Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge საქართველო: „რუსები ფეხს არ მოიცვლიან“


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/08/ouestfrancefr1-150x49.png

 

ლორან მარშანი

 

ინტერვიუ ისტორიკოს ელენ კარერ დანოკსთან. ის რუსეთის სპეციალისტი და ფრანგული აკადემიის მუდმივი მდივანია.

 

2008 წლის 7–8 აგვისტოს ღამით, საქართველომ სეპარატისტულ რეგიონზე სამხრეთ ოსეთზე კონტროლის აღდგენა სცადა, რითაც რუსეთის შეიარაღებული ძალების სწრაფი პასუხი გამოიწვია. ორი წლის შემდეგ.

 

პრეზიდენტ სარკოზის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ ორი წელი გავიდა და რუსული არმია ომამდელ პოზიციებს არ დაუბრუნდა. უნდა მოვთხოვოთ თუ არა მათ ამის გაკეთება?

 

ვფიქრობ, ვერაფერს გავხდებით. რუსები ფეხს არ მოიცვლიან. ჯერ ერთი, მათ მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი სახიფათოა და არანაირი თავშეკავების უნარი არ აქვს. გარდა ამისა, ისინი ფიქრობენ, რომ ბრძოლები შეწყვეტილია და თავის დროზე ასიამოვნეს საფრანგეთის პრეზიდენტს, როდესაც აფიქრებინეს, რომ მთელი საქართველოს დაპყრობას აპირებდნენ. მათთვის ეს არის ის, რასაც თავად პრივილეგირებული ინტერესების ზონას უწოდებენ. ისინი გავლენის სფეროებზე არ საუბრობენ. მათთვის მთავარია,  საქართველომ ვერ შეძლოს ნატოსკენ სვლა, რაც დღეს უკვე ილუზიაა, რადგან ეს თავად ნატოსაც აღარ სურს.  

 

ეს იყო ამ ომის მიზანი, ამერიკელების გავლენის შემცირება?

დიახ. უკრაინაშიც არ იყო უკეთესი სიტუაცია. რუსეთს ყოველთვის შეეძლო ყირიმის საკითხის გამოყენება საკუთარი მიზნების დამკვიდრებისთვის. მაგრამ საქართველო პატარა ქვეყანაა, დიდი ისტორიით, თუმცა პატარა ქვეყანა. იქ გართულებაც ნაკლები იქნებოდა. სააკაშვილმა რუსებს უნიკალური შესაძლებლობა მისცა. ცხადია, პუტინი როგორც ჩანს ეძებდა დარტყმისთვის შესაფერისს მომენტს, რომ ამერიკელების გავლენა შეეჩერებინა. თქვენ იცით თუ არა, როდესაც პრეზიდენტი სარკოზი ადგილზე ჩავიდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებზე, ვინ ნახა მან იქ  მაგიდასთან სააკაშვილის გვერდით? ერთი ამერიკელი მრჩეველი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს ყველაფერს კარნახობდა. აი, სად არის ძაღლის თავი დამარხული.

 

უქმნის თუ არა  რეგიონის სტაბილურობას საფრთხეს რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება?

 

ვფიქრობ, აღსანიშნავია ის, რომ ეს ორი შემთხვევა იდენტური არ არის. აფხაზეთს მეტი შესაძლებლობა აქვს იყოს დამოუკიდებელი, ის სიცოცხლისუნარიანია, თუმცა, რა თქმა უნდა რუსებისთვის ის უფრო სასარგებლოა. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს ის სიცოცხლისუნარიანი არ არის და ვფიქრობ, თუკი არ ვიჩქარებთ, საბოლოო ჯამში ჩვენ შევძლებთ მათთან საუბარს, რადგან რუსებს თავად არ სურთ სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანება. ამიტომ აქ მოლაპარაკება შესაძლებელია.

 

2014 წელს სოჭში ზამთრის ოლიმპიური თამაშები უნდა გაიმართოს. ამით ხომ არ აიხსნება რუსების აქტიურობა  რეგიონში?

 

რა თქმა უნდა. ეს დროის საკითხია. სწორედ ამიტომ არის რუსეთის პოზიცია დღეს ასეთი შეურიგებელი. ცხადია, მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანი შავი ზღვაა.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...