Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ელჩი ვახტანგ ჯაოშვილი, განა საქართველო ისე გრძნობს თავს თითქოს ისრაელმა მიატოვა?


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/haaretz2.gif

 

იოსი მელმანი

 

”ურთიერთობა ისრაელსა და საქართველოს შორის ტრადიციულად მეგობრულია და ჩვენ ნამდვილად გვესმის ისრაელის სიტუაცია. ჩვენ ყოველთვის ვუსვამდით ხაზს იმას, რომ ჩვენ თავდაცვითი შეიარაღების შეძენას ვცდილობთ და არასდროს  გვჭირდებოდა თავდასხმითი იარაღი, რადგან არასდროს გვქონია თავდასხმის განზრახვა”.

 

აგვისტო საქართველოს ელჩისთვის ისრაელში, ვახტანგ ჯაოშვილისთვის განსაკუთრებულად ბედნიერი არ არის და არა მხოლოდ იმიტომ, რომ სიცხის ტალღა ისრაელს დააცხრა. 7 აგვისტოს რუსეთთან ომის 2 წლისთავი სრულდება. ამ ომში რუსეთმა საქართველო სერიოზულად  დაამარცხა, მისი ტერიტორიების დიდი ნაწილი ხელთ იგდო (აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი) და 300,000 ადამიანი ლტოლვილად აქცია.

 

37 წლის ელჩი თელ-ავივში ცოლთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. ის პროფესიონალი დიპლომატია – თბილისის უნივერსიტეტის პოლიტიკური გეოგრაფიის ფაკულტეტზე და პარიზის სორბონის უნივერსიტეტში სწავლის შემდეგ საქართველოს საგარეო სამსახურის სხვადასხვა რანგი გაიარა. პირველად თანმდებობაზე 1999 წელს, ისრაელში დაინიშნა და აქ სხვადასხვა სტატუსი ეკავა, მესამე მდივნიდან საკონსულოს სამსახურის უფროსამდე. შემდეგ ის პარიზში, საქართველოს საელჩოში პირველ მდივნად მსახურობდა და უკვე 2009 წლის მარტში, რუსეთთან ომის შემდეგ ისრაელში ელჩის თანამდებობაზე დაბრუნდა.

 

ბატონო ელჩო, ხომ არ გრძნობს საქართველო თავს ისე, თითქოს ისრაელმა უღალატა?

 

”არა, აბსოლუტურად, არა”.

 

თქვენ იცით, რაზე ვლაპარაკობ.  რუსეთთან ომის  წინ, თქვენ თავდასხმითი იარაღის შესაძენად ისრაელს მიმართეთ, მაგრამ ისრაელმა უარი გითხრათ, ხოლო  შემდეგ თავდაცვითი მიზნებისთვისაც  შეამცირა იარაღის გაყიდვები და სამხედრო დახმარება.

 

”ურთიერთობა ისრაელსა და საქართველოს შორის ტრადიციულად მეგობრულია და ჩვენ ნამდვილად გვესმის ისრაელის სიტუაცია. ჩვენ ყოველთვის ვუსვამდით ხაზს იმას, რომ თავდაცვითი შეიარაღების შეძენას ვცდილობთ და არასდროს გვჭირდებოდა თავდასხმითი იარაღი, რადგან არასდროს გვქონია თავდასხმის განზრახვა.”

 

მოგეხსენებათ, რუსეთი ისრაელზე ზეწოლას ახორციელებს, რომ მან იარაღი არ მოგყიდოთ.

„დიახ, ჩვენ ვიცით რუსეთის ზეწოლის შესახებ და ვაპროტესტებთ ამას და იმასაც, რომ რუსეთი ცდილობს  საქართველოსთან ისრაელის ურთიერთობა ირანისთვის რუსეთის მიერ ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარის A-300-ის მიყიდვას დაუკავშიროს. ჩვენ ვიცით, რომ ისრაელი წუხს ამ შესყიდვის გამო და მის აღკვეთას ისურვებდა“.

 

როგორც ჩანს, ისრაელი დანებდა რუსეთის ზეწოლას.

 

„ჩვენ მართლა გვესმის ისრაელის დაძაბული მდგომარეობის“.

 

რამდენადაც ცნობილია, ისრაელმა შეაჩერა საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მიყიდვა და შეწყვიტა სამხედრო მრჩევლებისა და მწვრთნელების გაგზავნა.

 

„მე არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი რადგან ის დაკავშირებულია განსაკუთრებულ ვითარებასთან და არხებთან, რომლებშიც ჩართულია ორივე ქვეყანა“.

 

დაუშვა შეცდომა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, როდესაც ყველაფრის მიუხედავად რუსეთთან ომი დაიწყო?

 

„ევროპის კავშირის საგამოძიებო დელეგაციამ სრულიად ცხადად და გადაწყვეტით განაცხადა, რომ ომი არ დაწყებულა 2008 წლის 7 აგვისტოს. ის დაიწყო უფრო ადრე რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაციებით. რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ ომი თავისი ემისრების – სეპარატისტული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მეშვეობით აწარმოა. რუსეთის სპეცჯარები ქართულ სოფლებს 7 აგვისტომდე ესხმოდნენ თავს და ჩვენ მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების დაცვას ვცდილობდით“.

 

ერთი წუთით მაინც თუ გიფიქრიათ ომში გამარჯვებაზე?

 

„არა. ჩვენი მიზანი ჩვენი მოქალაქეების, კერძოდ კი სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლების დაცვა იყო“.

 

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ განწყობა საქართველოში საუკეთესო არ არის.

 

„ჩვენი უპირველესი მიზანი 300 000 ათასილტოლვილის საკუთარ სახლებში დაბრუნებაა. ჩვენ ვლაპარაკობთ არა მხოლოდ ქართველებზე, არამედ სომხებზე, რუსებზე და ქართველ ებრაელებზეც კი. გაეროს რეზოლუცია ითხოვს ამის შესრულებას და საზღვრების მეთვალყურეობისთვის საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვებას. საერთაშორისო ზედამხედველობის გარეშე იმაში დარწმუნება, რომ რეზოლუცია შესრულდება, შეუძლებელია“.

 

რა მოუვიდა ლტოლვილთა საკუთრებას?

 

„სამწუხაროდ, ზოგიერთი სახლი უცხოელებმა ჩაიგდეს ხელში. ამიტომაცაა, რომ საერთაშორისო ძალების მეთვალყურეობა გვჭირდება?

 

თქვენ ერთ-ერთი იმათგანი ხართ, ვინც იცნობს არაბულ-ებრაულ კონფლიქტს და ნამდვილად იცით, რომ 1949 წლიდან გაერო იღებს რეზოლუციებს, რომლებშიც ისრაელს პალესტინელი ლტოლვილების დაბრუნებას სთხოვს, მაგრამ ახლაც კი, 60 წელზე მეტი გავიდა და რეზოლუცია არ შესრულებულა. ხომ არ ფიქრობთ, რომ ასეთივე იქნება თქვენი ლტოლვილების ბედი?

 

„თქვენ შეიძლებოდა ასეთ დასკვნამდე მისულიყავით. მაგრამ მგონია, რომ ეს ორი სიტუაცია განსხვავებულია. პალესტინელი ლტოლვილების დაბრუნება პირდაპირ უკავშირდება ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებებს გაეროს იმ გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც ორი სახელმწიფოს, ებრაული და არაბული სახელმწიფოს შექმნას მოითხოვს.

 

საქართველოში სხვა სიტუაციაა. აქ ერთი სახელმწიფოა და არა ორი. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ძალიან ცოტამ აღიარა – ისეთებმა, როგორიცაა ვენესუელა და ნაურუ. საერთაშორისო საზოგადოების დიდ ნაწილს ცხადად ესმის, რომ ეს წარმონაქმნები მხოლოდ რუსეთის მხარდაჭერით არსებობს. საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ერთიანია“.

 

მაგრამ მე მაინც გეკითხებით რამდენად შეიძლება გაეროს რეზოლუციის შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდეს ადგილზე მიმდინარე მოვლენების გამო.

 

”ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის გამოყენებას იმისთვის, რომ გაეროსა და საერთაშორისო საზოგადოების გადაწყვეტილებები ისე შესრულდეს, როგორც დაიწერა”.

 

როგორ ფიქრობთ რა მოხდება საქართველოში მომავალი ორი- ხუთი წლის განმავლობაში?

 

”მე შეთანხმებისა და კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ ვიხრები. ჩვენ არასდროს გვსურდა სამხედრო შეტაკება და აღარ გვინდა ახალი ომი. ჩვენ წინ ვიხედებით და ფაქტია, რომ ვახორციელებთ ჩვენს ეკონომიკურ რეფორმებს. ჩვენი მიზანი ნატოში გაწევრიანებაა, რათა ვუზრუნველყოთ ჩვენი ქვეყნის სამხედრო სტაბილურობა და ევროპის კავშირში შესვლა, რათა კეთილდღეობას მივაღწიოთ. ამ თვალსაზრისით, ისრაელი მართლაც მეგობარია და მას შეუძლია დიპლომატიურ ფრონტზეც და ფინანსური ინვესტიციებითაც დახმარება აღმოგვიჩინოს.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...