Jump to content
Planeta.Ge

პროფესიის მიხედვით რომ გქონდეთ უნიკალური შესაძლებლობა,


  

13 members have voted

  1. 1. დათანხმდებით?

    • ხო
      5
    • არა
      5
    • არ ვიცი
      3


Recommended Posts

რაც შეეხება მისტერ მაღლაკელიძეს, რა მოტივი ამოძრავებდა მას სამშობლოს სიყვარული

თუ შურისძიება ან სხვა რაიმე ქვენაგრნძობა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

სამშობლოს გამოხსნა დამპალი კომუნისტებისგან

რამდენი დამპალ კომუნისტების მხარეზე მეომარი ქართველი დახოცა ?

აქ ეროვნული კი არა იდეოლოგიური სარჩული აქვს მაგის საქციელს. თანაც ფაშისტებიც, ალბათ, აიძულებდნენ გვერძე არა მდგარიყო...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაც შეეხება მისტერ მაღლაკელიძეს,

 

არ განსაჯო და არ განისჯებიო. თუ როგორ არის ნათქვამი?..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამშობლოს გამოხსნა დამპალი კომუნისტებისგან

ხოდა ვინც ეხლა რუსების მხარეს იომებს, იქნებ იმასაც სამშობლოს გამოხსნა უნდა დამპალი ნაციონალებისგან :)

Edited by DonCaredo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა განათლებაც გაქვთ მიღებული დიპლომის მიხედვით ან თუნდაც ისე... რაშიაც საუკეთესო ხართ უბრალოდ.

რაც ყველაზე მაგრად გამოგდით პროფესიის ან საქმიანობის ჭრილის მიხედვით თქვენი ცხოვრების ამ ეტაპზე, რომ გქონდეთ შესაძლებლობა მიიღოთ მონაწილეობა, დაგპატიჟონ, მიგიწვიონ და გადაგიხადონ მაქსიმალურად დიდი შესატყვისი ხელფასი და წყნარად მუშაობდეთ დათანხმდებით ანტი ქართული საქმე რო იყოს?

 

მაგალითად ფილმში მონაწილეობაზე, რომელსაც რუსეთი იღებს რუსილი დაფინასებით და ფილმი აშკარად იქნება ანტიქართული:

 

და შემოგთავაზეს მთავარი როლი ან თუნდაც მთავარი რეჟისორობა ან ტექნიკური პერსონალში რაიმე როლი.

 

 

 

თუმცა წინასწარვე იცი რომ ფილმის წარმატებულად დასრულების შემთხვევაში შენ კარიერაში დიდი წინსვლა და წარმატება გელოდებათ

 

დათანხმდებიით?

 

უი, ანალოგიური გამოკითხვა, ანალოგიური ტექსტით, ბოლშევიკურ ფორუმ,გე-ზეც. როგორი დამთხვევაა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 5 weeks later...
შალვა მაღლაკელიძე იყო ნამდვილი პატრიოტი, პატივი ეცით მის სულს და აყენებთ შეურაცყოფას. ღმერთმა ყველას მოგვცეს ისეთი პატრიტიზმის გრძნობა, როგორიც მას ჰქონდა. Edited by ruso lagvilava
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

akkai

 

 

ესეთი თემა მაშინ უნდა გახსნა,როცა ქვეყნის ხელისუფლება პატივს სცემს თავის ქვეყანას და ხალხს.რამდენი რუსული პროდუქცია შემოდის საქართველოში და გიორგის თქმისა არ იყოს,ვინც რუსეთში ცხოვრობს ყველა მოღალატეა?

 

 

აქვე ერთი კითხვა.

 

 

ვინც რუსებს მიჰყიდა ამდენი ბიზნესი,ვინ გამოდიან ქვეყნისთვის? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

akkai

 

 

 

შალვა მაღლაკელიძე,რომელიც ჰიტლერის არმიაში ირიცხებოდა, მოღალატეა?

 

 

 

შალვა მაღლაკელიძე (დ. 1893 ― გ. 1976), ქართველი პოლიტიკოსი და ვერმახტის ქართული ლეგიონის მეთაური.

 

ბერლინის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ფილოსოფიის დოქტორი იურისპრუდენციაში, მსახურობდა საქართველოს მთავრობაში 1918-1921 წლებში. 1919-1920 წლებში თბილისის გენერალ-გებერნატორი გახლდათ.

 

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ მაღლაკელიძე იძულებული გახდა 1921 წელს ქვეყანა დაეტოვებინა. 1929 წელს გიორგი შვანგირაძესთან ერთად ჩამოაყალიბა საზოგადოება ”ივერია” რიგაში (ლატვია), რომელსაც მალე სომხური დიასპორაც შეუერთდა და ორგანიზაციას ”კავკასიური საზოგადოება” დაერქვა. საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქვეყნიდან წამოსულ თანამოძმეთათვის მატერიალური და სხვა სახის დახმარების გაწევა იყო. შიდა უთანხმოების გამო 1933 წელს საზოგადოებიდან ქართველები წამოვიდნენ და იმავე წლის ნოემბერში დააარსეს ლატვიის ქართველი საზოგადოება. როგორც საგოზადოების ყველაზე აქტიურ წევრს, მაღლაკელიძეს მჭიდრო კავშირი ჰქონდა ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ცენტრებთან საფრანგეთში.

 

ის ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებელი იყო ეროვნული პოლიტიკური ორგანიზაციისა "თეთრი გიორგი" (1924-1954) და ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის (დ. 1942), რომელიც გერმანიაში ქართული პოლიტიკური ემიგრანტების მიერ ჩამოყალიბდა. 1942–1943 წლებში არჩეული იყო "ქართული ეროვნული კომიტეტის" და "ქართული სამოკავშირეო შტაბის" წევრად (ბერლინი).

 

ომის პერიოდში მაღლაკელიძე ნაცისტების ჯარში მსახურობდა და ვერმახტის ქართულ ლეგიონს მეთაურობდა, რომელიც ქართველ პატრიოტთა მიერ ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირთან საბრძოლველად და საქართველოს დამოუკიდებლობის მისაღწევად. 1941 წელს მან შექმნა ქართული ლეგიონის თამარ-მეფის ორდენი. 1944 წელს მაღლაკელიძეს ვერმახტის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ის ცხოვრობდა და მოღვაწეობდა დასავლეთ გერმანიაში. 1949-54 წლებში კონრად ადენაუერის სამხედრო მრჩევლად მსახურობდა. 1954 წლის 26 იანვარს ვაჟთან გაიოზ მაღლაკელიძესთან ერთად დააფუძნა ორგანიზაცია "საზღვარგარეთ ქართველ მხედართა დარაზმულობა" მიუნხენში. იმავე წლის აგვისტოში საბჭოთა სუკ-ის აგენტებმა შეიპყრეს.

 

სიცოცხლის ბოლო წლები რუსთავში გაატარა, გარდაიცვალა 77 წლის ასაკში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შალვა მაღლაკელიძე გარდაიცვალა 1976 წელს, 82 წლის ასაკში, ცხოვრების ბოლო წლები მან გაატარა თბილისში, ცხოვრობდა დიდუბეში ბათუმის ქუჩაზე.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

akkai

ანტი ქართული საქმე რო იყოს?

ანტი ქართული საქმის განმარტება დაიდოს!

 

და საერთოდ... ჩვენი მთავრობა უკვე ეწევა ანტი ქართულ საქმეს და იმიტომაც არის რომ ჯიბეები გაისქელეს...

 

ადრე არ დავთანხმდებოდი... ეხლა კი დავთანხმდები რადგან იმას ვისაც ქართული საქმე ევალება, ანუ მთავრობას, თვითონ ეწევა აქნტიქართულ საქმეს და ჩვენ კიდევ მაგით დღითი დღე გვიუარესდება ცხოვრება...

ზოგაგდად კი ფილმში მონაწილეობა არ არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული აქტი... მაგრამ როცა თვითონ სახელმწიფო ანუ მისი მმართველი ორგანოები არიან ქართული საქმის წინააღმდეგ მოქმედი მტრები მაშინ ,,მტრის'' განმარტება ცოტა არ იყოს გადახედვას ექვემდებარება!

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...