planetanews Posted August 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 9, 2010 http://www.turkspor.net/images/news/Milan_Jovanovic_yeni.jpg მილან ივანოვიჩმა ისაუბრა თუ რა სწრაფად შეძლო მისმა ოჯახმა მერსესაიდში გადმოსვლა, და იმის შესახებ რომ იგი ამაყია იმის გამო რომ მის შვილებს მერსესაიდული აქცენტი ექნებათ. სერბი ძალიან ბედნიერია ლივერპულში მიუხედავად იმისა რომ ჯერ ის ძალიან ცოტა დროა ნისლიან ალბიონზეა, მას დებიუტი ენფილდზე ჰქონდა რაბოტნიკის წინააღმდეგ სადაც ჩვენმა ლომებმა 2:0 გაიამარჯვეს და ძალიან დამაჯერებლად ითამაშეს. სერბს იმედი აქვს რომ მას ექნება ძალიან ბევრი შანსი იმის რომ მერსესაიდელები გააკვირვოს და სიამოვნება მიანიჭოს. მილანი:“მე მყავს ორი ბიჭი 2 წლის და 3 წლის, უფროსი რომელიც 3 წლის არის უკვე ხვდება თუ რას ნიშნავს როდესაც მას ყავს მამა პროფესიონალი ფეხბურთელი”. “ბედნიერი ადამიანი ვარ როდესაც ჩემი შვილები დაინახავენ რომ მე ვთამაშობ ყველაზე ძლიერ კლუბში ეს კლუბი ლივერპულია, ლივერპული მათ დაეხმარება იმაში რომ ფეხბურთის ფანატიკოსები გახდნენ, ლივერპული ყველას აგიჟებს და ფანატიკოსს ხდის”. “იმედი მაქვს ერთ დღესაც ისინი ისევე ილაპარაკებენ როგორც ჯეიმი კარაგერი”. (კარაგერის აქცენტზე ალბათ ყველას ყველაფერი მოგეხსენებათ) http://liverpoolfc.ge/wp-includes/images/smilies/icon_biggrin.gif “როდესაც გავიგე რომ მე უნდა გადავსულიყავი ლივერპულში ძალიან გამიხარდა, ეს არ არის მხოლოდ კლუბი აქ ცხოვრებას არაფერი სჯობს მინდა მეტი გავიგო აქაურ მცხოვრებლებზე და ხალხზე”. “ლივერპულის უდიდესი ისტორიის შესახებ ყოველთვის ყველაფერი ვიცოდი, 18 გზის ინგლისის ჩემპიონი და5 გზის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, თუნდაც ეს ორი ტიტული საკმარისია იმისათვის რომ ლივერპული ინგლისის ყველაზე დიდი გრანდია და ასევე მსოფლიო ფეხბურთის ისტორიის”. “მე ვიცი რომ ჩვენ ასევე შეგვიძლია შევქმნათ უდიდესი ისტორია მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში”. “მე ასევე ვსწავლობდი ბევრ რაღაცეებს ლივერპულის შესახებ და განვაგრძობ სწავლას, ვიცი ბევრი რამ მათი კულტურის შესახებ რომელიც ძალიან საინტერესოა, ასევე ბითლზებზე და მათ საოცარ აქცენტზე”. “ვიცი ძალიან ბევრი რამ “kop-ze” ასევე “You”LL Never Walk Alone-ზე” და ეს წლები იქნება ყველაზე კარგი ჩემი კარიერის განმავლობაში”. “მე მივაღწიე იმას რომ აქ მოვხვდი ამით ჩემი ოჯახი ძალიან ამაყია”. ლივერპულის 14 ნომერმა ასევე ისაუბრა ლივერპულის ყველა დროის საუკეთესო მოტამაშეზე სტივენ ჯერარდზე, ის მოხარულია რომ სტივის გვერდით თამაშობს. “ბედნიერი ვარ სტივის გადაწყვეტილებით, იმით რომ იგი რჩება ენფილდზე”. “ჩემთვის ის არის მსოფლიოს ნომერ პირველი ცენტრალური ნახევარმცველი, და მსოფლიოს უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, ის არის უდიდესი სიმბოლო ლივერპულის, ჯერარდის ხსენებაზე ხომ პირველად ლივერპული გახსენდება, ან პირიქით”. “ყველაზე ბედნიერი იმით ვარ რომ ჩემი თანაგუნდელები არიან სტივი ჯი, ჯეიმი კარაგერი და ელ ნინიო”. “მე ასევე ვესაუბრე ჩემს მეგობარს ნემანია ვიდიჩს და მან ლივერპულელები ძალიან დადებითად დამიხასიათა”. “რა თქმა უნდა ის იცავს მანჩესტერის სახელს და იბრძვის მანჩესტერისთვის, მისთვის მანჩესტერი საუკეთესოა, მაგრამ ლივერპულს მეტი შანსი აქვს გახდეს წარმატებული”. “ნემანია ჩემი კარგი მეგობარია, მაგრამ მე მას დავპირდი რომ ჩვენ ვიქნებით ოპონენტები და წინ დიდი ომი გველის”. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts