planetanews Posted August 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2010 http://i.dailymail.co.uk/i/pix/2010/08_01/LiverpoolSAleHuang_482x449.jpgმთავარი დაპირება - არანაირი ვალები!!! ჩინელ კენი ჰვანს რომ “ლივერპულის” ყიდვა აქვს განზრახული, ეს სიახლე აღარავისთვისაა. საინტერესოა, თუ რის გაკეთებას აპირებს იგი კლუბის შეძენის შემთხვევაში და რაზე გაამახვილებს ყურადღებას. როგორც Daily Mail-ი იუწყება, ჰვანის მთავარი ამოცანა იქნება კლუბის ვალებისგან დაუყოვნებლივ გათავისუფლება. როგორც ჩანს, ჰვანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სტადიონის საკითხსაც, რადგან მიზნად დასახული აქვს ახალი სტადიონის მშენებლობის რაც შეიძლება მალე დასრულება. იგი ასევე აპირებს საკმაოდ სოლიდური თანხის გამოყოფას ტრანსფერებისთვის და სავარაუდოდ, ჰოჯსონს ამ მხრივ სრული თავისუფლება ექნება. ესენია ის ძირითადი მიზნები, რომლებსაც გვპირდება ძია კენი, მაგრამ მთავარი ჯერ კიდევ არაა მომხდარი – ამერიკელ მფლობელებს ჯერ არ დაუდასტურებიათ კლუბის გაყიდვა, თუმცა როგორც გავლენიან ვებ-გვერდთა უმეტესობა ირწმუნება, ეს უახლოეს მომავალში მოხდება. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts