Jump to content
Planeta.Ge

მართლმადიდებლური რელიგიური მიმდინარეობები -


Recommended Posts

რატომ იცხადებს თავს მართლმადიდებელი რელიგიური მიმდინარეობა და სხვა ქრისტიანული რელიგიები - ქრისტიანად?

ამხელა სისულელე ჯერ არ წამიკითხავს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 174
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

აზრი

Morfius   ტყუილი. წარმოადგინე სასამართლოს გადაწყვეტილება. მანამდე კი კვლავ მატყუარა და ცილისმწამებელი დარჩები.   არავითარ შემთხვევაში. სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, არავის არ აქვს ვინმე სცნოს დ

Nukriko

მკითხველს:     ვინმე იუზერი აზრი, ყველანაირად ცდილობს მართლმადიდებლობას და ზოგადად არაიეღოვლურ რელიგიურ მიმდინარეობებს, რამენაირად ჩირქი მოცხოს. სხვა რელიგიის წარმომადგენლებს, უწყობს პროვოკაციებს და რ

აზრი

ეს არის ტყუილი და მკითხველის შეცდომაში შეყვანა.   რადგან, როგორც უკვე დავწერე:     შენგან განსხვავებით, ობიექტური მკითხველი დასკვნებს თვითონ გააკეთებს.

ნუ ”აქებ”, თორემ გაიმეორებს კიდო))

მაგ პიროვნებამ ვერ დაასახელა პირველი საუკუნეების ქრისტიანებიდან, რომელს მიიჩნევდა ჭეშმარიტად ასე რომ მთელი ეს მცდელობა მის საკითხის გაურკვევლობაში მიუთითებს, ყურადღებით წავიკითხე პოსტები და ერთ ერთი იუზერი წერს, პირველ საუკუნეებში არსებობდნენ შემდეგი ქრისტიანული მიმდინარეობები:

1.არიანელები

2ნიკოლაელები

3მართლმადიდებლები

4კათოლიკეები

5გრიგორიანელები

ამ ზემოთაღნიშნულის გარდა პირველ საუკუნეებში მართლაც არ არსებობდა, არც ერთი ქრისტიანული რელიგიური მიმდინარეობა თუ სექტა, ბუნებაში მათ გარდა არ არსებობდა არც ერთი ჯგუფი რომელთაც შეგეძლო ქრისტიანი გეწოდებინა, ეკითხებიან ასეთ რამეს, ამ ჩამოთვლილთაგან რომელ მათგანს მიირჩევ ჭეშმარიტ ქრისტიანებადო და იცი რას პასუხობს? არც ერთსო, აბა ვის მიიჩნევ ჭეშმარიტად როდესაც მათ გარდა სხვა არავინ არსებობდაო და უტიფრად პასუხობს უბრალოდ ქრისტიანებსო, ვინ უბრალოდ ქრისტიანებს, სად იყვნენ ეს უბრალოდ ქრისტიანები? ისტორია რატომ დუმს ამ უბრალოდ ქრისტიანებზე? რატომ არავის სმენია მათ შესახებ ამას ვერ პასუხობს, მოკლედ, ჩიხში რომ მოექცა გამოსავალი ტყუილში იპოვა, თვითნებურად შეცვალა ისტორია, ახალი მემატიანე დაწერა და გამოდის რომ აზრმა აღმოაჩინა უბრალოდ ქრისტიანები და მსოფლიოს არც ერთმა ისტორიკოსმა არ დაწერა არაფერი ამ უბრალოდ ქრისტიანების შესახებ, ხვდები რამდენის უფლებას აძლევს საკუთარ თავს? იმისთვის რომ რასელის მცდარი მოსაზრებები გაამართლოს ტყუილის თქმასაც კი კადრულობს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

. რატომაა, რომ მართლმადიდებელთა უმრავლესობას, მთელი ცხოვრების მანძილზე, ერთხელაც კი არ წაუკითხავს ბიბლია თავიდან ბოლომდე და მიუხედავად ამისა, მაინც უწყინარ და ჭეშმარიტ ქრისტიანებად მიიჩნევიან?

იმიტომ რომ მართლმადიდებლები რასელისტებისგან განსხვავებით რასაც კითხულობენ იმას იაზრებენ კიდევაც, რასელისტები კი მხოლოდ კითხულობენ და შემდეგ გაუაზრებელ მცდარ მოსაზრებებს ავრცელებენ დაუფიქრებლად, როდესაც ჩიხში მოექცევიან თავიანთი არასათანადო ცოდნითა და ცრუ სწავლებებით მერე კი იტყუებიან და ტყუილში ხედავენ გამოსავალს.

 

რატომაა, რომ მართლმადიდებელთა უმრავლესობა არ ინტერესდება, როცა ღვთის, იესო ქრისტესა და ბიბლიის შესახებ ესაუბრებიან ხოლმე?

იმიტომ რომ მათ ფოსტალიონივით სქელჩანთააკიდებული რასელისტები, სინამდვილეში ღმერთზე და ბიბლიაზე კი არა რასელის ცრუ სწავლებაზე ესაუბრებიან და ბუნებრივია ნორმალურ პიროვნებებს სულელური აბდაუბდა არ აინტერესებთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

3. რატომაა, რომ სამღვდელოება, როგორც წესი ყოველთვის იმდენად დაკავებულია რომ არ ცალია ტაძრიდან გამოვიდეს და ბიბლიით ხელში ქრისტიანობა უქადაგოს მრევლსსა თუ მოყვასს? (ნუთუ ღორების ფერმის ან სხვა სახის ბიზნესი წამოწყება-განხორციელება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ქრისტეს სწავლებების ქადაგება-გავრცელება?)

ტაძარი იმიტომ არის აშენებული რომ ხალხი მივიდეს და შესაკრებელია, იესო ქადაგებდა ტაძრებში და იმედია ბრალს არ დასდებ უმაქნისობაში, რაც შეეხება რასელისტებივით ფოსტალიონივით კარიდან კარზე სირბილს, ეს საქართველოში საჭირო აღარ არის იმიტომ რომ თავის დროზე ირბინეს და ქვეყნის მოსახლოების უმრავლესობა თქვენდა სამწუხაროდ მისტერ აზრი მართლმადიდებელი ქრისტიანია, სახლიდან სახლში და კარიდან კარზე სარბენი რასელისტებს უფრო აქვთ, ამ კითხვის დასმას კი ის ჯობია გაარკვიო კარიდან კარზე მორბენალ რასელისტებს უკანალში პანჩურით რატომ ყრიან სახლებიდან სადაც როგორც წესი ან ძალით ან მოტყუებით იჭრებიან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

4. რატომაა, რომ ერთ ტაძარში სალოცავად შესულ მართლმადიდებელთა უმრავლესობა გარეთ რომ გამოდის, ერთმანეთი არა თუ არ უყვართ როგორც ძმები, არამედ არც კი იცნობენ ერთმანეთს? (იესომ კი ნამდვილი ქრისტიანების ამოსაცნობ ნიშნათ, ურთიერთ სიყვარული დაასახელა; წაიკითხეთ იოანეს 13:34,35.)

ეგ შენ გგონია რომ არ უყვართ ვინაიდან ასე დაგამუშავეს რასელისტებმა, თორემ მართლმადიდებლებს რომ ერთმანეთის სიყვარული აქვთ, ასეთი სიყვარული რასელისტებს სიზმარშიც არ დაესიზმრებათ, რასელისტები იძახიან "ჩემო სულიერო ძმაო", ხოლო თუ ამ ე.წ სულიერ ძმას შეცდომა მოუვიდა ერთმანეთს ასწრებენ რომ როგორმე პირველმა დააბეზღონ ხუცესთან რათა ის კრებიდან გარიცხონ, თუ რასელისტების კრება წმინდა ეკლესიაა რა უფლებით აძევებენ იმას ვისთვისაც ქრისტე ჯვარს ეცვა? მართლმადიდებლებს ასეთი ფარისევლური და მოჩვენებითი სიყვარული არ ქონიათ და არც არასოდეს ექნებათ და სიტყვა სიყვარულის მნიშვნელობა რომ იცოდე თავად არ იქნებოდი გამოგდებული მართლმადიდებლური ეკლესიიდან დგეხარ ეხლა დაბოღმილი და აქ ცილისწამებას ავრცელებ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

5. რატომაა, რომ სამღვდელოება ტაძრების მშენებლობაში უშველებლად დიდ თანხას აბანდებს და მშენებლობით უფროა დაინტერესებული და დაკავებული, ვიდრე მრევლისთვისა და ქვეყნისთვის ბიბლიური განათლების მიცემით?

იმიტომ რომ ბიბლიური განათლება ხალხს ტაძრებში მისცენ და არა ბაითებში და ვაგონებში რასელისტებივით, აქვე კითხვა რატომაა რომ რასელისტები სრულიად უფასოდ სთავაზობენ კი არა და აძალებენ ხალხს ჟურნალს რომლის ღირებულებაც დაახლოებით 3 ლარია? არ ჯობდა ეს თანხა გაჭირვებული ხალხისთვის დაერიგებინათ ხალხს შია რასელისტები კი ჟურნალს აჩეჩებენ, რა? ჟურნალი ჭამოს ხალხმა? ხალხზე თუ ზრუნავთ ნამდვილად ჯურნალს კი არა საკვებს მისცემდით მაგრამ ჯურნალს რატომ აძლევთ იცი? რომ თვინი აურიოთ გადაიბიროთ და მერე მის ისედაც მწირ ოჯახის ბიუჯეტში აფათუროთ ხელები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

6. თუ ეკლესიას იმის ძალა შესწევს რომ თავისი ლოცვებით გარდაცვლილთა სულები აცხონოს, რატომაა რომ მკვდარზე წესის აგებისას ფულს იღებს? ადმაიანებისადმი სიყვარული ამოძრავებთ მათ თუ, ფულისადმი?

იესო ქრისტეს ყულაბა ქონდა და ეს ყულაბა იუდას ებარა, იმედია იესოსაც არ დააბრალებ ფულისმოყვარეობას, წესის აგებისას მღვდელთმსახური გასამრჯელოს იღებს და ლევიან მღვდლებზე თუ წაიკითხავ, ვითომ განათლებულ კაცად რომ მოგაქვს თავი იქ გაწერილია მღვდლის გასამრჯელო და მგალობელთა გუნდისაც, რაც შეეხება ფულზე გაგიჯებას ამას ის კაცი არ უნდა წერდეს რომელიც გაურკვეველი სახსრებით ხან ინგლისში გრიალებს ხან შტატებში და ეშმაკმა იცის ვისი და რა სახსრებით ეწევა ქართულ ფორუმზე მწვალებლურ პროპაგანდას. სანამ მღვდლის გასამრჯელოზე დაიწყებ საუბარს ჯერ პირი გამოირეცხე შემდეგ რასელისტების ბიუჯეტს შეადარე ეს მცირეოდენი და მერე წერე აქ თავხედურად.

 

რატომაა, რომ მართლმადიდებელი მრევლი ტაძარში ლოცვისას, რა სახის [ნა]ხატებს აღარ ევედრება, მაგრამ ღმერთს კი არ ევედრება?

ეს იმიტომ რომ ბიბლიის ბაიბურში არ ხარ და ისიც კი არ იცი რომ მრევლი ხატს კი არა მასზე გამოსახულს ევედრება, რასელისტები ხო რას ამბობ ლოცვისას იეჰოვას ტახტის წინ დგანან სერაფიმებივით :givi:

 

8. რატომაა, რომ მართლმადიდებლურ ტაძრებში ყველანაირი ხატის ნახვაა შესაძლებელი, მაგრამ ღვთის ხატის ნახვა კი შეუძლებელია?

იმიტომ რომ ღმერთი არასოდეს არავის უნახავს, მამის წიარში მყოფმა მხოლოდშობილმა ძემ გააცხადა იგი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

9. რატომაა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია რიტუალებს ატარებს ისეთ ენაზე, (ანუ ძველ ქართულ ენაზე) რომელიც ტაძარში მისული უმრავლესობისთვის ის უცხო ენასავითაა და გაუგებარია? (მაშინ როცა ქრისტეს მიმდევარი მოციქული პავლე გაუგებარ ენაზე შესრულებულ ღვთის მსახურებას უსარგებოდ მიიჩნევდა. წაიკითხეთ 1კორინთელთა 14:6.)

ისევ არასათანადო ცოდნას ამჟღავნებ და ინტელექტის ნაკლებობას ამტკიცებ ამით, კორინთელთა მიმართ წიგნში პავლე სულიერ ზეციურ ენაზე საუბრობს და აღნიშნავს რომ ენები განუმარტებლად არ აშენებენ, ძველქართული კი მხოლოდ იმიტომ რომ შენ სწავლა გეზარებოდა ბავშვობაში და წიგნები ამერიკული კომიქსები გგონია ამიტომ გეჩვენება გაუგებრად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

10. ნუთუ უსამართლობა არაა, რომ ყველა ცოდვილი ადამიანი, სიკვდილის შემდეგ, ჯოჯოხეთში უნდა დაიტანჯოს, მანამ სანამ ქრისტეს მეორედ მოსვლა იქნება? (ეს ასეა, მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების თანახმად.)

მოჩვენებითი ჰუმანურობის გამოვლენით ნუ ცდილობ ღმერთზე უფრო სამართლიანი პიროვნების შთაბეჭდილების შექმნას, ვინ სად დაიტანჯება და სამართლიანია თუ უსამართლოა ეს ღმერთის გადასაწყვეტია და შენ იმის მაგივრად აქ ნუ წყვიტავ რა არის სამართლიანი და რა უსამართლო, იმიტომ რომ შენგან განსხვავებით ღმერთი მიუკერძოებელია და თავად გადაწყვეტს ვის სად და რა ფორმით დასჯის ამას შენ არავინ გაკითხებს და ჯობია იმაზე იზრუნო ამ დასასჯელთა სიიდან ამოეწერო როგორმე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

11. რატომაა, რომ მართლმადიდებელთა უმრავლესობა ეკლსიაში იმისთვის დადის, რომ თავი დაიმშვიდოს და რიტუალური მომსახურება მიიღოს, ნაცვლად იმისა ღმერთს ეთაყვანოს?

იმიტომ რომ სიმშვიდის გარეშე თაყვანისცემა მკრეხელობაა, ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემლები თაყვანს უნდა სცემდნენ სულითა და ჭეშმარიტებით, აღელვებული სულით და აფექტში მყოფი თაყვანს ვერ სცემ, ჯერ უნდა დამშვიდდე, სიმშვიდე მოიპოვო და თAყვანი ჯეროვნად უნდა სცე, როგორც ვხედავ რასელისტები ისეთი ნიჭიერები არიან ექსტრემალურ სიტუაციებშიც ცემენ თაყვანს და რადგან მამიდობ მათ ბარემ დაწერე სიმშვიდის გარეშე ღრიალით თაყვანისცემის თეორიაც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

12. თუ უფალ იესომ თქვა, რომ "თქვენ ყველანი ძმები ხართ"-ო , რატომ არ უნდა შეეძლოს ეკლესიაში მისულ ადამიანს, სასულიერო პირს მიმართოს სიტყვით "ძმა"? (წაიკითხეთ მათეს 23:8.)

იმიტომ რომ სასულიერო პირი მრევლი არ არის, მას უფლისგან მინიჭებული აქვს სპეციალური წოდება, მღვდელი დიაკვანი, ეპისკოპოსი და ასე შემდეგ რაც შეეხება და და ძმის საკითხს რასელისტი ძმები რომ რასელისტ დებს დებს ეძახიან და თან ბაყვებში უყურებენ და ღამით ჩუმ ჩუმად მასტურბირებენ ჯობია ჯერ ამაზე წერო როგორი და ძმობა აქვთ რასელისტებს.

 

13. პატრიაქრი იწოდება "უწმინდესად". ნუთუ ის სხვა ქრისტიანებზე უფრო წმინდაა?

ნუთუ კი არა ასეა, ყოველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ თაღლითად ცნობილ ცრუ წინასწარმეტყველზე წმინდა ნამდვილად არის.

 

რასელს ვგულისხმობ

 

14. რატომ უნდა კოცნიდეს მრევლი მღვდლებს ხელებზე, ხოლო მღვდლები კი არ უნდა უკოცნიდეს ხელებს მრევლს?

იმიტომ რომ სულიერ საკითხებზე შენი ინტელექტი ნულის ტოლია, მღვდლის ხელზე კოცნა სიმბოლორად განასახიერებს იმის აღიარებას რომ მასში სულიწმინდა იმყოფება.

 

15. რატომ მოიხსენიება ლიტურგიისას პატრიარქი როგორც "ჩვენი უწმინდესი მეუფე და სულიერი მამა"?

ისევ ნულის ტოლ ინტელექტთან მაქვს საქმე მასე პატრიარქი კი არა ის მოიხსენიება ვინც პატრიარქშია, ანუ სულიწმინდა.

 

16. რითი განსხვავდება თანამედროვე დროს ეკლესიებში არსებული ჯიხურები რომლებიც საეკლესიო "წმინდა" ნივთებს ყიდიან იმ გამყიდველებისგან, რომლებიც I საუკუნეში იესომ მათრახით გამორეკა ტაძრიდან?

იმით რომ ამ იმ ჯიხურებში ნავაჭრი თანხა პირველი საუკუნეების რასელისტების (ფარისევლების) ჯიბეებში მიდიოდა ამ ჯიხურებში ნავაჭრი კი ქველმოქმედებას ხმარდება.

 

17. თუ ჯვარი ქრისტიანული სიმბოლოა და დამცველ ძალას წარმოადგენს, რატომ ითვლება ის მნიშვნელოვნად მხოლოდ მაშინ, როცა მას მღვდელი "აკურთხებს"?

თუ კი არა ქრისტიანობის სიმბოლო არის და ამას მთელი ქრისტიანული სამყარო დედამიწის მოსახლეობის 33% აღიარებს, ერთი მუჭა გზააბნეული რასელისტების გარდა, მღვდლის კურთხევით კი სულიწმინდის მადლი გადადის ნივთზე და მაგიტომ, მაგრამ შენ ამას ვერ გაიგებ იმიტომ რომ სულიწმინდა ენერგია გგონია ელექტრო ენერგია მინუს პლიუს ზამეკანია აი ეს გგონია შენ სულიწმინდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

18. რა კავშირი აქვს თაფლის, ვაშლის, მარილისა და თხილის "კურთხევას" ქრისტიანობასთან?

იგივე კავშირი რაც ქრისტემ ქნა პურის კურთხევისას აიღო პური აკურთხა გატეხა და მოწაფეებს დაურიგა საჭმელად მაგრამ ბიბლიას რომ რასელისტების მითითებული მუხლებით კითხულობ მხოლოდ ასეთ დეტალებს ყურადღებას აღარ აქცევ ხოლმე, საკვების კურთხევისას ის მავნე ზემოქმედებისაგან იწმინდება. ეხლა კითხვა, რა კავშირი ქონდა რასელის მიერ ნაკურთხ ხორბალს, რომელიც შემდგომში აღმოჩნდა რომ არა თუ ზებუნებრივი ძალის მქონე არამედ სრულიად უვარგისი და საზიანოა ჯანმრთელობისთვის, რისთვისაც რასელს იზოლატორში უკრეს თავი და სასამართლომ თაღლითად ცნო ქრისტიანობასთან?

 

19. რატომ იცავს ეკლესია ძველაღთქმისეულ წესებს, თუკი იესო ქრისტემ გააუქმა ძველ აღთქმაში ჩაწერილი მოსეს კანონები?

იმიტომ რომ მთელი წერილი ღვთივსულიერია და ქრისტემ თქვა რჯულის ან წინასწარმეტყველების გასაუქმებლად კი არა აღსასრულებლად მოვედიო, ახლა კითხვა თუ ფიქრობ რომ ძველი რჯული გაუქმებულია და აღარ მოქმედებს მაშ რაღად არ უსხავს მომაკვდავ შვილს რასელისტი დედა სისხლს? ეს აკრძალვა ხომ ძველი რჯულისაა?

 

20. რატომაა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია "წმინდანებად" მხოლოდ სიკვდილის შემდეგ აცხადებს ადამიანებს? ნუთუ სიცოცხლეშივე არ იყვნენ "წმინდანები" ასეთები?

იმიტომ რომ ცოცხლად წმინდანად შერაცხული ხიბლში არ ჩავარდეს და ამით არ გაამაყდეს როგორც ეს ლუციფერს და რასელისტებს ემართებათ ხოლმე.

 

21. ეკლესიის განცხადების თანახმად, ლოცვისას მართლმადიდებლები ხატებს კი არ ეთაყვანებიან თურმე, არამედ მასზე გამოსახულ პიროვნებებს; თუ ასეა, რატომაა რომ ერთი კონკრეტული ხატი,მეორე ხატზე უფრო პატივგებულია, იმ დროს როცა ორივე ხატზე, ერთი და იგივე პიროვნებაა გამოსახული?

იმიტომ რომ ერთი ხატი უფრო შემკობილია მეორეზე და სიტყვა პატივგებული ხატზე გამოსახულის ნაკლებ ან მეტ პატივისცემას კი არ ნიშნავს როგორც ამას შენი მოკლე ინტელექტით წყვეტ არამედ ხატის შემკულობას.

 

22. რატომაა რომ მაღალი სასულიერო პირები, ხშირ შეთხვევაში რიგით მართლმადიდებელზე ათასმაგად უკეთეს ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფებიან?

იმავე მიზეზის გამო რა მიზეზითაც ნებისმიერი რასელისტი ხუცესი უფრო უკეთეს ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება ვიდრე რიგითი რასელისტი, ეხლა კი დავასახელებ ნებისმიერ ბიზნესმენს მაგალითად გოგი თოფაძე რომელიც მართლმადიდებელი ქრისტიანია და დამისახელე მღვდელი ვისაც მაგაზე მეტი თანხა აქვს.

 

23. რატომ არ ძალუძს პატრულს, მთვრალი სასულიერო პირის ნარკოლოგიურში წაყვანა ანალიზების გასაკეთებლად?

სად დაგესიზმრა რომ არ ძალუძს? ძალუძს და კანონით მას მინიჭებული აქვს უფლება ალკოტესტით შეამოწმოს ნებისმიერი ფიზიკური პირი მათ შორის სასულიეროც, ეხლა პატრული თუ არასათანადოდ ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას ეს მღვდლის ბრალია?

 

24. რატომ აცხადებს ეკლესია რომ სახელმწიფოსგან სრულიად გამოყოფილი და დამოუკიდებელია, მაშინ როცა ისეთი პრივილეგიებით სარგებლობს, როგორც ზოგიერთი სახელმწიფო მოხელე?

ეკლესიის ავტოკეფალიაზე საუბარს აღარ დაგიწყებ შენთვის ჩინური იქნება რაც შეეხება პრივილებირებულ მდგომარეობას ეს კონსტიტუციაში და კონსტიტუციურ შეთანხმებაშია გაწერილი და თავდაყირა რო დადგეთ შენ, რასელისტები, თავისუფლების ინსტიტუტი და მთლიანად მასონური სამყარო პრივილებირებულ მდგომარეობაში საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესია მუდამ იქნება.

 

25. რატომ იცხადებს თავის თავს მართლმადიდებლობა ღვთის რელიგიად?

იმიტომ რომ რასელისტებისაგან განსხვავებით მართლმადიდებლური ეკლესია მართლაც არის ღვთის რელიგია.

 

26. რატომ არ ცდილობს ეკლესია თავის გამოცემულ ბიბლიებში არსებული უამრავი შეცდომების ჩასწორებას, მაშინ როცა ბრწყინვალედ იცის ამის შესახებ?

ეგ რასელის ექვსტომეულში ჩაასწორე შეცდომები, ჯვარის მაგივრად სტოლბა რომ ჩაწერეთ და იესო მთავარანგელოზ მიქაელად რომ გამოიყვანეთ, სულიწმინდა რომ დაგმეთ და ძალააო რომ იძახით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

27. რატომ გამოაცხადა ეკლესიამ ძველი დროის "ეკლესიის მამები" წმინდანებად, მაშინ როცა ისინი თავიანთ სიცოცხლეში ურთიერთგამომრიცხავ სწავლებებს უჭერდნენ მხარს? (ამ დროს ეკლესია აცხადებს რომ ისინი სული წმინდით იმართებოდნენ).

განსხვავებული აზრი ქრისტეს მოციქულებსაც ქონდათ ისინი ხშირად დაობდნენ ხოლმე ერთმანეთში, მაგალითად მაშინ როდესაც ყველა დარწმუნებული იყო ქრისტეს აღდგომაში თომას არ სჯეროდა ეხლა რისი თქმა გინდა რომ თომა სატანისტია? გიმეორებ ბიბლიის კითხვას სანამ რასელის მითითებული მუხლებით არ შეეშვები მაგ გაურკვეველ უსუსურ დონეზე დარჩები.

 

28. რატომ აკურთხა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ხელმძღვანელი პატრიარქმა და რატომ არ გამოაცხადა ის ეკლესიის მოღალატედ, როცა მმკ-ს ხელმძღვანელის მეთაორიბით მმკ-ში გაერთიანებულმა მართლმადიდებლებმა უამრავი სისაძაგლე ჩაიდინეს? (მაგალითად თანამორწმუნე მართლმადიდებლები არაერთხელ გალახეს და კერძო საკუთრება დაუზიანეს).

ჯერ ეს ერთი პატრიარქმა ხელმძღვანელი აკურთხა როგორც მრევლი და კონკრეტული პიროვნება და არა საზოგადოება მმკ, რაც შეეხება თავად ამ საზოგადოებას, მათ სისაძაგლე კი არ ჩაიდინეს რასელისტებისა და მსგავსი მასონ, სექტანტების სისაძაგლეებს დაუპირისპირდნენ და მათი მოქმედებები თქვენს თარეშს აფერხებს და აღკვეთავს კიდეც.

 

29. რატომაა, რომ ეკლესიამ, რომელიც თავისი აცხადებს რომ მკითხაობის, ჯადოს და ცრურწმენის "წინააღმდეგია", მთელი თავისი ისტორიია განმავლობაში, ვერ აღმოფხვრა იგი თავისი მრევლისგან?

ჯადოქრები და ცრუ წინასწარმეტყველები რასელისტებისაკენ მოიკითხე, ოთხმოცდაათჯერ რომ იმჩხიბავეს და იმკითხავეს ქვეყნის აღსასრული 1914 წლიდან მოყოლებული და იმდენად უვიცები არიან მაგ ჯადოქრობაში რომ მერე თავიანთი ფიასკოს ახალი ტყუილებით გამართლებას ცდილობენ ხოლმე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

30. 2008 წელს წარმოებული ომის დროს, რომელშიც რუსი და ქართველი მართლმადიდებლები ხოცავდნენ ერთმანეთს, რატომ ლოცულობდა თითოეული მხარის სამღვდელოება, მეორე მხარეს მებრძოლ მართლმადიდებლებზე გამარჯვებისთვის? (რაც არ უნდა "საფუძვლიანი" მიზეზი დასახელდეს, ნუთუ ერთი სარწმუნოების მიმდევრების მიერ ერთმანეთს ხოცვა, ქრისტიანული ძმობისა და სიყვარულის მაჩვენებელია? წაიკითხეთ იოანეს 13:34,35.)

ცდები ცილისმწამებელო კუდრაჭა ბიჭო, ისინი მოწინააღმდეგეზე გამარჯვებისთვის კი არა საკუთარი ქვეყნის ხსნისთვის ლოცულობდნენ, ასე რომ შენი ცილისმწამებლური და ამავდროულად უაზრო პოსტები დაახვიე და ადგილი მოუძებნე სიხარულოვიჩ და უსუსურად ნუ ფაფხურობ აქ რაღაცას ხალხს ნუ ართობ შუასაუკუნეების ჯამბაზივით.

 

 

ფორუმელის შეურაცხყოფა. ვორნი +20%

80 % უკვე გქონდა, ასეთ შემთხვევაში წესებიდან გამომდინარე 24 საათიანი ბანი გედება.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...