planetanews Posted August 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2010 http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01468/glen_johnson_1468816c.jpg გლენ ჯონსონს სწამს რომ ლივერპული ძალიან დიდ გადატრიალებას მოახდენს პრემიერლიგაში, დროა ლივერპულმა თავისი სიტყვა თქვას. გლენი აცხადებს რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჯოს გადმოსვლა და ის რომ სტივმა და ფერნანდომ დაადასტურეს საბოლოოდ კლუბში დარჩენა. გლენ ჯონსონი ფაბიო კაპელოს გუნდში მოხვდა, ინგლისი ბულგარეთს დაუპირისპირდება ოთხშაბათს ამხანაგურ მატჩში საკუთარ უემბლიზე. როგორც გლენი აცხადებს წითლები გაცილებით უფრო ძლიერები იქნებიან როი ჰოჯსონის მწრთვნელობის პერიოდში. გლენი:“ყოველთვის იმედი მქონდა რომ ფერნანდო დარჩებოდა”. “ლივერპული არასდროს ყოფილა სუსტი, ის ისევ ძლიერ კლუბად რჩება, ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი საუკეთესო მოთამაშეები”. “ეს არ არის ცრუ ინფორმაცია, ეს განცხადებები მათ თავად გააკეთეს”. “მე კოულთან ერთად მითამაშია, და ეხლა ძალიან სასიამოვნოა სხვა გარემოში და სხვა სიტუაციაში მის გვერდით თამაში”. “მას აქვს კარგი დრიბლინგი იცის თუ როგორ უნდა ითამაშოს მცველთან, ეხერხება მცველების კარგად მოტყუება, იმედი მაქვს ის ლივერპულში კიდევ უფრო დიდი ფეხბურთელი გახდება და ამ კლუბს გამოადგება”. “ყველა ელოდება პრემიერლიგის სტარტს, იმ იმედით ვართ რომ ეს სტარტი და ეს სეზონი გაცილებით უკეთესი იქნება, ყველას უნდა რომ ლივერპული ოთხეულში დაბრუნდეს”. “ოთხეული ეს ჩვენი პრიორიტეტია”. ლივერპულის მეორე ნომერმა ასევე ისაუბრა თუ რას გრძნობს როდესაც ის არის როი ჰოჯსონის შეგირდი. “როი ჰოჯსონი ერთიან გუნდს ქმნის და კრავს, ამ ადამიანმა ზუსტად იცის რა სჭირდება მას და მთლიანად კლუბს”. “ის ყველაზე დიდ ყურადღებას ორგანიზებულობას აქცევს, და ასევე იმას ტუ როგორ მუშაობს ლივერპულის დაცვა და როგორ ვიცავთ საკუთარ კარს”. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts