Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge მედვედევის ვიზიტი, სააკაშვილის მოწოდება


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/der_standard_logo1-150x40.png

 

ომის დასრულებიდან ორი წლის შემდეგ, პრობლემის გადაწყვეტის პერსპექტივა არ ჩანს

 

თბილისი, მოსკოვი, სოხუმი – საქართველო–რუსეთის ომის მეორე წლისთავზე, რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი კვირას არაოფიციალურად საქართველოს აჯანყებულ რეგიონს, აფხაზეთს ესტუმრა. დედაქალაქ სოხუმში ის სეპარატისტ ლიდერს სერგეი ბაღაფშს ესაუბრა.     

 

ტურისტებთან შეხვედრის დროს მედვედევმა განაცხადა, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების გარეშე „რეგიონში ხანგრძლივი სისხლიანი კონფლიქტი გაჩაღდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება რთული იყო, მე არაფერს ვნანობ“. 

 

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა: „ჩვენ არ შევწყვეტთ გათავისუფლებისთვის ბრძოლას“, – იუწყებოდა კვირას ინტერნეტ–გვერდი civil.ge. 

 

იმავდროულად ათასობით ადამიანმა პატივი მიაგო ომის მსხვერპლთ. ქართულ ქალაქ გორსა და საქართველოს სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალში ეს დღე სანთლებით და ყვავილებით აღნიშნეს. ივნისში გორში, საბჭოთა დიქტატორის იოსებ სტალინის მშობლიურ ქალაქში მისი მონუმენტი მოხსნეს. მის ადგილას,  2008 წლის აგვისტოში რუსული ინტერვენციისადმი მიძღვნილ მემორიალს აღმართავენ.   

 

ვენესუელა, ნიკარაგუა, ნაურუ

 

რუსეთი სააკაშვილს, რომელიც საკუთარ ქვეყანაშიც სადაო ფიგურაა, „ომის გამჩაღებლად“ მიიჩნევს. ხუთდღიანი სისხლიანი კონფლიქტის დროს ასობით ადამიანი დაიღუპა, საკართველომ კი საბოლოოდ დაკარგა კონტროლი სამხრეთ ოსეთსა და მეორე სეპარატისტულ რეგიონზე აფხაზეთზე. მოსკოვმა ორივე ტერიტორია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. მის მაგალითს, მხოლოდ ვენესუელამ, ნიკარაგუამ და წყნარი ოკეანის პატარა კუნძულმა ნაურუმ მიბაძა. საქართველო ამ რეგიონებს რუსული არმიის მიერ ოკუპირებულად მიიჩნევს.  

 

ევროკავშირის საგამოძიებო კომისიამ 2009 წლის სექტემბრის ბოლოს დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ 2008 წლის ომი საქართველოს მხრიდან სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალზე 8 აგვისტოს გამთენიისას დაწყებული შეტევით დაიწყო, თუმცა მანამდე საქართველოს პროვოცირება რუსეთმა მოახდინა, მათ შორის სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის რუსული პასპორტების მასობრივი დარიგებით. ახლახანს მედვედევმა განაცხადა, რომ ბევრი დასავლელი ლიდერი მასთან პირად საუბარში რუსეთის მიდგომას ეთანხმება.        

 

ევროკავშირის დასკვნაში ომზე პასუხისმგებლობის განსაზღვრის თეზისს საქართველო „მცდარ ინტერპრეტაციას“ უწოდებს. მინიმუმ რამდენიმე კვირით ადრე რუსული არტილერია დაბომბვებს აწარმოებდა, ხოლო სამხედრო მზადება რამდენიმე თვით ადრე დაიწყო.

 

ახლახანს განახლებული ჟენევის მოლაპარაკებები საქართველოს და რუსეთს შორის, რომელშიც სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ, ჩიხშია. ორგანიზაცია Amnesty International–ის თანახმად, საქართველოს ომის დროს დაახლოებით 26 000 იძულებით გადაადგილებული პირი უახლოეს მომავალში საკუთარ სახლში ვერ დაბრუნდება. დაახლოებით 246 000 ქართველი ანუ საქართველოს მოსახლოების 6% საკუთარ ქვეყანაში დევნილია.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...