Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge რუსეთი სეპარატისტულ რეგიონებში რაკეტებს ათავსებს


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/nytimes-150x23.gif

 

მაიკლ შვირცი

 

მოსკოვი – ოთხშაბათს, რუსეთმა განაცხადა, რომ უკვე განათავსა რაკეტები „დედამიწა–ჰაერი“ საქართველოს სეპარატისტულ ანკლავში, აფხაზეთში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რუსული არმია, სულ უფრო მყარად იკიდებს ფეხს სადაო რეგიონში, რომელიც ორი წლის წინ რუსეთ–საქართველოს ხუთდღიანის ომის საკვანძო წერტილი გახდა.

 

საქართველოს ოფიციალურმა პირებმა ეს ნაბიჯი უმალ დაგმეს და მას კონფლიქტის შედეგებით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების დარღვევა უწოდეს. 

 

რუსეთის, სამხედრო–საჰაერო ძალების მეთაურმა, გენერალ ალექსანდრე ზელინმა განაცხადა, რომ აფხაზეთში განთავსებული С-300–ის სისტემა რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ობიექტების დასაცავად და „სახელმწიფო საზღვრების დარღვევის“ აღკვეთისთვისაა განსაზღვრული, ნათქვამია რუსეთის საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ცნობებში. 

 

გენერალ ზელინის თქმით, სამხრეთ ოსეთის (კიდევ ერთი სეპარატისტული რეგიონი, რომელიც 2008 წლის ომის ეპიცენტრი გახდა) თავზე საჰაერო სივრცის დასაცავად, ასევე გაგზავნილია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სხვადასხვა სისტემები. 

 

ხუთდღიანი ბრძოლების დროს რუსეთმა სწრაფად დაამარცხა საქართველოს არმია, ხოლო ომის დასრულების შემდეგ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის მაგალითს მხოლოდ ნიკარაგუამ, ვენესუელამ და წყნარი ოკეანის კუნძულმა ნაურუმ მიბაძა, ბოლო ორი წლის განმავლობაში კრემლი აქტიურად აძლიერებს აჯანყებული რეგიონების ადგილობრივ მთავრობებს.

 

გასულ შაბათ–კვირას, რუსეთის პრეზიდენტი აფხაზეთს ომის ორი წლისთავის აღსანიშნავად ეწვია და რეგიონში მყოფ რუს სამხედრო მოსამსახურეებს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას დაპირდა. 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვიზიტი დაგმო და მას „სიტუაციის დესტაბილიზაციის და კავკასიაში დაძაბულობის გამწვავების მცდელობა“ უწოდა.

 

თებერვალში რუსეთმა აფხაზეთის სეპარატისტულ მთავრობასთან ხელი მოაწერა ახალ სამხედრო შეთანხმებას, რომლის თანახმად მის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზა გაჩნდა. ხელშეკრულების მიხედვით, აფხაზეთის ტერიტორიაზე 1 700–მდე რუსი სამხედრო, მინიმუმ 49 წლის განმავლობაში დარჩება.  

 

С-300, რომელსაც დასავლეთში SA-20–ს უწოდებენ, რუსეთში შექმნილი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ერთ–ერთი ყველაზე სრულყოფილი სისტემაა. С-300–ის რაკეტებს შეუძლია 100 მილის მანძილზე არსებული თვითმფრინავების აღმოჩენა და სამიზნეების განადგურება. საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო  საპასუხოდ არმიას პოზიციებზე არ განალაგებს, მაგრამ რუსეთი რეგიონში სამხედრო ძალის ბალანსის დარღვევაში დაადანაშაულა. 

 

„რუსეთს აბსოლუტურად არ აინტერესებს აფხაზების და ოსების ბედი“, – თქვა მან სატელეფონო საუბარში. „მას უბრალოდ სჭირდება ტერიტორია, რომ სამხედრო თამაშები აწარმოოს“.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...