Nukriko Posted August 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2010 (edited) კავკასიის რეგიონი არის უმნიშვნელოვანესი რეგიონი, სადაც უძველესი დროიდან დღემდე უამრავი იმპერია, ზესახელმწიფო ცდილობს დამკვიდრებას. არც მე-20 და არც 21-ე საუკუნეები არ არის ამ მხრივ გამონაკლისი ქართველ ერში მუდამ იყო შიში უცხო იმპერიის რეგიონში დამკვიდრების წინაშე. ისტორია გვასწავლის, რომ უცხო ქვეყანა, ხშირად მტრულად არის განწყობილი ქართულ სახელმწიფოებრიობისადმი. მაგრამ დღეს, 21-ე საუკუნეში ქართული სახელმწიფოს ბედი სწორედ რომ უცხო სახელმწიფოების ხელშია. რომ არა შეერთებული შტატები პირველ რიგში, და ასევე ევროპაც, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი შეიძლება დამთავრებულიყო, საქართველოს ანექსიით. აშშ-ის ინტერესებში შედის რეგიონის ეკონომიკური დამოუკიდებლობა. მას არ სჭირდება გუბერნია, სადაც ის გუბერნატორს დანიშნავს და პირდაპირ, ამ გუბერნატორის მეშვეობით მართავს მას, როგორც ამას რუსული იმპერია აკეთებდა. ჯერ ინგლისის ლიბერალურ იმპერიაში და შემდგომ აშშ-ის ლიბერალურ (soft-power) იმპერიაში, არავინ ცდილობს მართოს მეორე სახელმწიფო პირდაპირ. პირიქით იგი მას სრულ ავტონომიას აძლევს შიდა სფეროში, ხოლო საგარეო სფეროში იგი მხოლოდ მოითხოვს მოკავშირეობას და მხარდაჭერას. შეერთებულ შტატებთან ალიანსი საქართველოს მისცემს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას და უსაფრთხოების გარანტიებს. საქართველოსათვის არსებობს მეორე გზაც, ეს არის პრორუსული გზა. ამ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება იქცევა, მარიონეტულ ხელისუფლებად, რომელიც დაკარგავს როგორც ეკონომიკურ თავისუფლებას, ასევე თავისუფლებას გადაწყვიტოს საკუთარი საშინაო საქმეები. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შემდეგ შეერთებული შტატების მთავრობამ განსაზღვრა სტრატეგიული ინტერესების სამი მიმართულება და დარწმუნებულია, რომ ამ ინტერესებს იზიარებს ამ რეგიონში არსებული სამივე სახელმწიფო - სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო.ეს ინტერესებია:- დემოკრატიული სახელმწიფოს შენების პროცესში მდგრადი წინსვლა;- მრავალი ალტერნატიული შესაძლებლების გამოყენება ენერგეტიკული და სავაჭრო პროექტების განსახორციელებლად;- ჩვენს ქვეყნებში უსაფრთხოების მყარი სისტემის შექმნა, რათა ეფექტურად ვებრძოლოთ საერთაშორისო ტერორიზმს, უკანონო ტრეფიკინგის ნებისმიერ გამოვლინებას და მოვაგვაროთ ქვეყანაში არსებული კონფლიქტები.მაგრამ იმისათვის, რომ კავკასიურმა სახელმწიფოებმა ეს მიზნები, ყოველგვარი გადახვევების გარეშე განახორციელონ, ამისთვის აუცილებელია ამ პროცესში ჩართულმა ყველა მოთამაშემ, როგორც თვითონ რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ, იცნობდეს კარგად არსებულ პრობლემებს. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები რომელიც აფერხებს კავკასიურ ქვეყნების წინსვლას და განვითარებას, ეს არის არსებული სეპარატისტული კონფლიქტების საკითხი. 90-იან წლებში რუსეთის დახმარებით და წაქეზებით დაწყებულმა საშინელმა სეპარატისტულმა მოძრაობებმა კავკასიაში, დაარღვია ამ ქვეყნების განვითარების ნორმალური გზა. საქართველო და აზერბაიჯანი გამოვიდნენ ამ კონფლიქტებიდან დამარცხებულები. Aამას ლოგიკურად მოყვა ეკონომიკური კრიზისი ამ ქვეყნებში. საქართველოს შემთხვევაში კი ამას დაემატა კიდევ სამოქალაქო ომი, რომელმაც დიდძალი დარტყმა მიაყენა საქართველოს სახელმწიფოებრიობას და მის საზოგადოებას. ვერც სახელმწიფო და ვერც საზოგადოება ვერ განვითარდებოდა, რომ არა შეერთებული შტატების დახმარება. ამის გარდა კონფლიქტის მოგვარება, აშშ-ის დახმარების გარეშე თითქმის წარმოუდგენელ ამოცანად გვესახება, რადგან რუსეთი, როგორც კონფლიქტის მონაწილე მხარე, არ დათმობს საერთაშორისო ზეწოლის გარეშე, ოკუპირებულ რეგიონებს. შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, როგორც უსაფრთხოება შეერთებული შტატების მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. დაუსრულებელია Edited August 8, 2010 by Nukriko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2010 აშშ საგარეო პოლიტიკაში დემოკრატიას არ გულისხმობს. ეს დემოკრატია აქვს თავისთვის. რა უნდა აშშ რომ გავიგოთ, საკმარისია გადავხედოთ უახლოეს ისტორიას.პამნამის არხის პრობლემები. მთავრდებოდა პანამს ქირა. დაადუღეს ხელისუფლება.ავღანეთი.ერაყი.რაღაც ვერ ვხედავ მე მანდ დამოუკიდებელ თავისუფალ პოლიტიკას.გუბერინიად უნდა ეს ქვეყნები ზუსტად. ეხლა ერაყელი გუბერანტორი იქნება მანდ თუ ვინმე სხვა, ამას ფაქტიურად მნიშვნელობა არ აქვს. მოკლედ გინდ აშშ და გინდ რუსეთი ორივე ერთნაერად იქცევა გარეთ. ეხლა ჩვენ ამით რა?აშშ "ძმობა" ძალიან ძვირად დაგვიჯდა 2008 წლის აგვისტო. რა ერთ ადგილად მინდა ასეთი ძმობა, როდესაც თავისი დასმული გუბერნატორი ააგდო ომზე და დედა გვიტირეს. ხო, ის გაქვთო კიდევ სამადლობელო, რომ თბილისი არ აიღო რუსებმაო. ჩვენ გვინდა რაც შეიძლება დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა, რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით. ამერიკელები არ არინ ისინი ვინც ჩვენ რუსების წინააღმდეგ ომში დაგვეხმარება. ბევრს ვილაპარაკებთ და ჯავახეთსაც მიაყოლებენ და მერე აზერბაჯანელები მარნეულს აითვისებენ. რა არ გეყოთ დავითის საფლავის შეწუხება? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted August 8, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2010 აშშ საგარეო პოლიტიკაში დემოკრატიას არ გულისხმობს. ეს დემოკრატია აქვს თავისთვის. რა უნდა აშშ რომ გავიგოთ, საკმარისია გადავხედოთ უახლოეს ისტორიას.პამნამის არხის პრობლემები. მთავრდებოდა პანამს ქირა. დაადუღეს ხელისუფლება.ავღანეთი.ერაყი.რაღაც ვერ ვხედავ მე მანდ დამოუკიდებელ თავისუფალ პოლიტიკას.გუბერინიად უნდა ეს ქვეყნები ზუსტად. ეხლა ერაყელი გუბერანტორი იქნება მანდ თუ ვინმე სხვა, ამას ფაქტიურად მნიშვნელობა არ აქვს. მოკლედ გინდ აშშ და გინდ რუსეთი ორივე ერთნაერად იქცევა გარეთ. ეხლა ჩვენ ამით რა?აშშ "ძმობა" ძალიან ძვირად დაგვიჯდა 2008 წლის აგვისტო. რა ერთ ადგილად მინდა ასეთი ძმობა, როდესაც თავისი დასმული გუბერნატორი ააგდო ომზე და დედა გვიტირეს.ხო, ის გაქვთო კიდევ სამადლობელო, რომ თბილისი არ აიღო რუსებმაო. ჩვენ გვინდა რაც შეიძლება დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა, რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით. ამერიკელები არ არინ ისინი ვინც ჩვენ რუსების წინააღმდეგ ომში დაგვეხმარება. ბევრს ვილაპარაკებთ და ჯავახეთსაც მიაყოლებენ და მერე აზერბაჯანელები მარნეულს აითვისებენ. რა არ გეყოთ დავითის საფლავის შეწუხება? ანუ რუსეთი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2010 ანუ რუსეთი? არა.ანუ რეალური საღი აზროვნების პოლიტიკა. გლეხურად, ამერიკა გამორიცხულია. ამაში ჩემი აზრით უკვე დავრწმუნდით.რუსეთთან კი აუცილებელია სხვა პოლიტიკის გატარება და დიახაც რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით. მესამე გზა არის კიდევ. ირანი, მაგრამ ამის ტაკუნიები არ გვაქვს. უფრო სწორედ თქვენ არ გაქვთ და ჩემი მანდ არ ჰყოფნის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted August 8, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2010 რუსეთთან კი აუცილებელია სხვა პოლიტიკის გატარება და დიახაც რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით.რა არის რუსული პოლიტიკური ინტერესი? ვინმე ამბობს უარს საქართველოს გუბერნიად ქცევაზე რუსეთშო? მეცინება ხოლმე, ამაზე. სახელმწიფო მთელი ძალით და ღონით 90-იანი წლებიდან ჩვენ განადგურებს ცდილობს და მაინც უნდა "შევეტენოთ" რუსეთთან კი აუცილებელია სხვა პოლიტიკის გატარება და დიახაც რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით.კი, უნდა აქტიურად მოამარაგო, რუსეთში კავკასიელი სეპარატისტები და შეეცადო რუსული პოზიციები შეასუსტო კავკასიაში თუმცა ჩვენი კგბ-შნიკური ხელისუფლება/ოპოზიცია + ამ კგბ-შნიკებით დაბოლილ ხალხს სად აქვს ამის თავი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted August 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2010 კანეშნა რუსეთი. ამერიკა როგორც შეიქმნა 2-3 საუკუნის წინ, ისევე დაიშლება სულ მალე. რუსეთი კი იქნება და იქნება. ამერიკა არის გადაკარგულიდან ჩამოთრეული შპანა, სბროდი, რუსეთი კი ჩათლახი, მაგრამ ძლიერი მეზობელი. რომელთან გირჩევნია გქონდეს კაი ურთიერთობა, ჩამოთრეულ სხვადახვა ჯიშის ბანდასთან სადღაც ათი კვარტალის იქით, თუ ჩათლახ, ძლიერ მეზობელთან? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted August 8, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2010 კანეშნა რუსეთი. ამერიკა როგორც შეიქმნა 2-3 საუკუნის წინ, ისევე დაიშლება სულ მალე. რუსეთი კი იქნება და იქნება. ამერიკა არის გადაკარგულიდან ჩამოთრეული შპანა, სბროდი, რუსეთი კი ჩათლახი, მაგრამ ძლიერი მეზობელი. რომელთან გირჩევნია გქონდეს კაი ურთიერთობა, ჩამოთრეულ სხვადახვა ჯიშის ბანდასთან სადღაც ათი კვარტალის იქით, თუ ჩათლახ, ძლიერ მეზობელთან? რა იყო 90-იანეი წლები მოგენატრა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2010 (edited) რა არის რუსული პოლიტიკური ინტერესი? ვინმე ამბობს უარს საქართველოს გუბერნიად ქცევაზე რუსეთშო? მეცინება ხოლმე, ამაზე. სახელმწიფო მთელი ძალით და ღონით 90-იანი წლებიდან ჩვენ განადგურებს ცდილობს და მაინც უნდა "შევეტენოთ" კი, უნდა აქტიურად მოამარაგო, რუსეთში კავკასიელი სეპარატისტები და შეეცადო რუსული პოზიციები შეასუსტო კავკასიაში თუმცა ჩვენი კგბ-შნიკური ხელისუფლება/ოპოზიცია + ამ კგბ-შნიკებით დაბოლილ ხალხს სად აქვს ამის თავი ადამიანი რომ ერთხელ წუმპეში მოხვდები, მეორედ არ უნდა დაუშვა იგივე შეცდომა. უნდა გავითვალისწინოთ ყველა დაშვებული შეცდომები და ეს არა მარტო მიშასი. ეხლა რაც შეეხება დღევანდელო მდგომარეობას.პირველ რიგში უნდა მოვიქცეთ ისე, რომ აფხაზეთს და სამაჩაბლოს არ დაემატოს კიდევ ვინმე. ეს არის დღეს მომენტალურად საზრუნავი. რუსეთის საგარეო პოლიტიკა შეიცვალა, თუმცა მიზანი იგივე რჩება, მაგრამ ჟირინოვსკის ენით საუბარი დღეს არც რუსეთს არ აწყობს.რაც ეხება აშშ-ს, ობამამ ბრძანა რუსეთთან გამოასწორეთო ურთიერთობა. ასე რომ პრეტენზიებს მე ნუ მიყენებთ, არამედ აშშ-ს Edited August 8, 2010 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted August 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2010 რა იყო 90-იანეი წლები მოგენატრა? ეგ რითი დაასკვენი? 90-იანებში კაკრაზ რომ არ ვიყავით რუსეთთან ისე, როგორც საჭირო იყო, იმიტომაც იყო ის 90-იანი წლები. ეგ ამერიკა იქნება, რომ მოუდღნავს ბოლომდე საქართველოს დედას, და ისევ რუსეთი გვიშველის, ირანიც მოგვეხმარება, აგერ დაიხსომეთ ეს სიტყვები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted August 8, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2010 ეგ რითი დაასკვენი? 90-იანებში კაკრაზ რომ არ ვიყავით რუსეთთან ისე, როგორც საჭირო იყო, იმიტომაც იყო ის 90-იანი წლები.ეგ ამერიკა იქნება, რომ მოუდღნავს ბოლომდე საქართველოს დედას, და ისევ რუსეთი გვიშველის, ირანიც მოგვეხმარება, აგერ დაიხსომეთ ეს სიტყვებიაა მაშ სსრკ მოგნატრებია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2010 ისე იმათ ვისაც ამ აშშ-ს იმედი აქვს კიდევ. გავიგებდი ასეთ რამეს, რომ "საგარეო პოლიტიკაში ვართ ტუპიკში და არ ვიცით თუ როგორ". ეს მესმის, მაგრამ არ მესმის ის, თუ რა გაძლევთ იმის იმედს რომ აშშ დაგვეხმარება?ერთი მაგალითი მაინც იმისა, რომ აშშ ურთიერთობა გამოადგა საქართველოს. ხო, ის გამოტოვეთ "რუსებმა თბილისი ამერიკის შიშით არ აიღესო" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted August 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2010 აა მაშ სსრკ მოგნატრებია იტოგში, რაღაცა მომნატრებია მაინც ხო? ან სსრკ, ან 90-იანები. ან ამერიკის შნირები (თბილისი და მისი შემოგარენი ოღონდ). ეს სამი არჩევანია სულ ხომ? არ თქვა ახლა, დემოკრატიული, განვითარებული, ევროპული ტიპის სახელმწიფოო ეგ ზღაპრები 15-20 წლის ბავშვებს შეიძლება დააჯერო, მეტი მაგას არავინ არ ჭამს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted August 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2010 ამერიკა უნდაბიყოს ჩვენი პარტნიორი პატარა ქვეყნები ფონს ვერ გავლენ იმპერიების დახმარების გარეშე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted August 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2010 ერთი რამ ცხადია რომ პატარა ერი დამოუკიდებლად ვერ იარსებებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან,ეს რუსები ტავის ხანძარს ვერ აქრობენ და ცვენ რაში უნდა გამოგვადგნენ მეზობლურად უნდა ვიყოთ რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა ამერიკამ რაც მაგათგან გამოგვისყიდა და ბაზები გაიყვანა,სხვა გზა არც გვაქვს, მაგათ პუხუნდრიებზე უნდა ვიაროთ, ოღონდ როგორმე უფრო ეროვნული ხელისუფლება უნდა მოვიყვანოთ,თუ მოგვცეს ამის საშუალება. ნუ, რაღაც უნდა ვქნათ.ჯერ არ ვიცი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2010 (edited) ამერიკა უნდაბიყოს ჩვენი პარტნიორი პატარა ქვეყნები ფონს ვერ გავლენ იმპერიების დახმარების გარეშე ხო რა. კიდევ ასეთი რამოდენიმე დახმარება და დადქალაქი შეგიძლიათ ჩემს საყვარელ აბაშაში გადმოიტანოთ. რაც ადრე იზამთ ამას მით უკეთესი. ერთი რამ ცხადია რომ პატარა ერი დამოუკიდებლად ვერ იარსებებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან,ეს რუსები ტავის ხანძარს ვერ აქრობენ და ცვენ რაში უნდა გამოგვადგნენ მეზობლურად უნდა ვიყოთ რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა ამერიკამ რაც მაგათგან გამოგვისყიდა და ბაზები გაიყვანა,სხვა გზა არც გვაქვს, მაგათ პუხუნდრიებზე უნდა ვიაროთ, ოღონდ როგორმე უფრო ეროვნული ხელისუფლება უნდა მოვიყვანოთ,თუ მოგვცეს ამის საშუალება. ნუ, რაღაც უნდა ვქნათ.ჯერ არ ვიცი მომენტალურად რუსები ერთ რამეში შეიძლება გამოგვადნენ. თავიანთი ხანძრების ჩაქრობით უნდა იყონ დაკავებული და ჩვენ დაგვივიწყონ პაწა. ხო და ამ დროს მაგარი საშიშია მიშა. ისევ არ გავარდეს დავითის საფლავთან ფიცის დასადებად, თორემ სულ დაგვერხევა და ეგაა. Edited August 8, 2010 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.