Jump to content
Planeta.Ge

მართლმადიდებლური რელიგიური მიმდინარეობები -


Recommended Posts

აქ ლაპარაკია სქიზმებზე მართლმადიდებლურ წიაღში თუ ერეტიკულ და სექტანტურ ეკლესიებზე?

BRAINIUS

 

 

ამ თემის სათაურია: "მართლმადიდებლური რელიგიური მიმდინარეობები - სინამდვილეში სად იღებენ თავიანთ სათავეს?" ანუ მართლმადიდებელ ეკლესიაზე,როგორც ერთერთ რელიგიურ მიმდინარეობაზე ანუ დაჯგუფებაზე. წინა პოსტები რომ წაგეკითხა,გაიგებდი რომ თავად მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტიანობიდან გადახვევის შედეგად წარმოქმნილი რელიგიური მიმდინარეობაა.

 

სქიზმა არის ეკლესიის კანონიკური წყობა-მმართველობისადმი დაუმორჩილებლობა, მისგან გამოყოფა.

ერთ-ერთ ასეთს, სწორედ რომ ახ.წ-ით 1054 წელს ოფიციალური სახით მოვლენილი მართლმადიდებელი ეკლესიის სახელწოდებით მოვლენილი რელიგიური დაჯგუფება-მიმდინარეობა წარმოადგენს.

 

მართლმადიდებელი ეკლესია არცერთ ჯგუფს არ განეკუთვნება: მას აქვს უწყვეტი სამოციქულო ფესვები, არის კანონიკური ეკლესია, არ გადაუხვევია ჭეშმარიტი სწავლებიდან.

ეს რასაც აქ წერ, რბილად რომ ვთქვათ, დიდი სიცრუეა და ნამეტანი ხმამაღალი განცხადებებია. თემის თავდაპირველი პოსტები რომ წაგეკითხა, მიხვდებოდი რომ რასაც წერ, სინამდვილეს არ შეეფერება.

 

მოკლეთ, ეს ეკლესია გაყოფაში არასდროს ყოფილა, ანუ არის ორიგინალური, სამოციქულო ეკლესია. ნუ თუ ვინმე თუ არ იზიარებს მართლმადიდებლურ თეოლოგიას ეგ მაგის პრობლემაა.

მორიგი მტკნარი სიცრუე. წაიკითხე თავდაპირველი პოსტები და გაერკვევი... ერთი კი მესმის, რომ ძალიან გსურთ "მართლმადიდებლებს" ისე იყოს, როგორც აცხადებთ ხოლმე თქვენს რელიგიურ მიმდინარეობას, მაგრამ:

 

როცა ამ საკითხს მიუკერძოებელი მეთოდებით ისტორიულ ფონზე იკვლევს ადამიანი, აშკარა ხდება, რომ არათუ მართლმადიდებლური მიმდინარეობები, არამედ არცერთი ტრადიციული "ქრისტიანული" ეკლესია, არ წარმოადგენს ნამდვილ, თავდაპირველ ქრისტიანულ რელიგიას. მიზეზი ისაა, რომ თითოეული მათგანი, რომელიღაცას მოწყვეტილ, გამოყოფილ - დაჯგუფებას - წარმოადგენს
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 174
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

აზრი

Morfius   ტყუილი. წარმოადგინე სასამართლოს გადაწყვეტილება. მანამდე კი კვლავ მატყუარა და ცილისმწამებელი დარჩები.   არავითარ შემთხვევაში. სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, არავის არ აქვს ვინმე სცნოს დ

Nukriko

მკითხველს:     ვინმე იუზერი აზრი, ყველანაირად ცდილობს მართლმადიდებლობას და ზოგადად არაიეღოვლურ რელიგიურ მიმდინარეობებს, რამენაირად ჩირქი მოცხოს. სხვა რელიგიის წარმომადგენლებს, უწყობს პროვოკაციებს და რ

აზრი

ეს არის ტყუილი და მკითხველის შეცდომაში შეყვანა.   რადგან, როგორც უკვე დავწერე:     შენგან განსხვავებით, ობიექტური მკითხველი დასკვნებს თვითონ გააკეთებს.

თავად მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტიანობიდან გადახვევის შედეგად წარმოქმნილი რელიგიური მიმდინარეობაა.

 

შენს მოსაზრებებს დასაბუთება ჭირდება. პოსტები არის რეალობას მოკლებული.

 

ერთ-ერთ ასეთს, სწორედ რომ ახ.წ-ით 1054 წელს ოფიციალური სახით მოვლენილი მართლმადიდებელი ეკლესიის სახელწოდებით მოვლენილი რელიგიური დაჯგუფება-მიმდინარეობა წარმოადგენს.

 

როგორც ჩანს, 1054 წლის განხეთქილებაში აღმოსავლეთის საპატრიარქოებს ადანაშაულებ, მაგრამ არც ის გეტყობა რომაულ კათოლიკურ ეკლესიას მიეკუთვნებოდე. ისე იცოდე დიდი სქიზმა რთული საკითხია. საინტერესოა, რაში მიიჩნევ დამნაშავედ მართ. ეკლესიას?

ეს ეკლესია კი არ მოევლინა, როგორც თანამედროვე ნეო-პროტესტანტული სექტები, ამ უძველესი საპატრიარქოების ისტორია მოციქულებისგან იღებს სათავეს, ამ ეკლესიას არაფერი ახლის სწავლება არ დაუწყია, ასე რომ სიტყვა მოვლენილი, რბილად რომ ვთქვათ სისულელეა

 

ეს რასაც აქ წერ, რბილად რომ ვთქვათ, დიდი სიცრუეა და ნამეტანი ხმამაღალი განცხადებებია.

 

მართ. ეკლესიას აქვს უწყვეტი სამოციქულო ფესვები. შენი აზრით როდის გაწყდა ეს ჯაჭვი?

 

არცერთი ტრადიციული "ქრისტიანული" ეკლესია, არ წარმოადგენს ნამდვილ, თავდაპირველ ქრისტიანულ რელიგიას

 

შენ უარყობ იესო ქრისტეს სიტყვებს რომ ჯოჯოხეთის ბჭეები ვერ ძლევენ მის ეკლესიას. დაჯგუფება შეიძლება ვუწოდოთ სექტას, რომელსაც აანაირი კავშირი არ აქვს ეკლესიასთან, რომელიც დაარსებულია 33 წელს, სულთმოფენობას. ეკლესიას სული წმინდა მიუძღვის და იცავს მას დამახინჯებული სწავლებისგან.

კარგი იქნება შენი ეკლესიის შესახებაც თუ იტყვი რამეს.

Edited by BRAINIUS
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენს მოსაზრებებს

BRAINIUS

 

გეშლება. ჩემი მოსაზრება კი არა, ფაქტის კონსტატაცია მოვახდინე. თუ რაიმე საწინააღმდეგო შეხედულებები გაქვს, დაასაბუთე. ;)

 

საინტერესოა, რაში მიიჩნევ დამნაშავედ მართ. ეკლესიას?

მე არავის ვადანაშაულებ. ფაქტის კონსტატაცია მოვახდინე-თქო დავწერე. "მართლმადიდებლურმა" ეკლესიებმა I საუკუნის ქრისტიანობიდან გადაუხვია ძალიან დიდი ხნის წინ. წაიკითხე პოსტები და უკვე განხილული საკითხების გარშემო აღარ დასვავ შეკითხვებს.

 

საპატრიარქოების ისტორია მოციქულებისგან იღებს სათავეს,

დაამტკიცე მაშინ. მხოლოდ ხმამაღალი განცხადებების გაკეთება რომ გიყვართ, ეგ ახალი არაა.

 

ამ ეკლესიას არაფერი ახლის სწავლება არ დაუწყია

ისტორიული ფაქტებიდან გამომდინარე თუ დავასკვნით, დაუწყია.

 

 

მართ. ეკლესიას აქვს უწყვეტი სამოციქულო ფესვები.

დააამტკიცე მაშინ. :TAT:

 

შენი აზრით როდის გაწყდა ეს ჯაჭვი?

წაიკითხე პოსტები და უკვე განხილული საკითხების გარშემო აღარ დასვავ შეკითხვებს.

 

 

 

შენ უარყობ იესო ქრისტეს სიტყვებს რომ ჯოჯოხეთის ბჭეები ვერ ძლევენ მის ეკლესიას.

ჯერ ერთი, იესომ აი რა თქვა: "გეუბნები: შენა ხარ პეტრე, და მე ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს კრებას, რომელსაც ვერ სძლევს სამარის ჭიშკრები". მეორეც, იესო სიტყვა "კლდეში" პეტრეზე კი არა, თავის თავზე მიუთითებდა.

 

 

დაჯგუფება შეიძლება ვუწოდოთ სექტას, რომელსაც აანაირი კავშირი არ აქვს ეკლესიასთან, რომელიც დაარსებულია 33 წელს, სულთმოფენობას.

წინა პოსტები რომ წაგეკითხა, ნახავდი როგორც იყო თავიდან. როცა ნამდვილი ქრისტიანული სარწმუნოებიდან გადაუხვიეს შენმა რელიგიურმა წინაპრებმა, რიცხობრივად მცირე იყავით; დღევანდელობასთან შედარებით, გაცილებით პატარა ჯგუფი იყავით. შემდეგ, საუკუნეების მანძილზე, ნელნელა ძლიერდებოდით პოლიტიკურად და ძალაუფლებას იგდებდით ხელში. ბევრ ადგილას, ცეცხლითა და მახვილით ავრცელებდით თქვენს "ქრისტიანობას". დღეს კი სახეზე გვაქვს დიდი, მდიდარი, მრავალრიცხოვანი "მართლმადიდებელი ეკლესია", რომელიც თავს ნამდვილ ქრისტიანად იცხადებს. წაიკიტხე წინა პოსტები. თუ არადა, წრეზე სიარულის სურვილი არ მაქვს რომ ერთი და იგივე ვწერო ყოველ მეორე პოსტში.

 

ეკლესიას სული წმინდა მიუძღვის

კი, ოღონდ თქვენსას არა.

 

და იცავს მას დამახინჯებული სწავლებისგან.

მართლმადიდებელ რელიგიურ მიმდინარეობებს, ქრისტეს სწავლებები არ დაუცვია.პირიქით, შეცვალა და დაამახინჯა ის.

 

რაც შეეხება ამას: "კარგი იქნება შენი ეკლესიის შესახებაც თუ იტყვი რამეს".

 

მოგახსენებ, რომ მე არ მავქს ჩემი ეკლესია გახსნილი. თუ გავხსნი, შეგატყობინებთ. :TAT: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასეთ რელიგიურ ჯგუფებს წარმოადგენდა:

 

"ნიკოლაელთა" ჯგუფი, "არიანელთა" ჯგუფი, "ორთდოქსთა" (მართლის განმადიდებელთა) ჯგუფი, "კათოლიკეთა" (საყოველთაო ქრისტიანთა) ჯგუფი, "ნესტორიანელთა" ჯგუფი და სხვები და სხვები...

 

1 ნიკოლაიზმის ერესი მთელმა ეკლესიამ უარყო, ჯერ კიდევ მოციქულთა დროს: ''მაგრამ ეს კი გაქვს, რომ გძულს ნიკოლაელთა საქმენი, რომელნიც მეცა მძულს.'' (გამოცხადება 2:6) და შენ ნიკოლაოსის უფრო გჯერა, რომლის ერესიც აღარ არსებობს (რაც მის სიცრუეზე მეტყველებს, რადგან ჭეშმარიტი ეკლესია ყოვეთვის იარსებებს) თუ იოანესი?

2 არიანიზმი - გჯერა არიოზის მოძღვრების ძე ღმერთი არაა მამის ტანასწორი და არსებობდა დრო, როდესაც ძე ღვთისა არ არსებობდა? ანუ დროის კონკრეტულ მომენტში შეიქმნა? არიანიზმი დიგმო პირველ წმინდა ეკუმენურ კრებაზე.

3 ნესტორიანიზმი - ეთანხმები ნესტორს და თეოდორეს რომ ღვთისმშობელს შეიძლება ეწოდოს მხოლოდ ქრისტესმშობელი, რადგან იესო ქრისტე დაბადებით იყო ადამიანი? და გჯერა იმის რომ ქრისტე თავის თავში აერთიანებდა ორ განსხვავებულლ პირს - ღვთაებრივსა და კაცობრივს? ეთანხმები მათ, რომლებმაც ქრისტე გაყვეს? ეს დოქტრინა მესამე მსოფლიო კრებაზე დაიგმო.

 

თუ არ ეთანხმები, მაშინ რას ერჩი ორთოდოდქსთა ''ჯგუფს''?

 

ქრისტიანობის გამავრცელებელი ქრისტეს მიერ არჩეული ოცუქულები I-ელ საუკუნეში კცდებიან. მათ მაგივრობას წევს ქრისტიანულ საკრებულოებში დაყენებული ზედამხედველები, მამაკაცები, როლებიც წესით და რიგით, ქრისტიანული სწავლებების და საქმიანობის გამგრძელებლები და გამავრცელებლები უნდა ყოფილიყვნენ.

 

დიახ ეპისკოპოსები უნდა ყოფილიყვნენ მათი საქმის გამგრძელებლები.

 

ამხნევებდნენ მოწაფეთა სულებს, შეაგონებდნენ, მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენით, და ეუბნებოდნენ: მხოლოდ დიდი ტანჯვის ფასად თუ შევალთ ღვთის სასუფეველშიო. ხელდასხმით უკურთხეს მათ თვითეული ეკლესიის ხუცესნი და ლოცვითა და მარხვით შეავედრეს ისინი უფალს, რომელიც ირწმუნეს. (აქტები 14:22-23)

 

ეს ორდინაცია განუწყვეტლად მოდის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოციქულების დროიდან. სადაც არაა ეპისკოპისი, იქ არაა ორდინაცია, სადაც ორდინაცია არაა, იქ ვერ აღსრულდება საიდუმლოებები, სადაც საიდუმლოები არ სრულდება, იქ არაა ეკლესია.

 

თანდათანობით, ამ საყოველთაო "ქრისტიანულ" რელიგიაში წარმოჩდნენ ე.წ. "ეპისკოპოსები" და "პაპები".

 

თანდათანბოით კი არა მოციქულების დროიდან განუწყვეტლად მოდის.

 

 

რომის კათოლიკური ეკლესიისგან სრულ გამოყოფას იწყებს. შედეგად, 1054 წელს, იბადება ახალი რელიგიური განშტოება, რომელიც სახელად ირქმევს "ორთოდოქსიას" ("მართლმადიდებლობას").

 

სრული იდიოტობა, რაც ამის ავტორის არაკომპეტენტურობაში მეტყველებს. შეგიძლია ახსნა დიდი სქიზმის მიზეზები, შედეგები და საბაბები? აბა გისმენ

1054 წელს კი არ დაბადებულა, არამედ რომმა და აღმოსავლეთმა ერთმანეთთან კავშირი შეწყვიტეს, ამ უკანასკნელთ ჰქონდათ კანონიკური ეკლესიის სტატუსი და არა დაჯგუფების. შეიძლება სექტაზე თქვა ''დაიბადაო'' მაგრამ როგორ შეიძლება სამოციქულო ეკლესიები, რომლებიც სქიზმამდე არსებობდნენ თქვა დაიბდაო. სიტყვა დაიბადა შეიძლება იხმარო პროტესტანტულ კონფესიებზე, რომლებიც მართლაც დაიბადნენ რომის ეკლესიის წიაღში, მაგრამ აღმოსავლეთის ეკლესიები რომის ეკლესიის წიაღში კი არ იყვნენ, არამედ დამოუკიდებლები იყვნენ მისგან, მაგრამ ჰქონდათ ევქარისტიული კავშირი (ანუ რომთან ერთად, ისევე რომი კონსტანტინოპოლთან, ალექსანდრიასთან, ანტიოქიასთან და იერუსალიმთან ერთად ერთ ეკლესიას წარმოადგენდა) მოკლეთ რაც ზემოთ წერია, სრული კრეტინიზმია.

 

დიდ (მეხუთე) სქიზმას ბევრი მიზეზი ჰქონდა (მათ შორის იყო პოლიტიკურიც, რაშიც დამნაშავე ორივე მხარეა) მაგრამ დიდი სქიზმა იყო პროცესი და 1054 წელს, როგორც ასეთი პროცესი არც დაწყებულა და არც დასრულებულა.

პოლიტიკურთან ერთად მთავარი იყო ორი უმნიშვნელოვანესი მიზეზი: ფილიოქვე და პაპის პრიმატთან დაკავშირებული შეხედულებები. ფილიოქვე არ არის იმდენად პრობლემა, რამდენადაც ნიკეა-კონსტანტინოპოლის მრწამსში შეტანილი ცვლილება.

პატრიარქის ანათემას გადაცემაზე არგუმენტი იყო რომ კონსტნანტინეპოლმა ამოიღო ფილიოქვე მრწამსიდან, სინამდვილეში არაფერი შეუცვლია, ეს რომის ეკლესიამ 1020 წელს ჩაამატა ფილიოქვე.

1054 წელს კი კარდინალმა ჰუმბერტმა ანათემას გადასცა პატრიარქი მიხაილ კერურალიოსი, რასაც პასუხად მოჰყვა საპასუხო ანათემა.

 

 

თუ არცერთს არ მიიჩნევ ჭეშმარიტ ეკლესიად, მაშინ მითხარი სად არის ქრისტეს ეკლესია დღეს?

Edited by BRAINIUS
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

თუ არცერთს არ მიიჩნევ ჭეშმარიტ ეკლესიად, მაშინ მითხარი სად არის ქრისტეს ეკლესია დღეს?

 

 

ეგ არ იცის :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1 ნიკოლაიზმის

2 არიანიზმი -

3 ნესტორიანიზმი -

BRAINIUS

 

მაგ სამთან ჩამონათვალში აგრეთვე ეწერა:

 

"ნიკოლაელთა" ჯგუფი, "არიანელთა" ჯგუფი, "ორთდოქსთა" (მართლის განმადიდებელთა) ჯგუფი, "კათოლიკეთა" (საყოველთაო ქრისტიანთა) ჯგუფი, "ნესტორიანელთა" ჯგუფი და სხვები და სხვები...

 

ეს ნიშნავს, რომ ის რელიგიური მიმდინარეობა, რომელსაც თავს მიაკუთვნებ, ვერ წარმოაჩინე ქრისტეს კრების გამგრძელებლად.. გარდა ამისა, ისტორიისა და ბიბლიის თანახმად, აშკარად დადასტურდა, რომ I საუკუნის ქრისტიანობიდან მოხდა განდგომა და დაიბადა ახალ ახალ რელიგიური ჯგუფები, რომლებიც თანდათანობით, გადაიქცა დიდ რელიგიურ მიმდინარეობად, რომელიც საკუთართავს ჭეშმარიტ ქრისტიანად იცხადებს. რაც შეეხება ორთოდოქსულ რელიგიურ ჯგუფს, რომელიც ერთ-ერთი იყო, რომელიც დაიბადა ქრისტიანობიდან განდგომის საფუძველზე და არ მოგეწონა "დაიბადა" რომ დავწერე მასზე; შეგახსენებ, რომ მართლა განდგომილების წიაღში ხართ დაბადებული და ოფიციალურად მაშინ დაიბადეთ, როცა საყოველთაო კათოლიკურ ეკლესიას ურთიერთ შეუთანხმებლობის გამო, განხეთქილებაში და სქიზმაში აღმოჩნდით, და ეს იყო მწარე ახ.წ-ით 1054 წელი. მანამდეც (ანუ 1054 წლამდეც) ეურჩებოდით კათოლიკებს და საერთოდ ქრისტიანობას, მაგრამ ოფიციალურად მხოლოდ ახ. წ-ით 1054 წელს დაიბადეთ როგორც რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც თავიდან პატარა ჯგუფს წარმოადგენდა და საუკუნეების მანძილზე, ნელნელა იზრდებოდა, ძალაუფლებას იგდებდა ხელში და იმდენსაც კი ბედავდა, რომ ცეცხლითა და მახვილით აღებინებდა თავის "ქრისტიანობას" იმ ადამიანებს, რომლებსაც არ სურდა მისი მიღება! ფაქტებს, რომელსაც ისტორია გვაწვდის, ვერსად ვერ დაემალებით!

 

თუ არ ეთანხმები, მაშინ რას ერჩი ორთოდოდქსთა ''ჯგუფს''?

 

პოსტებს არ კითხულობ? ბოლოს რაც დაგიწერე, ის მაინც წაგეკითხა? წრეზე ხომ არ ვივლით ერთი და იგივეს წერით? აბა კარგად წაიითხე წინა პოსტები და ბოლო პოსტიც, სადაც დაგიწერე:

მე არავის ვადანაშაულებ. ფაქტის კონსტატაცია მოვახდინე-თქო დავწერე. "მართლმადიდებლურმა" ეკლესიებმა I საუკუნის ქრისტიანობიდან გადაუხვია ძალიან დიდი ხნის წინ. წაიკითხე პოსტები და უკვე განხილული საკითხების გარშემო აღარ დასვავ შეკითხვებს.

 

რაც შეეხება ამას:

 

დიახ ეპისკოპოსები უნდა ყოფილიყვნენ მათი საქმის გამგრძელებლები.

ჯერ ერთი, ეპისკოპოსები კი არ უნდა ყოფილიყვნენ მათი საქმის გამგრძელებლები, არამედ ზედამხედველები. მეორეც, იმ ეპისკოპოსებმა, რომელიც მათი საქმის გამგრძელებლები გგონია, განუდგნენ ქრისტიანობას და გადაუხვიეს ქრისტიანულ სწავლებებს. ეს რომ ასე მოხდა, ამას ორი რამ ადასტურებს: მათი არაბიბლიური სწავლებები, რომელიც თავიანთ "წმინდა" კრებებზე დაიდგინეს და მათი ცხოვრების წესი.

 

ეს ორდინაცია განუწყვეტლად მოდის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოციქულების დროიდან.

ერთი და იგივე ბრტყელ ბრტყელი ფრაზების და ხმამაღალი განცხადებების წერით ვერ დაასაბუთებ იმას რასაც რა ხანია ველით შენგან. წინა პოსტშიც გარკვევით დაგიწერე:

 

დაამტკიცე მაშინ. მხოლოდ ხმამაღალი განცხადებების გაკეთება რომ გიყვართ, ეგ ახალი არაა.

ასე რომ წრეზე ნუ დადიხარ და მეც ნუ მატარებ. თუ გსურს ვინმემ მაინც დაიჯეროს შენი ხმამაღალი განცხადებები, დასაბუთებაც უნდა შეგეძლოს. :yes:

 

 

თანდათანბოით კი არა მოციქულების დროიდან განუწყვეტლად მოდის.

ახლა იყავი და იმეორე ისევ ერთი და იგივე. წინა პოსტშიც მაგას წერდი. მაგაზე კიდევ მოგწერე:

დაამტკიცე მაშინ.

 

ვიცი რომ გჩვევით მართლმადიდებლებსაც და კათოლიკებსაც ხმამაღლა ლაპარაკი გინდა თუ არა ჩვენი ეკლესიაა ღვთისაო და მოციქულებისგან მოდისო, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, ისევ მხოლოდ ხმამაღალი განცხადებების გაცხადება შეგიძლიათ. ტყუილად გგონიათ რომ თქვენი თვითმარქვიობის დავიჯერო.

 

 

სრული იდიოტობა..

მოკლეთ რაც ზემოთ წერია, სრული კრეტინიზმია.

მასეა.. როცა არგუმენტები არ გაქვთ, შეურაცხყოფაზე გადადიხართ. ჯერ მასე იწყებთ, მერე უფრო მსუქან მსუქან ფრაზებზე გადახვალთ. :givi:

 

რაც შეეხება ამას: თუ არცერთს არ მიიჩნევ ჭეშმარიტ ეკლესიად, მაშინ მითხარი სად არის ქრისტეს ეკლესია დღეს?

 

 

ყოველ შემთხვევაში იქ არაა, სადაც შენ გგონია. ქრისტეს კრება (ბერძნ: ეკლესსია), არის იქნ სადაც უნდა იყოს. ამის გარდა, შეგახსენებ, რომ ამ თემაში საუბარია არა იმაზე თუ სადაა ქრისტეს კრება, არამედ იმაზე, თუ სად იღებს ქრისტეს კრებიდან განდგომილი რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც თავს "მართლმადიდებლად" იცხადებს. ასე რომ უამრავი ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები გაქვს გაკეთებული პოსტებში და მესამედ გეუბნები, რასაც გაიძახი, მას დამტკიცება ესაჭიროება. იმედია გაითვალისწინებ. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგ სამთან ჩამონათვალში აგრეთვე ეწერა:

 

და სხვებში და სხვებში რომელს გულისხმობ მითხარი. ნიკოლაელთა, არიანელთა და ნესტორიანელთა ერესზე მემგონი დაიწერა.

 

საფუძველზე და არ მოგეწონა "დაიბადა" რომ დავწერე მასზე

 

შეიძლება სექტაზე თქვა ''დაიბადაო'' მაგრამ როგორ შეიძლება სამოციქულო ეკლესიები, რომლებიც სქიზმამდე არსებობდნენ თქვა დაიბდაო. სიტყვა დაიბადა შეიძლება იხმარო პროტესტანტულ კონფესიებზე, რომლებიც მართლაც დაიბადნენ რომის ეკლესიის წიაღში, მაგრამ აღმოსავლეთის ეკლესიები რომის ეკლესიის წიაღში კი არ იყვნენ, არამედ დამოუკიდებლები იყვნენ მისგან, მაგრამ ჰქონდათ ევქარისტიული კავშირი (ანუ რომთან ერთად, ისევე რომი კონსტანტინოპოლთან, ალექსანდრიასთან, ანტიოქიასთან და იერუსალიმთან ერთად ერთ ეკლესიას წარმოადგენდა) მოკლეთ რაც ზემოთ წერია, სრული კრეტინიზმია.

 

მანამდეც (ანუ 1054 წლამდეც) ეურჩებოდით კათოლიკებს და საერთოდ ქრისტიანობას,

 

დაუმორჩილებლობაში რას გულისხმობ გამარკვიე ერთი. შენ საერთოდ საფუძვლიანად იცი დასავლეთ-აღმოსავლეთის კონფლიქტების შესახებ? 1054 წელს ეკუმენური პატრარქის შეჩვენების ერთერთი არგუმენტი, პაპის ლეგატების მხრიდან ის იყო რომ ფილიოქვე ამოიღეს მრწამსიდან.სინამდვლიეში ნიკეა-კონსტანტინოპოლის კრედო უცვლელი დარჩა. მრწამსის შეცვლას კრძალავს III მსოფლიო კრების VII კანონი და ასევე უამრავი კანონი. (ეს ისე მოკლედ, მაგრამ დიდი სქიზმის საკითხი ურთულესია)

ეს იყო სასაცილო ''ეურჩებოდნენ კათოლიკეებს''. მანამდე კათოლიკური და მართლმადიდებლუი ეკლესიები გაყოფილი არ იყო, რომ დაგეწერა ეურჩებოდნენ რომსო რამე მაინც იქნებოდა. ისე შეგახსენებ რომ კონსტანტინოპოლის საყდარი პსტივით გაუთანაბრდა რომს.

 

 

ფაქტის კონსტატაცია მოვახდინე-თქო დავწერე. "მართლმადიდებლურმა" ეკლესიებმა I საუკუნის ქრისტიანობიდან გადაუხვია ძალიან დიდი ხნის წინ. წაიკითხე პოსტები და უკვე განხილული საკითხების გარშემო აღარ დასვავ შეკითხვებს.

როდის და რა საკითხში გადავუხვიეთ? რომელი სწავლება გავამრუდეთ?

 

მათი არაბიბლიური სწავლებები, რომელიც თავიანთ "წმინდა" კრებებზე დაიდგინეს და მათი ცხოვრების წესი.

Edited by BRAINIUS
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აბა რომელი კრების რომელი დოქტრინა არ მოგწონს კონკრეტულად? ამ კრებებზე დაგმობილ რომელ ერესს ემხრობი: არიანიზმს, მაკედონიანიზმს, აპოლინარიანიზმს, ნესტროიანიზმს, მონოფიზიტიზმს, მიაფიზიტიზმს (მონოფიზიტიზმის განშტოება), მონოთელიტიზმს თუ ხატთმებრძოლეობას?

 

ერთი და იგივე ბრტყელ ბრტყელი ფრაზების და ხმამაღალი განცხადებების წერით ვერ დაასაბუთებ იმას რასაც რა ხანია ველით შენგან.

 

კი ბატონო, მაშინ მითხარი მე - ცდომილებაში მყოფს, როდის გაწყდა ეს ჯაჭვი?

 

ასე რომ წრეზე ნუ დადიხარ და მეც ნუ მატარებ. თუ გსურს ვინმემ მაინც დაიჯეროს შენი ხმამაღალი განცხადებები, დასაბუთებაც უნდა შეგეძლოს.

 

შენ აკეთებ განცხადეებებს და შენ დაასაბუთე, როდის გაწყდა სამოციქულო ჯაჭვი?

 

 

მასეა.. როცა არგუმენტები არ გაქვთ, შეურაცხყოფაზე გადადიხართ. ჯერ მასე იწყებთ, მერე უფრო მსუქან მსუქან ფრაზებზე გადახვალთ.

 

მე არგუმენტები დავწერე, თან უკვე მეორედ და ამას შენ რომ მეუბნები მიკვირს :no: ზემოთ გაეცი პასუხი და მერე მოითხოვე სხვისგან არგუმენტები. შეურაცხყოფაზე არ გადავდივარ, კრეტინიზმი კრეტინიზმია რა ვქნა. ვიცი რომ ეს ვიღაც ავტორისაა, ამიტომ შენ არ მიგულისხმიხარ ;)

 

ყოველ შემთხვევაში იქ არაა, სადაც შენ გგონია. ქრისტეს კრება

 

მაშინ სადაა მითხარი. ასე ძნელია რომ თქვა მისის სახელი?

 

ჯერ ერთი, ეპისკოპოსები კი არ უნდა ყოფილიყვნენ მათი საქმის გამგრძელებლები, არამედ ზედამხედველები

 

კაი გაჩერდი ნუ მჭერმეტყველლობ :)) ეპისკოპოსი ბერძნულად ზედამხედველს ნიშნავს ისედაც :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დასავლეთ-აღმოსავლეთის კონფლიქტების შესახებ?

როდის და რა საკითხში გადავუხვიეთ?

რომელი სწავლება გავამრუდეთ?

აბა რომელი კრების რომელი დოქტრინა არ მოგწონს კონკრეტულად?

კი ბატონო, მაშინ მითხარი მე - ცდომილებაში მყოფს, როდის გაწყდა ეს ჯაჭვი?

მაშინ სადაა მითხარი. ასე ძნელია რომ თქვა მისის სახელი?

BRAINIUS

 

სამჯერ მოგეცა შესაძლებლობა შენი მცდარი შეხედულებები დაგესაბუთებინა მაგრამ ვერ შეძელი. ახლა კითხვებს სვავ და გინდა ქრისტიანობის ისტორია და თეოლოგია ფორუმზე ისწავლო? როცა ხედავ რომ არ ხარ გარკვეული და ბაიბურში არ ხარ არც თეოლოგიაში და არც ქრისტიანობის ისტორიაში, ფორუმში კი არ უნდა ცდილობდე შენი მცდარი შეხედულებების მტკიცებას, რომელიც ჩაგაგონეს ეკლესიაში მამაოებმა, არამედ წიგნი უნდა გადაშალო. ფორუმზე ვერ ისწავლი ქრისტიანობის ისტორიას და თეოლოგიას.

მანამ საკითხში გაერკვევი, ბრტყელ-ბრტყელ განცხადებებს ნუღარ გააკეთებ; და თუ გააკეთებ კიდე, ნუ მოელი რომ ვინმე დაგიჯერებს, რადგან ბრტყელი განცხადებების გაკეთება ადვილია, აი მისი დამტკიცება კი მეტად რთულია და ვერასოდეს შეძლებთ მართლმადიდებლები, რადგან ისტორიას ვერსად გაექცევით.

 

ეპისკოპოსი ბერძნულად ზედამხედველს ნიშნავს

ნუ მეჭერმეტყველები თუ კაცი ხარ. ეს ბერძნული ფორუმი არაა, ქართულია. ხოდა ქართულად დაგიწერეთ "მართლმადიდებლებს" რომ ეპისკოპოსები კი არა, ქრისტიანი ზედამხედველები ემსახურებოდნენ ღვთის საქმეს და არა გაბღენძილი ეპისკოპოსები, რომლებმაც ქრისტეს წავლებიდან გადაუხვიესთქო. იმედია ნელნელა მიხვდები ამ ყველაფერს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამჯერ მოგეცა შესაძლებლობა შენი მცდარი შეხედულებები დაგესაბუთებინა მაგრამ ვერ შეძელი. ახლა კითხვებს სვავ და გინდა ქრისტიანობის ისტორია და თეოლოგია ფორუმზე ისწავლო? როცა ხედავ რომ არ ხარ გარკვეული და ბაიბურში არ ხარ არც თეოლოგიაში და არც ქრისტიანობის ისტორიაში, ფორუმში კი არ უნდა ცდილობდე შენი მცდარი შეხედულებების მტკიცებას, რომელიც ჩაგაგონეს ეკლესიაში მამაოებმა, არამედ წიგნი უნდა გადაშალო. ფორუმზე ვერ ისწავლი ქრისტიანობის ისტორიას და თეოლოგიას.

მანამ საკითხში გაერკვევი, ბრტყელ-ბრტყელ განცხადებებს ნუღარ გააკეთებ; და თუ გააკეთებ კიდე, ნუ მოელი რომ ვინმე დაგიჯერებს, რადგან ბრტყელი განცხადებების გაკეთება ადვილია, აი მისი დამტკიცება კი მეტად რთულია და ვერასოდეს შეძლებთ მართლმადიდებლები, რადგან ისტორიას ვერსად გაექცევით.

 

ამას მართლა წერ თუ მეჩვენება? :D განცხადებას კი არ ვაკეთებ გეკითხები მითხარი როდის გაწყდა სამოციქულო ჯაჭვი, რომელ წელს, რომელ მართლმადიდებლურ დოგმას არ ეთანხმები და სადაა წეშმარტიტი ქრისტეს ეკლესია? კონკრეტული თარიღი თქვი.

ყველა მართლმადიდებელს, ნუ უყურებ როგორც გაუნათლებელს. განათლებულ მართლმადიდებელ თეოლოგებს რომ ცოდნა აქვთ შენ და პროტესტანტულად მოაზროვნეებს არ დაესიზმრებათ, იმას კი არ ვუარუყობ რომ ბევრი გაუნათლებელია. და კიდევ მე მამაოებმა არაფერი შთამაგონეს (რათქმაუნდა აქ არ იგულისხმება ის რომ სულიერად დამეხმარნენ მათი მადლმოსილების წყალობით) ცნობისთვის, ნუ გგონია რომ რომელიმე ქადაგებიდან ნასწავლს ვწერ, ბევრი რამ სწორედ თეოლოგების დახმარებით გავიგე (მაგრამ არ ვდებ თავს რომ განათლებული ვარ)

პავლეს სიტყვები ერეტიკოსებზე იყო ნათქვამი, თორემ ჭეშმარიტება ყოველთვის იარსებებს, რადგან ყოველთვის იარსებებს ქრისტეს ეკლესია და შეინახავს ამ ჭეშმარიტებებს.

''მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიღრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ.'' (მათე 28:20)

 

ნუ მეჭერმეტყველები თუ კაცი ხარ. ეს ბერძნული ფორუმი არაა, ქართულია. ხოდა ქართულად დაგიწერეთ "მართლმადიდებლებს" რომ ეპისკოპოსები კი არა, ქრისტიანი ზედამხედველები ემსახურებოდნენ ღვთის საქმეს და არა გაბღენძილი ეპისკოპოსები, რომლებმაც ქრისტეს წავლებიდან გადაუხვიესთქო. იმედია ნელნელა მიხვდები ამ ყველაფერს.

 

ოჰ ოჰ, არიქა მომბაძე სიტყვებში. შენ არ თქვი ეპისკოპოსები კი არა, ზედამხედველები დაადგინესო, თითქოს სხვადასხვა სიტყვა იყოს.

და იმ ეპისკოპოსებმა რომლებმაც სწავლებიდან გადაუხვიეს, ეკლესიის გარეთაც ამოყვეს თავი. და თუ მათ პირად შეცდომებზე წერ და არა სარწმუნოებრივზე, ამას ღმერთი მიხედავს, მაგრამ ისე არ გვაწყენდა პირად ცოდვებზე ლაპარაკისას ჯერ ჩვენი თავისთვისაც მიგვეხედა ;)

 

ფაქტია რომ ზემოთ დაწერილი პოსტების, რომლებიც ორ ნაწილადაა გაყოფილი, იგნორირება ხდება, ამიტომ ვიკიპედიდან რომ რაღაც გამოჩხრიკე, თავი რომ განათლებულად მოგაქვს, მართლა ჯობია წაიკითხო თანამედროვე მართ თეოლოგიის შესახებ. მერე გამოიტანე დასკვნები რას ეთანხმები და რას არა და ვისაუბროთ ამის შემდეგ.

P.S თუ ეგრე ღელავ ქართული ენის დაცვაზე, რატომ გეწერა იოანე ქრიზოსტომი იოანე ოქროპირის მაგივრად? ეგ არაა ბერძნული სიტყვა მისტერ ინტელექტო? :D მიდი ნუ გერიდება, დაგვანახე შენი ნამდვილი სახე, მოგეშვება :pupuza:

Edited by BRAINIUS
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საინტერესოა მაინცდამაინც მართლმადიდებელი პატრიარქის ხელში რატომ გადმოდის ცეცხლი იერუსალიმში?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

განცხადებას კი არ ვაკეთებ გეკითხები

BRAINIUS

 

ხომ აგიხსენი უკვე რომ ფორუმზე თეოლოგიას და ქრისტიანობის ისტორიის გაკვეთილებს ვერ ჩაგიტარებთქო. მაგისთვის არსებობს წიგნები. თუ შენ ისევ ბრტყელ-ბრტყელი განცხადებების წერას გააგრძელებ, მაშინ დამადასტურებელი ფაქტები და არგუმენტებიც უნდა მოიყვანო, სხვა შემთხვევაში, თქვენი ამბიციური და თვითმარქვია განცხადებები მხოლოდ ცარელა სიტყვებად დარჩება.

 

 

მითხარი როდის გაწყდა სამოციქულო ჯაჭვი, რომელ წელს, რომელ მართლმადიდებლურ დოგმას არ ეთანხმები და სადაა წეშმარტიტი ქრისტეს ეკლესია? კონკრეტული თარიღი თქვი.

მართლმადიდებლობას არც არასოდეს არაფერი აკავშირებდა ქრისტეს კრებასთან და არც არასოდეს ყოფილა მასზე გადაჯაჭვული. შესაბამისად, არც ჯაჭვის გადაბმას ჰქონია ადგილი და არც გაწყვეტას. :) აი ამ ფაქტს როცა გააცნობიერებ, მაშინ მიხვდები რომ მღვდლებმა დიდ შეცმომაში შეგიყვანეს. :yes:

 

 

არ ვდებ თავს რომ განათლებული ვარ

ეგ ისედაც ჩანს შენს პოსტებში.

 

რაც შეეხება ამას:

"მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიღრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ.'' (მათე 28:20)"

 

იესომ ეგ სიტყვები თავის მოწაფეებს უთხრა და არა XI-ე საუკუნეში ოფოციალურად დაბადებულ "მართლმადიდებლურ" მიმდინარეობას. :) თქვენს მსგავსად, კათოლიკებიც იგივეს ამბობენ, ჩვენ ვართ ქრისტეს მემკვიდრეებიო და მაგ სიტყვებს იშველიებენ. ანალოგიურად ნებისმიერს შეუძლია იესოს ეგ სიტყვები თავის თავზე თქვას. ისტორია ცხადყოფს რომ იბრალებთ იესოს სიტყვებს, ჩვენ გვითხრაო, მარა ვერ იგებ რომ მასეთ რამეს როცა იბრალებთ, დასაბუთებაც უნდა შეგეძლოთ! სამწუხაროდ ისევ ბრტყელ-ბრტყელ განცხადებებს აქვს ადგილი შენი მხრიდანაც.

 

 

შენ არ თქვი ეპისკოპოსები კი არა, ზედამხედველები დაადგინესო, თითქოს სხვადასხვა სიტყვა იყოს.

ვთქვი და ყოველთVისაც ვიტყვი, რადგან "ეპისკოპოსობა" პაგონებად გაქვთ გახდილი და ტიტულებად. ზედამხედველობის პასუხისმგებელი მორწმუნე, კვლავ ძმად იწოდებოდა I საუკუნეში, მაგრამ თქვენ ხომ მაღალტიტულის მოყვარული რელიგია ხართ, ამიტომაც არ გაწყობთ ქართულად თქვათ, ზედამხედველიო. :givi: აგერ, ისევ იგივეს იმეორებ:

 

 

იმ ეპისკოპოსებმა რომლებმაც სწავლებიდან გადაუხვიეს, ეკლესიის გარეთაც ამოყვეს თავი.

ხოდა თქვენმა ეპისკოპოსებმა, რომლებმაც გადაუხვიეს ქრისტეს სწავლებებს, ამოყვეს თავი ქრისტეს კრების გარეთ. მაგას მართალს ამბობ. :yes:

 

ისე არ გვაწყენდა პირად ცოდვებზე ლაპარაკისას ჯერ ჩვენი თავისთვისაც მიგვეხედა

თქვენ გიყვართ ხალხის დაშოშმინება იმით, რომ თქვენ ცოდვებს მიხედეთ, მამაოების ცოდვებს თავი გაანებეთო. ჩემი კარგო, როცა ქრისტეს მიმდევრობას იბრალებთ და თავი ქრისტეს მემკვიდრეებად მოგაქვთ (სინამდვილეში არ ხართ), მაშინ სამაგალითონიც უნდა იყოთ, მაგრამ გავიწყდებათ რომ თქვენივე საქმეები გამხელთ. :TAT:

 

რაც შეეხება ამას:

"ფაქტია რომ ზემოთ დაწერილი პოსტების, რომლებიც ორ ნაწილადაა გაყოფილი, იგნორირება ხდება".

იგნორირება კი არა, არ მოგეცი საშუალება შეკითხვების დასმით, თავი აგერიდებინა იმ ხმამაღალი განცხადებების დამტკიცების მოთხოვნაზე, რასაც მესამე პოსტია ველოდებით შენგან და ვერ დააყენე საშველი. გგონია რომ თქვენს ბრტყელ-ბრტყელ განცხადებებს შეკითხვების დასმით გაართმევთ თავს? ცდები. წინა პოსტებში გადმოცემულია თქვენი რელიგიური მიმდინარეობის წარმოშობა. თუ არ ეთანხმები მას, ფორუმი ღიაა, შეგიძლია საპირისპირო მოსაზრება დაადასტურო. თუ არადა, იმეორე ერთი და იგივე სიტყვები: ჩვენ ქრისტეს მემკვიდრეები ვართო.:)

 

 

თავი რომ განათლებულად მოგაქვს..

მისტერ ინტელექტო? :D:pupuza:

 

ალბათ არ იცი, რომ პირად შეურაცხყოფებს ამ ფორუმზე არ პატიობენ. ასე რომ იმედია გაითვალისწინებ. ეს ბოლო იყოს. მომდევნო შეურაცხყოფაზე შენს დასჯას აუცილებლად მოვითხოვ. ახლა დროა, შენი ხმამაღალი განცხადებების დამადასტურებელი არგუმენტები დადო. თუ არადა, ისედაც ნათლად არის დასაბუთებული საიდან მოხვედით და სად მიდიხართ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საინტერესოა მაინცდამაინც მართლმადიდებელი პატრიარქის ხელში რატომ გადმოდის ცეცხლი იერუსალიმში?

alex

 

ცხვირპირი დაალეწეთ გრიგორიანელებს, იერუსალიმის ტაძრიდან ცეცხლის გამოტანის შანსი არ მიეცით. აბა მიუშვით და მერე იჭიკჭიკეთ ვისზე რა გადმოდის. იმიტომ რომ არ გაწყობთ სხვების მიშვება, რომ ცეცხლი სხვამ არ გამოიტანოს იერუსალიმის ტაძრიდან. შევა თქვენი პატრიარქი და უკვე ანთებულ ცეცხლს გამოიტანს გარეთ. ხალხს კიდე ჰგონია, ზეციდან ჩამოფრინა ეს ცეცხლიო. :givi:

 

აი თქვენი ქრისტიანობა, როგორ დასცხეთ ერთმანეთს მართლმადიდბელებმა და გრიგორიანელებმა; ამ დოკუმენტურ კადრებში ნათლად დასტურდება როგორი ქრისტიანებიც ხართ:

 

 

http://www.youtube.com/watch?v=s4Q3iOZfatY&feature=related

 

 

პოლიცია თუ არა, ჩახოცავდით ერთმანეთ მართლმადიდებლები და გრიგორიანელები. ამ დროს, ერთიც და მეორეც,რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ქრისტეს მემკვიდრეებად იცხადებთ თავს და თან არც კი გრცხვენიათ. ნამუსიც კაი საქონელიაო ნათქვამია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხომ აგიხსენი უკვე რომ ფორუმზე თეოლოგიას და ქრისტიანობის ისტორიის გაკვეთილებს ვერ ჩაგიტარებთქო. მაგისთვის არსებობს წიგნები. თუ შენ ისევ ბრტყელ-ბრტყელი განცხადებების წერას გააგრძელებ, მაშინ დამადასტურებელი ფაქტები და არგუმენტებიც უნდა მოიყვანო, სხვა შემთხვევაში, თქვენი ამბიციური და თვითმარქვია განცხადებები მხოლოდ ცარელა სიტყვებად დარჩება.

 

ვისაც თეოლოგიის გაკვეთილები ჭირდება, ეს შენ ხარ. ისე კარგი იქნება გაგვიმხილო სად მიიღე განათლება? აჰ, ვიცი. ვიკიპედიაში ხო? არგუმენტები მოვიყვანო?????? წაიკითხე ზემოთ რა წერია. მე მომყავს არგუმენტები, შენ იძახი რომ ეს არაა ქრისტეს ეკლესია, მაგრამ ვერ ამტკიცებ! ისე ''ბრტყელ-ბრტყელი'' ხშირად მესმის შენგან, მაგრამ ვერ მეუბნები რაში არ ეთანხმები მართ. ეკლესიას.

 

მართლმადიდებლობას არც არასოდეს არაფერი აკავშირებდა ქრისტეს კრებასთან და არც არასოდეს ყოფილა მასზე გადაჯაჭვული. შესაბამისად, არც ჯაჭვის გადაბმას ჰქონია ადგილი და არც გაწყვეტას.

 

ეპისკოპოსებმა მოციქულებისგან მიიღეს ხელდასხმა და ასე მოდის განუწყვეტლად. ადამიანი არ ხარ? მითხარი რომელ საუკუნეში მოხდა ამ ჯაჭვის გაწყვეტა. უკვე მესამედ გეკითხები. მიკვირს მე რომ მეუბნები ბრტყელ-ბრტყელებს ისვრიო. კონკრეტული პასუხი გამეცი.

 

ეგ ისედაც ჩანს შენს პოსტებში.

 

ააა და შენს პოსტებში რომ ვკითხულობთ რომ მართლმადიდებლობა დაიბადა, რომელიც კათოლიკური ეკლესიის ნაწილი იყო ეგ განათლებულობაზე მეტყველებს? :D ალბათ საეკლესიო სამართალს კარგად ფლობ არა?

ის რომ ეპისკოპოსი და ზედამხედველი სხვადასხვა სიტყვა გგონია ეგეც მაგარია.

რომ თურმე ნიკოლაელები, ნესტორიანელები, არიანელები და ორთოდოქსები ვერ იყოფდნენო სიმართლეს და რომ ვერ აკონკრეტებ რატომ, ეგ შენს განათლებაზე მეტყველებს? მითხარი თუ ემხრობი ნიკოლაელებიდან, არიანელებიდან და ნესტორიანელებიდან რომელიმეს, თუ არადა ორთოდოქსთა ჯგუფს, რომელიც ამ ცდომილებების წინააღმდეგ იყო, რაში ადანაშაულებ? რომელ დოგმას არ ეთანხმები>? კონკრეტული პასუხი თუ შეიძლება!

 

ანალოგიურად ნებისმიერს შეუძლია იესოს ეგ სიტყვები თავის თავზე თქვას.

 

რათქმაუნდა შეიძლება თქვას, მაგრამ მხოლოდ ერთი იქნება მართალი. ისე, ზოგადად, მართლმადიდებლებსაც, კათოლიკეებსაც და არაქალკედონურ ეკლესიებსაც უწყვეტად აქვთ ხელდასმა, მაგრამ სიმართლეს და ქრისტეს ეკლესიის სტატუსს მხოლოდ ერთი ფლობს.

 

დასაბუთებაც უნდა შეგეძლოთ!

 

აი კიდე. შენ დაასაბუთე რაში შევცდით და როდის გაწყდა ჯაჭვი. ძნელია ადამიანო?

 

ამიტომაც არ გაწყობთ ქართულად თქვათ, ზედამხედველიო

 

შენ რომ იოანე ოქროპირი დაგეწერა ქრიზოსტომის მაგივრად ეგ ხო გაწყობდა? :D

 

ხოდა თქვენმა ეპისკოპოსებმა, რომლებმაც გადაუხვიეს ქრისტეს სწავლებებს, ამოყვეს თავი ქრისტეს კრების გარეთ.

 

ესე ადვილად არ ხდება. ეპისკოპოსი, თუნდაც მწვალებელი იყოს, მადლმოსილი ისევ იქნება, სანამ არ მოხდება მისი გასამართლება კრებაზე, მხოლოდ კრებას აქვს უფლება ეპისკოპოსს გარეთ ამოაყოფინოს თავი, ესე ავტომატურად არ ხდება:

 

ეპისკოპოსი რომელსაც რაიმეში ბრალი ედება ისეთი პირების მხრიდან, რომლებიც საზოგადოებაში ნდობას იმსახურებენ, აუცილებლად უნდა გამოიძახონ სხვა ეპისკოპოსებმა და თუ წარსდგება მათ წინაშე და აღიარებს, ანდა მხილებულ იქნება, ეპიტიმია განეწესოს ხოლო თუ გამოიძახებენ და არ გამოცხადდება, მეორედ იქნეს გამოძახებული. მასთან წარგზავნილი ორი ეპისკოპოსის საშუალებით. თუკი მაინც არ შეისმენს, მესამედ მიავლინონ მასთან ორი ეპისკოპოსი, ხოლო თუ კვლავ უპატივცემულობას გამოიჩენს და არ გამოცხადდება, მაშინ კრებამ განაჩინოს, როგორც მას სათნოდ უჩანს. ნურავის ეგონება, რომ სასამართლოსაგან თავის არიდებით რაიმე სარგებელს მიიღებს.

 

მოციქულთა მე-17 კანონი.

 

თქვენ გიყვართ ხალხის დაშოშმინება იმით, რომ თქვენ ცოდვებს მიხედეთ, მამაოების ცოდვებს თავი გაანებეთო.

 

ცდები, ასე არ ვფიქრობ, ნუ გგონივარ ერთერთი იმათგანი, ვინც ლამისაა აღიაროს მამაოს უცდომელობა. სადაც საჭიროა ვაკრიტიკებ, მღვდელი იქნება თუ ეპისკოპოსი, ოღონდ არა მათ პირად ცოდვებს.

 

წინა პოსტებში გადმოცემულია თქვენი რელიგიური მიმდინარეობის წარმოშობა.

 

მაგრადაც. მანდ ისიც არაა მითითებული, როგორ მოხდა წარმოშობა, უბრალოდ ფაქტებია მოყვანილი, ზედაპირულად და მორჩა.

წლებიც არაა მიტითებული. საერთოდ იმაზე მეტი გაყოფა მოხდა, ვიდრე წერია :D თან აღსანიშნავია, რომ მაგ წიგნის ავორმა, რომელმაც მხოლოდ ოთხი ჯგუფის მოყვანა შეძლო, ისიც არ აღუნიშნავს, რომ მათ ერთმანეთისგან დიდი დრო აშორებთ, საუკუნეები. საერთოდ აარფერი წერია რომ ნიკოლაელთა ერესი დაგმობილია თვით გამოცხადებაში, და ორთოდოქსები ისე არიან წარმოჩენილი, თითქოს მათაც რამე შეცვალეს. დამისახელე ერთი მართ. დოგმა რომელსაც არ ეთანხმები.

 

ალბათ არ იცი, რომ პირად შეურაცხყოფებს ამ ფორუმზე არ პატიობენ

 

გაუნათლებელს რომ მიწოდებ მადლობა მოგიხადო?

Edited by BRAINIUS
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი თქვენი ქრისტიანობა, როგორ დასცხეთ ერთმანეთს მართლმადიდბელებმა და გრიგორიანელებმა; ამ დოკუმენტურ კადრებში ნათლად დასტურდება როგორი ქრისტიანებიც ხართ:

 

მიკვირს, რომ ასეთი თეოლოგისგან სიტყვა გრიგორიანელი მესმის :D წმ. გრიგორი აღიარებულია როგორც სომხური ეკლესიის, ასევე მართ. ეკლესიის, კათოლიკური ეკლესიის და ანგლიკანური ეკლესიის მიერაც.

სომხები არიან არა-ქალკედონები, რომლებიც მისდევენ არა გრიგორის სწავლებას, არამედ პაპ დიოსკორეს დოქტრინას - მიაფიზიტიზმს, რომელიც ეკლესიამ ქალკედონიის კრებაზე დაგმო.

 

P.S რიგითი ბერის, შეცოდება, ეკლესიის ჭეშმარიტებას ეჭვქვეშ არ აყენებს. თან იქნებ სომხები იყვნენ დამნაშავეები?

Edited by BRAINIUS
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...