planetanews Posted August 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty1.jpg მაიკლ გალეოტი იმის დანახვა, რომ რუსეთის კრიმინალური სამყარო ყველა თვალსაზრისით ქაოტური და უკანონოა, რთული არაა. ამ ბოლო დროს იმის განცდაც კი გაჩნდა, რომ ბანდიტური ომები შეიძლებოდა მთელ ქვეყანას მოსდებოდა და ეთნიკური ბანდების მთელი მრავალფეროვნება ჩაეთრია – ქართველებიდან დაწყებული ქურთებით, ჩეჩნებითა და რუსებით დამთავრებული. მაგრამ, როგორც ეს ხშირად ხდება რუსეთში, კრიმინალური სამყარო შეიძლება სრულიად უკონტროლო ჩანდეს და ამავე დროს „მართულ ანარქიას“ წარმოადგენდეს. სწორედ ეს დადასტურდა ამას წინათ იმ კონფლიქტის შედეგებით, რომელიც ქართველ ტარიელ ონიანსა და ქურთ კრიმინალურს ბოსს, რუსეთის ჩრდილო კავკასიურ ბანდებში ყველაზე გამოჩენილ ფიგურას ასლან უსოიანს შორის მიმდინარეობდა. გასულ წელს ონიანს,რომელიც აგრეთვე ტარიელ მულუხოვის ან ტაროს სახელითაა ცნობილი, რუსეთის სამართალდამცავ წრეებში რუსული მულტიეთნიკური კრიმინალური სამყაროს პოტენციურ “ბოსთა ბოსად“ ასახელებდნენ. ისინიც კი, ვინც მისი ვითომდა გარადუვალი აღმავლობისადმი ნაკლებად ოპტიმისტურად იყო განწყობილი, შიშობდნენ, რომ მისი ამბიციები შეიძლება ისეთი ბანდიტური ომების მიზეზი გამხდარიყო, რომელიც ველურ 90-იან წლებს შეედრებოდა. მაგრამ 2009 წლის ივნისში ონიანი ადამიანის გატაცების ბრალდებით დააპატიმრეს და მას თავდებით გათავისუფლებაზე,მაშინაც კი, როდესაც 15 მილიონი რუბლის გაღება შესთავაზა, უარი უთხრეს. გასულ თვეს ონიანს განსაკუთრებული სიმკაცრის საპყრობილეში 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ამასობაში კი მისმა საერთაშორისო კრიმინალურმა იმპერიამ მისი კოლეგა ნათლიმამების წყალობით ჩუმად რღვევა დაიწყო. ზოგიერთი მისი კრიმინალური საწარმო უბრალოდ მეტოქეებმა ჩაიგდეს ხელში. ლოიალური თანაშემწეები, რომლებიც წინააღმდეგობას სწევდნენ, ან ცდილობდნენ დახმარებოდნენ მას სატუსაღოდან საკუთარი საქმეების მართვაში ან იზოლირებულნი აღმოჩნდნენ,ან საქმეს ჩამოაშორეს, ან მოკლეს კიდეც. მარტში, ვლადიმერ, ლადო ჯანაშია მოკლეს საფრანგეთში; მაისში მალხაზ „მალხიონის“ კიტიონის ჯერი დადგა,ის საბერძნეთში გამოასალმეს სიცოცხლეს. „მერაბ სოხუმი“ ჯანგველაძე, ონიანის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის თანაშემწე, აშკარად იატაკქვეშეთში წავიდა. და ეს არ არის მხოლოდ ამბავი იმისა, თუ როგორ ისარგებლეს კრიმინალებმა თავისი შემაშინებელი მეტოქის სისუსტით. ეს ამავე დროს უსიტყვოდ ადასტურებს ერთ ფაქტს – კანონიერი და არალეგიტიმუტი სამყაროს მმართველნი სტატუს კვოს შენარჩუნებით ერთობლივად იყვნენ დაინტერესებულნი. დარღვეული სტატუს კვო ონიანი მადესტაბილიზებელ ძალად იქცა. მან საქართველო 2004 წელს, მას შემდეგ დატოვა და ესპანეთში წავიდა , რაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „კანონიერი ქურდების“ ტრადიციული საძმო გაანადგურა. ერთი წლის შემდეგ ის რუსეთში გაიქცა, სადაც უკვე ჰქონდა მნიშვნელოვანი კრიმინალური ინტერესები და კონტაქტები ეთნიკურად ქართველ დამნაშავეებთან. მან აქტიურად იწყო თავისი საქმიანობის გაფართოვება და როგორც ამბობენ სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთო, მათ შორის გამოძალვაც იყო და არალეგალური სათამაშო ბიზნესიც. ის დაუფიქრებლად იჭრებოდა სხვისი ინტერესების სფეროში და უგულვებელყოფდა დაჯგუფებებს შორის კონფლიქტების გადაწყვეტის მოქმედ მექნიზმს. ის სწრაფად მიიწევდა წინ, მაგრამ ასევე სწრაფად იძენდა მტრებს.მაგალითად ის უსოიანს დაუპირისპირდა. 2009 წლისთვის,როდესაც დაძაბულობამ კრიმინალურ სამყაროში გლობალური და ლოკალური ფინანსური კრიზისების გამო იმატა, ეს მტრობა ფეთქებადსაშიში გახდა. 2008 წელს რუსმა განგსტერებმა სცადეს მათ შორის მშვიდობა დაემყარებინათ, მაგრამ ვერ შეძლეს ძირითადად იმის გამო, რომ ონიანმა კომპრომისზე უარი თქვა. იმისთვის, რომ მოჩვენებითი შერიგების შთაბეჭდილება შეექმნათ,ისინი დათანხმდნენ და ძველი სკოლის კანონიერ ქურდს, ვიაჩესლავ „იაპონჩიკ“ ივანკოვს უსოიანთან სათამაშო ბიზნესის გამო წარმოქმნილი დავის გადაწყვეტის უფლება მისცეს. მაგრამ, როდესაც ცხადი გახდა, რომ ივანკოვი უსოიანის სასარგებლოდ იხრება, როგორც ჩანს, ონიანმა ის მოკლა. პროცესში ის გაემიჯნა ტრადიციონალისტ ქურდებს, კრიმინალური სამყაროს კონსენსუსისადმი უპატივცემულობა გამოამჟღავნა და სრულმასშტაბიანი ბანდიტური ომის პერსპექტივა კიდევ უფრო რეალური გახადა. ონიანი საშიში და საქმისთვის უვარგისი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ბანდები და ქსელები დამოიკიდებელი ერთეულები არიან, რუსეთის კრიმინალურ სამყაროში არსებობს მექანიზმების მთელი წყება, რომელთა მეშვეობითაც სერიოზული დავები შეიძლება აცილებულ, ან გადაწყვეტილ იქნას, ხოლო ბობოლები შეთანხმებამდეც მივიდნენ. ეს ჩვეულებრივ „სხოდკაზე“, კრიმინალურ სამიტზე ხდება. ხანდახან ასეთი სამიტების გადაწყვეტილებანი საერთო საფრთხის წინააღმდეგ უშუალო ქმედებების სანქციასაც შეიცავს. როდესაც კიდევ ერთმა ქართველმა, ოთარ კვანტრიშვილმა 1994 წელს, მოსკოვის ყველა ბანდის კონტროლზე პრეტენზიის გამოთქმა სცადა, ის სხოდკის გადაწყვეტილებით მკვლელის ტყვიას ემსხვერპლა. ონიანთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, შიშობდნენ, რომ მსგავსი ნაბიჯი თავად გახდებოდა ომის მიზეზი. რა უნდა იყოს პრობლემის იმაზე კარგი გადაწყვეტა, ვიდრე ის, რომ მათი გასაკეთებელი მთავრობას გაეკეთებინა? სივრცე კანონისათვის რაღა თქმა უნდა არსებობენ პატიოსანი რუსი მოსამართლეები, პოლიციელები, პროკურორები და არც ისაა შეუძლებელი,რომ ნათლიმამა პატიოსნად გაასამართლონ. მაგრამ ეს ძალზე იშვიათად ხდება. სერიოზულ ფიგურებს იშვიათად აპატიმრებენ და თუ აპატამირებენ, იშვიათად უყენებენ ბრალდებას და თუ უყენებენ, თითქმის არასდროს უსჯიან სასჯელს. ონიანის შემთხვევა უჩვეულოა – არ ყოფილა პროცედურული დარღვევები, სამხილები ხელმისაწვდომი იყო (მათ შორის მოწმეთა სურვილი მიეცათ ჩვენება, რაც ზოგადად პრობლემაა მოწმეთა დაცვის სუსტი სისტემის გამო), პროკურორები პოტიმისტურად განწყობილნი იყვნენ და კრემლი მხარს უჭერდა განაჩენს. ონიანის კრიმინალური იმპერია დაშლილი რომ არ ყოფილიყო, მას ალბათ შეეძლებოდა ამ სასამართლო პროცესის თავიდან აცილება. მართლაც პროკურობები რომ არ დაერწმუნებინათ ერთ რამეში – ამ იმპერიის დღეები დათვლილია, ისინი არ წავიდოდნენ მის წინააღმდეგ. და პირიქით, ონიანი ციხეში რომ არ ყოფილიყო, მისი იმპერია სულაც არ იქნებოდა ასე მოწყვლადი. ასე რომ სახელმწიფოსაც და კრიმინალურ სამყაროსაც ბედნიერებისთვის ნამდვილად აქვს მიზეზი. სასტიკი და სისხლიანი კრიმინალური ომი, ალბათ თავიდან აცილებულ იქნა, ომი, რომელიც შეაწუხებდა მთავრობას და იძულებულს გახდიდა განგსეტერების წინააღმდეგ უფრო მკაცრი ზომები მიეღო. კრიმინალურმა ბობოლებმა თავიდან მოიცილეს პრობლემური და სახიფათო კაცი და ახლა მისი კრიმინალური იმპერიის დანაწილებით გახარების საშუალება მიეცათ. ხოლო ქურდების მომკვადავი სუბკულტურის ნარჩენებს გააგებინეს, რომ ივანკოვზე შური იძიეს, თუმცა ისე, როგორც ეს 21-ე საუკუნეს შეეფერება. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts