Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge გარანტირებულად მოუგვარებელი პრობლემა


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/der_standard_logo1-150x40.png

 

იოზეფ კირჰენგასტი

 

რუსეთისთვის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურად არაპროგნოზირებადი ავანტიურისტია. შესაძლოა, ის ასეთია ბევრი დასავლური ქვეყნისთვისაც, მხოლოდ არაოფიციალურად. ასეთ დასავლურ ქვეყნებში დღეს როგორც ჩანს შეერთებული შტატებიც შედის.   

 

ორი წლის წინ, ომის დაწყებამდე ყველაფერი სხვაგვარად იყო. ბუშის ადმინისტრაციის, ყოველ შემთხვევაში ჩუმი თანხმობის გარეშე მაინც, საეჭვოა სააკაშვილს ამხელა მეზობელთან კამპანია წამოეწყო. იმ გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, რომ იგი მართლაც „უმართავი რაკეტაა“, როგორადაც მას ბევრი ახასიათებს.     

 

საერთშორისო სამართლის მიხედვით, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა. მაგრამ კონფლიქტს გაცილებით ღრმა კულტურული, ისტორიული ფესვები აქვს, რომელის გადაწყვეტაც, მხოლოდ საერთაშორისო სამართლით შეუძლებელია. ერთადერთი გამოსავალი, პრობლემის პოლიტიკური გადაწყვეტაა, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარე უნდა მონაწილეობდეს. 

 

მაგრამ ის არ ჩანს. რადგან სტატუს-ქვო ყველას აკმაყოფილებს, თუმცა ღიად ამას არავინ აღიარებს: რუსეთი სეპარატისტების დაცვის ფუნქციის შენარჩუნებისთვის სააკაშვილზე უკეთესს მტრის ხატს ვერ ინატრებს; საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს საგარეო მტერი შიდა ოპოზიციის დათრგუნვისთვის სჭირდება; და დასავლეთშიც ეს ბევრს აწყობს, რადგან საქართველო ამით ევროკავშირს და ნატოს ვერ უახლოვდება. მათ ამის გარეშეც არ აკლიათ პრობლემები.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...