planetanews Posted August 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 7, 2010 http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/nika_kvezereli-150x150.jpgშინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის და პროკურატურის თანამშრომლებმა ყოფილი დეპუტატი ნიკა კვეზერელი დააკავეს. გამოძიების ვერსიით, კვეზერლმა კორეელ ინვესტორს შელ ო პაკს, მისი კუთვნილი ნაკვეთის გასაყიდად მოწყობილი აუქციონის ჩაშლის სანაცვლოდ, 10.000 აშშ დოლარი გამოსძალა. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით 2009 წელს კვეზერელმა ამავე კორეელ ბიზნესმენს მშენებლობის სპეციალური ნებართვის მიღების სანაცვლოდ თაღლითურად გამოსძალა 250.000 აშშ დოლარი. ამასთან იგი ასევე, თაღლითურად დაეუფლა ინვესტორის “ინფინიტის” მოდელის ავტომობილს, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 40.000 აშშ დოლარს. როგორც სამინისტროში აღნიშნეს, კვეზერელმა დაკავების დროს სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, რაც სამართალდამცავებმა აღკვეთეს. კვეზერელს ბრალი ედება 180-ე და 353-ე მუხლებით. დანაშაული 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სამინისტრომ დღეს სპეციალური ოპერატიული მასალაც გაავრცელა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/nika_kvezereli.jpg itvს ლინკი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts