Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge პატარა ომი, რომელმაც რეალურად მსოფლიო არ შეძრა


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty1.jpg

 

გია ნოდია

 

რა შედეგები მოყვა რუსულ-ქართულ ომს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში მოხდა? თავიდან ისე ჩანდა, რომ ომი რეგიონში ყველაფერს თავდაყირა დააყენებდა და ახალ გლობალურ რეალობას შექმნიდა. მაგრამ რეალურად არაფერი მსგავსი არ მომხდარა.

 

რუსეთს ერთი მიზანი ჰქონდა – ფუნდამენტრად შეეცვალა საკუთარი სტატუსი პოსტსაბჭოთა სივრცეში: დაესრულებინა დასავლეთის მიერ რუსეთის შევიწროვება და რეგიონში   დომინანტური ძალის როლის აღედგინა.

 

ტრადიციულად ამის მიღწევაში უკრაინა და საქართველო მთავარ წინააღმდეგობას წარმოადგენდნენ. უკრაინაში, კულტურული და ისტორიული მიზეზების გამო, რუსეთს ძლევამოსილი მოკავშირეები ყავს, ისეთები, რომელთაც შეეძლოთ კანონიერად მოსულიყვნენ ხელისუფლებაში. და ბოლოს ეს მოხდა კიდეც.

 

საქართველოში ამის მიღწევა უფრო რთული იყო. ეკონომიკურმა ბლოკადამაც კი ვერ შეძლო მოსკოვის მიზნების განხორციელება. ქირურგიული ჩარევა აუცილებელი გახდა.

 

პიროსის გამარჯვება?

 

მაგრამ ამანაც არ იმუშავა.  რუსეთის სამხედრო გამარჯვებამ მხოლოდ ერთი შედეგი გამოიღო – კონტროლი აფხაზეთის რამდენიმე ხეობაზე და სამხრეთ ოსეთზე. რა თქმა უნდა, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ესეც მტკივნეული დანაკარგია.  მაგრამ თუ ორივე ქვეყნის სამხედრო ძალას გავითვალისწინებთ, სამართლიანი იქნებოდა იმის თქმა, რომ საქართველო იოლად გადაურჩა.

 

მთავარი ისაა, რომ რუსეთმა ვერ მოახერხა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „კვერცხებით დაკიდება“ (როგორც დასავლური მედია იუწყებოდა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ზუსტად ასეთი სურვილი გამოხატა), ვერც რეალური და ვერც გადატანითი მნიშვნელობით. ომმა ვერ შექმნა ქაოსი საქართველოში და ვერც სერიოზული პოლიტიკური, ან ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია.  მიუხედავად ბევრი პრობლემისა, სახელმწიფო ინსტიტუტებმა ამ გამოცდას გაუძლეს. 2009 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში ოპოზიციის შეტევებმა მხოლოდ ის გამოიღო შედეგად, რომ პრეზიდენტის პოპულარობა განმტკიცდა, ხოლო ოპოზიციურმა ოპონენტებმა დისკრედიტაცია განიცადეს. დღეს საქართვეოფლოში აღარავინ ელის შიდა არეულობას.

 

რუსეთის იმედები „რბილ ძალაზე“ წარუმატებელი აღმოჩნდა.  მოსკოვმა, როგორც ჩანს იმ მოლოდონით, რომ მეგობრობა პუტინთან მათ პოზიციას განამტკიცებდა,  სცადა იმ ზოგიერთი სოლიდური პოლიტიკური ლიდერისთვის დაეჭირა მხარი (ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი მოქმედი პრეზიდენტი), რომლებიც საქართველოში არაპოპულარულნი და მეორე რანგის ადამიანები არიან.

 

და შედეგი მივიღეთ? ზურაბ ნოღაიდელი და ნინო ბურჯანაძე უფრო ხშირად ჩნდებოდნენ ტელევიზორში,მაგრამ მათი პოპულარობა არ გაზრდილა.  რუსეთთან უკეთესი ურთიერთობა ბევრ ქართველს სურს, მაგრამ არა ღალატის ფასად.

 

ომის „დემონსტრაციის ეფექტმაც“ -  (ნახეთ რა დაემართათ იმათ, ვინც  მოსკოვს გადაეღობება, ასევე არ იმუშავა. იმას, რომ უკრაინაში ხელისუფლებაში ვიქტორ იანუკოვიჩი მოვიდა, რაც რუსეთისთვის ომის შემდეგ ყველაზე დიდი წარმატებაა, არაფერი აკავშირებს ომთან. იმავე დროს, ბელურსიის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ჭინჭყლობა იწყო, ხოლო მოლდოვეთში პრო-დასავლური ხელისუფლება მოვიდა. შემობრუნების წერტილი ნამდვილად არ დამდგარა.

 

ძირითადად არაფერი შეცვლილა

თურქეთის მზარდი აქტიურობა რეგიონში ომს უკავშირდება.  ანკარამ „კავკასიაში სტაბილურობისა და თანამშრომლობის“ უცნაური პლატფორმა წამოაყენა, რომელსაც, სავარაუდოდ, დასავლეთის პოზიციების შესუსტება ჰქონდა მიზნად.  მაგრამ მისი პირველი ნაბიჯი, თურქულ-სომხური დაახლოება ჩავარდა და ყველაფერი ისე დარჩა, როგორც იყო.

 

რუსეთმა მიაღწია გარკვეულ წარმატებებს საინფორმაციო ფრონტზე.  რუსეთს საქართველოზე მეტად აკრიტიკებდნენ, მაგრამ ომმა ნამდვილად გამოიწვია დასავლეთის თვალში ქართული ხელისუფლების დისკრედიტაცია.

 

ჰაიდი ტალიავინის 2009  წლის ანგარიშმა, რომელიც ევროპის კავშირის შეკვეთით მომზადდა, რუსეთის ყველა არგუმენტი უარყო, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს. მთავარი ისაა, რომ  7-8 აგვისტოს ღამით საქართველოს შეტევა ცხინვალზე არ გაამართლეს. ამან განამტკიცა იმის შთაბეჭდილება, რომ ომი საქართველომ დაიწყო და საქართველოს პრეზიდენტი მიდრეკილია მოუფიქრებელი ქმედებებისკენ.  ეს რუსეთისთვის სერიოზული გამარჯვებაა, რადგან რუსთს შეუძლია დასავლეთის კრიტიკის იგნორირება, ხოლო საქართველოს – არა!

 

ამან საქართველოს სერიოზული ზიანი მოუტანა: ომის შემდეგ დასავლეთის ლიდერები ნაკლებად ენდობოდნენ სააკაშვილს, ვიდრე ომამდე.  მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დასავლეთისა და თბილისის ურთიერთობებს შორის რეალური ბარიერი გაჩნდა, ან რომ ამან ძირეულად შეასუსტა დასავლეთის პოზიცია რეგიონში.

 

მართალია, საქართველოს გაწევრიანება ნატოში ჩაიშალა, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ომის შედეგი, არამედ 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტისა.  რონალდ ასმუსი თავის წიგნში „პატარა ომი, რომელმაც მსოფლიო შესძრა“ წერდა, რომ სწორედ ეს გადაწყვეტილება შეიძლება გამხდარიყო ომის მიზეზი.

 

მაგრამ საქართველოს დღესაც არა აქვს სხვა ალტერნატივა, გარდა დასავლეთში ინტეგრაციის ლობირებისა და საქართველო დღესაც რჩება დასავლეთის ყველაზე  საიმედო პარტნიორად რეგიონში. ნატოში გაწევრიანების შეფერხება, ევროკავშირთან ურთიერთობების დაჩქარებით კომპენსირდა.

 

და ბოლოს, ომის მთავარი შედეგი: გარკვეულობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით. დღეს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტი არსებითად არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ერთი კონფლიქტი – ქართულ-რუსული და გადაწყვეტაც არ მოჩანს. საქართველო არ წაიღებს თავის მოთხოვნებს საკუთარ ტერიტორიებზე და რუსეთი არ შეცვლის ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას.

 

ეს, რაღა თქმა უნდა ცუდია. მაგრამ ერთი რამ ცხადია – მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კვლავაც დაიცავს თავის პოზიციებს, ძველი კონფლიქტების გადაწყვეტის პრობლემა დღის წესრიგიდან ძირითადად ამოღებულია.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...