Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ტორესი:”ინგლისის საუკეთესო კლუბში ვთამაშობ“


Recommended Posts

http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Pix/pictures/2008/10/20/torres3.jpg

 

შარშანდელი წარუმატებელი სეზონის შემდეგ, ახალი დამრიგებლის, როი ჰოჯსონის წინამძღოლობით პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი “ლივერპული” მელვუდის საწვრთნელ ბაზაზე მონდომებით ემზადება ახალი სეზონისთვის შარშანდელი წარუმატებელი სეზონის შემდეგ, ახალი დამრიგებლის, როი ჰოჯსონის წინამძღოლობით პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი “ლივერპული” მელვუდის საწვრთნელ ბაზაზე მონდომებით ემზადება ახალი სეზონისთვის. მართალია, მერსისაიდელები ევროპის ლიგის გათამაშებაში უკვე ჩაებნენ, თუმცა, ინგლისში სეზონის გახსნად მაინც პრემიერლიგის სტარტი მიიჩნევა და იმ დროისთვის ძირითად შემადგენლობას მსოფლიოს ჩემპიონი ფერნანდო ტორესი დაუბრუნდება. “ელ ნინიო” სადღეისოდ ინდივიდუალური გრაფიკით ვარჯიშობს , “ლივერპულის” წევრობით ბედნიერია და გუნდის ერთგულ მომხრეებს კარგ თამაშს ჰპირდება.

- მოგვიანებით მსოფლიოს ჩემპიონობას მოგილოცავთ. ზაფხულში განვითარებული მოვლენებით უკმაყოფილო არ უნდა იყოთ, ალბათ, უფრო პირიქითაა…

- როგორც ნებისმიერი ესპანელი, გასული მუნდიალით მეც ბედნიერი ვარ. იშვიათი გამონაკლისის გარდა, მსოფლიოს ჩემპიონი ფეხბურთელი ერთხელ ხდება, ამიტომაც განსაკუთრებულ გუნება-განწყობაზე ვარ. წინა სეზონს იდეალურს ვერ დავარქმევდი, მაგრამ მუნდიალის მოგებამ ყველა უარყოფითი მომენტი გადაფარა. ამასთან გულიანად დასვენებაც მოვასწარი, ახლა კი “ლივერპულთან” ერთად მონდომებით ვემზადები. ძალიან გამიხარდა ბიჭების ნახვა და სერიოზული მიზნების გადალახვა დავისახეთ მიზნად.

- მუნდიალის მსვლელობისას ტრავმებმა გაგაწამეს. ამ მხრივ სადღეისოდ როგორი მდგომარეობაა?

- არაფერი მაწუხებს. მოუთმენლად ველი “ლივერპულის” პირველ მატჩს. 2 კვირაში ოპტიმალურ კონდიციას და სათამაშო ფორმას უნდა მივაღწიო, მაგრამ გუნდის პირველსავე ვარჯიშზე ვიგრძენი, რომ ამას შევძლებ. ძალიან დიდ დახმარებას მიწევენ გუნდის ექიმი და ფიზიოთერაპევტი. ერთი სიტყვით, “ენფილდზე” ყველა პირობა შემიქმნეს, სასურველი ფორმა უსწრაფესად რომ აღვიდგინო.

- პარტნიორების, მწვრთნელებისა და მედპერსონალის დამსახურება მნიშვნელოვანია, მაგრამ თავადაც ხვდებით, პრემიერლიგის მორიგი გათამაშების სტარტამდე ინტენსიური მუშაობა რომ მიგიწევთ…

- რასაკვირველია, ასეა. სამუშაო განწყობა კი დიდად გამიზარდა ოჯახის წევრებთან ორკვირიანმა ურთიერთობამ. ამასთან მოუთმენლად ველოდი კლუბში დაბრუნებას იმ დღიდანვე, როცა სამუნდიალე მზადება “ფურია როხასთან” ერთად დავიწყე. მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა, მითუმეტეს გაჩემპიონება ნებისმიერი ფეხბურთელისთვის საოცნებოა, მაგრამ თავში მაინც “ლივერპულის” ამბები მიტრიალებდა – ახალი მწვრთნელი, ახალი პარტნიორები, წინასასეზონო მიზნები… ყველაფერი ეს ძალიან მაინტერესებდა.

- ესპანეთში ენფილდელთა ახალმა დამრიგებელმა როი ჰოჯსონმა ჩამოგაკითხათ. როგორი საუბარი შედგა მასთან, რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე “ფულჰემის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა? გუნდის სამომავლო პერსპექტივაზე საინტერესო საუბარი შედგა თქვენს შორის?

- ჩემთვის მოულოდნელი და საპატიო იყო, როცა მისტერ როიმ გუნდის ერთ რიგით წევრთან შესახვედრად ამხელა გზა გაიარა და პირენეს ნახევარკუნძულზე ჩამომაკითხა. ჩვენ შორის საინტერესო დიალოგი შედგა. ჰოჯსონმა დაუფარავად გამიმხილა საკუთარი სამუშაო გეგმა და ისიც მითხრა, რა როლს დამაკისრებს “ლივერპულში”. ჩემი ღრმა რწმენით, კლუბის ხელმძღვანელებმა სწორი არჩევანი გააკეთეს, როდესაც გუნდიდან წასული რაფა ბენიტესი როი ჰიჯსონით ჩაანაცვლეს. მასთან მცირეხნიანმა ურთიერთობამაც კი დამარწმუნა, ერთობლივი მუშაობით ბევრს რომ მივაღწევთ. ჯერჯერობით ინდივიდუალური გრაფიკით, განცალკევებით ვემზადები, თუმცა, მალე ბიჭებთან ერთად მოვემზადები სამომავლო ბატალიებისთვის.

- სტივენ ჯერარდმა საჯაროდ დაადასტურა, რომ “ენფილდ როუდიდან” ფეხს არ მოიცვლის და პრემიერლიგის სტარტს მოუთმენლად ელის. იგივე განწყობითაა ჯო კოული, რომელმაც უკვე მოასწრო “ლივერპულის” შემადგენლობაში ტესტ-მატჩების ჩატარება. თქვენც საბრძოლველად ხართ მომართული. აქედან გამომდინარე, “ლივერპულმა” შარშან დაკარგული პოზიცია უნდა დაიბრუნოს და მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იომოს…

- სტივსა და ჯოსთან კარგახნიანი გასაუბრება უკვე მოვასწარი. კოულის თაობაზე მხოლოდ იმას მოგახსენებთ, რომ ამგვარი ტიპის მოთამაშე “ლივერპულს” ძალიან ესაჭიროებოდა. ჯო ჩვენ გუნდს დიდ სარგებელს მოუტანს. ამაში ყველანი მალე, პრემიერლიგის სასტარტო მატჩების დროს დავრწმუნდებით. ჩემი მიზანი შეძლებისდაგვარად სწრაფად მწყობრში ჩადგომა და თანაგუნდელებთან ერთად თამაშია.

- ჯო კოულის “ენფილდზე” გადასვლას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. მის საფეხბურთო შესაძლებლობებზე არავინ დავობს, თუმცა, “ლივერპულის” ქომაგთა ნაწილი თვლის, იგი “ჩვენი” მოთამაშე არააო. შეიძლება ამგვარ მიდგომას დავეთანხმოთ?

- არავითარ შემთხვევაში. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, “ენფილდზე” კოული თბილად მიიღეს, ერთგვარი გაუცხოების მომენტი ქომაგთა ნაწილის კი გასაგებია – ჯო უკვე 28 წლისაა და საფეხბურთო კარიერის დიდი ნაწილი, 8 სეზონი ლონდონურ “ჩელსიში” გაატარა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გულშემატკივარი მას პირველივე ოფიციალური მატჩიდან შეეჩვევა და “თავისიანად” ჩათვლის. ჯოს თამაშის მანერას რაც შეეხება, მოხიბლული ვარ მისი საასპარეზო სტილით. საერთოდაც, ამგვარ ფეხბურ¬თელებს “ლივერპულის” ახალ, კიდევ უფრო მაღალ დონეზე გაყვანა ხელეწიფებათ. ჯოს პასის სიზუსტე და კულტურა აღტაცებას იწვევს. ამგვარი ნიჭით ხელის თითებზე ჩამოსათვლელი რაოდენობის მოთამაშეა დაჯილდოებული. ეჭვიც არ მეპარება, რომ იგი ყოველგვარი ადაპტაციის გარეშე ჩაეწერება “ლივერპულის” შემადგენლობაში. მეტსაც მოგახსენებთ – ჯო კოული აგვისტოდან გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი გახდება.

 

- ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში ჯომ განაცხადა, რომ მისი სათამაშო პრიორიტეტი თქვენთვის მაქსიმალურად დი¬დი რაოდენობის საგოლე სიტუაციების შექმნაა…

 

- დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. როი ჰოჯსონი რამდენიმე ტაქტიკურ მონახაზს ამზადებს, რომლის დასრულების დროსაც მე მოწინააღმდეგის მეკარის სიახლოვეს ხელსაყრელი სიტუაცია შემექმნება. ეს ძალიან მახარებს. ისიც სასიამოვნოა, პარტნიორად ჯო კოული რომ მეყოლება. ჩვენი მხრიდან მე და “ლივერპულის” უკლებლივ ყველა წევრი, არაფერს დავიშურებთ საიმისოდ, ახალი პარტნიორები გუნდსაც და ქალაქსაც მაქსიმალურად მოკლე პერიოდში რომ გაუშინაურდნენ. ეს ყველა ჩვენთაგანის მოვალეობაა.

- თქვენ პირად გეგმებზე რას გვეტყოდით?

 

- ინგლისის საუკეთესო კლუბში ვთამაშობ, ამიტომაც ყოველ მატჩში ეს რენომე უნდა დავიცვათ. ტრადიციულად, “ლივერპულისგან” ტიტულს ითხოვენ. წინა სეზონში ჩვენი ერთგული ქომაგები გაწბილებულები დავტოვეთ, წელს ისინი უნდა გავახაროთ. ჩემი მიზანიც საკლუბოსთან თანხვედრაშია – კარგი თამაში და ბევრი გოლის გატანა. ვფიქრობ, ამას მოვახერხებ.

- ჩვენი საუბრისას “ლივერპულის” მისამართით საქებარ სიტყვებს არ იშურებთ.

 

-უპირველესად რით გხიბლავთ ენფილდური კლუბი?

- ყველაფრით. ნებისმიერი ადამიანისთვის პირველი შთაბეჭდილება ბევრს ნიშნავს. როდესაც აეროპორტიდან გუნდის ბაზას მივაშურე, სტივენმა  და ჯეიმიმ  ისეთი დახვედრა მომიწყვეს, თავი შინ მეგონა. სხვა ფეხბურთელებთანაც საერთო ენა უსწრაფესად გამოვნახე, გულშემატკივრებისგან კი სიყვარული ვიგრძენი. ამის დავიწყება შეუძლებელია. ლივერპულში ბედნიერი ვარ. ყველანი ერთად არაფერს დავიშურებთ საიმისოდ, გუნდმა პრემიერლიგა რომ მოიგოს. “ენფილდზე” მოსვლის პირველივე დღიდან ეს ჩემი ოცნებაა და უმთავრეს ამოცანად რჩება.

 

<p style="text-align: left;">

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...