Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) სტივი:”ჩვენ მომავალს ვუყურებთ”


Recommended Posts

http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01664/Steven_Gerrard_1664929c.jpg

 

სტივენ ჯერარდს სწამს რომ დროა ინგლისმა დაივიწყოს ყველაფერი და მომავალზე იფიქროს, მათ ურთულესი ამოცანა აკისრიათ ამდენი ფანის გული უნდა მოიგონ.

 

ინგლისისა და ლივერპულის კაპიტანი ხვდება იმას თუ რატომ მოდის ინგლისზე ამდენი კრიტიკა, სტივი თვითონაც ძალიან იმედგაცრუებულია იმით რომ მუნდიალზე წარმატებას ვერ მიაღწიეს. როგორც მერსესაიდელი აცხადებს ინგლისმა უნდა აღიდგინოს თავისი რეპუტაცია, ამის საწყისი ეტაპი კი ოთხშაბათს უემბლიზე კარგი თამაში იქნება.

 

სტივი:“მე ვარ გულნატკენი და ძალიან იმედგაცრუელი როგორც სხვა ბიჭები გუნდის სხვა მოთამაშეები”. “ჩვენ გვინდა უკან დავიბრუნოთ უდიდესი პატივისცემა და ნდობა”.

 

ორშაბათს ფაბიო კაპელომ ინგლისესლ საზოგადოებას და ერს ბოდიში მოუხადა იმ საზიზღარი კამპანიისთვის რაც მათ ზაფხულზე ჩაატარეს. მიუხედავად ამისა სტივი იმედიანად არის და აცხადებს რომ მათ უნდა იქონიონ იმედი იმის გამო რომ წინ ევრო 2012-ია.

 

“ყველა ფეხბურთელს ვუსმენ ძალიან ყურადღებით მაინტერესებს ყველას აზრი და განწყობა, და ყველა ძალიან მაგრად დგას ისინი დიდი ბრძოლისთვის ემზადებიან”.  “საბოლოოდ აფრიკაში დაკისრებულ სამუშაოს თავი ვერ გავართვით, ეხლა კი ჩვენ უდავო ლიდერს ვუსმენთ და მის დავალებებს მივყვებით”.

 

“ფაბიო ჩვენს გამო ძალიან ბევრს საუბრობს მას არ უნდა რომ გულგატეხილები ვიყოთ”.

 

“ჩემთვის ეს არაა პრობლემა მე მაგრად ვდგავარ და ყველაზე მეტ პასუხისმგებლობას მე ვგრძნობ, მინდა ინგლისელ ხალხს ბოდიში მოვუხადო და კარგი თამაში შევთავაზო”. “გერმანიასთან თამაშით ჩვენ ბევრი რამე ვისწავლეთ და ეხლა ვსწავლობთ იმას რაც დაგვაკლდა”. “მსიქოლოგიური უპირატესობა თამაშის მოგების საწინდარია”.

 

“მე ფაბიო კაპელოს ძალიან ვენდობი”. “ის უნდა იყოს სულელი თუ ისევ წარსულზე იფიქრებს, და ფეხბურთელებს არ მოგვცემს იმის უფლებას რომ უფრო გავიხსნათ და მომავალზე ვიფიქროთ, წინ კიდევ არის ბევრი ტურნირი და ძალიან დიდი წინააღმდეგობები”. “ფაბიო კაპელო ფანტასტიური მწრთვნელია”. “თქვენ არ გაქვთ უფლება ყველაფერი მწრთვნელს დააბრალოთ”. “ჩვენ არ ვემალებით ჩვენ წილ პასუხისმგებლობას, ჩვენ იქ ერთად ვიყავით და ერთად დავმარცხდით და პასუხისმგებლობას ყველა ერთად ვიღებთ ჩვენ თავზე”.

 

“შედეგი არ იყო დამაკმაყოფილებელი, მაგრამ 3-4 თამაშის მოგება მეტ რწმენას შეგვმატებს და ვფიქრობთ მხარდამჭერების გულის მოგებაში დაგვეხმარება გთხოვთ ერთად დავდგეთ”. “იმედია მხარდამჭერებს უკან დავიბრუნებთ და თქვენ ბიჭებო (ბიჭებში სტივმა მედია იგულისხმა) ადვილი მატჩები არ გველის”.

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...