planetanews Posted August 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 5, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/wall_street_journal.jpg სარედაქციო წერილი ავტორიტარიზმის აღმასვლა და ობამას თავისუფლების პროგრამა ამ შაბათ–კვირას მოსკოვში მილიცია დემოკრატიის მხარდამჭერ მომიტინგეებს ცემდა და იჭერდა, რის გამოც გაზეთების პირველ გვერდებზე მოხვდა. თეთრმა სახლმა ობამას ხელმძღვანელობით „შეშფოთება“ გამოთქვა. მშვენიერია. სენატორმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ჯონ მაკკეინმაც მსგავსი განცხადება გააკეთა, ოღონდ მისი გამონათქვამები გაცილებით მკაცრი იყო. „ეს ტრაგედიაა“, – თქვა სენატორმა მაკკეინმა. „პოლიტიკური დისკურსის კრიმინალიზაცია და მასზე ზეწოლა ძალადობის გზით, თანამედროვე რუსეთში გრძელდება. მიტინგის დარბევის სასტიკმა ზომებმა ცხადყო, რომ არანაირ „გადატვირთვას“ რუსეთის მთავრობის მხრიდან საკუთარი უფლებადამცველელების მიმართ, ადგილი არ ჰქონია“. სხვაობა დიდია. ავტორიტარიზმი ძალას იკრეფს, დემოკრატია საფრთხეშია, ხოლო კითხვა, თუ ვის მხარესაა ვაშინგტონი – პასუხგაუცემელია. ჯერჯერობით ობამას ადმინისტრაციის პოზიციის ახსნა თავშეკავებული ფრაზებით ასე შეიძლება: „დაბნეულები არიან“. პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევის შემდეგ ობამამ ხელი გაუწოდა თეირანს, პეკინს და მოსკოვს, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაში ტონს დაუწია. მაგრამ შარშანწინ, კაიროში წარმოთქმულ სიტყვაში, ობამამ ერთგულება გამოთქვა ისეთი მთავრობების არსებობის იდეის მიმართ, რომლებიც ხალხის ნებას გამოხატავენ. არაბული აუდიტორია ამ სიტყვებმა შთააგონა. პრაქტიკაში, თეთრმა სახლმა შეცდომა დაუშვა, როდესაც არჩევანი თითქოსდა რეალისტური „ამოქმედების“ სასარგებლოდ გააკეთა, დაინახა რა უმცროსი ჯორჯ ბუშის პოზიციაში მცდარი იდეალიზმი. მაგრამ ამ მიდგომამ ვერ გაამართლა და ამერიკის ინტერესებს ავნო. რუსეთში პრეზიდენტ ობამას „ გადატვირთვის“ ძალისხმევას, შეიარაღების შემცირებაზე ახალი ხელშეკრულება და მოსკოვის მხრიდან ირანის წინააღმდეგ გაეროს სანქციების მხარდაჭერა მოჰყვა. რა თქმა უნდა, უფრო მეგობრული ურთიერთობების დამყარება – ცუდი არ არის. მაგრამ მოსკოვში შთანხმება ხომ პრეზიდენტმა ბუშმაც გააფორმა, რომლის თანახმადაც უფრო მეტი იარაღი ნადგურდებოდა, ვიდრე ამ ახალი ხელშეკრულებით, ხოლო კრემლმა მისი მმართველობის დროს გაეროს სანქციების სამ პაკეტს დაუჭირა მხარი. მთავარი სხვაობა ის არის, რომ ადმინისტრაციას არ სურს იმ საკითხების წამოჭრა, რომელიც რუსეთის უმაღლეს ლიდერს, ვლადიმერ პუტინს აღიზიანებს. სწორედ ამიტომ ამტკიცებენ ჩვენი ლიდერები „კავშირის არ არსებობას“ უსაფრთხოებას და რუსეთის ავტორიტარიზმისკენ გადახრას შორის. ამერიკის თავშეკავებულობა კრემლის და სხვათა პოლიციელებს საშუალებას აძლევს უფლებადამცველების მიერ ანთებული ნებისმიერი წითელი ხაზი გადაკვეთონ. ოპოზიციის ათობით აქტივისტს, მათ შორის – ელცინის ეპოქის ვიცე–პრემიერ ბორის ნემცოვს – პოლიციამ შაბათს ცემა და დააპატიმრა. ყოველი თვის 31 რიცხვში დემოკრატიული და უფლებადამცველი ორგანიზაციები კრემლის მიერ იგნორირებული რუსეთის კონსტიტუციის 31–ე მუხლის მხარდასაჭერად, რომელიც შეკრების თავისუფლებას უზრუნველყოფს, მიტინგებს მართავენ. ზედიზედ უკვე მეცხრედ, მიტინგი აკრძალეს და ძალის გამოყენებით დაარბიეს. თითქოს ბრეჟნევის ეპოქის მსგავსად, ახალმა კანონმა, უშიშროების კომიტეტის შთამომავალს, ნებისმიერის დაპატიმრების უფლება მისცა, ვინც „ქმნის პირობებს დანაშაულისთვის“, უფრო ზუსტად კი მილიციას ფაქტობრივად ყველა ქმედებაზე კარტ–ბლანში აქვს. ეს არამხოლოდ შეურაცხყოფს ამერიკის პრინციპებს, არამედ საფრთხეს უქმნის ჩვენს ინტერებს. რუსეთთან, რომელიც რეპრესიებს აწარმოებს, საერთო საქმის კეთება არ შეიძლება. კაიროში, ოაბამას მიერ წარმოთქმული ლამაზი სიტყვებით შთაგონებული არაბები, ასევე იმედგაცრუებულები არიან. აშშ–ს პოლიტიკა ეგვიპტის მიმართ შესანიშნავია. აშშ–მ ამ ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროგრამები ორჯერ შეამცირა. ამ წლის მაისში ეგვიპტემ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა (რომელიც უკვე ოცდაცხრა წელია რაც მოქმედებს) კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა, აშშ–ს სიტყვა არ დაუძრავს. დემოკრატიზაციის პროგრამები იორდანიაშიც შემცირდა. იორდანიამ, ისევე როგორც მეორე, შედარებით ზომიერმა არაბულმა სახელმწიფო მაროკომ, ხელისუფლების კონცენტრირება მონარქიის ინსტიტუტის ირგვლივ მოახდინა და პოლიტიკური ოპოზიციისა და სიტყვის თავისუფლების მოქმედებაზე ახალი შეზღუდვები დააწესა. ბუში ამ რეგიონში პოპულარული არ იყო, მაგრამ მისი ბრძოლა დემოკრატიისთვის შედეგიანი იყო. მხოლოდ 2005–2006 წლებში თერთმეტი კონკურენტული არჩევნები ჩატარდა. სამხრეთ ამერიკაში ყველაფერი ძველებურადაა, რაც შეშფოთების საფუძველია. ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, „ცივი ომის“ დასრულებიდან პირველი ოცი წლის განმავლობაში იქ დემოკრატია გაიფურჩქნა. მაგრამ ახლა, ვენესუელას, ბოლოვიას, ეკვადორს და (როგორც ყოველთვის) კუბას დიქტატორები მართავენ. ისევე როგორც არაბულ სამყაროში, აშშ–მ შეწყვიტა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა და ავტორიტარებთან მოლაპარაკებას შეეცადა. კიდევ რით შეიძლება ეს დადასტურდეს, თუ არა რეპრესიებით? ირანში, მაჰმუდ აჰმადინეჯადმა „მწვანე რევოლუცია“ ჩაახშო და მის ატომურ პროექტზე მოლაპარაკებებში აშშ მოატყუა. ჩინეთში, ახლახანს დანიშნულმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ სიტუაციას დიალოგში ყურადღების გადატანის ფაქტორი უწოდა. პეკინმა გაბედა და დისიდენტებთან ბრძოლა წამოიწყო, ისე რომ არ შეეშინდა, რომ მსოფლიო თანამეგობრობა ამისთვის გაკიცხავდა. ობამას ადმინისტრაციის ცალკეულმა ელემენტებმა, შესაძლოა, უკვე დაიწყეს „გადატვირთვის“ ხარვეზების გაცნობიერება. ივლისში კლინტონმა პოლონეთის კრაკოვში დემოკრტიაზე ენერგიული სიტყვა წარმოთქვა. მან კონკრეტულად ჩამოთვალა ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ჩინეთი, რუსეთი, ვენესუელა, ეგვიპტე და ეთიოპია. „რკინის ფარდაზე“ ჩერჩილის სიტყვის გახსენებით, კლინტონმა განაცხადა: „ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს რკინის მარწუხები, რითაც მთელი მსოფლიოს სახელმწიფოები ნელ–ნელა ანადგურებენ სამოქალაქო საზოგადოებას და ადამიანის სულს“. კლინტონის თქმით, აშშ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისთვის აქტივისტების, ჟურნალისტების და ორგანიზაციების დახმარებაში საკუთარ წვლილს შეიტანს. მიუხედავად იმისა, რომ აქედან დიდი სარგებელი არ ყოფილა, მან ასევე პირობა დადო, რომ იმუშავებს კორუფციით დასნეულებულ გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოსთან და არაბული ქვეყნების ლიგასთან. სიტყვების საქმით გასამყარებლად, აშშ–მ უფრო მეტი უნდა გააკეთოს – გამოექომაგოს ციხეებში მყოფ რუსებს, მატერიალურად დაეხმაროს კუთხეში მიმწყვდეულ ირანელ დემოკრატებს და ასე შემდეგ. საერთაშორისო ვითარებაში საკმაოდ ცხადი და შემაშფოთებელი ტენდენციები გამოიკვეთა. უკვე ზედიზედ მეოთხე წელია, რაც სულ უფრო მეტ სახელმწიფოში პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებების უკუსვლა და არა ზრდა შეიმჩნევა, რაც ნათქვამია Freedom House –ის ყოველწლიური ანგარიშის 2010 წლის გამოცემაში. ამერიკამ მხარი უნდა დაუჭიროს მთელი მსოფლიოს ხალხების უფლებას, თავად აირჩიონ საკუთარი ლიდერები და საკუთარი მოსაზრებები თავისუფლად გამოხატონ – ეს ჩვენი ძველი პარტიათაშორისი ტრადიციაა. წელიწადნახევრის განმავლობაში, ობამამ აშშ–ს პოლიტიკის აქცენტი ისეთ ადამიანებთან დიალოგისკენ მიმართა, რომლებიც საკუთარ მოსახლეობაზე კონტროლს აძლიერებენ. დადგა დემოკრატიული „გადატვირთვის“ დრო. ობამას თავისუფლების პროგრამა ხომ გააჩნდა? ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts