერ. ეთნოწმენდა არის დანაშაული არა მარტო ერის, არამედ კაცობრიობის წინაშე, რაც

შენმა ფაშისტმა ყოყოითმა ქართულ სოფლებში ჩაატარა ამიტომ პასუხს აგებს როგორც საერთაშორისო დონის დამნაშავე. სასწორზე აიწონება ყველას დანაშაული, მოვა დრო...

რაც შეეხება თვითგამორკვევას, ცოტა უფრო ჩრდილოეტიდან ხომ არ უნდა დაეწყოთ ცხინვალელებს ეს პროცესი? მაშინ დავიჯერებდით დამოუკიდებლობისადმი ამგვარ

დაუოკებელ ლტოლვას. წარმოიდგინე ახლა რომ ყველამ ერთად დაიწყოს აქ თვითგამორკვევა, ბერძნებმა, სომხებმა, ქურთებმა..ამ ქვეყანას საქართველო ჰქვია და ყველა

ვინც პასპორტში ქართველს ჩაიწერს მომავალში იცხოვრებენ ყველა ერთნაირად, ისე როგორც საფრანგეთში, თურქეთში და სხვაგან....

ქართული სახელმწიფო ბოლო 20 წლის მანძილზე მეთოდურდ ანადგურებდა და დევნიდა ოსი ეროვნების მოალაქეებს, როგორც სამხრეთ ოსეთის ასევე დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე.. ეს არის ფაქტი და მნიშვენოლა არ აქვს ეთნიკურად ქართველები რას აღიარებენ და რას არა..

და მიუხედვად იმისა რომ მე პირადად არანაირად არ ვამრთლებ აგვისტოს მოვლენების შემდეგ ქართული სოფლების გადაწვას, ვფიქრობ ეს ფაქტი იყო ქართველთა მიერ ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ჩადენილი დანაშაულებების, ეთნოწმენდისა და გენოციდის შედეგად გაღიზიანებული ხალხის საპასუხო მოქმედება, რაც შემთხვევაზე პასუხისმგებლობას ისევ და ისევ ოფიციალურ თბილისს აკისრებს, როგორც კონფლიქტის მაპროვოცირებელ მხარეს..

ისე არ დაფიქრებულხარ მარტა ახალგორის რაიონში რატომ არცერთ ქართველს არ ჩამოვარდნია თმის ღერი ან და რატომ არცერთი ქართველის სახლი არ დაიწვა, არა თუ ქართული სოფელი?

  On 8/13/2010 at 3:11 PM, Marta1 said:

ახლა გეგმებს ვერ გაგიმხელ :givi: ისე, რუსის იმედად ხარ მაგარი? :givi:

კი. http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif თბილისშიც რუსის იმედად ვიყავი დუხზე..

ვიცოდი რომ მშობლიური ფეესბე არ მიმატოვებდა გაჭირვების ჟამს :))

  On 8/13/2010 at 3:11 PM, Marta1 said:

მაგას შენ უკვე არავინ გეკითხება, მიიღე პოლიტიკური თავშესაფარი?

არა..

  On 8/13/2010 at 3:11 PM, Marta1 said:

ახლა მანდ იბრძოლე სამართლიანობისთვის, ჩვენ მივხედავთ ჩვენს თავს,

ადიოს :givi:

თქვენ თავს მიხედეთ..

მე თქვენთვის საქართველო არ მიჩუქნია.. არც თქვენ გეკითხებით ჩემსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს..

რატომ გგონია რომ ჩემზე მეტად გეკუთვნის ეგ ქვეყანა? ან რომ საერთოდ გეკუთვნის ვინმეზე მეტად? :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

  On 8/13/2010 at 4:13 PM, asds said:

კი არ მეზიზღება მეცოდება ეგ მართლა საცოდავი ე.წ. საზოგდოება.. დიდი განსხვავებაა..

შეცოდებას და თანაგრძნობას რაღაც ვერ ვატყობ მე ამ პოსტს-

  On 8/13/2010 at 2:17 PM, asds said:

გაუნათლებელი, ჩამორჩენილი, სახედაკარგული და შესაბამისად უზნეო და უმადური ქართული საზოგადოების სამსახურში დავხარჯე წლები და ქართულ საზოგადოებაზეც ახეა ის რაც ემართება და რაც დაემართება,

ისე მეც თავს ამ საზოგადოების წევრად ვთვლი და მიუხედავად ხელისუფლების მიერ ნაბოძები ,,დემოკრატიისა'' თავს არც გაუნათლებლად,

არც ჩამორჩენილად და არც უზნეოდ ვთვლი, მითუმეტესს სამშობლო არავისთვის გამიყვია და იქ უცხო ქვეყნის ბაზები არ მომიწვევია.ასე რომ

ვერც კი ხვდები ისე გვაყენებ შეურაცხყოფას. საზოგადოების რაღაც ნაწილი მაინც დაწერე. ნუ, ეხლა ყოყოითის გარემოცვას და მის საზოგადოებას

როგორ შევედრებით ადამიანის სახის დაკარგვაში, მარა სხვისი არაფერი მიგვისაკუთრებია, პირიქით კი ბევრჯერ მომხდარა :givi:

ახია, ახი, ჩვენზე ყველაფერი საუკუნეების მანძილზე ეს იდიოტური ტოლერანტობა, მაგრამ არაუშავს ამასაც გადავიტანთ....

  On 8/13/2010 at 4:13 PM, asds said:

ქართული სახელმწიფო ბოლო 20 წლის მანძილზე მეთოდურდ ანადგურებდა და დევნიდა ოსი ეროვნების მოალაქეებს, როგორც სამხრეთ ოსეთის ასევე დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე.. ეს არის ფაქტი და მნიშვენოლა არ აქვს ეთნიკურად ქართველები რას აღიარებენ და რას არა..

20 წლის მანძილზე იყო არანორმალური სიტუაცია, ქართველი ქართველს კლავდა და ავიწროვებდა და შენ გინდა თქვა რომ ეს შევიწროება

მხოლოდ ოსების მიმართ იყო? არ იქნები მართალი. ამ საერთო შევიწროვებულ სიტუაციაში სხვა ერების წარმომადგენლებმა ჩვენთან ერთად თუ მოითმინეს,ზოგმა რომ ვიღაცეების წაქეზებით(გარედან) იშუსტრეს ეს მოსაწონი საქციელია? ანდა რატომ უნდა ყოფილიყო საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგი ავტონომია, როცა 9 აპრილიდან მოყოლებული მუდმივ აგრესიას განვიცდიდით ჩრდილოეთიდან. თან ვისგანაც განვიცდიდით აგრესიას იმას უნდა შეკვროდა? რა ჰქვიან ამ საქციელს წმინდა ადამიანურად, გენც?

არა, იქნებ 89 წლამდე რამე ვაწყენინეთ ოსებს? მე არ მაგონდება.

  On 8/13/2010 at 4:13 PM, asds said:

მე პირადად არანაირად არ ვამრთლებ აგვისტოს მოვლენების შემდეგ ქართული სოფლების გადაწვას

კიდევ კარგი, თუ დაგმობ უკეთესი იქნება. :givi:

  On 8/13/2010 at 4:13 PM, asds said:

ვფიქრობ ეს ფაქტი იყო ქართველთა მიერ ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ჩადენილი დანაშაულებების, ეთნოწმენდისა და გენოციდის შედეგად გაღიზიანებული ხალხის საპასუხო მოქმედება, რაც შემთხვევაზე პასუხისმგებლობას ისევ და ისევ ოფიციალურ თბილისს აკისრებს, როგორც კონფლიქტის მაპროვოცირებელ მხარეს..

ეს იყო წლები ქართველთა პოლიტიკური სუიციდისა, სამწუხაროდ ეს ერუმცირესობებსაც შეეხო. ქართველები რომ კარგად ყოფილიყვნენ და

სხვები ცუდად, მაშინ გექნებოდა უფლება ეგ ტერმინები გამოგეყენებინა. თუ თქვენთვის მთავარი მხოლოდ საკუთარი თავი და საკუთარი ინტერესებია? მაშინ ნურც ჩვენ დაგვძრახავთ მომავალში ასე რომ ვიფიქროთ. :givi:

  On 8/13/2010 at 4:13 PM, asds said:

მე თქვენთვის საქართველო არ მიჩუქნია.. არც თქვენ გეკითხებით ჩემსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს..

რატომ გგონია რომ ჩემზე მეტად გეკუთვნის ეგ ქვეყანა? ან რომ საერთოდ გეკუთვნის ვინმეზე მეტად?

მე ყველა მასზე უფრო მეტად მეკუთვნის ეს ქვეყანა, ვინც ამ ქვეყნის მოქალაქეობას თავს ანებებს.

თუნდაც საარჩევნო ხმის უფლებით შემიძლია ამ ქვეყნის ბედი მომავალში განვსაზღვრო :givi:

  On 8/13/2010 at 4:13 PM, asds said:

თქვენ თავს მიხედეთ..

მივხედავთ, მივხედავთ და მერე ორმაგი მოქალაქეობა არ მოგვთხოვო :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Marta1

  On 8/13/2010 at 7:01 PM, Marta1 said:

ისე მეც თავს ამ საზოგადოების წევრად ვთვლი და მიუხედავად ხელისუფლების მიერ ნაბოძები ,,დემოკრატიისა'' თავს არც გაუნათლებლად,

არც ჩამორჩენილად და არც უზნეოდ ვთვლი, მითუმეტესს სამშობლო არავისთვის გამიყვია და იქ უცხო ქვეყნის ბაზები არ მომიწვევია.ასე რომ

ვერც კი ხვდები ისე გვაყენებ შეურაცხყოფას.

არანაირ შეურაცხყოფას არ გაყენებთ.. ქართული საზოგადოების 90% ისეთია როგორც მე დავწერე ან უარესი.. ეხლა ვინ 90 პროცენტშია და ვინ 10 პროცენტში ეგ არ ვიცი..

მერეა და საქართველოში ყველა განათლებულად, კულტურულად, მორალურ ზნეობრივად, კეთილშობილად და ცივილიზებულად მიიჩნევს თავს და ყველა თუ არა თითქმის ყველა აღფრთოვანებით შეხვდა ქართული არმიის მიერ 2008 წლის 7-8 აგვისტოს მშვიდობიანი ოსი ეროვნების მოქალაქეებით დასახლებული ცხინვალის დაბომბვას.. ასე რომ ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს სიტუაციასთან გვაქვს საქმე..

  On 8/13/2010 at 7:01 PM, Marta1 said:

20 წლის მანძილზე იყო არანორმალური სიტუაცია, ქართველი ქართველს კლავდა და ავიწროვებდა და შენ გინდა თქვა რომ ეს შევიწროება

მხოლოდ ოსების მიმართ იყო? არ იქნები მართალი. ამ საერთო შევიწროვებულ სიტუაციაში სხვა ერების წარმომადგენლებმა ჩვენთან ერთად თუ მოითმინეს,ზოგმა რომ ვიღაცეების წაქეზებით(გარედან) იშუსტრეს ეს მოსაწონი საქციელია? ანდა რატომ უნდა ყოფილიყო საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგი ავტონომია, როცა 9 აპრილიდან მოყოლებული მუდმივ აგრესიას განვიცდიდით ჩრდილოეთიდან. თან ვისგანაც განვიცდიდით აგრესიას იმას უნდა შეკვროდა? რა ჰქვიან ამ საქციელს წმინდა ადამიანურად, გენც?

არა, იქნებ 89 წლამდე რამე ვაწყენინეთ ოსებს? მე არ მაგონდება.

20-იანწლებშიც მოუწყეთ ოსებს გენოციდი.. ეს აწყენინეთ.. თუმცა "ქართველები ვართ რაცა ვართ" საზოგადოება რათქმაუნდა ამას არ აღიარებს..

საერთოდ კი რასაც წერ არ გეწყინოს და წყალია და მდარე ხარისხის დემაგოგია..

  On 8/13/2010 at 7:01 PM, Marta1 said:

კიდევ კარგი, თუ დაგმობ უკეთესი იქნება. :givi:

და როდის გავამართლე?

დემაგოგობ მარტა.. კონსტრუქვციულ დიალოგს აფერხებს ეგეთი პონტი..

  On 8/13/2010 at 7:01 PM, Marta1 said:

ეს იყო წლები ქართველთა პოლიტიკური სუიციდისა, სამწუხაროდ ეს ერუმცირესობებსაც შეეხო. ქართველები რომ კარგად ყოფილიყვნენ და

სხვები ცუდად, მაშინ გექნებოდა უფლება ეგ ტერმინები გამოგეყენებინა. თუ თქვენთვის მთავარი მხოლოდ საკუთარი თავი და საკუთარი ინტერესებია? მაშინ ნურც ჩვენ დაგვძრახავთ მომავალში ასე რომ ვიფიქროთ. :givi:

ვინ ჩვენთვის თქვენთვის?

ხედავ მარტა განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანს მომენტალურად მოწინააღმდეგის/მტრის ბანაკში რომ ამწესებ?

რამდენერმე დწერე ჩვენ და თქვენო და ამ ტქვენში ვისთან ერთად მგულისხმობ? თბილისელი სეპარატისტებში არა? :018:

ქართული საზოგადოების ერთობ დამახასიათებელ მიდგომას ავლენ საკიტხებისადმი..

  On 8/13/2010 at 7:01 PM, Marta1 said:

მე ყველა მასზე უფრო მეტად მეკუთვნის ეს ქვეყანა, ვინც ამ ქვეყნის მოქალაქეობას თავს ანებებს.

თუნდაც საარჩევნო ხმის უფლებით შემიძლია ამ ქვეყნის ბედი მომავალში განვსაზღვრო :givi:

ხომ გითხარი არ იცი რაზე საუბრობ მეთქი..

სხვა ქვენის ტერიტორიაზე გადასვლით და თუნდაც თავშესაფრის თხოვნით საკუთარი ქვენის მოქალაქეობაზე ურს არ ამბობ ადამიანი.. ასე რომ რავიცი აბა რა გიტხრა, რით განუგეშო : )))

ნუ ეხლა დღევანდელ საქართველოში საარჩევნო ხმით როგორ და რას განსაზღვრავ ეგ ორივემ კარგად ვიცით :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

  On 8/13/2010 at 8:27 PM, asds said:

არანაირ შეურაცხყოფას არ გაყენებთ.. ქართული საზოგადოების 90% ისეთია როგორც მე დავწერე ან უარესი.. ეხლა ვინ 90 პროცენტშია და ვინ 10 პროცენტში ეგ არ ვიცი..

როდის გაზომე ეგ პროცენტი, ან იქნებ გამოკითხვა ჩაატარე, რატომ გიყვარს ასე ზერელედ ლაპარაკი?

ვისთანაც შენ გქონდა ურთიერტობა იქნებ იმის 90%-ია ვისაც გულისხმობ, სამწუხაროა რომ ასეთ ხალხთან გაატარე დრო. :givi:

იმედს ვიტოვებ, რომ მედია სივრცით გავრცელებულ ინფორმაციას არ მიიჩნევ ეროვნულ განწყობად, თუმცა ამაშიც ეჭვი მეპარება უკვე.

  On 8/13/2010 at 8:27 PM, asds said:

მერეა და საქართველოში ყველა განათლებულად, კულტურულად, მორალურ ზნეობრივად, კეთილშობილად და ცივილიზებულად მიიჩნევს თავს და ყველა თუ არა თითქმის ყველა აღფრთოვანებით შეხვდა ქართული არმიის მიერ 2008 წლის 7-8 აგვისტოს მშვიდობიანი ოსი ეროვნების მოქალაქეებით დასახლებული ცხინვალის დაბომბვას.. ასე რომ ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს სიტუაციასთან გვაქვს საქმე..

ჯერ ეს ერთი რომ ცხინვალის მშვიდობიანი მოსახლეობა რამდენიმე დღით ადრე გაყვანილი იყო ტერიტორიიდან, განსხვავებით ქართული

მოსახლეობიდან, ვიდრე ყოყოითი ომისწინ რუსულ ბომბებს ესროდა ქართულ სოფლებს და საერთოდ გაიხსენე რით დაიწყო ის ავადსახსენებელი აგვისტო, ყოყოითის პროვოკაციული დაბომბვებით.

მეორეც, მიშიკოს სარდლობა რა ვთქვი, ტორემ ცხინვალი კი არ უნდა დაებომბა, როკის გვირაბი უნდა ჩამოენგრია და არავითარი ომი საჭირო აღარ გახდებოდა, მაგრამ მაგის დაგეგმვას და სპეცოპერაციის ჩატარებას ცოტა ცხვა კომპეტენცია ჭირდება.

  On 8/13/2010 at 8:27 PM, asds said:

20-იანწლებშიც მოუწყეთ ოსებს გენოციდი.. ეს აწყენინეთ

ესეიგი 20-ნი წლების წყენა სულ გულში გედოთ და მომენტს ელოდებოდით? რა ვიცი 60 წელი ძმობას ეფიცებოდით ერთმანეთს და

90-იან წლებში გაგახსენდათ, როცა კოლონიური უღლიდან თავის დახსნა მოვინდომეთ? ესეიგი თქვენთვის მისაღები იყო კოლონიური უღელი?

ფაქტი ჯიუტია.

  On 8/13/2010 at 8:27 PM, asds said:

საერთოდ კი რასაც წერ არ გეწყინოს და წყალია და მდარე ხარისხის დემაგოგია..

შენტვის ყველა დემაგოგია ვინც შეგეწინააღმდეგება, ამ დროს თვითონ დემაგოგობ.

იცი რა, პატარა ბავშვები შეგიძლია დააბოლო, ამ მიკიბულ მოკიბული ლაპარაკით,

მე ყველაფრის მოწმე პირადად ვარ და საკუთარი გამოცდილებით ვლაპარაკობ, არა გადმოცემით.

  On 8/13/2010 at 8:27 PM, asds said:

კონსტრუქვციულ დიალოგს აფერხებს ეგეთი პონტი..

ახლა ეგ მადარდე შენტვის მოსაწონი ჰამბები თუ არ დავწერე, მე რაც სიმართლეა იმას ვამბობ ყოველთვის.

, აქ იყოფა ჩვენი ჰაზრები...

  On 8/13/2010 at 8:27 PM, asds said:

ვინ ჩვენთვის თქვენთვის?

ხედავ მარტა განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანს მომენტალურად მოწინააღმდეგის/მტრის ბანაკში რომ ამწესებ?

განსხვავებული პოზიციები რა გასაკვირია რომ გვქონდეს, ყოყოითი თუ შენტვის გმირია, ჩემტვის კრიმინალია, ამის მერე რაღაა სალაპარაკო.

ჩვენ ვართ ჩვენ და ისინი არიან ისინი, მავრთულხლართებს გადაღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე :givi:

შენ ამართლებ ოკუპაციას? ქვეყანა რომ იყო მეოთხე იქნებოდი, არაუმეტესს :givi:

  On 8/13/2010 at 8:27 PM, asds said:

სხვა ქვენის ტერიტორიაზე გადასვლით და თუნდაც თავშესაფრის თხოვნით საკუთარი ქვენის მოქალაქეობაზე ურს არ ამბობ ადამიანი.. ასე რომ რავიცი აბა რა გიტხრა, რით განუგეშო : )))

გააჩნია ვის თხოვ თავშესაფარს. პოლიტიკურად შენ უკვე ობიექტური ვეღარ იქნები, ოკუპანტების ქვეყანაში ცხოვრობ,

ასე რომ მოეშვი პროპაგანდას, სასაცილოა უკვე შენი მცდელობანი, მტრის ბანაკში ხარ :givi:

  On 8/13/2010 at 8:27 PM, asds said:

ნუ ეხლა დღევანდელ საქართველოში საარჩევნო ხმით როგორ და რას განსაზღვრავ ეგ ორივემ კარგად ვიცით

ხვალინდელში ხომ განვსაზღვრავ, შენ მაგის შესაძლებლობა უკვე აღარ გექნება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Marta1

ბოდიში მაგრამ წყალია მარტა რა შენი ნაწერი, ამდენად საინტერესო დიალოგი/კამათი არც გამოგვდის და არც გამოგვივა.. შენი მოწონებულ/მოწოდებული წყალი ვნაყო თუ რა ვქნა ეხლა? :018:

კარგად თუ გადახედავ შენ პოსტებს დაინახავ რომ მართალს ვუბნობ. დემაგოგობაც ერთგვარი ხელოვნებაა, ყველას არ გამოსდის ასე რომ სხვა დროს თუ საუბრის სურვილი გექნება უფრო სერიოზულად ვისაუბრებთ. თუ არა და დარჩი შენ აზრზე და იფიქრე რაც გინდა და როგორც გინდა, არც ეგ არის პრობლმა..

:*

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

  On 8/13/2010 at 10:10 PM, asds said:

ბოდიში მაგრამ წყალია მარტა რა შენი ნაწერი, ამდენად საინტერესო დიალოგი/კამათი არც გამოგვდის და არც გამოგვივა.. შენი მოწონებულ/მოწოდებული წყალი ვნაყო თუ რა ვქნა ეხლა?

რაც არ გაწყობს წყალი უძახე :givi:

რამდენიმე წელია ამ საკითხებზე ვერ ვთანხმდებით, სხვადსხვა დროს ფაქტობრივი მასალებიც დავდე,

შენ მაინც შენსას გაიძახი, სიმართლე არ გაინტერესებს და გინდა მხოლოდ ერთი მხარის გამართლება, როცა ორივე მხარემ დაუშვა შეცდომები,

ეგრე არ გამოვა, დანაშაულის გრძნობას ხელოვნურად ვერ ჩანერგავ მასში, ვისაც მონაწილეობა დანაშაულში არ მიუძღვის. მაგისთვის

ადამიანს სინდისი გააჩნია და რაც არ უნდა ილაპარაკოს ის მოკითხავს პასუხს თავის დროზე. დაანებე თავი მთელი ერის დადანაშაულებას, ვიდრე

საკითხს კარგად არ შეისწავლი, თუ არადა ვიფიქრებ, რომ შეგნებულად ავრცელებ დეზას. (დობრი სოვეტ :givi:)

  On 8/13/2010 at 10:10 PM, asds said:

დემაგოგობაც ერთგვარი ხელოვნებაა, ყველას არ გამოსდის

ნამდვილად არ გამოგდის, ჩემთან ყოველ შემთხვევაში :018:

დიდი გაიზრდები და ბევრ რამეს გადააფას გადმოაფასებ, ნიჭიერი ხარ უდავოდ, მაგრამ ჯერ ადრეა შენი, საკუთარი აზრი გქონდეს,

მაგ ასაკში ბევრს ასე ეჩვენება სინამდვილეში კი სტერეოტიპებით(მარტივი სქემებით) არის მისი ტვინი სავსე. :*

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Marta1

  On 8/13/2010 at 11:13 PM, Marta1 said:

ვიფიქრებ, რომ შეგნებულად ავრცელებ დეზას

აქამდე არ გიფიქრია ეგ? :givi:

  On 8/13/2010 at 9:33 PM, Marta1 said:

ესეიგი 20-ნი წლების წყენა სულ გულში გედოთ და მომენტს ელოდებოდით? რა ვიცი 60 წელი ძმობას ეფიცებოდით ერთმანეთს და

90-იან წლებში გაგახსენდათ, როცა კოლონიური უღლიდან თავის დახსნა მოვინდომეთ?

ეგრე ვიცის ჯაყომა, მაააშ

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • შექმენი...