planetanews Posted August 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2010 http://www.maivoo.com/pictures_fullsize/7/sbfuw1263557288.jpg“შტუტგარტმა” “ლივერპულისგან” 27 წლის მარჯვენა მცველი ფილიპ დეგენი იქირავა. ინგლისური პრესის თანახმად შვაბურ კლუბს შვეიცარიის ნაკრების წევრის ერთი წლით გადაბირება 1.5 მილიონი გირვანქა დაუჯდა, “ბილდის” ცნობით კი “ლივერპულმა” მცველი მომავალ ზაფხულამდე სულაც უსასყიდლოდ დათმო. დეგენი “ლივერპულში” 2008 წელს დორტმუნდის “ბორუსიადან” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, მაგრამ იქ ფეხის მოკიდება ვერ შეძლო და ჯამში მხოლოდ 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. “წითლების” მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა ამ ზაფხულში შვეიცარიელ მცველს ახალი კლუბის მოძებნა ურჩია. დეგენს არჩევანზე დიდხანს არ უფიქრია – “შტუტგარტის” შვეიცარიელ თავკაც კრისტიან გროსის ხელმძღვანელობით ის 2001-05 წლებში “ბაზელის” შემადგენლობაში გამოდიოდა და მას ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად მიიჩნევს. “ლივერპულთან” კონტრაქტის ვადა დეგენს 2011 წლის ზაფხულში გასდის. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts