Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ევროკავშირის დიპლომატები აკრიტიკებენ საქართველოს მეამბოხეებს, რომლებსაც რუსეთი უჭერს მხარს


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/euobserver.jpg

 

ენდრიუ რეტმანი

 

ბრიუსელი – ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ხელმღვანელმა საქართველოში ომის ორი წლისთავზე გააკრიტიკა თანამშრომლობის დეფიციტი რუსეთის მხრიდან  და განაცხადა, რომ კონფლიქტის განახლების საშიშროება ძალაში რჩება.

 

ჰანსიორგ ჰაბერმა, გერმანელმა დიპლომატმა, რომელიც ევროკავშირის 330-კაციან მისიას ხელმძღვანელობს, კვირის ბოლოს წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის (რომელთაც რუსეთი უჭერს მხარს) პოლიტიკა, რომლის მიზანია არ დაუშვან ევროკავშირის დამკვირვებლები თავის ტერიტორიაზე, არსებულ დაძაბულობას ამწვავებს.

 

”დე-ფაქტო ხელისუფალნი უარს ამბობენ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მისიის დაშვებაზე, რაც ხელს უშლის მისიის იმ ძალისხმევას, რომელიც სიტუაციის ნორმალიზაციას და სტაბილიზაციას ისახავს მიზნად”, – განაცხადა მან. ”იმის გამო, რომ ვერ შევდივართ სივრცეებში, რომელსაც სოხუმი და ცხინვალი აკონტროლებს (რეგიონალური დედაქალაქები) სიტუაციაში ვერ შეგვაქვს სიცხადე და ვერ ვწყვეტთ ადგილზე მომხდარ ინციდენტებს.”

 

ჰაბერი მიესალმა ქართველთა თანხმობას ლიმიტი დაუწესონ სადავო საზღვრებთან დისლოცირებულ სამხედრო ძალას და დასძინა, რომ ”რუსეთის გადაწყვეტილება გადაედგა საპასუხო ნაბიჯი ხელს შეუწყობდა ტრანსფარენტულობასა … და განამტკიცებდა უსაფრთხოებას”.

 

იმის გამო, რომ უცნობია იმ რუსული შეირაღების რაოდენობა, რომელიც დღემდე, საქართველოს დედაქალაქიდან, თბილისიდან ერთი საათის სავალზეა გაჩერებული, რაც 2008 წლის აგვისტოს საზავო ხელშეკრულების დარღვევაა, და ასევე იმიტომ, რომ 30,000 ეთნიკური ქრთველის დაბრუნება, სამხრეთ ოსეთში, საკუთარ სახლებში შეუძელბელია, ევროკავშირის მისია საერთაშორისო საზოგადოებას თვითდამშვიდების წინააღმდეგ აფრთხილებს.

 

”ჩვენ არ გვაქვს ილუზია და არ მიგვაჩნია, რომ სტაბილიზაცია კონფლიქტის გადაწყვეტის ტოლფასია. ქართველმა ხალხმა 1992-2008 წ.წ.  უამრავი გაკვეთილი მიიღო იმისა, რომ მიუხედავად სიტუაციის სტაბილიზაციაზე შეთანხმებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობისა პროცესში, დაპირისპირება განახლებულა”.

 

ევროკავშირის შეუიარაღებელი მეთვალყურეები, ერთადერთი საერთაშორისო ძალა ომის შემდგომ სივრცეში, ადგილზე ალბათ 2011 წლის სექტემბრია შემდეგაც დარჩება. სწორედ ამ დროს ეწურებათ მათ დღეს მოქმედი მანდატი.

 

ბრძოლა 2008 წლის 7 აგვისოტს ღამით დაიწყო. მაშინ  ქართულმა ჯარმა დაბომბა ცხინვალი, რასაც საქართველოში ხუთდღიანი რუსული ინტერვენცია მოყვა, ხოლო რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი პირადად ემუქრებოდა პრო-დასავლელ ლიდერ მიხეილ სააკაშვილს. ამ მოვლენებმა ევროპა შოკში ჩააგდო.

 

შვედი დიპლომატის, ჰეიდი ტალიავინის დამოუკიდებელმა, მაგრამ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა ანგარიშმა 2009 წელს ორივე მხარე დაგმო და განცხადა, რომ საქართველოს შეტევა ცხინვალზე გაუმართლებელი იყო, ხოლო რუსეთის რეაქცია ”უკანონო”.  რუსეთსაც და საქართველოსაც ევროკავშირთან და აშშ-სთან უკეთესი ურთიერთობა სურთ, ამიტომ ომზე ნარატივის გაკონტროლების მცდელობა დღემდე არ ცხრება.

 

რუსულმა მხარემ ამ კვირის ბოლოს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ტალიავინის ანგარიში მათ ქმედებებს ამართლებს.

 

”ყველაფერი სხვადასხვაგვარად აღიქმება: ერთი ასე ფიქრობს, მეორე სხვანაირად, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს ობიექტური ფაქტები და ისინი რუსულმა, აფხაზურმა და ოსურმა მხარეებმა წარადგინეს. შემდეგ ისინი აისახა ჰეიდი ტალიავინის ანგარიშსა და სხვა დოკუმენტებში. ამიტომაცაა, რომ ჩემი აზრით, სიმართლე ჩვენს მხარეზეა”, – უთხრა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა პრესას კვირას, აფხაზეთში, რუსულ გარნიზონში ვიზიტისას.

 

”ევროპის კავშირმა დაადგინა, რომ (ცხინვალზე) შეტევა საერთაშორისო სამართლის დარღვევა იყო… ისინი (ქართველები) ამტკიცებენ, რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთის ფედერაციის მიერაა ოკუპირებული. ისინი ტყუიან და ოფიციალურმა პირებმა ვაშინგტონსა და ბრიუსელში ეს იციან”, – ამბობს სამხრეთ ოსეთის ლიდერი ედუარდ კოკოითი წერილში, რომელიც ბრიუსელისა და ვაშინგტონის ჟურნალისტებს ამერიკულმა PR კომპანიამ, „სეილორმა“ შაბათს დაუგზავნა.

 

თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილს კვირის ბოლოს თავდაჭერილი პოზიცია ეკავა,  ტელევიზიით გადაცემულ მიმართვაში საქართველოს ”გათავისუფლების” საჭიროებაზე, ის კოლუმბიიდან ლაპარაკობდა. სააკაშვილი იქ სახელმწიფო ვიზიტით იმყოფებოდა.

 

მაგრამ ქართული არმიისადმი მიმართვაში 4 აგვისტოს, როდესაც ჯერ კიდევ შინ იმყოფებოდა, მან მკაცრი სიტყვები გამოიყენა, რუსებს ”ბარბაროსები” უწოდა და განაცხადა, რომ ”მტერს (კიდევ) უნდა საქართველოს მთავრობის დამხობა და თავისი იმპერიული გავლენის სფეროს” აღდგენა.

 

სააკაშვილის მეგობრები აშშ-ში ასევე მკაცრ პოზიციაზე დგანან.

 

”(აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას) ადმინისტრაციას, როგორც ჩანს, უფრო ავტოკრატული რუსეთის დაშოშმინების სურვილი აქვს, ვიდრე იმ მეგობრული ქართული დემოკრატიის მხარდაჭერისა, რომელიც თავისი აგრესიული მეზობლის დიდ ჩრდილში ცხოვრობს,” – განაცხადა ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა the Washington Post-ში გამოქვეყნებულ კომენტარში, რომელიც აშშ-ს სქართველოს ლიდერის გადაიარაღებისკენ მოუწოდა.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...