Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge საკუთარ ქვეყანაში დევნილები


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/lacroix2.jpg

 

ბენჟამინ კენელი

 

 

საქართველოში დღეს 350 000 დევნილი ცხოვრობს, რომლებმაც სახლ–კარი 1990–იანი წლებიდან დაწყებული სამხედრო კონფლიქტების გამო დაკარგეს.

 

„ბოლოს ჟურნალისტები ჩვენთან თხუთმეტი წლის წინ ჩამოვიდნენ. მე უკვე ვფიქრობდი, რომ ყველამ საბოლოოდ დაგვივიწყა…“, – ამბობს 72 წლის სერგო შენგელია, 350 000 ქართველი დევნილიდან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ომების ერთ–ერთი მსხვერპლი. 

 

აფხაზეთში პირველი კონფლიქტის დროს, მის ოჯახს სახლის მიტოვება მოუხდა, ისინი აფხაზ სეპარატისტებს და დაქირავებულ რუს მებრძოლებს გამოექცნენ. მას შემდეგ დაიღუპა მისი ცოლი და ერთ–ერთი ვაჟი. მოხუცი ქართველი  მაინც ოცნებობს, რომ ერთ მშვენიერ დღეს საკუთარ სახლში დაბრუნდება. „აქ ყოფნას, ცხოვრება არ ქვია…“, – ამოიხვნეშა მან.

 

ცხოვრება იზოლაციაში

 

ახლა სერგო შენგელია და კიდევ ოთხი ოჯახი ზუგდიდთან, საქართველოს დასავლეთით მდებარე ქალაქთან ახლოს, ჩამონგრეულ ბარაკში ცხოვრობს. ჰაერო და შენობა აქ ყოველთვის ძალიან ნესტიანია, კოღოებს ვერ გადაურჩები, ხოლო ერთი შეხედვით ნორმალური ნივთები აქ გამეფებული სიღატაკეს ვერ ფარავენ.

 

ამ ჩაბნელებულ სამეფოში სინათლის ერთადერთი სხივი საბავშვო ბაღის გახსნა გახდა. „ჩვენ ძალიან დიდი ხანია, რაც აქ გადარჩენას ვცდილობთ. საკუთარ ქვეყანაში დევნილები ვართ…“, – გვიამბობს ერთ–ერთი მეზობელი იმ დროს, როდესაც  ბავშვები ნაციონალურ ცეკვაში რეპეტიციას გადიან. „ჩვენ სულ მოლოდინში ვართ…“, – ამოიხვნეშა 70 წლის ნელი შანავამ, რომელიც მეუღლესთან ერთად შვილიშვილს ზრდის. ბავშვის მამა დაიღუპა, დედა კი ძალიან შორს მუშაობს. 8 წლის ბიჭუნა სიამაყით გვიჩვენებს რკინის სკივრს, სადაც სათამაშოები აქვს შენახული. მას მეტი არაფერი გააჩნია.

 

თითოეული მათგანი მუდმივად იმეორებს, რომ მათი სახლი „იქ“ არის, აქედან რამდენიმე კილომეტრში, აფხაზეთში, მსოფლიო თანამეგობრობის მიერ არაღიარებული სახელმწიფოს საზღვის მეორე მხარეს. „მათ იქ დაბრუნება და საკუთარი სახლების ნახვა სურთ, ომისგან დამწვარიც რომ იყოს“, – დარწმუნებულია ირაკლი ბოკუჩავა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც დევნილთა ოჯახებს ეხმარება.   

 

„2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ ყველაფერი კიდევ უფრო გართულდა: რუსების დახმარებით აფხაზეთის ხელისუფლება ქართველებს დევნის, საზღვარზე გადასვლას უკრძალავს და არალეგალურად ახალ სახლებს აშენებს“.

 

უფლებადამცველები მოქმედებენ

 

ხელისუფლების მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციამ „კოალიცია სამართლიანობისთვის“ პროგრამა აამუშავა. ორგანიზაცია მიტოვებულ სახლებს აღრიცხავს და დევნილებს საკუთრების დაცვის საკითხებში ეხმარება. გარდა ამისა, ამ წლის მაისში მან ზუგდიდში მასშტაბური საერთშორისო კონცერტი ჩაატარა, რათა ყველასთვის შეეხსენებინა ამ ადამიანების ტრაგიკული ბედის შესახებ. მიპატიჟებულ ვარსკვლავებს შორის იყო ჯეინ ბირკინიც.  

 

„მე აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ ვებრძოლო გულგრილობას. რადგან ჩვენ, პრესას, ადამიანებს და თავად მეც, ძალიან მოკლე მეხსირება გვაქვს“, – განაცხადა მომღერალმა იმ საღამოს შთამბეჭდავი აუდიტორიის (45 000–დან 70 000 ადამიანამდე) წინაშე.

 

პირველ რიგში მჯდარმა მიხეილ სააკაშვილმა ხელიდან არ გაუშვა შანსი, კონცერტი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინა. „სააკაშვილი დიდი ხნის წინ დაპირდა ამ ადამიანებს, რომ ისინი შეძლებდნენ სახლებში დაბრუნებას. ყალბი იმედები…“, – მიაჩნია ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევითი ინსტიტუტის პრეზიდენტ პაატა ზაქარეიშვილს. „დღეს ხელისუფლებამ, როგორც იქნა, გადაწყვიტა დევნილთა ინტეგრაციით დაკავდეს. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“.  

 

საცხოვრებლის და დასაქმების პრობლემები

 

საცხოვრებლით უზრუნველყოფასა და დასაქმებაში დახმარების პოლიტიკა, დევნილებისთვის ამ ორი ყველაზე მწვავე პრობლემის გადაწყვეტისკენაა მიმართული. თუმცა, მათგან ყველაზე ახალგაზრდები ერთგვარად ჰაერში არიან გამოკიდებულები, მათთვის უცნობ აფხაზეთში ჰიპოთეტურ დაბრუნებასა და ბავშვობიდან ნაცნობ ბარაკებს შორის.

 

რაც შეეხება უფროს თაობას, მას აფხაზეთის პრორუსული მთავრობის დევნის ეშინია, მაგრამ საკუთარ ძველ სახლებზე საუბარს არ წყვეტს. თუმცა ზოგიერთებმა მათი ნახვა მაინც შეძლეს. ინტერნეტში. ნანგრევები, რომელიც მძიმე განცდას აჩენს.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...