planetanews Posted August 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 9, 2010 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში გიორგი ენუქიძე 14 აგვისტოს ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად გაემგზავრება. ენუქიძე ემორის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში სამაგისტრო პროგრამას გაივლის. ემორის უნივერსიტეტის სამართლის სკოლასა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმი უნივერსიტეტში კონკურსის წესით შერჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა გაგზავნას ითვალისწინებს. “ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან ორი მოხელე გაემგზავრება და ერთი მათგანი სწორედ კახეთიდანაა”-განაცხადა კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა. ამერიკის შეერთებულ შტატებში გასაგზავნი კანდიდატურის შესარჩევი კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდა. სწავლების ხანგრძლივობა 10თვეა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts