planetanews Posted August 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 4, 2010 <p style="text-align: center;">ორმაგი შემოთავაზება ყველა დროის ყველაზე რეიტინგული შოუსგან!http://nichieri.ge/files/2010/08/40104_1590096511229_1200343290_1650481_7030724_n.jpg თუ შენ ფიქრობ, რომ გყავს ძალიან ნიჭიერი მეგობარი, მეზობელი, მეზობლის ნათესავი ან ამ ნათესავის ქვისლი, კლასელის ძმა და ა.შ. ხშირად გსმენია, რომ ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი და იცი, რომ ჯერ არ მიუღია პრექასტინგში მონაწილეობა, თან თვლი, რომ ის აუცილებლად გამორჩეული იქნება ჩვენს შოუში, მაშინ : პირველ რიგში, აუცილებლად მოგვწერე ჩვენს იმეილზე (casting@nichieri.ge) მისი მონაცემები, (მოგვიყევით თქვენს პროტეჟეზე, მიუთითეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და დაელოდეთ ზარს “ნიჭიერიდან”) შემდეგ მოიყვანე პრექასტინგზეიმ შემთხვევაში, თუ თქვენი პროტეჟე მოხვდება ქასთინგის ეპიზოდში, მიიღე 2 მოსაწვევი ნიჭიერის ყველა კასთინგზე და ლაივზე!!! “ნიჭიერის” ინტერნეტ-challengeმეორე შემოთავაზება მათთვის, ვინც ნიჭიერზე cool ტიპია: არ იცის სიმღერა (ან იცის, ოღონდ თავისებურად) არ ეხერხება ილუზიონისტობა, (და არც უნდა, რომ ეხერხებოდეს) არ შეუძლია მუშტი ჩაიდვას პირში, (ან პირიქით შეუძლია 2 ერთად ჩაიდვას) და ა.შ.მაგრამ ძალიან კარგად იცის, როგორ მოიფიქროს ყველაზე დიდი სისულელე, ისეთი, რომელზეც მეორე დღეს მთელი საქართველო ილაპარაკებს. შეუძლია დაენიძლავოს მეგობრებს, რომ მას შეუძლია მივიდეს ნიჭიერში, ეღადავოს ჟიურის, პროექტის ავტორებს… ვინც მხოლოდ მისი ორიგინალური ნომრით დაამტკიცებს- მთავარი არ არის პლასტიკა გქონდეს ან ძალიან მაგარი ხმა, რომ ყველამ გაგიცნოს და 1 დღეში გახდე პოპულარული. უყვარს Jackass და სწორედ ეს შეშლილი ადამიანები არიან მისთვის ყველაზე ნიჭიერები. ვისი შეყვარებულიც დაჟინებულად მოითხოვს, რომ ნიჭიერის სცენიდან ხელი დაუქნიონ!!! ვინც იცის, რომ საზამთროს მხოლოდ საკვები დანიშნულება არ აქვს! ვინც ახლა ამ პოსტს კითხულობს და თვლის, რომ პოსტის ავტორი სწორედ მასზე წერს, მაგრამ ძალიან, ძალიან უნიჭოდ!!!თუ აკმაყოფილებ ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტებიდან ერთს, ორს, სამს ან ყველას ერთად, “ნიჭიერი” ონლაინ გამოწვევას გთავაზობს! მოიფიქრე ყველაზე ორიგინალური ნომერი და გარანტირებულად მოხვდები ნიჭიერის ქასთინგზე, როგორც სპეციალური, არარიგითი მონაწილე. გახდი ნიჭიერის მოვლენა!!! დაგვეკონტაქტე შენი იდეებით იმეილზე casting@nichieri.ge. nichieri.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.