Jump to content
Planeta.Ge

ქვეყანა კი არა და ცირკია იბიომატ.


Recommended Posts

სკამები მივაჭედოთ კავკასიონზე და შემოვღობოთ.(ბურზო) :givi:

 

 

 

ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს 26 წლის მაია სიდამონიძე უხელმძღვანელებს

17:05 05-08-2010

ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს 26 წლის მაია სიდამონიძე უხელმძღვანელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს ამჟამად ლონდონში მცხოვრები 26 წლის მაია სიდამონიძე უხელმძღვანელებს .

ამის შესახებ დღეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში ჟურნალისტებს განუცხადა. მან მედიას სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგები გააცნო.

ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ახალი თავმჯდომარე მაია სიდამონიძე ინგლისში ცხოვრობს. ის არის პროექტის ავტორი, რომელმაც სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. მაია სიდამონიძე საქართველოში აგვისტოს შუა რიცხვებში დაბრუნდება.

ქობალიას თქმით, მას განათლება ამ სფეროში აქვს მიღებული. კერძოდ, შვეიცარიაში მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი, ხოლო შემდეგ მაგისტრის ხარისხი დაცული აქვს ინგლისში. სიდამონიძეს ამ სფეროში მუშაობის გამოცდილებაც გააჩნია. ვერა ქობალიას განმარტებით, მასზე არჩევანი შეჩერდა იქიდან გამომდინარე, რომ მისი პროექტი იყო დეტალური, რომელიც გულისხმობდა როგორც შიდა ტურიზმის განვითარებას, ასევე ქვეყნის პოპულარიზაციას საქართველოს გარეთ. გარდა ამისა, წარმოდგენილი პროექტი იყო მცირებიუჯეტიანი, თუმცა - ეფექტური. ტურიზმის დეპარტამენტის ახალ თავმჯდომარესთან პირველ ეტაპზე ერთწლიანი ხელშეკრულება გაფორმდება.

რაც შეეხება კონკურსში მონაწილე სხვა პირებს, მინისტრის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რამდენიმე ადამიანს ტურიზმის დეპარტამენტში გარკვეული თანამდებობები შესთავაზონ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კონკურსი, თემაზე - "საქართველოს ტურიზმისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარება" 12 ივლისს გამოაცხადა. კონკურსის მიზანი იყო საქართველოს როგორც ტურისტული იმიჯის პოპულარიზაცია, ტურისტთა შემოყვანისა და შიდა ტურიზმის განვითარების პროცესის ხელშეწყობა და სხვა.

კონკურსში მონაწილეობა შეეძლო საქართველოს მოქალაქეს, უმაღლესი განათლებით ბიზნესის ადმინისტრირებაში, ტურიზმის მენეჯმენტსა და ეკონომიკაში. ჩამოთვლილ პოზიციებზე არა ნაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილებით. კონკურსის პირობების თანახმად, გამარჯვებული პროექტის ავტორი ავტომატურად ხდებოდა ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე. საკონკურსო კომისიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია ხელმძღვანელობდა. კომისიის წევრები იყვნენ პარლამენტის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები. მათ შორის ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი, ჟურნალისტი ეკა ხოფერია, "აჭარა გრუპის" გენერალური დირექტორი ივა დავითაია, ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, "თავისუფალი უნივერსიტეტის" მარკეტინგის პროფესორი ზურაბ ლილუაშვილი, გაზეთ "24 საათის" თანადამფუძნებელი პაატა ვეშაპიძე და სხვები. სამინისტროსთან არსებულ საკონკურსო კომისიაში პირველ ეტაპზე 109 საკონკურსო განაცხადი შევიდა. აქედან კომისიამ საუკეთესოდ 10 მათგანი შეარჩია. 10 საუკეთესო განაცხადის ავტორთან მეორე ტურში შედგა გასაუბრება. ნაწილთან გასაუბრება გაიმართა პირადად, ხოლო მათთან, ვინც საქართველოში არ იმყოფებოდნენ, გასაუბრება სკყპე-ს მეშვეობით განხორციელდა.

 

http://new.interpressnews.ge/ge/ekonomika/...ghvanelebs.html

 

რას გადაეკიდნენ ამ უცხოეთს და საქართველოში გონიერი ხალხი დაილია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩამო იქნებ შენც დაგნიშნონ მინისტრად

 

 

ინგლისურად წერაში მენძრევა,თორემ მიფიქრია მაგაზე. :givi:წლოვანებით ჩარეცხილების სიაში ვარ დამატებით. :givi:

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაია სიდამონიძე

ძალიან ჭკვიანი და მოხერხებული გოგოა.. უბრალოდ მეცოდება ამ გიჟების და ჩათლახების ხელში, მაგრამ მაგათი მოსმაც ეხერხება წესით..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

ისე, ბაკალავრი ესპანეთში ფაქტიურად აბიტურიენტია

მაგისტრია :)

 

სამუშაო გამოცდილება:

 

10.07 – დღემდ - Jurys Inn Islington, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერი;

 

11.06 – 06.07- Thistle Kensington Gardens, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი ადმინისტრატორი

 

03.05 – 05.06 - ”თბილისი მარიოტი” და ”ქორთიარდ მარიოტი”, გაყიდვების აღმასრულებელი მენეჯერი

 

05.02 – 07.02 - სასტუმრო ”ჰოფგარდენი”, ლუცერნი, შვეიცარია, სტაჟიორი

 

 

განათლება:

 

09.08 – 08.09 - Imperial College , ლონდონი, დიდი ბრიტანეთი მარკეტინგის CIM სამაგისტრო პროფესიული დიპლომი

 

06.06 – 05.07 - UWIC – University of Wales Institute, კარდიფი, დიდი ბრიტანეთი; მარკეტინგის მაგისტრის წოდება

 

06.06 – 01.07 - London School of Commerce, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი; ბიზნესის და მართვის მაგისტრი

 

03.04 – 10.04 - Hotel Institue Montreux, მონტრო, შვეიცარია; ბაკალავრის წოდება ბიზნეს ადმინისტრირებას, ტურიზმისა და სასტუმროების მენეჯმენტში

 

09.02 – 01.04 - Hotel Institue Montreux, მონტრო, შვეიცარია; ბიზნეს და საერთაშორისო სასტუმროების მართვის უმაღლესი დიპლომი

 

09.01 – 08.02 - Schiller International University, ენგელბერგი, შვეიცარია, სასტუმროს ოპერატიული მართვის დიპლომი

ენები:

 

ქართული (მშობლიური) ინგლისური (თავისუფლად) რუსული (თავისუფლად) გერმანული (კარგად) ფრანგული (კარგად) ესპანური (კარგად)

 

 

http://forum.ge/uploads/post-29-1281016692.jpg

Edited by Pioneer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Pioneer

ძალიან ჭკვიანი და მოხერხებული გოგოა..

შენ იკაკოსაც აქებდი,მაგრამ.. :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან ჭკვიანი და მოხერხებული გოგოა..

 

 

სადმე ვთქვი,რომ უტვინოა მეთქი? :) ვნახოთ.

 

 

 

 

დეტსკი სადია თუ ქვეყნის მთავრობაა იბიომატ?:givi: აი ამაზე მაქვს პრეტენზია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე ჩემი პატარა გოგოც 8 წლისაა,ჭკვიანია და მოხერხებული,ინგლისურიც კარგად იცის.. :givi: :givi:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე ჩემი პატარა გოგოც 8 წლისაა,ჭკვიანია და მოხერხებული,ინგლისურიც კარგად იცის..

 

 

ჩემი ცამეტის ხდება და ესპანურათაც უბერავს უკვე.ინგლისურზე ბაზარი არა მაქვს. :givi:

 

 

ჩემის აზრით გავქვს პერსპექტივები მინისტრების მამებათ რომ გავიჩითოთ. :givi:

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Pioneer

შენ იტალიასაც აქებდი ამ ჩემპიონატზე, მაგრამ..

ნე სიპ მნე სოლ ნა რანუ.. :givi: :givi:

 

ისე ნეტავ იტალია იყოს საქართველო და ფეხბურთის მარცხს რამენაირად გადავიტანდით..

 

lasha1997

ჩემის აზრით გავქვს პერსპექტივები მინისტრების მამებათ რომ გავიჩითოთ.

თან უახლოეს ორ-სამ წელიწადში,ხომ ხედავ მინისტრთა საშუალო ასაკი საქართველოში სწრაფად ეცემა.. :givi: :givi:

Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თან უახლოეს ორ-სამ წელიწადში,ხომ ხედავ მინისტრთა საშუალო ასაკი საქართველოში სწრაფად ეცემა..

 

 

 

დაბალი ზღვარი 23 წელია არა და ჩამოვა მეათე კლასელებამდე ჩემის აზრით.აი მაშინ უნდა ვივაჟკაცოდ. :givi:

 

 

რა კრიტერიუმებით დაინიშნა ეს გოგო და აბა სად ვნახო კონკურსის შედეგები? ვერამ არა სქო,რომ კონკურსი არის გამოცხადებულიო? :)

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...