Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge საქართველოს საქმე „ოკუპაციასთან“ აქვს


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_times2.gif

 

ელი ლეიკი

 

რუსული ჯარი სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში – 2  წლის შემდეგ.

 

2008 წლის რუსულ-ქართული ომიდან 2 წელი გავიდა და თბილისის მთავრობამ დროებით  მისი პროვინციების ოკუპაცია მიიღო.

 

საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრი, თემურ იაკობაშვილი ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებდა, რომ მისსა და სეპარატისტული რესპუბლიკების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებების ოფისებს შორის არსებობდა კონტაქტები და ის ახლა   და საქართველოსა და იმ  პროვინციების ეკონომიკისა და მოსახლეობების ინტეგრაციაზეა ფოკუსირებული, რომლებიც დღემდე 10 000 რუს სამხედროს მასპინძლობენ.

 

„მე არა მაქვს ჯადოსნური სფერო, რომ ვადებზე გელაპარაკოთ“ – უთხრა იაკობაშვილმა The Washington Times-ს.  „აუცილებელია სხვადასხვა კომპონენტი და პოლიტიკა იმისთვის, რომ ოკუპაციის პირობებში მცხოვრებ მოსახლეობასთან საქმე იქონიო. მაგრამ ჩვენ ეს ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გავაკეთოთ. ამას შეიძლება 5 წელი დასჭირდეს, 15 ან იქნებ სამი, მე არ ვიცი. ეს პოლიტიკაა. იმედი მაქვს ამას იმდენივე დრო არ დასჭირდება, რამდენიც მეორე სმოფლიო ომის შემდეგ გერმანიის გაერთიანებას, მაგრამ ერთ ღამეში ეს მაინც  ვერ მოხდება“.

 

მისი თვალსაზრისი გარკვეული აზრით განსხვავდება პოზიციისგან, რომელიც საქართველოს მთავრობას 2008 წლის 7 აგვისტოს დაწყებული ომის შემდეგ ჰოქნდა. მაშინ ქართული ჯარი სამხრეთ ოსეთში შევიდა, პროვინციაში,რომელიც საქართველოსგან გამოყოფას საბჭოთა ეპოქიდან ცდილობდა. რუსული ჯარი საქართველოში 8 აგვისტოს შეიჭრა და ის სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში დღემდე დგას. სამხრეთ ოსეთის ადგილობრივი თავდაცვის მინისტრი რუსული არმიის ყოფილი პოლკოვნიკია.

 

2008 და 2009 წლებში, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცდილობდა საერთაშორისო საზოგადოება თავის გარშემო შემოეკრიბა, რათა მათ რუსეთზე ზეწოლა განეხორციელებინათ, იძულებულეყოთ ის, შეესრულებინა საფრანგეთის შუამავლობით დადებული საზავო შეთანხმების პირობები – ანუ გაეყვანა ყველა სამხედრო ომამდელ პოზიციებზე. მაგრამ რუსეთი ინარჩუნებს თავის ჯარებს საქართველოში და იქ მუდმივი ბაზების მშენებლობაც დაიწყო.

 

დიპლომატიურ ფრონტზე მოსკოვმა ომის შემდეგ ცოტა ხანში აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და მოკავშირეებს იგივე ნაბიჯის გადადმისკენ მოუწოდა.

 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია, ინტერვიუში ამბობს,რომ ქართველები დღეს ომს გამარჯვებად მიიჩნევენ, იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთმა ვერ მოახერხა სააკაშვილი მთავრობის ჩამოგდება და მათი ქვეყანა მოსკოვისგან პოლიტიკურად დღესაც დამოუკიდებელია.

 

„ეს ბრძოლა არასდროს წარმართულა პროვინციების გამო. ეს მთელ ქვეყანას ეხებოდა“ – განაცხადა მან. „ეს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთისთვის რეგიონზე კონტროლის დაბრუნების ინსტრუმენტია“.

 

დღეისთვის საქართველოსთვის უმაღლესი პრიორიტეტი ის დიპლომატიური კამპანიაა, რომელმაც სხვა ქვეყნები უნდა დაარწმუნოს,რომ არ აღიარონ იმ პროვინციების დამოუკიდებლობა, სადაც რუსი სამხედროები არიან დისლოცირებულნი.

 

გასულ თვეს გაეროს საერთაშორისო სასამართლომ კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა.  კოსოვო სერბეთის პროვინცია იყო, ძირითადად ეთნიკური ალბანელებით დასახლებული, ხოლო ყოფილი სერბი ლიდერი სლობოდან მილოშევიჩი ცდილობდა ალბანელებისგან გაეწმინდა ტერიტორია.

 

რუსეთი ისტორიულად მხარს უჭერდა სერბეთს და მილოშევიჩს, რომელიც ჰააგაში სამხედრო დანაშაულებათა გამო სასამართლოს მოლოდინში გარდაიცვალა. მაგრამ მას შემდეგ, რაც გასულ თვეს სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება გამოაცხადა, რუსეთის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ ის ქმნის პრეცედენტს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისათვის. შეერთებული შტატები და ბრიტანეთი აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება კოსოვოში სერბების ისტორიის გამო განსაკუთრებული იყო და სხვა კონფლიქტებთან მიმართებაში არ გამოდგება.

 

იაკობაშვილმა ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთის ინტერპრეტაცია მცდარია.

 

„აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩატარებული ეთნიკური წმენდები ქართველებს შეეხო და არა რუსებს. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაეროს ჯარი არ იდგა. კოსოვოში მათ რეპატრიაციის საშუალება ჰქონდათ. მე ვფიქრობ ამ საქმის მოყვანა მხოლოდ იმის ილუსტრირებას ახდენს, რომ პარალელის გავლება არაფერთან შეიძლება. თუ არსებობს პარალელი, ეს კოსოვო და ჩეჩნეთია“.

 

ჩეჩნეთი, ძირითადად სუნიტი მუსლიმებით დასახლებული რეგიონი ჩრდილო კავკასიაში 1991 წლიდან, საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან იბრძვის რუსეთისგან დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად.

 

კვირის ბოლოს სააკაშვილი კოლუმბიის პრეზიდენტის, ხუან მანუელ სანტოსის ინაუგურაციის ცერემონიალს დაესწრო. ორმა ლათინო-ამერიკულმა ქვეყანამ ნიკარაგუამ და ვენესუელამ აღიარეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.

 

ბოკერია ამბობს, რომ პრეზიდენტის ვიზიტის მიზანი „ლათინური ამერიკის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავება“ იყო.  მან ისიც თქვა, რომ კოლუმბიის ყოფილი პრეზიდენტი ალვარო ურიბე დაფასებას იმსახურებს თუნდაც იმის გამო, რომ წარმატებით ებრძოლა კოლუმბიის შეიარაღებულ რევოლუციურ ძალებს.

 

რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი  კი პირიქით, კვირას აფხაზეთს ეწვია და პირობა დადო, რომ  ორ პროვინციას ისეთი ინფრასქტრუქტურისთვის, როგორიცაა ელექტროსადგურები და გზები $330 მილიონს გადასცემს.

 

„გადაწყვეტილება რთული იყო, მაგრამ მე არაფერს ვნანობ“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება რომ არ შემდგარიყო, აქ ახლა ყავას ვერ მივირთმევდით. ყველაფერი ხანგრძლივ, სისხლიან კონფლიქტში გადაიზრდებოდა“.

 

იმ დროს, როდესაც რუსეთის პოზიცია უფრო ხისტი ხდება, ობამას ადმინისტრაცია, რუსეთთან ურთიერთობათა გადატვირთვის ერთწლიანი მცდელობის შემდეგ,   საქართველოს მხარდაჭერას განამტკიცებს. მიმდინარე ზაფხულს, სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოს ეწვია და განაცხადა, რომ რუსეთის ჯარების ყოფნა ორ პროვინციაში „ოკუპაცია“ იყო.

 

ამ კვირის ბოლოს ჯონ მაკკეინმა, არიზონელმა რესპუბლიკელმა თავის სტატიაში განაცხადა, რომ დადგა დრო საქართველოსთვის იმ ტიპის თავდაცვითი იარაღისმიყიდვისა, როგორიცაა ანტი-სატანკო და  ანტი-საზენიტო დანადგარები და ადრეული შეტყობინების რადარები. 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოსთვის ამერიკული შეირაღების მიყიდვა თითქმის მთლიანად შეჩერდა. სენატორმა პრეზიდენტ ობამას ასეთი რეკომენდაციაც მისცა- შეაჩეროს საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების მხარდაჭერა, რათა მედვედევს 2008 წლის საზავო ხელშეკრულების შესრულება აიძულოს.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...