Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ომის შემდეგ ორი წელი გავიდა და სააკაშვილი ურჩად ძლებს


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/afp_logo.jpg

 

მაიკლ მაინვილი

 

ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსულ- ქართული ომის მსვლელობისას რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა პირობა დადო ”მას კვერცხებით ჩამოკიდებდა”, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯიუტად რჩება ხელისუფლებაში და თანდათან დასავლეთთან ურთიერთობებსაც აღადგენს.

 

ხანმოკლე, მაგრამ სასტიკმა ომმა, რომელმაც 2008 წლის 7 აგვისტოს იფეთქა, ბევრს ასეთი შეკითხვა გაუჩინა: შეძლებს კი ცეცხლოვანი სააკაშვილი ხელისუფლების შენარჩუნებას და თავისი პატარა ექს-საბჭოთა რესპუბლიკის გადარჩენას პოლიტიკური და ეკონომიკური კოლაფსისგან.

 

ექსპერტები ამბობენ, რომ სააკაშვილს ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი მისი რეპუტაციისთვის მიყენებული ზიანის აღსადგენად და რომ დასავლეთში მას ჯერ კიდევ ბევრი მიიჩნევს ემოციურ და არაპროგნოზირებად ლიდერად.

 

მაგრამ მას შემდეგ, რაც შინ ფართომასშტაბიანი ოპოზიციური პროტესტი  და რუსეთის მუდმივი ანტაგონიზმი ჩაამშვიდა, სააკაშვილმა ნელ-ნელა თავისი იმიჯის  და მისი ქვეყნის პროდასავლური მისწრაფებების აღდგენა იწყო.

 

”ომის შემდეგ ძირითადად ისეთი განცდა იყო, რომ მან უზარმაზარი შეცდომა დაუშვა და დიდი ალბათობით, ეს მას სამუშაოს დაკარგვას უქადდა”, – ამბობს სვანტე კორნელი, სტოკჰოლმის ცენტრალური კავკასიისა და აზიის ინსტიტუტის კვლევათა დირექტორი.

 

”მაგრამ ეს არ მოხდა და ახლა მას რეალურად ბევრად უფრო ძლიერი პოზიცია აქვს, ვიდრე ეს ვინმეს ომის შემდეგ წარმოედგინა”.

 

მთავრობამ მაღალი რანგის დასავლელი დიპლომატების ვიზიტების სერიით მხარდაჭერა მიიღო, მათ შორის იყვნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი.

 

”მანამდე ჩვენ მუდმივ კრიზისში, ან პრე-კრიზისულ ან პოსტ-კრიზისულ სიტუაციაში ვიყავით და ეს დასრულდა… ამ ბოლო წლების განმავლობაში, ახლა ნამდვილად საუკეთესო ატმოსფეროა”, – უთხრა ჟურნალისტებს სააკშვილის მაღალი რანგის მრჩეველმა, რომელიც ანონიმურობის დაცვის პირობით ილაპარაკა.

 

რუსული ჯარი იმ ომის მსვლელობისას, რომელმაც ქართველებსა და სეპარატისტებს შორის, პრო-მოსკოვურ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში იფეთქა, საქართველოში შემოიჭრა.

 

რუსეთი აცხადებდა, რომ ის სამხრეთ ოსეთის ბინადართ იცავდა საქართველოს თავდასხმისგან, რომლის მიზანიც ძალის გამოყენებით რეგიონის დაბრუნება იყო, ხოლო თბილისი ამტკიცებს, რომ მან ჯარი რუსეთის ინტერვენციის საპასუხოდ გამოიყენა.

 

ხუთდღიანი ბრძოლის შემდეგ, რომლის დროსაც რუსულმა ძალებმა უკუაგდეს საქართველოს არმია და ღრმად შემოიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე, ევროკავშირის შუამავლობით საზავო ხელშკერულება დაიდო და კონფლიქტი დასრულდა.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...