Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge შიშები საქართველოს სტრატეგიული გაზსადენის გაყიდვის გამო


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/afp_logo.jpg

 

მაიკლ მაინვილი

 

თბილისი – გეგმამ, რომლის თანახმადაც საქართველო რუსეთიდან მომავალი მთავარი გაზსადენის ნაწილის გაყიდვას აპირებს, ქართველებსა და სომხებში იმის შიში გააჩინა, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი პოლიტიკური მტრების ხელში მოხვდება.

საქართველოს პარლამენტმა გასულ თვეს სამხრეთ-ჩრდილოეთის მილსადენზე, რომელიც რუსეთიდან სომხეთისკენ მიდის და რომელიც მანამდე გასაყიდად აკრძალული ”სტრატეგიული  ობიექტების”  სიაში იყო შეტანილი, კანონით დადგენილი პრივატიზაციის აკრძალვა მოხსნა.

 

საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ გაიყიდება მხოლოდ აქციათა მცირე ნაწილი.

 

მაგრამ, მიუხედავად ამისა, ზოგიერთ ქართველში ამან შეშფოთება გამოიწვია – ისინი შიშობენ, რომ მყიდველი სავარაუდოდ რუსეთი იქნება, ხოლო სომხეთში იმაზე სწუხან, რადგან ამ საკვანძო მილსადენის წილი შეიძლება მისმა სასატიკმა მტერმა,  აზერბაიჯანმა შეიძინოს.

 

ობიექტის გაყიდვამ  შეიძლება გაამწვავოს დაძაბულობა სამხრეთ კავკასიის არასტაბილურ რეგიონში. ეს რეგიონი მჭიდროდ უკავშირდება დასავლეთის იმ ძალისხმევას, რომლის მიზანია კასპიის ზღვიდან მომავალი ნავთობი და გაზი რუსეთის გვერდის ავლით ევროპას მიეწოდოს.

 

მილსადენის პრივატიზების წინა მცდელობამ დასავლეთის ღრმა შეშფოთება გამოიწვია, რადგან იქ ზოგიერთი წუხდა, რომ ეს განამტკიცებდა მოსკოვის პოზიციას რეგიონში ბუნებრივი აირით მომარაგებასთან დაკავშირებით.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა მხოლოდ მილსადენის ნაწილობრივ პრივატიზაციაზე ფიქრობს და პოლიტიკური შეშფოთების მიზეზებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს.

 

”ჩვენ შეგვეძლო მომავალში განგვეხილა IPO (აქციების პირველადი განთავსება), ან რაღაც ამგვარი ლონდონის საფონდო ბირჟაზე, დაახლოებით 10-20 პროცენტით. მაგრამ ჩვენ არასდროს გავყიდით მილსადენს მთლიანად”, – უთხრა მან AFP-ს წინა კვირას მიცემულ ინტერვიუში.

 

”მას მთლიანად გააკონტროლებს და უხელმძღვანელებს საქართველოს მთავრობა”, – განაცხადა გილაურმა.

 

მაგრამ საქართველოს ოპოზიცია შიშობს, რომ მიუხედავად დღევანდელი მთავრობის დაპირებისა, დაიტოვოს აქციათა უმეტესობა, მილსადენის გაყიდვაზე აკრძალვის მოხსნა მომავალში კარს გაუღებს შესაძლო სრულ პრივატიზაციას და რუსული გაზის სახელმწიფო გიგანტი „გაზპრომი“ მთავარ, პოტენციურ მყიდველად მოიაზრება.

 

რუსეთს და საქართველოს 2008 წლის აგვისტოში ხანმოკლე ომი ჰქონდათ და ბევრი იმას შიშობს, რომ ქვეყნის გოლიათ ჩრდილოელ მეზობელს საბოლოოდ საქართველოზე კონტროლის აღდგენა აქვს გადაწყვეტილი.

 

”არსებობს შიში, რომ თუ ის გაიყიდება მას ან პირდაპირ „გაზპრომი“ იყიდის ან მისი შვილობილი კომპანია”, – ამბობს ლევან ვეფხვაძე, ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული პარტიისა და პარლამენტის წევრი. მისი პარტია აკრძალვის მოხსნის წინააღმდეგი იყო.

 

”პრობლემა ისაა და რეალურად ჩვენ ვითხოვდით იმას, რომ ასეთი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს დამოკიდებული მთავრობის სურვილზე, არამედ მას კანონი უნდა არეგულირებდეს”, – ამბობს იგი.

 

ოპონენტები იმასაც ამბობენ, რომ „გაზპრომისთვის“ მილსადენის მიყიდვა („გაზპრომმა“ ადრე ასეთი ინტერესი გამოთქვა) რუსეთს საქართველოში სამხედრო ინტერვენციის იურიდიული გამართლების საშაულებას აძლევს.

 

”რუსეთმა ახლახანს მიიღო კანონი, რომელიც მას ნებას რთავს თავისი საკუთრების დასაცავად საზღვარგარეთ გამოიყენოს სამხედრო ძალა”, – ამბობს ლადო პაპავა, საქართველოს სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევათა ფონდის ექსპერტი.

 

”“გაზპრომი“ სახელმწიფო კომპანიაა. თუ ის იყიდის მილსადენს, ეს უკვე არა პრივატიზაცია, არამედ უცხო ქვეყნის მიერ განხორციელებული ნაციონალიზაცია იქნება”.

 

სომხეთში მილსადენის შესაძლო გაყიდვამ იმის შიში გააჩინა, რომ ნავთობით მდიდარი აზერბაიჯანი, რომელიც უკვე არის საქართველოს მთავარი ენერგეტიკული პარტნიორი, შეძელბს მილსადენის წილის ყიდვას ერევანზე ზეწოლის განსახორციელებლად.

 

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიდი ხანია მიმდინარეობს კონფლიქტი მთიანი-ყარაბახის, ძირითადად ეთნიკური სომხებით დასახლებული ანკლავის გამო, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისში, სასტიკი ომის შემდეგ ბაქოს კონტროლს აღარ ექვემდებარება.

 

”არსებობს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ აზერბაიჯანმა იყიდოს ქართული მილსადენის წილი და ეს სახიფათოა სომხეთისთვის, რადგან მთიანი ყარაბახის კონფლიქტი გადაწყვეტილი არ არის”, – ამბობს სომეხი პოლიტოლოგი სტეფანე გრიგორიანი.

 

”აზერბაიჯანი ამ გაზსადენს ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენებს”, – ამბობს იგი.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ თუ საქართველო მილსადენის გაყიდვას დააპირებს, დასავლეთის მთავრობებს შეუძლიათ სცადონ თბილისზე გავლენის მოხდენა, რათა უზრუნველყონ მილსადენის გადაცემა მეგობრულად განწყობილი მყიდველისთვის.

 

როდესაც საქართველომ 2005 წელს პირველად წამოაყენა მილსადენის პრივატიზაციის იდეა, შეერთებულმა შტატებმა 50 მილიონი გამოყო მისი სასწრაფო აღდგენისათვის. ანალიტიკოსების თქმით, ეს ნაბიჯი იმისთვის გადაიდგა, რომ გაზსადენი რუსების ხელში არ მოხვედრილიყო. საქართველომ თანხმობა განაცხადა და დადებული შეთანხმების თანახმად, ხუთი წლით აკრძალა მილსადენის გაყიდვა. ეს ხუთი წელი 2011 წლის აპრილში იწურება.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...