planetanews Posted August 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/04/economist.jpgნატოს სამხედრო შტაბ–ბინის შეუაგულში, ბელგიურ ქალაქ მონსთან, აშკარა რევოლუციას აქვს ადგილი: მგეგმავები ფიქრობენ, როგორ დაიცვან აღმოსავლეთ ევროპელი წევრები რუსეთის თავდასხმისგან. ცივი ომის დასრულებიდან წლების განმავლობაში არსებული ტრადიციით, რუსეთი საფრთხეს არ წარმოადგენდა და ნატოს არ სჭირდებოდა სამოქმედო გეგმების შემუშავება გაუთვალისწინებელ სიტუაციებში ახლადმიღებული წევრების, მაგალითად ბალტიის ქვეყნების დასაცავად. ნატოს ჩინოვნიკების თქმით, დღეს სიტუაცია შეიცვალა, თუმცა საჯაროდ ამაზე საუბარი არავის სურს. ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი თემას ირიბად ეხება: „ჩვენ გვაქვს ყველა აუცილებელი გეგმა ყველა მოკავშირის დასაცავად და მხარდასაჭერად. ვფიქრობთ, რუსებს გაუკვირდებოდათ ეს ასე რომ არ იყოს. ეს ალიანსის – ძირითადი ამოცანაა“. გარდაქმნა, ნატოს მიერ მისი როლის გადაფასებას მოჰყვა. ბატონი რასმუსენი ნატოს ახალი კონცეფციის (რომელიც „სტრატეგიული კონცეფციის“ სახელწოდებითაა ცნობილი) პროექტს შემოდგომის მინისტერიალზე წარადგენს. საბოლოო ვერსიას ნატოს ლისაბონის სამიტზე, ნოემბერში დაამტკიცებენ. დოკუმენტი შეეცდება ავღანეთის ომის გაკვეთილები მოიცვას, ისეთი, როგორიცაა „ყოვლისმომცველი მიდგომის“ აუცილებლობა (სამხედრო ოპერაციების კოორდინაცია ეკონომიკურ რეკონსტრუქციასთან და პოლიტიკურ ქმედებებთან). მაგრამ სტრატეგიული კონცეფცია, ავღანეთის მიღმა ხედვასაც მოიცავს, რადგან ნატოს ქვეყნები იქ მიმდინარე ბრძოლისგან გამიჯვნაზე ფიქრობენ. სინამდვილეში, მაშინ როცა ავღანეთი, დიდწილად ამერიკის საქმე ხდება, ალანსი კვლავ საკუთარ ფუნქციაზე ღელავს. ერთი საკითხია, ახალი როლების ძიება: კიბერ– თავდაცვა და კავშირების დამყარება ინდოეთთან და ჩინეთთან. მეორეა, ნატოს ძირითად არსთან დაბრუნება, ეს კი მოკავშირეების დაცვაა. ბევრი პოსტ–კომუნისტური ქვეყანა და ნორვეგიაც კი იმაზე ღელავს, რომ ისეთ „ექსპედიციურ“ ოპერაციებზე კონცენტრაციამ, როგორიც ავღანეთია, ურთიერთდაცვის ფაქტორი დაასუსტა, რაც ნატოს ქარტიის მეხუთე მუხლითაა გათვალისწინებული. კრემლმა მათ ნერვიულობის საფუძველი გაუჩინა: რუსეთის მხრიდან პროვოცირებული კიბერ–თავდასხმა ესტონეთზე 2007 წელს, რუსეთის ომი საქართველოსთან 2008 წელს და ფართომასშტაბიანი სამხედრო წრთვნები რუსეთის დასავლეთით 2009 წელს, რომლის კულმინაციაც გახლდათ ყალბი ბირთვული დარტყმა ვარშავაზე. სამხედრო დაგეგმვაში უფრო მყარი პოზიციების შემუშავება მოკავშირეთა დამშვიდებას ემსახურება. და ამან ბატონ რასმუსენს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის მეტი შესაძლებლობა მისცა, რასაც რუსეთთან ამერიკის „გადატვირთვაც“ დაეხმარა. ნატომ და რუსეთმა სამხედრო კავშირები აღადგინეს, რაც საქართველოში ომის შემდეგ შეწყვეტილი იყო, და მხარეები შეთანხმდნენ ასევე „21–ე საუკუნის საფრთხეების“ ერთობლივ განხილვაზე. ბატონ რასმუსენს სურს, რომ ნატომ ისეთი ანტისარაკეტო–თავდაცვის ქოლგა შექმნას, რომელიც ამერიკის ქსელს (ჩეხეთის რესპუბლიკასა და პოლონეთში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების შეზღუდული გეგმა) უფრო მცირე მასშტაბის სისტემებთან დააკავშირებს, რომლებსაც ნატოს წევრები და საფრანგეთის მსგავსი ქვეყნები ანვითარებენ. დამატებითმა ღირებულებამ 200 მილიონ ევროზე ნაკლები უნდა შეადგიონოს (260 მილიონი დოლარი), რაც მომდევნო ათი წლის განმავლობაში ბლოკის 28 წევრზე განაწილდება. რასმუსენი ამტკიცებს, რომ მტკიცე საერთოევროპული თავდაცვის უზრუნველსაყოფად ეს დიდი ხარჯი არ არის. მეტიც, რუსეთი შეიძლება პარტნიორიც გახდეს. ბატონი რასმუსენი ამბობს, რომ ეს სამხედრო და პოლიტიკურ დატვირთვას შეიძენდა „იმის დემონსტრირებისთვის, რომ თავდაცვის ფარი არა რუსეთის წინააღმდეგ, არამედ მისი დაცვისთისაა განსაზღვრული“. მისი თქმით, კრემლს არ ექნებოდა ვეტოს უფლება ნატოს ანტი–სარაკეტო ფარზე, მაგრამ ეს ორნი მონაცემების გაცვლას შეძლებდნენ. ჯერ კიდევ გაურკვეველია, იქნება თუ არა რუსეთი ნატოს სარაკეტო–თავდაცვის სისტემის ნარჩენების მიმართ იმაზე ნაკლებად მტრულად განწყობილი, ვიდრე ის ბუშის დიდი ანტისარაკეტო „სახმელეთო სისტემის“ მიმართ იყო. მეტიც, საფრანგეთი, ეკონომიის პირობებში ამ ფასის მიმართ სკეპტიციზმს გამოთქვამს. ნატოს მთელ ევროპაში თავდაცვის ბიუჯეტების შემცირება მთელ ევროპაში, არა მხოლოდ სამხედრო ძლიერების დაკარგვის გამო აღელვებს, არამედ იმის გამოც, რომ ცოცხალი ფულით შეზღუდულ სამინისტროებს, შეიძლება ნატოზე ხარჯების დაზოგვის სურვილი გაუჩნდეს. ბატონი რასმუსენის ჩინოვნიკები შიშობენ, რომ ნატოს გაბერილი სტრუქტურის ზედმეტად მკვეთრმა შეკვეცამ, და ერთობლივი აღჭურვის პროექტების შეზღუდვამ, შეიძლება ალიანსის „წებოს“ გაალღოს. ბატონი რასმუსენი ფიქრობს, რომ ბიუჯეტების შეკვეცაზე სწორი პასუხი, არა ნატოს ერთობლივი პროეტების შემცირება, არამედ მათი გაზრდა იქნებოდა. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts