planetanews Posted August 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 7, 2010 http://static.guim.co.uk/sys-images/Admin/BkFill/Default_image_group/2010/7/3/1278197131822/Joe-Cole-006.jpg ჯო კოული უკვე მიხვდა თუ როგორი ქალაქიც არის ლივერპული, ის თავს საკუთარ სახლში გრძნობს მის მერე რაც ის ჩრდილოეთში გადმობარგდა. ლონდონელმა მთელი კარიერა ლონდონის ჩელსში გაატარა, მაგრამ გასულ თვეს მან 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ენფილდზე სათამაშოდ გადმოვიდა. კოული აცნობიერებს რომ მისთვის ლონდონში საცხოვრებლად გადასვლა რთული ნამდვილად არ იქნება, რადგანაც ის მიჩვეულია იქ ცხოვრებას, მაგრამ მას სურს საკუთარი თავი გამოსცადოს სხვაგან, ჯოს სურს როი ჰოჯსონს დაეხმაროს და ჰოჯსონის ერა ენფილდზე იყოს წარმატებული. ჯო:“პირველი შემთხვევაა როდესაც მე კლუბი გამოვიცვალე და სხვაგან გადავედი, მე დავტოვე ლონდონი პირველად”. “მე ვითამაშე და გავატარე კარიერა ჩემს მშობლიურ ქალაქში და ამით ბედნიერი ვარ ეხლა კი მთელი ოჯახით სამხრეთში გადმოვბარგდი”. “აქ ძალიან ადვილია ცხოვრება ფეხბურთელისთვის, მე მჭირდებოდა სხვა კლუბში თამაში ასევე ამ გადაწყვეტილებით მე ცხოვრებაში სხვა რამებსაც გავიგებ ჩემი თავის შესახებ”. “ეს არ იყო ადვილი გადაწყვეტილება ამაზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული, მე შრომისმოყვარული ადამიანი ვარ და აქაც ბევრს ვიშრომებ, საერთოდ ფანებს დაოსტატებული ფეხბურთელები იზიდავთ ისეთები რომლებსაც კარგი პასების გაკეთება შეუძლიათ”. “მე მინდა ყველა ლივერპულის ფანს დავანახო რომ მე შემიძლია ვიყო კლუბის ერთერთი წამყვანი მოთამაშე, მე ლივერპულს შევწირავ ყველაფერს ფიზიკური ენერგია იქნება ეს თუ სხვა დანარჩენი, მე შევეცდები კლუბს ყველაფერი საუკეთესო გავუკეთო და წარმატებული გავხადო”. კოული ასევე შეეხო მისი დებიუტის თემას და ასევე იმას თუ როგორი აღტაცებულია იგი მერსესაიდელი ფანებით, ჯო გაკვირვებულია მათი ოვაციებით სტადიონზე. “ლივერპულში თავს ისე ვგრძნობ როგორც საკუთარ სახლში, არადა სულ ცოტა ხანია რაც აქ ცხოვრება დავიწყე, როდესაც ქუჩაში დავდივარ ხალხი ამაყობს შენით, ისინი მაჩერებენ მესალმებიან და ყველაფერს საუკეთესოს მისურვებენ”. “აქ ნებისმიერი ადამიანი გულთბილად გხვდება, ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც, ისინი მეც და ჩემს ოჯახსაც გულთბილად შეგვხვდნენ”. “სკაუზერები შენი გულისთვის ყველაფერზე წამსვლელები არიან და ყველაფერს გააკეთებენ”. “ლონდონი სულ სხვა სტილის ქალაქია, ის გაცილებით დიდია ლივერპულზე”. “ყველა მხარეს ლონდონში ზუსტი იდენტურობა აქვს”. “ლივერპული კი სულ სხვა სტილია, ისეთი შეგრძნება გაქვს რომ ის გამოყოფილია ინგლისიდან”. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts