planetanews Posted August 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 10, 2010 http://cdn.epltalk.com/wp-content/uploads/2008/09/england-players2.jpg ინგლისის ისტორია, დანარჩენი სრულიადში. ინგლისის ნაკრები მსოფლიოში ყველაზე ძველი ნაკრებია, რომელიც ჩამოყალიბდა შოტლანდიასთან ერთად. ინგლისსა და შოტლანდიას შორის გაცნობითი ხასიათის მატჩი გაიმართა 1870 წლის 5 მარტს, რომელიც ფეხბურთის ასოციაციის მიერ იყო ორგანიზებული, ხოლო შემდეგი შეხვედრა, 1872 წლის 30 ნოემბერს, შოტლანდიის ნაკრების წარმომადგენელთა ორგანიზებით გაიმართა. ცალ–ცალკე დაკომპლექტებულ ამ ორი ნაკრებისთვის ეს მატჩი, შოტლანდიის ჰემილტონ ქრესსენტის სტადიონზე, იყო პირველი ოფიციალური შეხვედრა. აქ უფრო მეტი სამუშაო იქნა გაწეული, ვიდრე წინა, 1870 წლის თამაშზე. მომდევნო 40 წლის მანძილზე ინგლისელი ფეხბურთელები ექსკლუზიურად მხოლოდ მშობლიურ გუნდებთან :შოტლანდიასთან, ირლანდიასთან და უელსთან თამაშობდნენ. ეს მატჩები 1883–1984 წლებში ბრიტანეთის შიდა ჩემპიონატის ეგიდით იმართებოდა.ლონდონის უემბლის სტადიონის გახსნამდე ინგლისის ნაკრებს არ ჰქონდა მუდმივი სამასპინძლო მოედანი. 1906 წელს ინგლისი ფიფაში გაწევრიანდა, ხოლო 1908 წელს ბრიტანეთს გასცდა. ამ ორი ნაკრებს(ინგლისსა და შოტლანდიას) შორის დაძაბული ურთიერთობის გამო, 1928 წელს ბრიტანელები ფიფადან გამოაძევეს, 1946 წელს კი ხელახლა გაწევრიანდნენ. შედეგად ინგლისს მონაწილეობა არ მიუღია 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე, აქ კი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან 1–0 წააგეს და პირველ რაუნდში გასვლის შანსი დაკარგეს.ისტორიაში ინგლისმა პირველი საშინაო წაგება 1949 წლის 21 სექტემბერს, ლივერპულის გუდისონ პარკზე, გაერთიანებული სამეფოს არაწევრ ირლანდიასთან იგემა – 2:0, ხოლო 1953 წელს უნგრეთთან 6–3 წაგება იყო ინგლისის პირველი წაგება გაერთიანებული სამეფოს არაწევრთან უკვე უემბლის სტადიონზე. განმეორებითი მატჩი ბუდაპეშტში შედგა, სადაც უნგრელებმა 7–1 დაამარცხეს მეტოქე. ეს შეხვედრა კი ინგლისის ნაკრების ისტორიაში უდიდეს მარცხად მიიჩნევა. ინგლისელთაგან ერთადერთი გოლი ივორ ბროუდისმა გაიტანა. თამაშის შემდეგ შეცბუნებულმა ინგლისელმა ნახევარმცველმა სიდ ოუენმა განაცხადა: “ეს იყო უცხოპლანეტელებივით თამაში”.1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სიდ ოუენმა ორი გოლი გაიტანა და პირველი ინგლისელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ორი გოლის გატანა მოახერხა: ბროუდმა და ნეტ ლოფთჰაუზმა, ერთად ბელგიასთან სანახაობრივ ფრეში გაიტანეს ორ–ორი გოლი. მეოთხედფინალში გასულმა ინგლისმა პირველად წააგო ურუგვაისთან და ასპარეზობას გამოეთიშა. ინგლისმა მხოლოდ ერთხელ მოახერხა სხვა ქვეყანაში მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასვლა.მიუხედავად იმისა, რომ ნაკრების მწვრთნელად უოლტერ ვინთერბოთომი დაინიშნა, 1963 წელს ელფ რამსის დანიშვნამდე გუნდი კვლავ კომიტეტმა ჩაიბარა. რამსის ხელმძღვანელობით ინგლისმა ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია – 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამატებით დროში დაამარცხა დასავლეთ გერმანიის ნაკრები–4:2, ჯოფ ჰარსთმა კი ჰეთ–თრიკი შეასრულა. ეს ტურნირი ინგლისში გაიმართა. თუმცა ერთი წლის შემდეგ ინგლისელებმა თავიანთ მოსისხლე მტერ შოტლანდიასთან უემბლიზე ანგარიშით 3:2 წააგეს. ინგლისის ეროვნული ნაკრები 1970 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა როგორც მოქმედი ჩემპიონი, სადაც მეოთხედფინალში გააღწია, მაგრამ დასავლეთ–გერმანელებთან მარცხი იწვნია. იგებდა რა 2:0–ს, საბოლოოდ დამატებით დროში 3:2 დამარცხდა. 1974 და 1978 წლებში ინგლისი მსოფლიო ჩემპიონატების მიღმა დარჩა, 1982 წელს რონ გრინვუდის გაწვრთნილი ინგლისის ნაკრები თორმეტწლიანი პაუზის შემდეგ 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა და ასპარეზობას მეორე რაუნდიდან წაგების გარეშე გამოეთიშა. ბობი რობსონის ხელში ინგლისის ეროვნული გუნდი უკეთესად გამოიყურებოდა, რადგანაც 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალში გავიდა, ოთხი წლის შემდეგ კი მე–4 ადგილი დაიკავა. ეს იყო ერთადერთი პერიოდი, როცა ინგლისმა უცხო ქვეყანაში მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალიდან გააღწია.1990-იან წლებში ინგლისის ნაკრებმა ოთხი მთავარი მწვრთნელი გამოიცვალა, ოთხივე ძალიან მოკლე ხნით. ბობი რობსონი გრეჰემ ტეილორმა შეცვალა, მაგრამ 1994 წლის შესარჩევი ციკლის კრახით დასრულების შემდეგ დატოვა დაკავებული თანამდებობა. 1996 წლის ევროპის ჩემპიონატი ინგლისში გაიმართა, შესარჩევ ციკლში ნაკრებს ტერი ვენეიბლზი გაუძღვა და ინგლისს ევროპის ჩემპიონატებზე საუკეთესო შედეგი – ნახევარფინალი აჩვენებინა. მაგრამ თანამდებობა დატოვა ფინანსურ მაქინაციებში მხილების გამო, ხოლო მისმა შემცვლელმა გლენ ჰოდლიმაც მალე დატოვა პოსტი არასაფეხბურთო მიზეზების გამო. ეს მოხდა 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ინგლისელები მერვედფინალიდან გამოეთიშნენ ასპარეზობას. ჰადლის წასვლის შემდეგ ნაკრები კევინ კიგანმა ჩაიბარა, მაგრამ მანაც წინამორბედების ბედი გაიზიარა 2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე არასასურველი შედეგის გამო.2001-2006 წლებში ინგლისის ნაკრები სვეენ გორან ერიქსონმა ჩაიბარა. იგი პირველი უცხოელი მწვრთნელი იყო. მისი პირადი ცხოვრების გამოპრესასთან მომხდარი უთანხმოების გამო ერიქსონი მაინც ინგლისელი ფანების ფავორიტი იყო.ინგლისმა კარგად ითამაშა ორივე მსოფლიო ჩემპიონატზე და ევრო-2004-ზე,2006 წლის მუნდიალის დროს კი FIFA-ს რეიტინგში მე-4 ადგილი ეკავა. 2006 წელს კი მისი ორწლიანი კონტრაქტი ინგლისის ფეხბურთის ასოციაციასთან,რომელიც მოიცავდა ასევე ევრო 2008-ს, მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგის გამო შეწყდა.მის ნაცვლად კი სტივ მაკლარენი დაინიშნა.მისი ხანა ნაკლები წარმატებით გამოირჩა-ინგლისის ნაკრებიევროპის ჩემპიონატის მიღმა დარჩა.იგი 2007 წლის 22 ნოემბერს თანამდებობიდან გადააყენეს და ნაკრების არსებობის მანძილზე ყველაზე ხანმოკლე მწვრთნელად დარჩა.მაკლარენი ფაბიო კაპელომ ჩაანაცვლა.იტალიელი სპეციალისტი სვენ გორან ერიქსონის შენდეგ მეორე უცხოელი მწვრთნელი გახდა.მან პირველი თამაში 2008 წლის 6 თებერვალს შვეიცარიის ნაკრებთან ჩაატარა,რომელიც ინგლისელებმა 2-1 მოიგეს.კაპელომ შემდგომშიც მიაღწია წარმატებას-2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში 10-იდან 9 თამაში მოიგო და ვადაზე ადრე მოიპოვა დასკვნით ეტაპზე თამაშის უფლება. მწვრთნელები ვალტერ ვინთაბოთომი 1946–1962სერ ალფ რამსი 1963–1974ჯო მერსერი 1974დონ რევი 1974–1977რონ გრინვუდი 1977–1982სერ ბობი რობსონი 1982–1990გრეჰემ ტეილორი 1990–1993ტერი ვენეიბლზი 1994–1996გლენ ჰოდლი 1996–1999ჰოვარდ ვილკინსონი 1999 & 2000 (two stints)კევინ კიგანი 1999–2000პიტერ ტეილორი 2000სვენ გორან ერიქსონი 2001–2006სტივ მაკლარენი 2006–2007ფაბიო კაპელო2007– View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts