Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - მიბაძეთ თურქეთსა და ბრაზილიას


Recommended Posts

დღეს თბილისში საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფმა ირანელი ქალების მხარდასაჭერად მესამე საპროტესტო აქცია გამართა. აქცია ამჯერად კანცელარიასთან გაიმართა და მონაწილეებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, დააფისქიროს თავისი პოზიცია ირანში ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით.

 

„შეწყვიტოს ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ ადამიანების, განსაკუთრებით, ქალებისა და მოზარდების დევნა, წამება და სიკვდილით დასჯა“–ამ შინაარსის განცხადების გაკეთებას თხოვენ მთავრობას აქციის მონაწილენი.

 

პროტესტი საქართველოში, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქინე აშთიანისა და კიდევ ათი ირანის მოქალაქის სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილებას მოჰყვა. პირველი საპროტესტო აქცია საქართველოს მოქალაქეებმა ირანის საელჩოსთან 19 ივლისს გამართეს. მეორე კი –24 ივლისს, როდესაც მსოფლიო მასშტაბით „საქინეს საერთაშორისო დღე“ გამოცხადდა და მსოფლიოს 31 ქალაქში საქინეს, რომელსაც ქმრის ღალატის ბრალდებით სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, სიცოცხლის შესანარჩუნებლად საპროტესტო აქციები გაიმართა.

 

აქციის თანაორგანიზატორი ეკა აღდგომელაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობას, ბრაზილიის პრეზიდენტისა და თურქეთის პრემიერ–მინისტრის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მსგავსად, შეუძლია ირანის ისლამურ რესპუბლიკას მიმართოს, საქინე აშთიანისთვის განაჩენის შეცვლის მიზნით.

 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე საქართველო–ირანის ურთიერთობები ახალ საფეხურზე გადავიდა და მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დააფიქსიროს თავისი პოზიცია ირანში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხების შესახებ.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...