Jump to content
Planeta.Ge

ისრაელი სტალინს შეუქმნია


Recommended Posts

მე ეს ძალიან გამიკვირდა

 

"если бы не Сталин, еврейское государство в Палестине могло бы вообще не появиться. Это, действительно, так. Потому что ни одно другое государство создания еврейского государства в Палестине не хотело... И в эту минуту сионистов поддержал только один человек – Сталин. И он поддержал сионистов так, как не поддерживал никто и никогда. Две речи советского представителя в ООН Андрея Андреевича Громыко, написанные, конечно, в Москве в форме тезисов, одобренные Сталиным и отправленные ему для доработки – это, пожалуй, самая сильная речь в защиту сионистского дела, которая вообще произносилась на Земле. Никогда сами сионисты так точно, четко и ясно не обосновывали свои права на возвращение в Палестину....

а Израилю, еврейским поселенцам никто помогать не собирался. Кроме Сталина. Через Чехословакию отправлялось трофейное немецкое оружие. Летали самолеты частных авиакомпаний, с американцами, летчиками Второй мировой войны. Они тайно взлетали, тайно садились на территории нынешнего Ливана, разгружали оружие и улетали."

 

შიძლება ამან შეცვალოს თქვენი ბევრი შეხედულება.

აქ არის სრული ტექსტი

 

http://www.echo.msk.ru/programs/staliname/696896-echo/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

GeoStream

ისრაელი სტალინს შეუქმნია

 

მე მეგონა ეს საყოველთაოდ ცნობილი აქსიომა იყო :what:

 

თუმცა, ლუჩშე პოზდნო ჩემ ნიკოგდაო, ხომ გაგიგია?

 

და კიდევ, ერთი აქსიომა - საფრანგეთი მეორე მსოფლიოს გამარჯვებულ ქვეყნად, და შედეგად გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრად, სტალინმა გამოაცხადებინა. არც ჩერჩილს უნდოდა ეს და არც რუზველტს. ასე რომ, ჩვენმა რეგვენმა ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა ჯერ ისტორიის ანა ბანა ისწავლონ და მერე იმსჯელონ 'საფრანგეთის პრორუსულ პოლიტიკაზე'

 

 

სხვათაშორის, პოლონეთის ტერიტორია სტალინმა ორჯერ გააფართოვა, და ისეთი ტერიტორიები შეუერთა, რასაც 100 კი არა, 10 ათასი წელი ვერ შეიერთებდნენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

GeoStream

 

 

მე მეგონა ეს საყოველთაოდ ცნობილი აქსიომა იყო :what:

 

მე მართლა პირველად გავიგე!

მაინც წაიკითხეთ ეგ მასალა, რაღაც წარმოუდგენელ დოკუმენტებს აქვეყნებენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და კიდევ. საუკუნეების მანძილზე ტრანსილვანია იყო სადაო ტერიტორია რუმინეთსა და უნგრეთს შორის. ომში ორივე ქვეყანა სსრკ-ს წინააღმდეგ იბრძოდა. ომის მერე სტალინმა რტომღაც გადაწყვიტა ეს უზარმაზარი მიწები (ევროპის მასშტაბით) რუმინეთისთვის მიეერთებინა. ასე რომ, ტრაიან ბისესკუც 'დიდი ბელადის' ძეგლს ერთ ადგილას უნდა ემთხვიოს. :pupuza:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კი, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. ცნობილი ფაქტია ეს.

ხელი კი არ შეუწყო, შექმნა დაიწყო უშუალოდ! თავისი ნებით და ძალით... წაიკითხეთ მასალები ბმულზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

GeoStream

ასე რომ, სტალინი კი იყო სისიხლისმსმელი კრავაპიიცა, მაგრამ ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები აქვს მიღებული გლობალური ისტორიის კუთხით. სამწუხაროა, რომ ჩვენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის ისტორიას უფრო ვიცნობთ, ვიდრე იოსებ ჯუღაშვილისა.

 

ეს იგივეა, კორსიკელებს სკოლაში ლეტიცია კასტას ბიოგრაფიას ასწავლიდნენ და ნაპოლეონისას - არა.

 

სტალინის ძეგლის დანგრევამ იცით, რა გამახსენა? 2001 წელს ბამიანში, ავღანეთში, თალიბებმა ბუდას მსოფლიოში ყველაზე დიდი ქანდაკება რომ ააფეთქეს

 

http://en.wikipedia.org/wiki/Buddhas_of_Bamyan#Dynamiting_and_destruction.2C_March_2001

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

პოლონეთის ტერიტორია სტალინმა ორჯერ გააფართოვა, და ისეთი ტერიტორიები შეუერთა, რასაც 100 კი არა, 10 ათასი წელი ვერ შეიერთებდნენ.

მერე მარსიდან მიამატა ის ტერიტორიები?

 

სტალინის ძეგლის დანგრევამ იცით, რა გამახსენა? 2001 წელს ბამიანში, ავღანეთში, თალიბებმა ბუდას მსოფლიოში ყველაზე დიდი ქანდაკება რომ ააფეთქეს

სტალინის და ბუდას შედარება ადექვატურია შენი აზრით? სად მკვლელი, ნაძირალა და სად რელიგიური ღვთაება?

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მერე მარსიდან მიამატა ის ტერიტორიები?

 

მარსიდან არა - სატურნიდან :givi:

 

სტალინის და ბუდას შედარება ადექვატურია შენი აზრით? სად მკვლელი, ნაძირალა და სად რელიგიური ღვთაება?

 

კი, ჩემი აზრით ადეკვატურია - შენი აზრით მკვლელია და ნაძირალა, ზურიკელას აზრით - 'ღვთაებაა'. აი, თალიბანის აზრით, სწორედ ბუდაა ნაძირალა და ანტიქრისტე, თუ რაცა აქვთ მაგათ - შაიტანი, რა.

 

 

ამიტომ ვამბობ, ძეგლების დანგრევა ლეღვობაა, მეთქი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

სტალინის და ბუდას შედარება ადექვატურია შენი აზრით?

:)) :)) :)) :)) :))

 

რა საინტერესოდ ვითარდება ხოლმე თემებში ბაასი :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამიტომ ვამბობ, ძეგლების დანგრევა ლეღვობაა

მაგ ლოგიკით თავისუფლების მოედანზე ახლა ლენინის ძეგლი უნდა იდგეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

სხვათაშორის, რამდენიმე ხნის წინ ნუკრიკოს მივეცი ერთი კაი ლინკი, ქართული წარმოშობის რუსი პოლიტოლოგის, ავთანდილ წულაძის წიგნი 'პოლიტიკური მითოლოგია'. იქ არის სწორედ განხილული სტალინიზმის რელიგიური ბუნება. რომ დაგუგლო ეს ავტორი, ამ წიგნს უფასოდ გადმოიწერ ინტერნეტიდან და თუ დრო გაქვს, წაიკითხე. ძალიან საინტერესოა. წულაძე ვინმე ზატულინი და ამნაირი ლეღვი არ გეგონოს, საკმაოდ სერიოზული მეცნიერია.

 

Saturn

მაგ ლოგიკით თავისუფლების მოედანზე ახლა ლენინის ძეგლი უნდა იდგეს.

 

იდგეს მერე, შენგან ან ჩემგან რა მიდის? თუმცა, უფრო უპრიანი იქნებოდა, იმ მოედანზე იმის ძეგლი იდგეს, ვისიც იდგა ლენინის ძეგლამდე. მნიშვნელობა არა აქვს - ვისი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

სხვათაშორის, რამდენიმე ხნის წინ ნუკრიკოს მივეცი ერთი კაი ლინკი, ქართული წარმოშობის რუსი პოლიტოლოგის, ავთანდილ წულაძის წიგნი 'პოლიტიკური მითოლოგია'. იქ არის სწორედ განხილული სტალინიზმის რელიგიური ბუნება. რომ დაგუგლო ეს ავტორი, ამ წიგნს უფასოდ გადმოიწერ ინტერნეტიდან და თუ დრო გაქვს, წაიკითხე. ძალიან საინტერესოა. წულაძე ვინმე ზატულინი და ამნაირი ლეღვი არ გეგონოს, საკმაოდ სერიოზული მეცნიერია.

მე საერთოდ სუბიექტურ კვლევებზე უფრო ფაქტებს ვეყრდნობი. რელიგიური ბუნება ჰქონდა თუ პაციფისტური, არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: სტალინის ხელისუფლების მიერ ეკლესიების ნგრევა და სამღვდელოების დევნა-დახვრეტა დადასტურებული ფაქტებია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგ ლოგიკით თავისუფლების მოედანზე ახლა ლენინის ძეგლი უნდა იდგეს.

კანეშნა უნდა იდგეს. ლენინის მოედანზე რა უნდა აბა იმ რაღაცას, კაცი რო ვერ გაიგებს რა არის :)

ეხ ვალოდია ვალოდია, რა გიქნეს ამ გათახსირებულებმა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მე საერთოდ სუბიექტურ კვლევებზე უფრო ფაქტებს ვეყრდნობი. რელიგიური ბუნება ჰქონდა თუ პაციფისტური, არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: სტალინის ხელისუფლების მიერ ეკლესიების ნგრევა და სამღვდელოების დევნა-დახვრეტა დადასტურებული ფაქტებია.

 

ეს რა შუაშია, ვერ ვხვდები - კანეშნა ერთი რელიგია მეორის ძეგლებს ანადგურებს და ხსოვნას შლის, როგორც ეს ბამიანის ბუდას შემთხვევაში მოხდა. (მანამდე, ქრისტიანობამ ანტიკურობის ძეგლები სადაც მიაკვლია, იქ გაანადგურა)

 

თუმცა, სრული ჭეშმარიტებისთვის უნდა ითქვას, რომ ეკლესიების ნგრევის და მღვდლების ხოცვა-ჟლეტის იდეა ტროცკის, და უფრო მცირე დოზით - ლენინის, 'კოპირაითია'. სწორედ ეს იყო ავადსახსენებელი 'პროლეტარიატის დიქტატურა'. სტალინის 'გამეფების' შემდეგ ეს პროცესი ჯერ შენელდა და მერე სულაც შეწყდა - ესეც ფაქტია, შენ რომ აგრერიგად გიყვარს, ისეთი ფაქტი.

 

DonCaredo

კანეშნა უნდა იდგეს. ლენინის მოედანზე რა უნდა აბა იმ რაღაცას, კაცი რო ვერ გაიგებს რა არის :)

ეხ ვალოდია ვალოდია, რა გიქნეს ამ გათახსირებულებმა :)

 

ისიც ლენინია, ცხენზე ამხედრებული და ახალგაზრდა, ოღონდაც. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...