Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge საქართველო და რუსეთის ომის იარების ფონზე ისევ სასტიკი მტრები არიან


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/bbc_logo.jpg

 

ტომ ესელმონტი

 

საქართველო და რუსეთი სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში მათი ხანმოკლე, მაგრამ დესტრუქციული ომის დაძაბულ ორი წლის თავს აღნიშნავენ.

 

იმის გამო, რომ ორივე ქვეყანა განაგრძობს ერთმანეთზე ვერბალურ თავდასხმას, ქართველი ხალხი მყიფე მშვიდობაში და  შემდგომი ძალადობის შიშში ცხოვრობს.

 

გადამხმარ, ბალახით დაფარულ მდელოზე ნიკოლოზ ბარიშვილი ფოცხზეა დახრილი.

 

ის ოქროსფერი ბალახის მსუბუქ გროვებს არათანაბარ ზვინებად ალაგებს და შეუსვენებლად  მიყვება, როგორ აბრუნებს აგვისტო ცუდ მოგონებებს. „რა თქმა უნდა ვწუხვარ. სამხრეთ ოსეთი აქვეა“ – ამბობს ის თავისი ვაშლის ბაღისკენ მიმითითებს.

 

ორი წლის წინ მომხდარმა ომმა სამხრეთ ოსეთსა (სეპარატისტული ტერიტორია, რომლის დამოუკიდებლობასაც რუსეთი უჭერს მხარს) და საქართველოს შორის არსებული ვირტუალური საზღვარი გაამყარა. გამყოფი ხაზი ახლა სოფელ დიციდან, სადაც ბარიშვილი ცხოვრობს, 500 მეტრში გადის.

 

„სამხრეთ ოსეთის მილიციას ვეჯახებოდით ხოლმე. ომის შემდეგ, ზოგიერთი ჩვენი მეურნეობა წაგვართვეს“ -ამბობს აქ გაზრდილი78 წლის კაცი.

 

„იქით მეგობრები და ნათესავები გვყავს – მაგრამ თუ იქით წავედით ოსები, ან რუსები შეგვიპყრობენ“ – ამბობს ის.

 

მისი  ისტორია 2008 წლის კონფლიქტში გვაბრუნებს და იმ გამყოფ ხაზებზე გვიყვება, რომელიც პრო-რუსულ ტერიტორიას, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის გაჩნდა. მაგრამ რა შეიცვალა მას შემდეგ?

 

ქართველ პოლიციელებს ჯავშანმანქანებზე დღესაც ყურადღებით უჭირავთ აქაურობაზე თვალი – რაც მყისიერად გაგონებს, რომ საზღვრის გასწვრივ სიტუაცია დაუცველია. მაგრამ წინა წლებთან შედარებით, მაინც სიმშვიდეა. მაშინ აქ სარაკეტო ცეცხლი და ავტომატებით სროლა, ჩვეული რამ იყო.

 

შესაძლოა სიტუაციას საზღვრის ზოლზე ევროპის კავშირის  200-ზე მეტი მეთვალყურე  შველის. მაგრამ რუსები ამბობენ, რომ მათი მესაზღვრეები და აქ დისლოცირებული (საზღვრის მეორე მხარეს) რამდენიმე ასეული სამხედრო ასევე ხელშემწყობი ფაქტორია.

 

„აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსი სამხედრო მოსამსახურეების და მესაზღვრეების სამართალდამცავ სამსახურებთან  კოორდინირებული აქტივობის წყალობით, სიტუაცია საზღვრებზე მნიშვნელოვნად  დასტაბილურდა“  განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა, იტყობინებოდა საინფორმაციო სააგენტო იტარ-ტასი მიმდინარე კვირას.

 

თუმცა დაპირისპირებული რიტორიკა ორივე მხრიდან ხაზს უსვამს უფსკრულს მათ შორის. თუ თქვენ საქართველოს მთავრობის წევრი ხართ, რუსეთი თქვენთვის აგრესორი და ოკუპანტია.

 

„სწორედ რუსეთმა გადმოლახა სახელმწიფო საზღვრები (2008 წლის აგვისტოში).  ეს ქართული ტერტორიებია ოკუპირებული“ – ამბობს ნიკოლოზ ვაშაკიძე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

 

„ეს რეალობა გვთავაზობს ცხად სურათს იმისას, თუ ვინ იყო აგრესორი ამ ომში და არა პი-არ სტრატეგიები, ან ხრიკები რომელთაც შეუძლიათ შეცვალონ ეს რეალობა“ – მეუბნება ის მე.

 

ინსცენირებული ინტერვენცია

 

ძალიან რთულია იმის წარმოდგენა, თუ როგორ მიაღწევენ რუსეთი და საქართველო შერიგებას, როდესაც ადგილზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით ამდენად განსხვავებული ხედვა აქვთ.

 

რუსეთისთვის სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ახლა „დამოუკიდებელი“ სახელმწიფოებია, თუმცა ძალიან დამოკიდებული რუსეთზე ეკონომიკურად და სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში, პოლიტიკურადაც.

 

საქართველოსთვის ისინი ყოველთვის საქართველოს სუვერენიტეტის ფარგლებში იქნებიან.  და ნებისმიერი, ვინც ალტერნატიულ პოზიციას დაიკავებს, მოღალატეობაში იქნება დადანაშაულებული.

 

ორი ოპოზიციური პოლიტიკოსი, რომლებიც გასულ წელს მოსკოვში წავიდნენ, რათა კრემლის მხარდაჭერა მოეპოვებინათ,  თბილისში დაბრუნებისას  საშინლად გაკიცხეს.

 

მარტში პრო-სამთავრობო ტელეკომპანია „იმედმა“ ინსცენირებული რეპორტაჟი გადასცა, სადაც ნაჩვენები იყო, რომ რუსეთი შემოიჭრა საქართველოში. ამას პანიკა მოყვა. ხალხმა ამ სიუჟეტის ინიცირებისთვის მიხეილ სააკაშვილის მთავრობას დასდო ბრალი.

 

მაგრამ ის ეფექტი, რომელიც ამ სიუჟეტების მეშვეობით უნდა მიეღოთ, ალბათ ზურაბ ნოღაიდელის მსგავსი, ოპოზიციური ლიდერების დისკრედიტაცია იყო. ის ამ წლის დასაწყისში  მოსკოვში რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

 

„იმედის ინსცენირებამ არ იმუშავა. და მე ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებ. ჩვენ გვჭირდება რუსეთთან ლაპარაკის დაწყება, რათა ჩვენი პრობლემები მოვაგვაროთ – ეს არის ის, რასაც ქართველთა უმეტესობა ითხოვს – მოლაპარაკებების დაწყებას ყოველგვარი ულტიმატუმის გარეშე“ – ამბობს ნოღაიდელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი.

 

მაგრამ, როგორც ჩანს, ქართველოთა უმეტესებო წელს უფრო ნაკლებადაა შეწუხებული ომითა და  ჩრდილოელ მეზობელთან დაძაბული ურთიერთობებით, ვიდრე ეს შარშან იყო ან შარშანწინ.

 

საშვებულებო ოპტიმიზმი

 

ქვეყნის შავი ზღვის სანაპიროზე, აგვისტოში ტურისტთა რიცხვი მატულობს.

 

საკურორტო ქალაქი ბათუმი მაგნიტივით იზიდავს ქართველებს სხვადასხვა კუთხიდან, მაგრამ ის რუსულენოვანებს შორისაც პოპულარულია.

 

აქ შეიძლება ყური მოკრათ მზით გარუჯულ ტურისტებს უკრაინიდან, სომხეთიდან, ბელორუსიიდან და თვით რუსეთიდანაც.

 

„ომი ყველას ახსოვს, ზაფხული ადამიანების მეხსიერებაში იარასავითაა. ხალხს უკეთესი ცხოვრება სურს. მათ არ უნდათ უკან მოხედვა და იმედი აქვთ, რომ კიდევ ერთი ომი აღარ იქნება“ – ამბობს ლევანი, ქართველი, რომელსაც სანაპიროზე გასართობი სტენდი აქვს.

 

თუ ადამიანების თბილი ღიმილებით ვიმსჯელებთ, ომი მათ  აღარ ახსოვთ.

 

„მე მარტო ქართველებზე არ ვლაპარაკობ, ყველა, ვინ აქ ჩამოდის, ოპტიმისტურადაა განწყობილი“ -ამბობს ლევანი.

 

და როდესაც დამსვენებლების ხმას რუსული პოპმუსიკა ფარავს, მე ერთი რაღაც მახსენდება, ის, რაც დიდი ხნის მანძილზე შეესაბამებოდა სინამდვილეს -ფრონტის ხაზიდან და ეჭვებიდან მოშორებით რუსებს და ქართველებს ერთმანეთი ძირითადად მოსწონთ მაშინაც კი, თუ მათი ხელისუფალნი ერთმანეთს ემტერებიან.

 

„ზოგიერთს რუსეთთან უკეთესი ურთიერთობა სურს. მაგრამ პოლიტიკურად ეს არ არის მნიშვნელოვანი“ – ამბობს გია ნოდია, კავკასიური კვლევების სკოლის დირექტორი თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

„ვლადიმერ პუტინი ღიად ვერ დაიჭერს საქმეს  სააკაშვილთან ისე, რომ ღირსება არ შეელახოს. პრეზიდენტი სააკაშვილი თავისთვის ამაში  ბევრს ვერაფერს დაინახავდა“.

 

ცენტრალურ საქართველოში, ბალახოვან მდელოზე ნიკოლოზ ბარიშვილი  ურემზე თივას ტვირთავს.

 

„ომამდე ჩვენ ოსებთან მშვენიერი ურთიერთობა გვქონდა. მათი მილიცია ხანდახან ძალადობდა, მაგრამ ჩვენ ერთი და იგივე ბაზარზე ვვაჭრობდით. ახლა ეს ვერ მოხდება“.

 

ხალხი დიცში იმათ მიმართ, ვინც საზღვრის მეორე მხარეს, მტრულად არაა განწყობილი. პოლიტიკისგან მოშორებულებს, ისინი უბრალოდ ერთ რამეზე ოცნებობენ – დროზე, როდესაც საკმაო უსაფრთხოება დაისადგურებს და ვირტუალური საზღვარი გაქრება.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...