planetanews Posted August 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 10, 2010 http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/photo3-150x150.jpgმერიის ზედამხედველობის სამსახურმა ადლიაში მცხოვრები ნინიძეების კუთვნილი საცხოვრებელი სახლი მძიმე ტექნიკის საშუალებით დაანგრიეს. სახლი მეპატრონეებს ექსპროპრიაციის წესით მიმდინარე წლის თებერვალში ჩამოერთვათ, თუმცა მერიასა და მოსახლეობას შორის შეუთანხმებლობის გამო მოლაპარაკება არ შედგა. მოსახლეობა ექსპროპრიატორის მიერ შეთავაზებულ ფასზე უარს აცხადებს. მიუხედავად ამისა მერიამ უფლებამოსილების აღსრულება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო. 9 აგვისტოს მათ ჯერ ნინიძეების ეზოს ბარდიული მოანგრიეს, შემდეგ კი “ბულდოზერის” საშუალებით სახლი და სხვა შენობა-ნაგებობები მიწასთან გაასწორეს. უსახლკაროდ დარჩენილმა ეკატერინა და ალა ნინიძეებმა გუშუნდელი ღამე ღია ცის ქვეშ გაატარეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/pjo.jpg itvს ლინკი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts