planetanews Posted August 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2010 http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Clubs/Club_Home/2010/7/1/1277992541887/Roy-Hodgson-Liverpool-man-006.jpgჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის იოლად დაძლევის (2 მატჩის ჯამში 4:0 “რაბოტნიკთან”) შემდეგ ინგლისური “ლივერპულის” დამრიგებელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუ მისი გუნდი რამდენიმე ფეხბურთელს კიდევ დაიმატებს. “გუნდი უკვე საკმაოდ გავაძლიერეთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე რამდენიმე ფეხბურთელს კიდევ შევიძენთ. “ლივერპული” განაგრძობს იმ ფეხბურთელებზე დაკვირვებას, რომლების ყიდვაც გვსურს” – ციტირებს ჰოჯსონის სიტყვებს Sky Sports.ინგლისელმა სპეციალისტმა ისაუბრა “რაბოტნიკთან” გამართულ განმეორებით შეხვედრაზეც, რომელიც მისმა გუნდმა 2:0 მოიგო: “რაბოტნიკთან” გამართულ მატჩში მხოლოდ ჩემი ფეხბურთელების ქმედებებს ვაკვირდებოდი. “ლივერპულმა” სანახაობრივი მატჩი ჩაატარა, შექმნა რა ბევრი სახიფათო მომენტი. მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელები დისციპლინირებულად მოქმედებდნენ, რადგან ასეთ მატჩებში ხშირია კონცენტრაციის დაკარგვის შემთხვევები”.ჰოჯსონმა ცალკე ისაუბრა გუნდის ახალწვეულზე, ჯო კოულზე: “თავად ნახეთ როგორი ენთუზიაზმით თამაშობდა კოული. ეს ფეხბურთელი ჩვენს გუნდში მოვიდა იმის იმედით, რომ უფრო მეტ სათამაშო დროს მიიღებდა, ვიდრე “ჩელსიში”. ინფორმაციის წყარო:მსოფლიო სპორტი View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts