planetanews Posted August 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 7, 2010 მიხეილ სააკაშვილი 25 წლის თბილისელ გოგონას შეუყვარდა. გაზიარება[ხათუნა ბახტურიძე. 15:22 07-08-2010]http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TF1By4URycI/AAAAAAAAD-Y/WcYPAo2YFII/s200/mishiko.gifსამოქალაქო მედიის ექსპერტი, სოციალური ქსელის "ფეისბუქის" აქტიური წევრი ნინო ჭელიძე, რომელსაც პრეზიდენტის 1000-ზე მეტი ფოტო აქვს, ამბობს, რომ ყველაზე ხშირად სიზმარში პრეზიდენტს ხედავს - ადამიანს, რომელმაც მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა. ნინოს ქვეყნის პირველი პირის სურათები საკუთარი საძინებელი ოთახის კედლებზე აქვს გაკრული. მისი მობილური ტელეფონის ეკრანიდან და ნოუთბუქის მონიტორიდანაც მიხეილ სააკაშვილი იმზირება... ცალმხრივ სიყვარულზე სასაუბროდ, შინ მიმიწვია. ვიდრე საუბარს დავიწყებდით, უცებ ჩარკვიანის სიმღერიდან პატარა ნაწყვეტი - "ყველაფერს ვეტყვი პრეზიდენტს..." - გაისმა. თურმე ნინოს ტელეფონზე ურეკავდნენ... პრეზიდენტზე შეყვარებული გოგონა ძალიან მხიარული, გულახდილი რესპონდენტი და გულითადი მასპინძელი აღმოჩნდა... - ნინო, როგორ შეცვალა შენი ცხოვრება პრეზიდენტმა და რამ განაპირობა შენი მისდამი ასეთი დიდი სიყვარული? - კარგად მახსოვს, 90-იანი წლები: შიმშილი, სიცივე, უშუქობა, ქურდობა, ყაჩაღობა, შეიარაღებული ბანდების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დაწიოკება ჩვეულებრივი მოვლენა იყო. დღემდე გულში მაქვს ჩარჩენილი, საახალწლო ზეიმზე სკოლა რომ დამიცხრილეს და გოზინაყზე ნასწავლი ლექსი ვერ ვთქვი. ჩემს უბანში განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია იყო. ნაძალადევში ვცხოვრობ, აქ პოლიციელებიც კი ქურდული ტრადიციების მიხედვით ცხოვრობდნენ. ხუდადოვის ქუჩის ბოლოს მათი ბლოკპოსტი იდგა და ყველა სამარშრუტო ტაქსის ავლა-ჩამოვლაზე ფულს ართმევდნენ, გასდიოდათ და იმიტომ... 16 წლის ვიყავი, პირველად კორუმპირებულ ადამიანებთან რომ მომიწია შეჯახებამ. პოლიციის სამმართველოში, პირადობის მოწმობის ასაღებად მისული, საშინლად გამაწამეს, წინ და უკან მარბენინეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას ჯიბეში 15 ლარი არ ჩავუდე. ახლახან კი პასპორტი ყოველგვარი პრობლემის გარეშე ავიღე. სააკაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დაიწყო რეფორმების განხორციელება, მენტალურადაც კი შეცვალა ხალხი. ადრე გოგონებს ქურდული მენტალობის, ნარკომანი ბიჭები მოსწონდათ, ახლა მათკენ აღარავინ იხედება. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ "ნახალოვკელი" ბიჭი ხმამაღლა იტყოდა, - ქურდობა არ მინდა, პოლიციელი ან სამხედრო უნდა გავხდეო.- სააკაშვილი იმიტომ გიყვარს, რომ ქვეყანაში რეფორმები გაატარა თუ როგორც მამაკაცი, ისე გხიბლავს?- როგორც მამაკაცი, ისედაც მხიბლავს. მაგრამ ჩემი ყურადღება თავისი რეფორმებით მიიპყრო. გახსოვთ, იუსტიციის მინისტრი რომ გახდა და ამ უწყების შესასვლელში ფორმიანი გუშაგები დააყენა?.. თავი ევროპაში მეგონა... სხვათა შორის, მე ერთ-ერთი იმათგანი ვარ, ვინც რეფორმებს შეეწირა. ეკონომიკის სამინისტროში, კახა ბენდუქიძესთან ვმუშაობდი. მართალია, შემცირებაში მომაყოლეს, მაგრამ მაშინაც ვამბობდი და დღესაც ამ აზრზე ვარ, - ეკონომიკის სამინისტროში ძალიან კარგი, დროული და საჭირო რეფორმა გატარდა. ზოგიერთივით, არ დავბოღმილვარ, სწავლა გავაგრძელე, მარკეტინგი შევისწავლე. მერე საბაჟოზე დავიწყე მუშაობა, მაგრამ იქაც შემამცირეს და თითქმის 2 წელი უმუშევარი ვიყავი.- მიხეილ სააკაშვილმა, როგორც მამაკაცმა, რითი მოგხიბლა? - მისი ყველაფერი მომწონს - სიმაღლე, გარეგნობა, მანერები, სპორტული სტილი.- სპორტული სტილი?- დიახ, სპორტული სტილი. ტელეკომპანია "კავკასიამ" ხომ გაავრცელა შემთხვევით გადაღებული კადრები, სადაც ის ტრენაჟორებზე ვარჯიშობს. გარდა ამისა, მე ისიც ვიცი, რომ კარგად ცურავს, ფრენბურთს თამაშობს, ციგურებზე სრიალებს, თხილამურებზეც კარგად დგას. მისი ფიზიკური აქტიურობა ჩვენი ახალგაზრდებისთვის კარგი მაგალითია. სააკაშვილი სიგარეტით ხელში რომ დავინახო, ალბათ გავგიჟდები. - მისი ჩაცმის სტილიც მოგწონს?- ძალიან კარგი სტილი აქვს. ქართველი მამაკაცები, ქურდული ტრადიციის გავლენით, ძირითადად, შავი პერანგით, შავი შარვლით, შავი ლაკის ტუფლებით დადიოდნენ, ცხვირსახოციც კი შავი ჰქონდათ. მათ ფონზე, ვარდისფერ მაისურსა და მწვანე შარვალში გამოწყობილი სააკაშვილი არაორდინარული გამოჩნდა. - ე.ი. თუ შავი ფერის სამოსი უფრო მომწონს, ვიდრე მწვანე ან ვარდისფერი, ეს ქურდული ტრადიციის გავლენაა?..- (იცინის) არა, მე მამაკაცები მყავს მხედველობაში. არც იმას ვამბობ, რომ ვისაც შავი ფერის სამოსი აცვია, ყველა ქურდული ტრადიციის მატარებელია, უბრალოდ, ეს სტილი ადრე იყო მოდაში. ქართველები კი ბუნებით კონსერვატორები ვართ და სიახლეს ძნელად ვეგუებით.- ევროპელ ლიდერებზე რას იტყვი? მწვანე შარვლებით და ყვითელი ან ვარდისფერი პერანგებით არც ისინი დადიან.- სხვათა შორის, მაგაზეც მიფიქრია... ოფიციალური შეხვედრების ამსახველ ფოტოებზე ჩვენი პრეზიდენტი სხვებისგან ყოველთვის გამოირჩევა, როგორც სიმაღლით, ისე ჩაცმის სტილით. თავისი გარეგნობითა და მანერებით ის ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. მგონია, რომ ჩვენს ქვეყანას ასე სჭირდება. იცით, ის რუსებს რატომ სძულთ?.. არაფრისგან სახელმწიფო შექმნა. ისე, ქართველები რა უცნაური ხალხი ვართ: რამდენიმე დღის წინ ჩემთვის ვფიქრობდი, - ხომ შეიძლება, როგორც სხვა ქვეყნებში, ჩვენთანაც იყიდებოდეს სუვენირები პრეზიდენტის გამოსახულებით-მეთქი?.. ეჰ, ვინ გაბედავს აქ ამის გაკეთებას, ოპოზიცია ერთ ამბავს ატეხს!.. - მარტო ოპოზიცია?- არა მარტო ოპოზიცია; ხალხიც. იტყვიან, - ესეც სააკაშვილის ბიზნესიაო... - სააკაშვილის სურათების შეგროვება რამ გადაგაწყვეტინა? სუვენირების არ იყოს, ისიც ერთ მშვენიერ დღეს მოიფიქრე? - დაახლოებით ასე იყო: ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე, რომ სააკაშვილის სიყვარულით, 50 სურათი დამიგროვებია. ვიფიქრე, რადგან ამდენი სურათი მაქვს, მოდი, კოლექციას შევაგროვებ-მეთქი და 7 თვეში უკვე 1200 ფოტო მოვაგროვე. მისი პოლიტიკური მოღვაწეობის ყველა პერიოდის ამსახველი ფოტო მაქვს, - დაწყებული "კმარას" აქციებიდან, დამთავრებული ამ ბოლო კვირაში სამინისტროებში ვიზიტით.- ის ფოტოებიც გაქვს, გორში მიწაზე დაოთხილი რომ არის ან ჰალსტუხს რომ ღეჭავს? - შენ წარმოიდგინე, მაქვს. ჩემი პრეზიდენტი ისეთი მიყვარს, როგორიც არის. მე თუ მკითხავთ, მისი საქციელი ორივე შემთხვევაში ადეკვატური იყო. როდესაც ქვეყანას გიბომბავენ, უნდა ინერვიულო, აბა, რა უნდა ქნა?! ასეთ დროს შეიძლება, ჰალსტუხიც დაღეჭო... რაც შეეხება გორში გადაღებულ კადრებს, - მე ისიც კი გამიკვირდა, იქ რომ ჩავიდა... ამ ხალხს მთავარსარდალი ცხენზე ამხედრებულ, ხმალამოღებულ დევგმირად წარმოუდგენია, ახლა სხვა დროა... - გორში სააკაშვილთან ერთად კუშნერიც იყო, მაგრამ ის არ გაქცეულა... - კიდევ კარგი, რომ სააკაშვილი გაიქცა: როგორც გავიგე, საფრთხე მართლაც რეალური იყო. დაცვამაც სწრაფი და სწორი რეაგირება მოახდინა. ძალიან მაინტერესებს, მსგავს სიტუაციაში ის ხალხი როგორ მოიქცეოდა, ვინც სააკაშვილს მშიშარად მიიჩნევს?! მე ერთი რამ ვიცი: ქვეყანა ოკუპირებულია, მაგრამ მაინც ვითარდება. ეს კი სააკაშვილის დამსახურებაა. ადამიანი, რომელმაც ამდენი კარგი საქმე გააკეთა, სულაც არ არის საკუთარი თავით კმაყოფილი, ძალიან თავმდაბალი, უბრალო ადამიანია. მისი რეზიდენციის გახსნაზე შემთხვევით აღმოვჩნდი. იქ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ძალიან უშუალოა. - რეზიდენციის პრეზენტაციაზე შემთხვევით როგორ აღმოჩნდი?- "ფეისბუკის" მეშვეობით დაპატიჟეს ხალხი, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან "იმეილით" მომივიდა მიწვევა. თავიდან ხუმრობა მეგონა, მაგრამ მაინც წავედი. ძალიან გამიხარდა, როდესაც დავრწმუნდი, რომ მართლა დაპატიჟებული ვიყავი. - შენი აზრით, სააკაშვილს რაიმე ნაკლი თუ აქვს?- მიჭირს ამის თქმა (ფიქრობს). რა არ მომწონს, იცით?.. რეფორმები რომ შეაჩერა. იმედი მაქვს, ეს პაუზა დროებითია. როგორც პიროვნებასა და მამაკაცს, ნაკლს ვერ ვუძებნი. ძალიან მომწონს, რომ იუმორის გრძნობა აქვს. ვაფასებ იმასაც, რომ ტირილი შეუძლია. ერთხელ, ნოდარ ქუმარიტაშვილის გამო იტირა, ერთხელ - მოხუცი პენსიონერი შეეცოდა... - მის ტირილზე შენ რა რეაქცია გაქვს - დამშვიდების სურვილი ხომ არ გიჩნდება?..- სიამოვნებით დავამშვიდებდი. - როდესაც მის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები იმართებოდა, შენი სულიერი მდგომარეობა როგორი იყო?- ძალიან მშვიდად ვიყავი, ვიცოდი, რომ ოპოზიცია, თუნდაც გარე ძალებიდან მართული, ვერაფერს მიაღწევდა. ეს თავად ხელისუფლებამაც იცოდა და ამიტომაც "აიგნორებდა".- ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს რომ "აიგნორებდა", ეს მოგწონდა? - სხვათა შორის, ვფიქრობდი, რომ აქციის ორგანიზატორები უნდა დაეჭირათ. საშინელება იყო... გახსოვს, რას დაამსგავსეს განახლებული თავისუფლების მოედანი?! პუშკინის სკვერი სანაგვედ აქციეს, ახალგარემონტებული მიწისქვეშა გასასვლელი სულ მიანგრ-მოანგრიეს. - 7 ნოემბერს ხალხი რომ დაარბიეს, მაშინ რას ფიქრობდი?- ვფიქრობდი, რომ ხელისუფლება სავსებით სწორად იქცეოდა. ახლაც ამ აზრზე ვარ. როდესაც ქვეყანაში გადატრიალება მზადდება, ხელისუფლებამ გადამჭრელი ზომები უნდა მიიღოს. - როგორ ფიქრობ - პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით რატომ გამოვიდნენ ქუჩაში ის ადამიანები, რომელთა მხარდაჭერის შედეგადაც, სააკაშვილი თავის დროზე ხელისუფლებაში მოვიდა? - იმიტომ, რომ რეფორმების შედეგად, ბევრი მათგანი უმუშევარი დარჩა და დაიბოღმა. მეც შემამცირეს, თანაც - ორჯერ, მაგრამ ამის გამო, რეფორმატორი ხელისუფლების კრიტიკის სურვილი არ გამჩენია. - ახლა თუ მუშაობ?- კი, ვმუშაობ, კონტროლის პალატაში, მაგრამ დარწმუნებული არა ვარ, რომ ხვალ ან ზეგ ისევ ვიმუშავებ. - შენი ოჯახი თუ თანაგიგრძნობს პრეზიდენტის სიყვარულში? - არ თანამიგრძნობენ, მაგრამ არც აღშფოთებულები არიან ამის გამო. - სააკაშვილის ექსკლუზიური ფოტოები თუ გაქვს? - ერთი მაქვს და იმასაც თქვენ გაძლევთ. - ეს ფოტო როგორ მოიპოვე?- ვინც გადაიღო, იმის მეგობარმა მომცა. სულ ახალია, ამ ზაფხულს გადაუღეს. - პრეზიდენტის ფოტოების გარდა, რაიმე სხვა კოლექციაც ხომ არ გაქვს?- მიხეილ სააკაშვილის სურათებამდე არასდროს არაფერი შემიგროვებია. "ფეისბუკში" ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა "მიშატელისტი" დამარქვა.- პრეზიდენტზე მოგონილი ჭორების შეგროვებაზეც ხომ არ გიფიქრია? - არა, მისი ოპონენტების მიერ გავრცელებული ჭორების ნამდვილად არ მჯერა. - მექალთანე არისო, რომ ამბობენ, არც ეს გჯერა?- ისე, კაცს ქალები რატომ არ უნდა იზიდავდეს?! ბერლუსკონი, სარკოზი და პუტინი ამის გამო არავის შეუჩვენებია, მით უმეტეს, პუტინი თითქმის შვილის ტოლ გოგონაზე, 19 წლის ტანმოვარჯიშეზე იყო შეყვარებული. - ისე, პუტინი რომ სააკაშვილს დაემუქრა, არ შეგეშინდა?- არა. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილს ვერც პუტინი დააკლებს რამეს და ვერც სხვა ვინმე, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები დიდია. სხვათა შორის, პუტინის მუქარას ჩვენმა პრეზიდენტმა ძალიან მოსწრებული პასუხი გასცა და კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ იუმორის დიდი გრძნობაც აქვს და საკმაოდ გაბედული ადამიანიცაა. დარწმუნებული ვარ, სხვა რომელიმე ერს სააკაშვილივით სიმპათიური, ახალგაზრდა, გონიერი, გამბედავი და რეფორმატორი პრეზიდენტი რომ ჰყავდეს, უსაზღვროდ იამაყებდა. ეს ჩვენ, ქართველები ვართ ზედმეტად კრიტიკულები და ზოგჯერ, უმადურებიც.”გზა”http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts