Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

მამენტ შეიძლება ვინმეს ჯინსებზე მეტად შორტები ევასებოდეს

მალბოროს - ბელამორი

ანუ გემოვნებაზე დავა გამორიცხულია

ხოდა კაცო, რატომ არის აუცილებელი, რომ თუ მალბორო გირჩევნია, ზნაჩიტ ამერიკა გერჩივნოს და პირიქით? არ შეიძლება, რომ მალბორო გერჩივნოს ბელამორს, მაგრამ შორტები ჯინსებს, და ამერიკის დედას მაინც მოკითხვები უგზავნო? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 597
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Ostap

მამენტ შეიძლება ვინმეს ჯინსებზე მეტად შორტები ევასებოდეს

აქ,შორტებიც ჯინსის იგულისხმება..??

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://img685.imageshack.us/img685/9677/1546855.jpg

 

Uploaded with ImageShack.us

 

დღეს ამერიკის დაბადების დღე იყო.შეიძლება ბევრს არ გევასებოდეთ აქ ეს ქვეყანა,მაგრამ მეც ბევრი რამ არ მევასება და მაგარი ქვეყანაში ვცხოვრობ. :)

მოიხსენით ვარდისფერი სათვალეები უკვე დეპოში ვართ.

ამერიკასაც მძლავრად გაედო ლაჯებში და ამერიკელებსაც.

მოვუსმინოთ თავად ამერიკელებს:

"ამერიკული ოცნება დასრულდა!"

 

http://schol.files.wordpress.com/2007/06/american-dream-upload.jpgდასასრულია, გამოიღვიძეთ, ჩავდივართ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ამერიკული ოცნება დასრულდა!"

ძალიანაც კარგი. გამოფხიზლდება ხალხი და მიხვდება, რასთან ქონდა საქმე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაჩი

მოიხსენით ვარდისფერი სათვალეები უკვე დეპოში ვართ.

ამერიკასაც მძლავრად გაედო ლაჯებში და ამერიკელებსაც.

მოვუსმინოთ თავად ამერიკელებს:

"ამერიკული ოცნება დასრულდა!"

 

 

ვის რა გაედო და სად,ამას მომავალი გვიჩვენებს და აქაც არიან მაგარი უსაქმურები,ომლებიც თაობებით ველფერზე(სახელმწიფო დახმარება)ცხოვრობენ.

 

ძალიანაც კარგი. გამოფხიზლდება ხალხი და მიხვდება, რასთან ქონდა საქმე

 

 

ხვალვე ვიღებ ერთი გზის ბილეთს. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხოდა კაცო, რატომ არის აუცილებელი, რომ თუ მალბორო გირჩევნია, ზნაჩიტ ამერიკა გერჩივნოს და პირიქით? არ შეიძლება, რომ მალბორო გერჩივნოს ბელამორს, მაგრამ შორტები ჯინსებს, და ამერიკის დედას მაინც მოკითხვები უგზავნო

ე ბიჯო ფორდში მალბოროს მწეველი ზაპაროჟეცში არ გადაჯდება პრიმის მოსაწევად–მეთქი და პირიქით - კი :)

აბა ეხლა შენ მაინცა და მაინც ამერიკის დედის მოკითხვა თუ გინდა,ეს შეგიძლია მაიამის 5 ვარსკვლავიან ოტელში გააკეთო ლედი გაგას აკომპონირებით

ანაც ვასიუკებში არაფრისმქონე ფეხშიშველა ქვეითად მოსიარულემ :)

 

აქ,შორტებიც ჯინსის იგულისხმება..??

ხო ოღონდ ისანის შეკერილი :)

ხვალვე ვიღებ ერთი გზის ბილეთს.

გითხარი მე შენ არ გადაგაფიქრებინონ-მეთქი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შრომისგან დაღლილ, ექსპლუატირებულ ამერიკელ მუშებს და მოსამსახრეებს სოლიდარობას ვუცხადებ :user:

მაგრად ძარცვავენ მაგ საცოდავებს, დიდი ჯაფისა და გარჯის შემდეგ იშოვნიან ერთ ორ კაპიკს, მერე გლიჯამს კრიზისი და მთელი ფული ეკარგებათ :user:

 

არანაირი დემაკრაწია მანდ არაა, სულ ორი პარტიაა რეალურად და ორივე მსხვილი კაპიტალის ინტერესებს იცავს,

პროფკავშირები მაფიის ხელშია,

 

კარგად ცხოვრობს მოსახლეობის 2 პროცენტი, საჭმელი აქვთ საზიზღარი, ვერაგმა იმპერიალისტებმა მოკლეს ამერიკული წარმოება და ყველაფერი ჩინეთში გადაიტანეს :vedreba:

 

საწყალ ამერიკელებს პროტესტის გამოხატვისაც კი ეშინიათ, პატარა წინააღმდეგობა პოლიციასთან და დიდი ჯარიმები და ციხე არ აგცდება, პოლიციური სახელმწიფოა,

 

 

მაგრამ მომეცით ბილეთი აქედან მოვდივარ ჰელლოუ ამერიკა :pupuza:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაჩი

 

ვის რა გაედო და სად,ამას მომავალი გვიჩვენებს და აქაც არიან მაგარი უსაქმურები,ომლებიც თაობებით ველფერზე(სახელმწიფო დახმარება)ცხოვრობენ.

 

ხვალვე ვიღებ ერთი გზის ბილეთს. :givi:

ეგ პროპაგანდისტული ზღაპრები იმას მოუყევი ვისაც ამერიკა არ უნახია ან არ უცხოვრია.

ვინ როგორ ცხოვრობს ამერიკაში მშვენივრად ვიცით.

Genetically Modified Foods and the Monsanto

http://powerpointparadise.com/blog/wp-content/uploads/2010/10/monsanskull_dees.jpgამერიკელები მოწამლულ საკვებს ჭამენ

http://talesfromthelou.files.wordpress.com/2011/03/im-lugging-it.jpgეს ამერიკაა

Edited by დაჩი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ პროპაგანდისტული ზღაპრები იმას მოუყევი

შუტკის სმაილის ჩასმა დაგავიწყდა თუ პროპაგანდისტული ზღაპრების მოსმენისას ეგრევე ძილს მიეცი და ვერ მოასწარი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არსებობს ასეთი ცნება: მამალი ###

და არსებობს ინსტრუქცია: არ ედავოთ მამალ ###ს

 

დაიცავით ინსტრუქცია :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 months later...

http://www.geworld.ge/images/stories/RECRUITED.jpgამერიკის ჯაშუშები საქართველოში .

ხუთშაბათი, 20 ოქტომბერი 2011

 

საქართველოს ნაც-ხელისუფლება დღენიადაგ რუსეთის ჯაშუშების ძიებაშია, ამ დროს ქვეყანაში რამდენია სხვა, უცხო ქვეყნის ჯაშუში, კაცმა არ იცის. არადა, ყველას კარგად მოეხსენება, რუსეთის გარდა, სტრატეგიული მიზნები საქართველოსა და ზოგადად, კავკასიის მიმართ, არაერთ სახელმწიფოს გააჩნია, თუნდაც ჩვენი მეზობელი ქვეყნები ავიღოთ, რომელთა წარმომადგენლები (ზოგი ღიად, ზოგი შეფარვით) არც მალავენ, რომ გაფართოებას საქართველოს ხარჯზე აპირებენ.

 

რუსეთის ხელისუფალთ, ალბათ, არც დაესიზმრებათ, იმდენი მოქმედი და მომავალი ჯაშუში ჰყავს აშშ-ს საქართველოში. იმაზე არ მოგახსენებთ, რომ ნაც-ხელისუფლება აშშ-ის მმართველების ყურმოჭრილი ყმაა. აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები თადარიგს აქედანვე იჭერენ _ თუ საქართველომ ამერიკელთა მონობისაგან თავი დაიხსნა, თუ «ნაცხელისუფლება» ისეთი სამართლებრივი (დამოუკიდებელი) ხელისუფლებით შეიცვალა, რომელიც რუსეთთან, ევროპასთან და ამერიკასთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს განახორციელებს, თუ ამერიკის მონობისაგან დააღწია საქართველომ, აი, მაშინ აამოქმედებს ამ სათადარიგო საჯაშუშო-ძირგამომთხრელ ქსელს ამერიკა საქართველოში და ფარულ ომს გააჩაღებს საქართველოში.

 

საიდუმლო წყაროზე დაყრდნობით, მეტად საყურადღებო ცნობა მოვიპოვეთ. წყარო, ცხადია, უსაფრთხოების მიზნით, გამოჩენას არ აპირებს, რადგან ცნობა მართლაც შემაშფოთებელია და მისი გამხელა, შესაძლოა, მისთვის მომაკვდინებელი აღმოჩნდეს.

 

საქართველოს შსს და მისი საიდუმლო სამსახურები ამერიკული საიდუმლო სამსახურების ფილიალები რომაა, ეს ცნობილია. შსს-ში მათ დაქვემდებარებაშია ყველაფერი, მათ შორის, საქართველოს საიდუმლო სამსახურების თანამშრომლები. მეტიც, საქართველოს ნებისმიერი საიდუმლო სამსახურის ჯაშუში იმავდროულად აშშ-ის საიდუმლო სამსახურების ჯაშუშია. ჯერ მოდით, ადამიანთა იმ ჯგუფზე მოგახსენებთ, რომლებიც საქართველოს საიდუმლო სამსახურების ჯაშუშები ნებით თუ ზეწოლით ხდებიან, მერე კი იმას გეტყვით, რატომ არიან ეს ადამიანები თავისთავად ამერიკის ჯაშუშები.

 

წყაროს ცნობით, საქართველოს საიდუმლო სამსახურების ჯაშუშები არიან შემდეგი სახის ადამიანები:

 

1. რუსეთის საბჭოთა კავშირის უშიშროების (კგბ) ყოფილი ჯაშუშები საქართველოში, რომელთაც მოინანიეს, აღიარებით მივიდნენ საქართველოს ნაც- პროკურატურასა და კუდ-ში. ამ ადამიანების ნაწილი დათანხმდა საქართველოს ნაც საიდუმლო სამსახურებთან თანამშრომლობას. ეს დაადასტურა შსს-ს მიერ განხორციელებულმა საგანგებო გეგმა «ენვერმა»;

 

2. ადამიანთა ერთი ნაწილი, რომელთაც "ნაც-სამართალდამცავების" მსხვერპლი გახდა და "საპროცესო გარიგებით" დააღწიეს თავი ციხეს. ამ ადამიანთა ნაწილი, იძულების წესით, თანხმდება საიდუმლო სამსახურებთან თანამშრომლობაზე, ბევრს ისე იჭერენ დილით და საღამოს ისე უშვებენ, დამცველის აყვანასაც ვერ ასწრებნენ, თუმცა არც სჭირდებათ, თუ თანამშრომლობას დათანხმდებიან, თანხასაც არ ახდევინებენ თავისუფლების საფასურად. ნაცების ოპოზიციამ არაერთხელ განაცხადა, რომ სასამართლოებში, დაახლოებით, 240 000 საპროცესო გარიგება შედგა. წყარო აცხადებს, რომ ამ ადამიანების სულ მცირე მეოთხედი საიდუმლო სამსახურებთან თანამშრომლობას დათანხმდა;

 

3. «ვარდების რევოლუციის» შემდეგ, გეხსომებათ, ირაკლი ოქრუაშვილმა დიდი დაჭერები დაიწყო და ასეულობით ადამიანს დიდძალი ფული შეატანინეს ბიუჯეტში. მრავლად იყვნენ ისეთებიც, რომელთა დანაშაულის მტკიცებულებები ხელთ ჰქონდათ ძალოვანებს, მაგრამ ისინი არც დაუჭერიათ, არც ფული გადაუხდიათ. წყაროს მტკიცებით, შევარდნაძის ხელისუფლების საშუალო და დაბალი დონის ჩინოსნებმა ახალი ხელისუფლების საიდუმლო სამსახურებთან თანამშრომლობაზე თანხმობა განაცხადეს და ამიტომაც, დიდად არ შეუწუხებიათ ეს ხალხი და «შერჩევითი დაჭერების» მიზეზიც ეს იყოო;

 

4. მსგავსად დათანხმდნენ საიდუმლო სამსახურების ჯაშუშობას ის საქმოსნები, რომელთაც კანონდარღვევით ჰქონდათ შევარდნაძის დროში შეძენილი ქონება, უწესოდ ჰქონდათ სახელმწიფო შეჯიბრები (ტენდერები") მოგებული თუ გადასახადების გადახდისგან თავის არიდებაში იყვნენ მხილებულნი. არც ისინი დაუჭერიათ, სახაზინო დავალიანებაც აპატიეს (ზოგს _ რამდენიმე მილიონი ლარი);

 

5. სტუდენტების ერთი ნაწილი, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფო ფონდების (პრეზიდენტის ფონდი და ა. შ.) მეშვეობით უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში. მათ, ძვირადღირებული _ სწავლის ანაზღაურების სანაცვლოდ, სთავაზობენ თანამშრომლობას, თუმცა არავინ აძალებს ამას და ნებაყოფლობით თანხმდებიან ჯაშუშობას.

ცხადია, ამ ადამიანებმა არ იციან, რომ ისინი იმავდროულად ამერიკის ჯაშუშებიც არიან. მაგრამ ამის შესახებ კარგად იცის ვანო მერაბიშვილმა. წყარო ამტკიცებს, რომ მერაბიშვილმა, დაახლოებით 200 000 ასეთი ჯაშუშის სია, სრული პირადი საქმე ("დოსიე"), მათი მამხილებელი მასალები, მათი იძულებითი თუ ნებაყოფლობითი თანხმობის დამადასტურებელი საბუთები თანაშრომლობაზე, ჯაშუშების სია და სხვა სახის ცნობები, საკუთარი ხელით ჩაიტანა ამერიკაში. «ეს ამბავი მოხდა 2010 წლის 10 მაისს. ვანო მერაბიშვილი გაემგზავრა აშშ-ში. მისი ამერიკაში სტუმრობის გამოცხადებული მიზეზი აშშ-ის გამოძიების ფედერადური ბიუროს თავკაცთან, რობერტ მიულერთან შეხვედრა იყო. მაგრამ ის ფარულად შეხვდა ამერიკის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მეთაურ პალეტას... და აღნიშნული მასალა პირადად გადასცა,» _ ამტკიცებს ჩვენი წყარო.

«თეთრების» ლიდერი თემურ შაშიაშვილი ნაც-სახელისუფლო ცნობების თაობაზე ხშირად საუბრობს. «საქართველო და მსოფლიო» სწორედ მას დაუკავშირდა და ზემოხსენებული ცნობა გააცნო. აი, რა გვითხრა მან:

 

«საპროცესო გარიგებებით სასჯელს თავარიდებული ადამიანების დიდი ნაწილი საიდუმლო სამსახურებთან თანამშრომლობას რომ თანხმდება, ცხადია, იძულების წესით, ეს ნამდვილად ასეა. იმ დანარჩენი სახის ადამიანთა ნაწილიც, რომელიც ჩამოთვალეთ, ცხადია, ჯაშუშობს. ცალსახად იმის თქმა შემიძლია, რომ ეს ხალხი ნაცურ საიდუმლო სამსახურებთან თანამშრომლობას თანხმდება, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამერიკულ საიდუმლო სამსახურებთანაც ითანამშრომლონ, არ გამოვრიცხავ, რომ ეგ ცნობა მართალია. სამწუხაროდ, საქართველოში, ძირითადად პოლიტიკოსთა ორი ნაირსახეობაა _ პოლიტიკოსები, რომლებიც ფეხქვეშ ეგებიან რუსეთის ან ამერიკის ხელისუფლებას, ერთი ან მეორე ქვეყნის ნაც-ხელისუფლების მონები არიან (და არა მარტო ამ ორი ქვეყნისა). ყველაფერი დასაშვებია ნაც-ხელისუფლებისგან; ეს ხელისუფლება ყველაფერზე წამსვლელია, ყველაფერს დაუთმობს ამერიკას და არა მარტო მას, რათა გაიხანგრძლივოს ძალაუფლება».

 

მოკლედ, აშშ-ს, ახლა თანამოაზრეებისა და სხვადასხვა გრანტებით მოსყიდული ღია, ე.წ. გავლენის ჯაშუშების გარდა, 200 000 სათადარიგო ჯაშუში ჰყავს, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, რომ აშშ-ის ჯაშუშები არიან. ისინი ვანოს ჯაშუშებად თვლიან თავს, ამას შეგუებულნი არიან, მაგრამ, როცა ვანო და მისი მეგობრები წავლენ ხელისუფლებიდან, მათ გამოეცხადება «ძია სემის» წარმომადგენელი და ამერიკის სასარგებლოდ ამუშავებს.

http://s014.radikal.ru/i327/1110/34/65ed00c62d3f.jpg

კაცმა არ იცის, ვინ რა დავალებას მიიღებს. ამერიკა დღეს საქართველოს დამპყრობია (ე.წ. "სტრატეგიული პარტნიორი"), მაგრამ მსოფლიოში ძალთა გავლენა იცვლება, იცვლებიან მეგობარ-დამპყრობლებიც და, ერთხელაც, საქართველო და ამერიკა, საპირისპირო ბანაკში აღმოჩნდნენ. აი, მაშინ გვექნება საქმე სატირლად _ ამ 200 000 ჯაშუშს ამერიკა საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებს.

 

 

ლევან ჯავახიშვილის წერილის მიხედვით "კვირის პალიტრიდან"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლევან ჯავახიშვილის წერილის მიხედვით "კვირის პალიტრიდან"

ხომ არ გჯეროდათ რომ ვამბობდი ბულვარული პრესაა ეს "კვირის პალიტრა" მეთქი? :) გაზეთი რომ ასეთი დონის სტატიას დაბეჭდავს რაც დაჩის დაუდია, ის ბულვარული პრესაც აღარაა, მაკულატურაა უკვე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...