Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - დევნილების მორიგი გასახლება


Recommended Posts

 

 

/get_img?NrArticle=2213&NrImage=200

 

დევნილების გასახლება

 

დევნილების გასახლება თამარაშვილის ცხრა ნომრიდან, ეგრეთ წოდებული ”ზაკოს” შენობიდან, დილის ექვსი საათიდან მიმდინარეობს. შენობის წინ მობილიზებულია პოლიცია, სასწარფო, სატვირთო მანქანები და ეგერთ წოდებული ”ყვითელი ავტობუსები”.

 

როგორც გაგრიდან დევნილი ინდირა რატიანი ამბობს, ისინი წინასწარ არავის გაუფრთხილებია: ” გუშინ, დღის მორე ნახევარში, ათამდე პოლიციელი მოვიდა. მათ გვითხრეს, რომ გვასახლებდნენ. კითხვებს რომ ვუსვამდით, გვეუბნებოდნენ, სამინისტროში გაარკვიეთო. ამბის გასაგებად ორმოცდაათამდე მაცხოვრებეელი წავიდა სამინისტროში, მარგამ იქ ჩხუბი ამტყდარა და ნაცემები და დაშინებულები დაბრუნდნენ.”

 

რატიანის თქმით, მათთვის უცნობია, თუ კონკრეტულად სად აპირებენ მათ ჩასახლებას. მხოლოდ სხვებისგან გაიგო, რომ საცხვრებელი ფართი წეროვანში და სოფელ ფოცხოში, სამეგრელოს რაიონშია მათთვის გამოყოფილი.

 

როგორც დევნილები ამბობენ, 10 აგვისტოს ასოცამდე მაცხოვრებელი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში მიიყვანეს და სთხოვეს დაეწერათ, რა სურდათ, ფულადი კომპენსაციის მიღება, თუ ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილება. მათ შორის აღმოჩნდა თამარ ხეთაგაშვილი. სამაჩაბლოდან დევნილ ხეთაგაშვილს ფულადი კომპენსაცია ჯერ არ მიუღია: ”ჩემს შვილთან გადავდივარ საცხოვრებლად, მის ბინაში. ამიტომ ფულადი კომპენსაცია მოვითხოვე, მაგრამ ჯერ არ ჩანს”.

 

”ზაკოს” (Закавказский Ваенный Округ) ყოფილ შენობაში, როგორც ეგრეთ წოდებული ”ძველი”, ისე ”ახალი დევნილების” უმრავლესობა ორი წლის წინათ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, დროებით შეასახლეს. ათსართულიანი შენობა იძულებით გადაადგილებულებს მთლიანად ჰქონდათ დაკავებული.

 

 

 

/get_img?NrArticle=2213&NrImage=2

 

დევნილების გასახლება

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...