ძუკუ Posted August 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 10, 2010 ლორან მარშანი ინტერვიუ ისტორიკოს ელენ კარერ დანოკსთან. ის რუსეთის სპეციალისტი და ფრანგული აკადემიის მუდმივი მდივანია2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამით, საქართველომ სეპარატისტულ რეგიონზე სამხრეთ-ოსეთზე კონტროლის აღდგენა სცადა, რითაც რუსეთის შეიარაღებული ძალების სწრაფი პასუხი გამოიწვია. ორი წლის შემდეგ. პრეზიდენტ სარკოზის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ ორი წელი გავიდა და რუსული არმია ომამდელ პოზიციებს არ დაუბრუნდა. უნდა მოვთხოვოთ თუ არა მათ ამის გაკეთება? - ვფიქრობ ვერაფერს გავხდებით. რუსები ფეხს არ მოიცვლიან. ჯერ ერთი მათ მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი სახიფათოა და არანაირი თავშეკავების უნარი არა აქვს. გარდა ამისა ისინი ფიქრობენ, რომ ბრძოლები შეწყვეტილია და თავის დროზე ასიამოვნეს საფრანგეთის პრეზიდენტს, როდესაც აფიქრებინეს რომ მთელი საქართველოს დაპყრობას აპირებდნენ. მათთვის ეს არის ის, რასაც თავად პრივილეგირებული ინტერესების ზონას უწოდებენ. ისინი გავლენის სფეროებზე არ საუბრობენ. მათთვის მთავარია, საქართველომ ვერ შესძლოს ნატო-სკენ სვლა, რაც დღეს უკვე ილუზიაა, რადგან ეს თავად ნატო-საც აღარ სურს. ეს იყო ამ ომის მიზანი, ამერიკელების გავლენის შემცირება? - დიახ. უკრაინაშიც არ იყო უკეთესი სიტუაცია. რუსეთს საკუთარი მიზნების დამკვიდრებისთვის ყოველთვის შეეძლო ყირიმის საკითხის გამოყენება, მაგრამ საქართველო პატარა ქვეყანაა დიდი ისტორიით, თუმცა პატარა ქვეყანა. იქ გართულებაც ნაკლები იქნებოდა. სააკაშვილმა რუსებს უნიკალური შესაძლებლობა მისცა. ცხადია, პუტინი როგორც სჩანს ეძებდა დარტყმისთვის შესაფერის მომენტს, რომ ამერიკელების გავლენა შეეჩერებინა. თქვენ იცით თუ არა, როდესაც პრეზიდენტი სარკოზი ადგილზე ჩავიდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებზე, ვინ ნახა მან იქ მაგიდასთან სააკაშვილის გვერდით? ერთი ამერიკელი მრჩეველი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს ყველაფერს კარნახობდა. აი, სად არის ძაღლის თავი დამარხული. უქმნის თუ არა რეგიონის სტაბილურობას საფრთხეს რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება? - ვფიქრობ აღსანიშნავია ის, რომ ეს ორი შემთხვევა არ არის იდენტური. აფხაზეთს მეტი შესაძლებლობა აქვს იყოს დამოუკიდებელი, ის სიცოცხლისუნარიანია, თუმცა რა თქმა უნდა რუსებისთვის ის უფრო სასარგებლოა. რაც შეეხება სამხრეთ- ოსეთს ის სიცოცხლისუნარიანი არ არის და ვფიქრობ, თუკი არ ვიჩქარებთ, საბოლოო ჯამში ჩვენ შევძლებთ მათთან საუბარს, რადგან რუსებს თავად არ სურთ სამხრეთ და ჩრდილოეთ-ოსეთის გაერთიანება. ამიტომ აქ მოლაპარაკება შესაძლებელია. 2014 წელს სოჭში ზამთრის ოლიმპიური თამაშები უნდა გაიმართოს. ამით ხომ არ აიხსნება რეგიონში რუსების აქტიურობა? - რა თქმა უნდა. ეს დროის საკითხია. სწორედ ამიტომ არის რუსეთის პოზიცია დღეს ასეთი შეურიგებელი. ცხადია, მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანი შავი ზღვაა. ორიგინალი ეს იმითაა საინტერესო,რომ ელენ დანკოსის ქალიშვილობის გვარი ზურაბიშვილია.ის საფრანგეთის აკადემიის ნამდვილი წევრი და ძალიან ცნობილი პოლიტოლოგია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 10, 2010 (edited) ელენ დანკოსის ქალიშვილობის გვარი ზურაბიშვილიაჩვენი სალომეაა ეს კაცო? Edited August 10, 2010 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 10, 2010 ძუკუ- ვფიქრობ აღსანიშნავია ის, რომ ეს ორი შემთხვევა არ არის იდენტური. აფხაზეთს მეტი შესაძლებლობა აქვს იყოს დამოუკიდებელი, ის სიცოცხლისუნარიანია, თუმცა რა თქმა უნდა რუსებისთვის ის უფრო სასარგებლოა. რაც შეეხება სამხრეთ- ოსეთს ის სიცოცხლისუნარიანი არ არის და ვფიქრობ, თუკი არ ვიჩქარებთ, საბოლოო ჯამში ჩვენ შევძლებთ მათთან საუბარს, რადგან რუსებს თავად არ სურთ სამხრეთ და ჩრდილოეთ-ოსეთის გაერთიანება. ამიტომ აქ მოლაპარაკება შესაძლებელია.იმედი ნუ მოგიშალოთ ღმერთმა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted August 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 10, 2010 ძუკუერთი ამერიკელი მრჩეველი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს ყველაფერს კარნახობდა. აი, სად არის ძაღლის თავი დამარხული. კუნინია მაი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted August 10, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 10, 2010 Saturnჩვენი სალომეაა ეს კაცო?არა,თუ არ ვცდები ბიძაშვილები არიან კუნინია მაი? მეც ასე მგონია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 10, 2010 ძუკუკუნინია მაი?ეგ ვიღაა?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted August 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 10, 2010 newstudioეგ ვიღაა?! ეგ არის, ვინც არის უფრო სწორად - იყო. http://www.telegraph.co.uk/news/worldnews/europe/georgia/2608953/Daniel-Kunin-interview-Georgias-Alistair-Campbell.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted August 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 10, 2010 ძუკუ ეგ ვიღაა?!რუსი ანარხისტი ბაკუნინის შტამომავალია. უბრალოთ გვარს "ბა" გამოაკლო. სადღაც მაქვს მაგასთან ინტერვიუ წაკითხული.ისე მაგის მეთოდების დიდი გავლენა ემჩნევა მიშას ხელოვნურ და მიზანს ორიენტირიბულ აქციებს.მაგალითისთვის: გვინდა "A" - ამისთვის უნდა გავაკეთოთ ან 1, ან 2, ან 3. ყველაზე შედეგიანი არის "2".დაა ა.შ. თვითონ კუნინმა ინტერვიუში ახსნა როგორ გეგმავენ ეგ და მიშა "ივინტებს". Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted August 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 10, 2010 არა,თუ არ ვცდები ბიძაშვილები არიან სალომეს ძმა მიშას გვერდით დადგა 2007წელს და დას გვერდი შეაქცია. საინტერესოა რა ურთიერთობა აქვთ ეხლა და ეგ ბიძაშვილი ვის მხარეს იხრება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 10, 2010 ეხლა გაიგეთ, რომ ესეა? მართალს ამბობს ეს ქალი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მართვის თეორია Posted August 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 10, 2010 Grigეგ არის, ვინც არის უფრო სწორად - იყო"Misha [sakaashvili] will ask me what he should say to Condi, and I'll advise him."ბარემ ეგ ჩემის ბლაუპუნქტი დავნიშნოთ პრეზიდენტად - ყველაფერი თუ მაინც მაგის გადასაწყვეტია ბლიად...... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 10, 2010 GeoStreamრუსი ანარხისტი ბაკუნინის შტამომავალია. უბრალოთ გვარს "ბა" გამოაკლო. სადღაც მაქვს მაგასთან ინტერვიუ წაკითხული.ისე მაგის მეთოდების დიდი გავლენა ემჩნევა მიშას ხელოვნურ და მიზანს ორიენტირიბულ აქციებს.მაგალითისთვის: გვინდა "A" - ამისთვის უნდა გავაკეთოთ ან 1, ან 2, ან 3. ყველაზე შედეგიანი არის "2".დაა ა.შ. თვითონ კუნინმა ინტერვიუში ახსნა როგორ გეგმავენ ეგ და მიშა "ივინტებს".ვერაფერი გავიგე./// Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted August 11, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2010 GeoStreamსალომეს ძმა მიშას გვერდით დადგა 2007წელს და დას გვერდი შეაქცია. საინტერესოა რა ურთიერთობა აქვთ ეხლა და ეგ ბიძაშვილი ვის მხარეს იხრება. ბიძაშვილი რამდენადაც ვიცი საფრანგეთში რუსეთის ერთ ერთ ყველაზე ცნობილ სპეციალისტად ითვლება.საფრანგეთის აკადემიის აკადემიკოსობა და მითუმეტეს მდივნობა ძალიან საპატიოა.lasha1997ეხლა გაიგეთ, რომ ესეა? მართალს ამბობს ეს ქალიჩვენდა სამწუხაროდ ეს რეალობაა.newstudioვერაფერი გავიგეწლების განმავლობაში ქუნინი მიშას მთავარი მრჩეველი იყო.თუმცა დაახლოებით ერთი წელია ჩამოშორდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted August 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2010 GeoStream ბიძაშვილი რამდენადაც ვიცი საფრანგეთში რუსეთის ერთ ერთ ყველაზე ცნობილ სპეციალისტად ითვლება.საფრანგეთის აკადემიის აკადემიკოსობა და მითუმეტეს მდივნობა ძალიან საპატიოა. მე მაგათი დამოკიდებულება მიშას და ერთმანეთს შორის მაინტერესებდა. თუმცა საიდან გეცოდინებათ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted August 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2010 GeoStream ვერაფერი გავიგე.///მე ავღწერე რა ხელოვნური, მექანიკური მეთოდებით ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება.ამბობენ, ვისთვის რა უნდა ეთქვა და როგორ მოქცეულიყო მიშა, იმასაც კუნინი არიგებდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.