planetanews Posted August 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 5, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/reuters_new.jpg მეტ რობინსონი საქართველომ „მინიმუმზე“ მეტი უნდა გააკეთოს, ბოლო ორი ათი წლის განმავლობაში ომების გამო 200 000 იძულებით გადაადგილებული პირის საცხოვრებლით, სამუშოთი და ჯანდაცვით უზრუნველსაყოფად, განაცხადა ხუთშაბათს Amnesty International–მა. დასკვნაში, რომელიც აჯანყებული სამხრეთ ოსეთის გამო რუსეთთან ომის გასვლიდან ორი წლის შემდეგ, ბრიტანულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ მოამზადა, ნათქვამია, რომ ისინი უმუშევრობას განიცდიან და საზოგადოებისგან გარიყულები არიან. 1990–იანი წლების დასაწყისში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ომების გამო იძულებით გადაადგილებული პირები, ცხოვრებას „სასტიკ პირობებში“ განაგრძობენ, ნათქვამია დასკვნაში. დაახლოებით 42% დღემდე საბავშვო ბაღებში, საავადმყოფოებში, სასტუმროებსა და ბარაკებში ცხოვრობს. „დევნილებს იმაზე მეტი სჭირდებათ, ვიდრე მათი სახურავით უზრუნველყოფაა“, – განაცხადა ნიკოლა დაკვორტმა, Amnesty–ს ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამების დირექტორმა. „მთავრობა მათ დასაქმების, ჯანდაცვისა და სხვა შეღავათების გარანტიების უზრუნველყოფისთვის სჭირდება. საჭიროა ასევე, მათთან კონსულტაცია ისეთ საკითხებზე, რაც მათ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს, რომ არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდეთ“. პრო–რუსული სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს იურისდიქციას 1990–იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირის კოლაფსის დროს გამოეყო. 2008 წლის აგვისტოში, ორივე მხრიდან 100 000–ზე მეტი ადამიანი დარჩა უსახლკაროდ, როდესაც რუსეთმა აღკვეთა საქართველოს თავდასხმა სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთზე. დაახლოებით 26 000 ქართველს სახლებში დაბრუნების საშუალება არ გააჩნია. საქართველოს ხელისუფლება შეაქეს ახალ დასახლებებში დევნილების საცხოვრებლით სწრაფი უზრუნველყოფისთვის, ასევე ბოლო 20 წლის განმავლობაში უსახლკაროდ დარჩენილი პირების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების გამო. Amnesty მიესალმა საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, თუმცა იმავდროულად ჩამოთვალა არსებითი დარღვევები, რის გამოც ბევრი დევნილი „იზოლაციაში ცხოვრობს“. ანგარიშში „მოსაცდელ ოთახში: იძულებით გადაადგილებული პირები საქართველოში“ ნათქვამია, რომ საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ დაწყებული ომების გამო, დევნილი ადამიანებიდან ბევრი დღემდე სიღატაკეში ცხოვრობს. Amnesty–ს მაგალითად მოჰყავს ზუგდიდის დასავლეთით მდებარე, ყოფილი სამხატვრო სახლის შენობა, სადაც 20 ოჯახია შესახლებული, რომლებსაც მხოლოდ ორი საპირფარეშო და ორი შხაპი აქვთ ეზოში. ქუთაისში, ყოფილი ინტერნატის შენობაში შვიდი ოჯახი ერთი საპირფარეშოთი სარგებლობს, დაბანის პირობები კი არ აქვთ. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted August 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2010 აი ეს პრობლემა - დევნილებზე ზრუნვა - უნდა დააყენონ ხელისუფლების წინაშე "უიარაღო მეომრებმა", რადგან პირველ რიგში ეგ მეომრები დაზარალებულ რეგიონებიდან იქნებიან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2010 GeoStreamაი ეს პრობლემა - დევნილებზე ზრუნვა - უნდა დააყენონ ხელისუფლების წინაშე "უიარაღო მეომრებმა", რადგან პირველ რიგში ეგ მეომრები დაზარალებულ რეგიონებიდან იქნებიან.კარგია უნდა დააყენონ... მაგრამ მგონია რომ მაგრად კიდიათ ეგ საკითხი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2010 მოლდავეთში ორ სოფელს აგიშენებთო არა მიშამ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted August 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2010 საქართველო დევნილებისთვის საკმარისს არ აკეთებსმოკლედ,რას არ დააბრალებენ ჩვენ მთავრობას.. :givi: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted August 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2010 უბრალოთ, მარტო ლოზუნგებით "გადადექი" და სხვა პოლიტიკური მოთხოვნებით ჩიხში შევიდა სიტუაცია.რატომ არაა ხალხის მოთხოვნები "გააკეთე ეს": სამუშაო ადგილები, მოსარწყავი წყალი, დევნილებს მეტი ყურადღება? რომ დღეს ხალხისთვის სასარგებლო საქმეები აკეთებინო თუნდაც ნეგატიურ ხელისუფლებას!და არ ელოდებოდე როდის მოვა პოზიტიური ხელისუფლება. ხალხის საქმე ყოველთვის ყველა ხელისუფლებამ უნდა აკეთოს: ცუდმაც და კარგმაც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2010 GeoStreamხალხის საქმე ყოველთვის ყველა ხელისუფლებამ უნდა აკეთოს: ცუდმაც და კარგმაც.არ გააკეტებს სანამ ტავად ხალხი არ მოითხოვს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.