planetanews Posted August 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 5, 2010 ალექსანდრე სვატიკოვმა, რომელიც საქართველოში გამოცემული ჟურნალის „რუსკი კლუბის“ მთავარი რედაქტორია, დღევანდელ პრესკონფერენციაზე საზოგადოებას გიორგი სმირნოვის ანდერძი გააცნო, რომლის მიხედვით, შენობა, სადაც ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიური სახლია“ განთავსებული, სახელმწიფოს საკუთრებაა. საქართველოს პრეზიდენტის 14 ივლისის ბრძანებულების თანახმად, სმირნოვების სახლი საჯარო სამართლის იურიდიული პირი -„სმირნოვების მუზეუმი“ ხდება, რომელსაც დღეს შენობაში რამდენიმე ოთახი უკავია და რომელიც წელიწადზე მეტია დალუქულია. ალექსანდრე სვატიკოვი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სმირნოვების სახლს დაუბრუნდება მუზეუმის სტატუსი, ,,კავკასიურ სახლთან” მოლაპარაკება გაიმართება. რის შემდეგაც, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, გადაწყდება, დარჩება თუ არა ,,კავკასიური სახლი” გ. ტაბიძის 20 ნომერში. „კავკასიურმა სახლმა“ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია გაზეთმა „24 საათში “ 2008 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნებულ წერილზე. საქართველოს პრეზიდენტისადმი რუსი ინტელიგენციის წარმომადგენელთა წერილში ეწერა, რომ „სმირნოვების მუზეუმი“ განადგურების პირასაა, „კავკასიური სახლი“ კი მუზეუმის ტერიტორიაზეა შეჭრილი. ”გაირკვა, რომ ალექსანდრე სვატიკოვი, რომელიც ყოველთვის ებრძოდა „კავკასიურ სახლს“, საქართველოს კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობს” - წერია „კავკასიური სახლის“ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში. „კავკასიური სახლი“, შენობის შენარჩუნების მიზნით, საპროტესტო აქციას ხვალ გამართავს. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted August 5, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 5, 2010 http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/working_together-150x150.jpgალეკსანდრ სვატიკოვის აზრით პრეზიდენტის ის გადაწყვეტილება,რომლის თანახმადაც „კავკასიური სახლის” შენობა კანონიერად ეკუთვნის სმირნოვების ოჯახს და იგი „სმირნოვების მუზეუმს” სრული სახით უნდა გადაეცეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/smornov.jpg itvს ლინკი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted August 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2010 დაიწყო გოთვერნობები სულ ასე უნდათ აგვარონ საკითხები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.